განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2078-19
(გამოძიების N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ--------–-----ე,დაცვის მხარე:
ადვოკატები - მ--------------–--ია, ნ-----–----------ია, ს--–------------–---–ი,ბრალდებული: დ----- გ---–--–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნ--–---------------------------ში).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები.
დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. დ----- გ---–--–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - ესპანური წარმოების ,,A--’’ მოდელის პისტოლეტი, მჭიდით და საბრძოლო მასალა - 6.35 მმ კალიბრის ,,B--------ის’’ 6 ცალი ვაზნა. დ----- გ---–--–---–ი აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 2----–-–------------ის ჩათვლით.
1.2 2----–-–------------ს, 1---- საათზე, დ----- გ---–--–---–ი დაკავებულ იქნა, ქ. თბილისში, მ---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადაადგილდებოდა ავტომანქანა ,,ჰ------------------ით’’ სარეგისტრაციო ნომრით L------, რა დროსაც ქურთუკის ჯიბით, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - ესპანური წარმოების ,,A--’’ მოდელის პისტოლეტს მჭიდით და საბრძოლო მასალას -,,B--------ის’’ 6 ცალ ვაზნას.
2. მტკიცებულებების ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ბრალდების მხარემ დ----- გ---–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა შემდეგი მტკიცებულებები:
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------------–---–მა განმარტა, რომ 2----–-–------------ს, მ---–-----ის რაიონში მეწყვილესთან - გ--------–-------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათ მიერ შეჩერებულ იქნა ,,ჰ--------ს’’ მარკის ავტომანქანა. ავტომანქანაში მსხდომ პირებს გადმოსვლა და კანონსაწინააღმდეგო ნივთების წარმოდგენა მოსთხოვეს. მისმა მეწყვილემ - გ--------–-------–---–მა დ----- გ---–--–---–ის ზედაპირული შემოწმება დაიწყო და დაიყვირა, რომ ამ პირს ჰქონდა იარაღი. დ----- გ---–--–---–ი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და სწორედ ამ ძიძგილაობის დროს, მის მეწყვილეს ხელში შერჩა დ----- გ---–--–---–ის ჯიბეში არსებული იარაღი. დ----- გ---–--–---–ი გაიქცა, იგი დაედევნა მას და დააკავა. მოწმის განმარტებით, მისი მეწყვილე და დ----- გ---–--–---–ი მისი თვალთახედვის არეს არ მოშორებიან. მოწმემ ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების კანონთან შესაბამისობა.
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ--------–-------–---–მა განმარტა, რომ 2----–-–------------ს, მ---–-----ის რაიონში მეწყვილესთან - გ------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათ მიერ შეჩერებულ იქნა ,,ჰ------------------ის’’ მარკის ავტომანქანა. ავტომანქანაში მსხდომ პირებს გადმოსვლა და კანონსაწინააღმდეგო ნივთების წარმოდგენა მოსთხოვეს. მისმა მეწყვილემ მძღოლის შემოწმება დაიწყო, ხოლო თავად - დ----- გ---–--–---–ის. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა საფულე და მობილური ტელეფონი წარუდგინა, რა დროსაც ქურთუკის შიგნიდან შეამჩნია მყარი საგანი. ზედაპირული შემოწმებისას იგრძნო მყარი საგანი და გ------------–---–ს დაუძახა, რომ ამ პირს იარაღი ჰქონდა. მისი მეწყვილე და ავტომანქანის მძღოლი მასთან მივიდნენ. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს ქურთუკი შეხსნილი ჰქონდა, რა დროსაც ხელი მოჰკიდა ქურთუკის მარცხენა ჯიბესთან და მარჯვენა ხელით ამოიღო იარაღი. ბრალდებულმა გაიხადა ქურთუკი და გაიქცა. გ------------–---–ი დაედევნა დ----- გ---–--–---–ს და დააკავა. ამოღებული იარაღი დაილუქა კანონით დადგენილი წესით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები, ხოლო შემდგომ დალუქული სახით გადაეცა შესაბამის სამსახურს. გ--------–-------–---–მა ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-------------------ემ განმარტა, რომ 2----–-–------------ს, მას შეხვდა ნაცნობი დ----- გ---–--–---–ი, რომელმაც ს---–---–--ში წაყვანა სთხოვა, უარი არ უთქვამს და მანქანაში ჩაისვა. საპატრულო პოლიციამ ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა. გააჩერა ავტომობილი და გადმოვიდნენ ავტომობილიდან. მოწმის განმარტებით, საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი მასთან მივიდა, ხოლო მეორე - დ----- გ---–--–---–თან. დ----- გ---–--–---–ი ძალიან ნერვიულობდა. პატრულის თანამშრომელი და დ----- გ---–--–---–ი ერთმანეთში ძიძგილაობდნენ, რა დროსაც პატრულის თანამშრომელმა დაიძახა, რომ დ-----ს იარაღი ჰქონდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მას არ დაუნახავს, დ----- გ---–--–---–ის ჯიბიდან იარაღის ამოღების ფაქტი, თუმცა დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომელს ხელის გულზე ედო იარაღი. მოწმემ განმარტა, რომ 2----–-–------------ის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია თითქოს დაინახა, როგორ ამოუღეს დ----- გ---–--–---–ს ჯიბიდან იარაღი არ შეესაბამება სიმართლეს, მას არ წაუკითხავს ოქმი და ისე მოაწერა ხელი აღნიშნულ გამოკითხვის ოქმს.
2.6. დაცვის მხარის მიერ ჯვარედინი დაკითხვისას თ-------------------ემ დააზუსტა, რომ თავად ნერვიულობდა, რადგან მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ხოლო დ-----ი ნერვიულობდა თუ არა, არ იცის, რადგან ვერ ხედავდა.
2.7. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2----–-–------------ს, 1---- საათიდან 1---- საათამდე, ქ. თბილისი, მ---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-------------------ის თანხმობით ჩატარდა ავტომანქანის - (,,ჰ------------------ის’’ მოდელის, სახელმწიფო ნომრით - L------) ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების (ავტომანქანის ჩხრეკის) ნამდვილობა დადასტურებულია მ--------------ის, თ-------------------ისა და ზ-----------–---–ის ხელმოწერებით.
2.8. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2----–-–------------ს, 1---- საათიდან 1---- საათამდე, ქ. თბილისი, მ---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--------–-------–---–მა ნებაყოფლობით წარადგინა დ----- გ---–--–---–ის კუთვნილი პისტოლეტის მსგავსი საგანი, მჭიდითა და ვაზნებით, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით და რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ნამდვილობა დადასტურებულია მ--------------ისა და გ--------–-------–---–ის ხელმოწერებით.
2.9. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2----–-–-----------–ს, 1---- საათიდან 1---- საათამდე, ქ. თბილისი, დ------------------------------–-------ში ბრალდებულის სახით დაკავებული დ----- გ---–--–---–ისგან, ამოღებულ იქნა უსახელო დუტის ქურთუკი წითელ და შავ ფერებში, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით და რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ნამდვილობა დადასტურებულია ს--–------------–---–ის, მ--------------ისა და დ----- გ---–--–---–ის ხელმოწერებით.
2.10. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ--------------ემ განმარტა, რომ 2----–-–------------ს, მიიღო შეტყობინება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, რის შემდგომაც დაიწყო გამოძიება და გავიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე დახვდნენ პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს მომხდარი ფაქტის შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე და საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებულ იქნა არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება. მოწმემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და კანონთან შესაბამისობა.
2.11. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე ლ-----------–---ას ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის გამომძიებელი. 2----–-–------------ს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო შეტყობინება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე, რის თაობაზეც დაიწყო გამოძიება. მოწმემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და კანონთან შესაბამისობა.
2.12. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ--------------–---–მა განმარტა, რომ 2----–-–------------ს, განყოფილებაში გამოძიება დაიწყო დ----- გ---–--–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, რის შემდგომაც ჩაატარა არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, კერძოდ დანიშნა არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის ბალისტიკური. მოწმის განმარტებით ნივთმტკიცება დალუქული იყო კანონით დადგენილი წესით. ჩვენების მიცემისას მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და კანონთან შესაბამისობა.
2.13. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–-----------–ის ექპერტის N------ დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე წარმოდგენილი: 1) პისტოლეტის ზედაპირიდან ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკები (იხ. ცხრილი N1) ვარგისი იყო შემდგომი შედარებითი კვლევისათვის; 2) მჭიდის და ერთი ცალი ვაზნის ზედაპირზე რაიმე სახის ბოჭკოს მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.
2.14. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან კვლევა ჩაატარა მის მიმართ დასმული კითხვების გარშემო და მისი კვლევის ფარგლებში.
2.15. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–-----------–ის ექპერტის N----- დასკვნის თანახმად, 1) 3. (4.) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი იარაღი, რომლის ჩარჩოს მარჯვენა მხარეს, სახელურზე ვიზუალურად აღინიშნება ციფრები: ,,6--’’, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ესპანური წარმოების ,,A--’’ მოდელის 6,35 მმ კალიბრის პისტოლეტს, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. გამოსაკვლევი პისტოლეტის ნაწილებს ვიზუალურად კონსტრუქციული შეცვლის და გადაკეთების აშკარა კვლები არ აღენიშნება. 2) . (3). ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 6 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1--- წლის ნიმუშის 6,35 მმ კალიბრის ,,B--------ის’’ ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული 6 ცალი 1--- წლის ნიმუშის 6,35 მმ კალიბრის ,,B--------ის’’ ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
2.16. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.
2.17. სასამართლო განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ამოღებული პისტოლეტი, მჭიდითა და 4 ცალი ვაზნით.
2.18. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–-----------–ის ექპერტის N------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტის ჩარჩოზე აღინიშნება ნომრის შემდეგი ნიშნები: ,,6--’’, რომლის ქვეშ ნომრის რაიმე სხვა ნიშნები არ გამოვლინდა. ჩამკეტის გარსაცემზე გამოვლინდა ნომრის შემდეგი ნიშნები: ,,6--’’. ლულაზე გამოვლინდა ნომრის შემდეგი ნიშნები: ,,6--’’.
2.19. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----–--------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.
2.20. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------რის ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად:
1. ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: ,,დ----- გ---–--–---–ის ქურთუკი’’ (2---------), მოთავსებულ დუტის ორმაგი ჟილეტის მოწითალო და მოშავო ფერებში კომბინირებულ ზედაპირზე არსებულ მარჯვენა და მარცხენა ჩაჭრილ ჯიბეებში დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების წერტილოვანი განატული რკინის (რკინა II) კვლები.
- ექსპერტიზა წარდგენილ პაკეტში წარწერით: ,,პისტოლეტი მჭიდით’’ (F--------) მოთავსებული პისტოლეტი და მჭიდი ძირითადი ელემენტის სახით შეიცავს რკინას (Fe).
- ექსპერტიზა წარდგენილ პაკეტში წარწერით: ,,დ----- გ---–--–---–ის ქურთუკი’’ (2---------), მოთავსებულ დუტის ორმაგ ზედაპირზე დაფიქსირებული რკინის იონების კვლები შეესაბამება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,პისტოლეტი მჭიდით’’ (F--------) მოთავსებული პისტოლეტის და მჭიდის შემადგენელ ძირითად ელემენტ რკინას, მაგრამ ვინაიდან რკინა არის ფართოდ გავრცელებული ელემენტი და შედის მრავალი საყოფაცხოვრებო საგნის შემადგენლობაში ტანსაცმლის ზედაპირზე დაფიქსირებული რკინის იონების კვლების მიკუთვნება კონკრეტულ პისტოლეტთან და მჭიდთან შეუძლებელია.
2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,პისტოლეტის ზედაპირიდან ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკები’’ (F--------), მოთავსებულ პეც. წებოვან ფირფიტაზე არ აღინიშნება პაკეტში წარწერით: ,,დ----- გ---–--–---–ის ქურთუკი’’ (2---------), მოთავსებული დუტის ორმაგი ჟილეტის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოები.
2.21. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.
2.22. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------ოს ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით ,,.....პისტოლეტიდან და ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები....’’ მოთავსებულ: ანაწმენდზე პისტოლეტის ჩარჩოდან არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი განსხვავდება დ----- გ---–--–---–ის (ობ. N6; პაკეტი, წარწერით: ,,....ნერწყვის ნიმუში....’’ აღებულ იქნა დ----- სოზარის ძე გ---–--–---–ისგან’’) გენეტიკური პროფილისგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს;
ანაწმენდზე სასხლეტიდან (ობ. N1), პისტოლეტის სახელურიდან (ობ. N2), ვაზნებიდან (მჭიდში არსებული) (ობ. N4) და ერთი ცალი ვაზნიდან (ობ. N5), გენოეტაპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცეტრაცია, არ აღმოჩნდა.
2.23. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.
2.24. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------ის სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, დ----- გ---–--–---–ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობით (კოდი-F07.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს დ----- გ---–--–---–ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
2.25. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ვ--------–----–---–---მა და თ-------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.
2.26. ბრალდებულმა დ----- გ---–--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მას თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდნენ. კერძოდ: რამდენჯერმეა ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე, სასამართლოში და პოლიციის განყოფილებაში ნამყოფი. 2----–-–------------ს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები დილიდან უთვალთვალებდნენ. შემდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა ავტომობილი, რომელშიც იჯდა. პოლიციის თანამშრომლებმა მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მისი შემოწმება დაიწყო და სწორედ ამ დროს მოულოდნელად დაიყვირა, თითქოს მას იარაღი ჰქონდა. მოწმის განმარტებით, მიხვდა მის გარშემო რაც ხდებოდა და ტელეფონი ამოიღო ადვოკატთან დასარეკად. დაზუსტებით არ იცის როგორ გაჩნდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ხელში იარაღი, თუმცა დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ მას იარაღი თან არ ჰქონია. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს პირადი მოტივი ამოძრავებთ და სწორედ ამიტომ ედავებიან იარაღის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებას. შემთხვევის ადგილზე იარაღი, რომლის შეძენა, შენახვასა და ტარებას ბრალდების მხარე მას ედავება, არ უნახავს. ბრალდებულმა ჩვენების მიცემის დროს ასევე ისაუბრა წინა ნასამართლობებთან და მის მიმართ გამოცემულ შემაკავებელ/დამცავ ორდერებთან დაკავშირებით. ბრალდებულის განმარტებით მას არანაირ ოქმზე და ლუქზე ხელი არ მოუწერია.
2.27. დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში განმარტავს, რომ დ----- გ---–--–---–ს დანაშაული არ ჩაუდენია, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნოდა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მას აბრალებენ თითქოს იარაღით გადაადგილდებოდა. დაცვის მხარის მითითებით, ბრალდების მხარე შეეცადა ფონს გასულიყო საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებითა და უკანონო ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, რასაც მხარე პროცესის დაწყებიდანვე პროგნოზირებდა. პოლიციელების ჩვენებებში არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები. გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულ პისტოლეტზე და საბრძოლო მასალაზე ბრალდებულის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა. დაცვის მხარის მითითებით საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადასტურებენ დ----- გ---–--–---–ის მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებას, კი დაინტერესებულები არიან შედეგით. ამდენად, დაცვის მხარის განმარტებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს დ----- გ---–--–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
2.28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
2.29. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ბიოლოგიური ექსპერტიზით, პისტოლეტის სასხლეტზე და საბრძოლო მასალაზე არ აღმოჩნდა დ----- გ---–--–---–ის ,,დნმ“ (გენეტიკური პროფილი), ღნიშნული უტყუარად ადასტურებს მის უდანაშაულობას. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ნივთებზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, არცერთი ადამიანის ბირთვული ,,დნმ-ის“ მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, რაც აპრიორი არ გამორიცხავს დ----- გ---–--–---–ის პისტოლეტთან და საბრძოლო მასალასთან მის შემხებლობას. გარდა აღნიშნულისა აღსანიშნავია, რომ ძიძგილაობისას პისტოლეტი ხელში შერჩა საპატრულო პოლიციის თანამშრომელ - გ--------–-------–---–ს, რითაც აიხსნება პისტოლეტის ჩარჩოზე სხვა გენეტიკური პროფილის არსებობა. დ----- გ---–--–---–ის მიერ პისტოლეტისა და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტები, დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით (მოწმეების - გ--------–-------–---–ისა და გ------------–---–ის ჩვენებებით), რაც შეეხება ,,დნმ-ის“ კვალის საგანზე დარჩენას სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ზედაპირის სახეობაზე (გლუვია თუ ხაოიანი), შეხების ინტენსივობაზე, დამცავი საშუალების მაგ. ხელთათმანის გამოყენებაზე, შეხების შემდეგ მისი განთავსების ადგილზე, პირობებზე, შემხებლობაზე სხვა ნივთებთან, სხვა პირთან და სხვა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ აღმოჩნდა არცერთი ადამიანის ბირთვული ,,დნმ-ის“, მინიმალური კონცენტრაცია, ცალსახაა, რომ ამის მიზეზი არის გარემო ფაქტორები და, შესაბამისად, ეს ექსპერტიზის დასკვნა არც ამართლებს და არც ადასტურებს დ----- გ---–--–---–ის ბრალეულობას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დაცვის მხარის მითითება, რომ იმ შემთხვევაში თუ დ----- გ---–--–---–ი ატარებდა იარაღს, აუცილებლად უნდა დარჩენილიყო მისი ,,დნმ“ ნივთზე, არ არის არგუმენტირებული და წარმოადგენს მხოლოდ მხარის მოსაზრებას.
2.30. სასამართლოს ასევე სურს ყურადღება გაამახვილოს დაცვის მხარის კიდევ ერთ არგუმენტზე, თითქოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ დ----- გ---–--–---–ის მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებას. საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები განხორციელებულია საპროცესო ნორმათა დარღვევით. პირდაპირი მოწმეები, რომლებიც ხელს ადებენ დ----- გ---–--–---–ს არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და, შესაბამისად, დაინტერესებულები არიან შედეგით. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამგვარ განმარტებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.31. მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე (ix. Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.).
2.32. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვისას, მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე, დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც დ----- გ---–--–---–ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა. ბრალდებულის უფლება დაკითხოს ჯვარედინი დაკითხვის წესით ბრალდების მხარის მოწმეები, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას ბრალდებულის უფლებების ქმედითად დაცვის თვალსაზრისით და აღნიშნული უფლების მნიშვნელობა ვერაფრით ვერ იქნება უგულებელყოფილი.
2.33. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, განსაკუთრებით კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც ამხელდნენ დ----- გ---–--–---–ს დანაშაულის ჩადენაში. დაცვის მხარის მითითებით, პოლიციელების ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობები, მაგალითად გამოძიების დაწყების, ამოღების ჩატარების, ბრალდებულის დაკავების, შეტყობინების მიღების დროსთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--------–-------–---–ისა და გ------------–---–ის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემისას გაკეთებულ განმარტებებში საგამოძიებო მოქმედებების დროსთან დაკავშირებით არსებობს მცირე ხასიათის წინააღმდეგობები, თუმცა აღნიშნული განპირობებულია შემთხვევიდან მათ მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე გასული დროის ხანგრძლივობით. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მათი ჩატარების დრო თანმიმდევრულადაა ასახული და რაიმე სახის ცდომილება ან/და თანხვედრა საათებში არ არის. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები ვერ ჩაითვლება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობად, რომელიც მთლიანად ეჭვქვეშ დააყენებდა მათი ჩვენებების სანდოობას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც გ--------–-------–---–იც და გ------------–---–იც თანმიმდევრულად და დეტალურად უთითებენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, მათ განმარტებებში და ქცევაში არ შეინიშნებოდა რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მათ დ----- გ---–--–---–ის მიმართ პირად ინტერესზე ეჭვებს გააჩენდა. მოწმეებმა დეტალურად აღწერეს 2----–-–------------ს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, კერძოდ: შემოწმების მიზნით გააჩერეს ავტომობილი, გ--------–-------–---–მა დ----- გ---–--–---–ის შემოწმება დაიწყო, ხოლო გ------------–---–მა თ-------------------ის, გ--------–-------–---–მა მეწყვილეს დაუძახა, რომ ამ პირს იარაღი ჰქონდა. გ------------–---–მა ასევე დაადასტურა დ----- გ---–--–---–სა და გ--------–-------–---–ს შორის არსებული ძიძგილაობა, რა დროსაც გ--------–-------–---–ს ხელში შერჩა იარაღი, რომელიც დ----- გ---–--–---–ს ედო. ბრალდებულსა და გ--------–-------–---–ს შორის არსებული ,,ძიძგილაობა’’ ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმემ - თ-------------------ემ. ამდენად, სასამართლომ შეაფასა პოლიციელთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას. სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის განმარტება, თითქოს გ------------–---–ი შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ვერ დაინახავდა, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით და ამ მიმართებით არ არსებობს რაიმე ეჭვი.
2.34. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს თ-------------------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება და განმარტავს, რომ მის ჩვენებაში არის მცირე ხასიათის წინააღმდეგობები, თუმცა აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თ-------------------ე არის ბრალდებულის ახლობელი და იგი ჩვენების მიცემის დროს იყო აღელვებული. მისი ჩვენება 2----–-–------------ს, ქ. თბილისში მ---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ ძირითად მოვლენებთან დაკავშირებით თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - გ--------–-------–---–ისა და გ------------–---–ის ჩვენებებთან.
2.35. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ დ----- გ---–--–---–ის განმარტებას თავის უდანაშაულობასთან და იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები პირადი მოტივით არიან დაინტერესებულები და იარაღი და საბრძოლო მასალა ,,ჩაუდეს’’, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებიდან და წარმოადგენს მხოლოდ ბრალდებულის ვარაუდს.
2.36. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (მოწმეების - თ-------------------ის, გ--------–-------–---–ისა და გ------------–---–ის ჩვენებებით და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით) შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა დ----- გ---–--–---–ის მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” 2003 წლის 8 მაისის საქართველოს კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მათ დაუფლებას - ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ნაჩუქარის მიღებას, მემკვიდრეობით გადაცემას და სხვა. მართლსაწინააღმდეგო შენახვა კი - იმ პირის მიერ, ვისაც ამ საგნების შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია, მათთვის ადგილსამყოფელის მიჩენას, მაგალითად სახლში, სარდაფში, ფარეხში, მანქანაში, მიწაში და სხვა. ტარება კი - ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე იარაღთან ერთად გადაადგილებაში.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამოღების ოქმით (31.03.2019) და მოწმეების გ--------–-------–---–ისა და გ------------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დ----- გ---–--–---–ი უკანონოდ შეძენილ იარაღსა და საბრძოლო მასალას ატარებდა და ინახავდა, რაც საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის №----- დასკვნით (1--------) მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე ექვსი ვაზნა, რაც იმავე დასკვნით მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----- გ---–--–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 სასამართლო, დ----- გ---–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს მის ოჯახურ მდგომარეობას, ასევე მის ქცევას სასამართლო განხილვისას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება წარსულში მისი არაერთი ნასამართლობაა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი რითაც მსჯავრი უნდა დაედოს დ----- გ---–--–---–ს სასჯელის სახით ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილი - ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას - არის შეზღუდული შერაცხადი, ასევე მის ოჯახურ მდგომარეობას - ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დ----- გ---–--–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
5.5. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
5.6. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დ----- გ---–--–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, ამდენად, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის მიხედვით. სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად და განაჩენის 5.2.-5.5. პუნქტებში არსებული გარემოებების გათვალისწინებით მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დ----- გ---–--–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
5.9. ზემოაღნიშნულიდან და დ----- გ---–--–---–ის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დ----- გ---–--–---–ს უნდა განესაზღვროს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი - ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სისხლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს, დ----- გ---–--–---–ის ქურთუკი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები და ბოჭკოს ნაწილაკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- გ---–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დ----- გ---–--–---–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
3. დ----- გ---–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–------------იდან.
4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
· ესპანური წარმოების ,,A--” მოდელის პისტოლეტი მჭიდით და ოთხი ცალი ვაზნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
· დ----- გ---–--–---–ის ქურთუკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
· ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები და ბოჭკოს ნაწილაკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე