განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5525-19
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მიხეილ სადრაძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–--------------–---–----ე (დ----------–- - 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: თ---–-------------–-----–----------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------–ი), აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის ივნისიდან 20 ივლისამდე პერიოდში, ლ-–- ლ---–----ემ დაამზადა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 3904 ლარის საბაზრო ღირებულების ,,122’’ ბლოკი (24400 ღერი) უაქციზო ფილტრიანი სიგარეტი. აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 20 ივლისს, ლ-–- ლ---–----ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ,----------ს მარკის ავტომანქანით (სახ. ნომრით X--------), ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის ტერიტორიაზე, მოახდინა ზემოხსენებული 3904 ლარის ,,122’’ ბლოკი (24400 ღერი) ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ლ-–- ლ---–----ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ნ-----–-------------–---–ის, ი-–------------–--ის გამოკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმებს, ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-----------------ს სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ-–- ლ---–----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლი კრიმინალიზებულია აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე მდგომარეობს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვაში. პასუხისმგებლობა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის მარკირებისთვის ეკისრება საქართველოში წარმოებულ აქციზური საქონლის მწარმოებელს, ხოლო საქართველოში იმპორტირებული აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლისთვის - იმპორტიორს.
3.2. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის ბრძანებულებით ,,საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ‘‘ აიკრძალა ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტირება და რეალიზაცია აქციზური მარკების გარეშე.
3.3. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - ნ-----–-------------–---–ის, ი-–------------–--ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-----------------ს სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის ივნისიდან 20 ივლისამდე პერიოდში, ლ-–- ლ---–----ემ დაამზადა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 3904 ლარის საბაზრო ღირებულების ,,122’’ ბლოკი (24400 ღერი) უაქციზო ფილტრიანი სიგარეტი. აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 20 ივლისს, ლ-–- ლ---–----ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ,, T-----’’-ს მარკის ავტომანქანით (სახ. ნომრით X--------), ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის ტერიტორიაზე, მოახდინა ზემოხსენებული 3904 ლარის ,,122’’ ბლოკი (24400 ღერი) ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა.
3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–- ლ---–----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
4.5. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (უდავო გახადა მტკიცებულებები) გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
4.6. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ლ-–- ლ---–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, კერძოდ, ის, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე განზრახი დანაშაული, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4.7. ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-–- ლ---–----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ლ-–- ლ---–----ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–- ლ---–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ლ-–- ლ---–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულ ლ-–- ლ---–----ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს.
4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:
- 122 ბლოკი (24400 ღერი) უაქციზო ფილტრიანი სიგარეტი, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ - განადგურდეს;
- ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სს საქმეს შენახული იქნას სს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე