განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
340100119003314536
დავის ტიპი
126
თარიღი
20.01.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

N1/2---19

განაჩენი

საქართველოს სახელით

20.01.2020 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - რე----- ას---–--ლის

ადვოკატ - გი- ფა------–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: რე----- ას---–--ლი;

მამის სახელი: ზა----ი-;

დაბადებული: 05.04.1----–--–-;

პირადი ნომერი: 4----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლევი;

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ში-–----

ფაქტობრივად მცხოვრები:ყვარლის რაიონი სოფელი ში-–---.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

რე----- ას---–--ლეს ბრალი ედება მასში, რომ

1) ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 24 აგვისტოდან, 2019 წლის 01 ნოემბრამდე ყვარლის რაიონის სოფელ ში-–---ში მცხოვრები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით ნასამართლევი რე---- ას---–--ლი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რე---- ას---–--ლი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მასთან ერთად მცხოვრებ მამას - ზა----ი- ას---–--ლს და დედას ნა----–- ას---–--ლს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. რე---- ას---–--ლის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ზა----ი- ას---–--ლის და ნა----–- ას---–--ლის ტანჯვას.

2) განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, რე---- ას---–--ლი, ყვარლის რაიონის სოფელ ში-–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ზა----ი- ას---–--ლს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

რე----- ას---–--ლი 2019 წლის 01 ნოემბერს 16:45 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2019 წლის 02 ნოემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2019 წლის 24 აგვისტოდან 2019 წლის 01 ნოემბრამდე ყვარლის რაიონის სოფელ ში-–---ში მცხოვრები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით ნასამართლევი რე---- ას---–--ლი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რე---- ას---–--ლი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მასთან ერთად მცხოვრებ მამას - ზა----ი- ას---–--ლს და დედას ნა----–- ას---–--ლს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. რე---- ას---–--ლის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ზა----ი- ას---–--ლის და ნა----–- ას---–--ლის ტანჯვას

 

1.2. 2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, რე---- ას---–--ლი, ყვარლის რაიონის სოფელ ში-–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ზა----ი- ას---–--ლს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვა, ორი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

2. 1. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმე გი------ გუ----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ზა----ი- ას---–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნა----–- ას---–--ლის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რე---- ას---–--ლი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მასთან ერთად მცხოვრებ მამას - ზა----ი- ას---–--ლს და დედას ნა----–- ას---–--ლს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. რე---- ას---–--ლის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ზა----ი- ას---–--ლის და ნა----–- ას---–--ლის ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დაზარალებულები არის ბრალდებულის ოჯახის წევრები, კერძოდ მამა და დედა.

 

ძალადობა შეიძლება განხორციელდეს ფსიქოლოგიურად, როგორიცაა ლანძღვა-გინება, უწმაწური სიტყვების დაძახება და წოდება. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის სულიერ ტანჯვას.

 

დაზარალებულების - ზა----ი- ას---–--ლის და ნა----–- ას---–--ლის განმარტებით, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები წვევდა მათ ტანჯვას.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულმა ძალადობა ჩაიდინა ოჯახის ორი წევრი დედის და მამის წინააღმდეგ.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 15 -ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად - არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

ბრალდებული რე----- ას---–--ლი გასამართლებულია გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 3 მაისის N1/2---16 განაჩენით სისხლის სამართლოს კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 11 1 381 1 მუხლის პირველი ნაწილით და ნასამართლობა მოხსნილი და გაქარწყლებული არ აქვს, ამდენად მას დანაშაული ჩადენილი აქვს არაერთგზის.

 

2.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმე გი------ გუ----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ზა----ი- ას---–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნა----–- ას---–--ლის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ რე---- ას---–--ლი, ყვარლის რაიონის სოფელ ში-–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ზა----ი- ას---–--ლს,რა დროსაც ზა----ი- ას---–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარა ნიშნავს, როდესაც პირი კონკრეტულ პირს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, მუქარა ისეთი ფორმით უნდა იყოს ჩადენილი, რომ პირს მისი განხორციელების რეალური შიში გაუჩნდეს. ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და უფლება იცხოვროს მშიდ გარემოში. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, ტელეგრაფით, იარაღის დემონსრირებით. ამასთანავე აუცილებელია, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დაზარალებულის განმარტებით მას ბრალდებული რე----- ას---–--ლი დაემუქრა მოკვლით და თან ხელში ეჭირა დანა, რომლითაც გაქცეულ დაზარალებულს გაეკიდა. აქედან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული გათვალიწინებული საქართველო 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სისხლის სამართლოს კოდექსის 111 მუხლის თანახმად - ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად- ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დაზარალებული ზა----ი- ას---–--ლი არის ბრალდებულის მამა და მისი ოჯახის წევრი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რე---- ას---–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

რე----- ას---–--ლმა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

რე----- ას---–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთნ დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო სსკ-ის 111-151 მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება - ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რე----- ას---–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

რე----- ას---–--ლის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.რე----- ას---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.

2. რე----- ას---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რე----- ას---–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

4. რე----- ას---–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 01 ნოემბრის 16:45 საათიდან.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე