განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 010100119003173348
საქმე N1-819/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20.01.2020 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გე-–-------ძე, ან--------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული: თე---------------ძე
მამის სახელი: ჯე---–-
დაბადებული: 25.---1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ნასამართლობა: არმქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზა--------ი
ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი - ლა–----------ძე
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 0-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 07:20 საათზე, ქ. ბათუმში, კო---–--ის ქუჩა N--- მიმდებარედ თე---------------ძე მოძრაობდა რა ,,ტ-------ას" მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით P------- - ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33 პუნქტის 2-ის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ქვეით დუ-------–----–-ძეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
2.1 წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №1----, 11.06.2019 წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ თე---------------ძეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის, მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. (იხ ს.ფ.38-41);
2.5. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------, 03.03.2019 წ. დადგენილია, რომ დუ-------–----–-ძის გვამს აღენიშნებოდა სხეულის ბლაგვი შერწყმული პოლიტრავმა, ქალა ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალა ფუძის მოტეხილობა, მოტეხილი ფრაგმენტების მცირედი შეცილებით, კეფა-ატლასის შესახსრების გაგლეჯა, სისხლჩაქცევებით თავის ქალას ღრუში მაგარი გარსის ქვეშ და თავის ტვინის ნივთიერებაში, თავის ტვინზე
ზეწოლით თავის ტვინის შეშუპება, სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის ქვეშ, გულმკერდის დახურული ბლაგვი ტრავმა, ნეკნების მრავლობითი ორმხრივი მოტეხილობა, ფილტვის ქსოვილის დაზიანებით და ორმხრივი ჰემოთორაქსით, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის /საგნების/ ზემოქმედებით, სიცოცხლის დროინდელია, მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ერთობლიობაში, ცოცხალ პირებში, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
დუ-------–----–-ძის სიკვდილის უშუალო მიზეზია სისხლჩაქცევა თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ, თავის ტვინის რბილ ქსოვილებში, თავის ტვინის ქსოვილებზე ზეწოლით, თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება- გამოწვეულია ქალა ტვინის ბლაგვი ტრამვით, ქალა ფუძის მოტეხილობით, კეფა-ატლასის /კისრის პირველი მალის/ შესახსრების ტრავმული გაგლეჯით. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით, გარდაცვალებიდან გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედით არაუმეტეს 12 საათისა; (იხ. ს.ფ.66-75);
2.6. ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის სქემა, ფოტოცხრილი, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ფრ-------–----–--ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ონ------------ს, თე---------------ძის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თე---------------ძემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თე---------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 31 დეკემბერს, ქ. ბათუმში, კო---–--ის ქუჩა N----ში ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რამაც გამოიწვია დუ-------–----–-ძის სიცოცხლის მოსპობა - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თე---------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია)
5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა თე---------------ძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი
შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, დაცვის მხარის განმარტებით დაზარალებულის უფლებამონაცვლე შერიგებულია ბრალდებულთან და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია (ბრალდებულმა აანაზღაურა სხვადახსვა სახის ხარჯები) ; და ამ მოცემულობით სასამართლო თვლის, რომ თე---------------ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით სასჯელის სახედ შესაძლებელია განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩათვლილი იქნება პირობით, რადგან თე---------------ძის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სასამართლო ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ეფექტს დამატებით სასჯელთან - (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა) ერთად, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი - ,,ტ-------ას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით P------- რომელიც ინახება შპს ,,ბ--------------ის ‘’ სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული თე---------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე , დამატებითი სასჯელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვას 01 (ერთი) წლის ვადით.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს
პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
მსჯავრდებულ თე---------------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ,,ტ-------ას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით P------- რომელიც განთავსებულია შპს ,,ბ--------------ის ‘’ სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და შპს ,,ბ--------------ის ‘’ ადმინისტრაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე