განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2700-19
(#0----------4)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მარიამ ნიკოლაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ------- თ--------------- ა-–-----–---–ი (დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ქ-------–--------------------------ში; ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--–----------------------------------–-), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი
დისპოზიცია: ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------სა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------რის განაჩენებით განზრახი მძიმე დანაშაულისათვის - თაღლითობისათვის ნასამართლევი ვ------- ა-–-----–---–ი 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თბილისში, აგლაძისა და ბაქრაძის ქუჩების კვეთასთან, შარვლის ჯიბით ატარებდა დასაკეც დანას, რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების დ---------------ის, კო-------–------იას, დ--------------ის, ა-–------------------–-----ის და ქ------------–--ას საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ვ------- ა-–-----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ვ------- ა-–-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დ---------------ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მ--------------–--აში დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 0---------ს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, გვიან ღამით, თანამშრომელ კო-------–------იასთან ერთად, პრევენციის მიზნით მოძრაობდა ფეხით, რა დროსაც ქ. თბილისში, აგლაძისა და ბაქრაძის ქუჩების კვეთასთან შენიშნეს პიროვნება, რომელსაც შარვლის წინა პატარა ჯიბეში მოუჩანდა ვერცხლისფერი მეტალის ნივთი. მათ აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ბრალდებული ვ------- ა-–-----–---–ი, წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩაუტარეს პირადი გასინჯვა, რა დროსაც შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბეში აღმოაჩნდა ვერცხლისფერი მეტალის დასაკეცი დანა. აღმოჩენილი დანა ნივთის ფაქტობრივი შეზღუდვის ოქმით ჩამოერთვა ვ------- ა-–-----–---–ს და მისივე თანდასწრებით დაილუქა სათანადო წესით, ხოლო შემდეგ აღნიშნული დანა ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. მოწმემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი პირადი გასინჯვის ოქმისა და ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმის სისწორე და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ოქმებთან დაკავშირებით ვ------- ა-–-----–---–ს რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ვ------- ა-–-----–---–ის ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, დანა წარმოადგენდა ცივ იარაღთა კატეგორიას, ხოლო მიღებული ინფორმაციით ვ------- ა-–-----–---–ი იყო განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დანის ტარების მიზანი იყო მისი მოწონება, როგორც თავად ვ------- ა-–-----–---–მა განუმარტა და არა პირადი ჰიგიენის მოწესრიგება, პროფესიული საქმიანობის განხორციელება, ნადირობა, თევზაობა ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელება, ასევე, იგი არ ყოფილა ეროვნული ტანსაცმელის ნაწილი, მან პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას.
3.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას კო-------–------იამ დაადასტურა მოწმე დ---------------ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მ--------------–--აში დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 0---------ს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, გვიან ღამით, თანამშრომელ დ---------------ესთან ერთად, პრევენციის მიზნით მოძრაობდა ქ. თბილისში, აგლაძისა და ბაქრაძის ქუჩების კვეთასთან, რა დროსაც შენიშნეს პიროვნება, რომელსაც შარვლის წინა პატარა ჯიბეში მოუჩანდა ვერცხლისფერი მეტალის ნივთი. მათ აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ვ------- ა-–-----–---–ი, წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც ჩაუტარეს პირადი გასინჯვა და შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბეში აღმოაჩნდა ვერცხლისფერი დასაკეცი დანა. მოწმის განმარტებით, პირადი გასინჯვისას ვ------- ა-–-----–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია ჰქონია პირადი გასინჯვის ან ნივთის შეზღუდვის ოქმთან დაკავშირებით. ამასთან, მას ეცვა სამოქალაქო ტანსაცმელი და არ უთქვამს რომ დანა პირადი ჰიგიენის მოსაწესრიგებლად, პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად, სანადიროდ, სათევზაოდ ან/და მცენარეული პროდუქტების შესაგროვებლად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განსახორციელებლად სჭირდებოდა. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული პირადი გასინჯვის ოქმის სისწორე.
3.3. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის #ბლ 0-------- ოქმის თანახმად, 2019 წლის 0---------ს, ქ. თბილისში, აგლაძისა და ბაქრაძის ქუჩების კვეთაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვ------- ა-–-----–---–ს (დაბადებული 1----–-–----------------ს) ჩაუტარდა პირადი გასინჯვა, რა დროსაც ვ------- ა-–-----–---–ს აღმოაჩნდა მოვერცხლისფრო დასაკეცი დანა, წა--–---------.
3.4. ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 0---------ს, ვ------- ა-–-----–---–ისთვის ჩამორთმეულ იქნა ცივ იარაღს მიმსგავსებული მოვერცხლისფრო ნივთი, რომელიც შეიფუთა და დაილუქა #2------ ლუქით.
3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–------------ის ცივი იარაღის ექსპერტიზის #1---–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
3.6. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა დ--------------ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ მის მიერ გამოკვლეული დანა არის მცირე ზომის: საერთო სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში არის 120 მმ, ხოლო დანის პირის სიგრძე - 40 მმ. დანის პირი ერთი ცალი მოქლონით დამაგრებულია ლითონის ფირფიტაზე, რომელიც ქმნის დანის სახელურს, სახელურში გარდა აღნიშნული მჩხვლეტავ-მჭრელი პირისა ჩამაგრებულია ქილისა და ბოთლის გასახსნელი ხელსაწყო. მოწმის განმარტებით, ობიექტის კვლევისას, მისი მიკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიისთვის დამოკიდებულია არა ობიექტის ზომაზე, არამედ იმ მახასიათებლებზე, სტანდარტებზე, რაც ცივი იარაღის შეფასებისათვის არის დადგენილი. შესაბამისად, იხელმძღვანელა რა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს კრიტერიუმებით, დაადგინა რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირი არის მცირე ზომის, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------------ის თანდასწრებით გამოკვლეულ იქნა ნივთიერი მტკიცებულება - ვ------- ა-–-----–---–ის პირადი გასინჯვისას აღმოჩენილი და ნივთის შეზღუდვის ოქმით ჩამორთმეული დანა. მოწმემ დაადასტურა, რომ სწორედ აღნიშნული დანა იქნა მის მიერ გამოკვლეული.
3.8. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა-–------------------–-----მა განმარტა, რომ 2019 წლის 02 მარტის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მ--------------–--აში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 02 მარტს, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ---------------ის პატაკის, რომლის თანახმადაც, ვ------- ა-–-----–---–ი გამოვლენილი ჰყავდა ცივი იარაღის ტარების ფაქტზე და წარდგენილი მასალების - ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნისა და ინფორმაციის ვ------- ა-–-----–---–ის ნასამართლობის შესახებ - საფუძველზე დაიწყო გამოძიება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ვ------- ა-–-----–---–ის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტზე, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნულ საქმეზე მან მოწმის სახით გამოკითხა პატაკის ავტორი და პირადი გასინჯვის ჩამტარებელი პირი - დ---------------ე, გამოკითხა აგრეთვე, პირად გასინჯვაში მონაწილე მეორე ოპერატიული თანამშრომელი - კო-------–------ია და დაათვალიერა დ---------------ის მიერ წარდგენილი დანა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების/საპროცესო დოკუმენტების სისწორე.
3.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მ--------------–--ის გამომძიებელმა ქ------------–--ამ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯერ მოწმის სახით, ხოლო შემდეგ ბრალდებულის სახით გამოკითხა ვ------- ა-–-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა დანის ტარების ფაქტი. მან ასევე გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება ვ------- ა-–-----–---–ს და გაუცვალა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების/საპროცესო დოკუმენტების სისწორე.
3.10. ბრალდებულმა ვ------- ა-–-----–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ 2019 წლის 0---------ს, ნამდვილად ატარებდა მცირე ზომის დანას, რომლიც მისი პირადი გასინჯვისას ჩამოართვეს პოლიციის თანამშრომლებმა, თუმცა, აღნიშნული დანის გამოყენებით რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის განზრახვა არ ჰქონია. ამასთან, მისი მხრიდან დანის ტარებას არ ჰქონია სისტემატური ხასიათი და ეს იყო პირველი შემთხვევა.
3.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0------ის განაჩენით ვ------- ა-–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2--- წლის 25 აპრილიდან 2--- წლის 2--------–ის ჩათვლით.
3.12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------რის განაჩენით ვ------- ა-–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (სამი ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ვ------- ა-–-----–---–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მსჯავრდებულ ვ------- ა-–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2----–-–--------------რიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 28 იანვრიდან 2----–-–--------------რამდე. აღნიშნული განაჩენი ქ----------------–-–---------------–---------–-–ის 15 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელი. მსჯავრდებული ვ------- ა-–-----–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა - 2017 წლის 27 ოქტომბერს, სასჯელის მოხდით. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 22 აპრილის #----- წერილის თანახმად, ბოლო განაჩენით დაკისრებული ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით გადახდილი არ აქვს და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
3.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.15. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia,no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.16. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.17. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ვ------- ა-–-----–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამავე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; გ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ე) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. „იარაღის შესახებ“ 2006 წლის 23 ივნისის საქართველოს კანონის თანახმად კი, ცივია იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებებით ობიექტის დაზიანებისაკენ. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია განზრახი მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე ან/და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების დაწყების მომენტიდან. ეს დანაშაული დენადია. იგი ფორმალური შემადგენლობისაა და არ არის აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა (აბსტრაქტული საფრთხის დელიქტია).
4.5. სასამართლო ბრალდებულ ვ------- ა-–-----–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ:
4.5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0------ისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------რის განაჩენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 08 იანვრის მდგომარეობით ვ------- ა-–-----–---–ი ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0------ის განაჩენით დასტურდება, რომ ვ------- ა-–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------რის განაჩენით დასტურდება, რომ ვ------- ა-–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (სამი ეპიზოდი) და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქმეში წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ვ------- ა-–-----–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა - 2017 წლის 27 ოქტომბერს, სასჯელის მოხდით. შესაბამისად, ვ------- ა-–-----–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს (2019 წლის 0---------ს) იმყოფებოდა განზრახი მძიმე დანაშაულებისათვის - თაღლითობისათვის ნასამართლევი პირი;
4.5.2. ვ------- ა-–-----–---–ი იყო რა განზრახი მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი, 2019 წლის 0---------ს ატარებდა ცივ იარაღს - დანას, კერძოდ: პოლიციის თანამშრომლებმა დ---------------ემ და კო-------–------იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს, ვ------- ა-–-----–---–ის პირადი გასინჯვის ოქმის სისწორე, რომლის თანახმად, 2019 წლის 0---------ს, ქ. თბილისში, აგლაძისა და ბაქრაძის ქუჩების კვეთასთან ვ------- ა-–-----–---–ს ჩაუტარეს პირადი გასინჯვა, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა ვერცხლისფერი გასაშლელი დანა. აღნიშნული დანის ტარების ფაქტი დაადასტურა თავად ბრალდებულმა - ვ------- ა-–-----–---–მაც.
4.5.3. ვ------- ა-–-----–---–ის პირადი გასინჯვისას აღმოჩენილი დანის ცივ იარაღთა კატეგორიისთვის მიკუთვნება დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–------------ის ცივი იარაღის ექსპერტიზის #1---–- დასკვნით, რომლის თანახმადაც, ვ------- ა-–-----–---–ისაგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
4.5.4. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0------ისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------რის განაჩენებით განზრახი მძიმე დანაშაულისათვის - თაღლითობისათვის ნასამართლევი ვ------- ა-–-----–---–ი 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თბილისში, აგლაძისა და ბაქრაძის ქუჩების კვეთასთან, შარვლის ჯიბით ატარებდა დასაკეც დანას, რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
4.6. რაც შეეხება ბრალდებულ ვ------- ა-–-----–---–ის მხრიდან ეჭვის შეტანას მისი კუთვნილი დანის (დანის პირის მცირე ზომის გათვალისწინებით) ცივ იარაღთა კატეგორიისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ნივთის ცივ იარაღთა კატეგორიისთვის მიკუთვნება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, ხოლო სპეციალური ცოდნის მქონე პირის - ექსპერტ დ--------------ის განმარტებით, დანის მიკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიისთვის დამოკიდებული არ არის მის ზომაზე, არამედ იგი დამოკიდებულია მის მახასიათებლებზე და სტანდარტებით დადგენილ შეფასების კრიტერიუმებზე, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ აღნიშნული დანა ნამდვილად მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. რაც შეეხება ბრალდებულის განმარტებას, რომ აღნიშნული დანის გამოყენებით მას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის განზრახვა არ ჰქონია, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ცივი იარაღის ტარება არის ფორმალური დანაშაული და დამთავრებულია მისი ტარების დაწყების მომენტიდან (აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი), შესაბამისად, დანის გამოყენებას ან არ გამოყენებას მოცემული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ------- ა-–-----–---–მა ჩაიდინა - ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ვ------- ა-–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.
6.5. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6.6. ვ------- ა-–-----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ჰყავს ოჯახი - მეუღლე და ხუთი მცირეწლოვანი შვილი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ამასთან, მის მიერ ჩადენილ დანაშაულს რაიმე მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ გამოუწვევია (სახეზეა აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი), სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე ვ------- ა-–-----–---–ის წარსულ ცხოვრებას - არაერთხელ არის ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის (თუმცა მისი ნასამართლობა დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილება, რადგან ქმედების შემადგენლობის ნიშანია). გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
6.8. რაც შეეხება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
6.9. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არაადეკვატურად წარმოაჩენს.
6.10. სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).
6.11. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
6.12. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
6.13. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა შეფასება/გაანალიზებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ვ------- ა-–-----–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არაადეკვატური და არაპროპორციული სასჯელის სახედ უნდა იქნეს მიჩნეული და აღნიშნულ სასჯელის სახეს ბრალდებულ ვ------- ა-–-----–---–ის მიმართ სასამართლო არ გამოიყენებს, ვინაიდან, სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე - ჯარიმა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამიტომ, სამართლიანი სასჯელის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ვ------- ა-–-----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ვ------- ა-–-----–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.
6.14. ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს, რომ ვ------- ა-–-----–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, რომლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნულის სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 22 აპრილის #----- წერილის თანახმად დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------რის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით - ვ------- ა-–-----–---–ს გადახდილი არ აქვს და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, რასაც თავად ბრალდებულიც ადასტურებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სრულად უნდა დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------რის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ------- ა-–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: - ვ------- ა-–-----–---–ისაგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მ--------------–--აში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------- ა-–-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით - სრულად დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------რის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ------- ა-–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განჩინებით ვ------- ა-–-----–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს.
4. მსჯავრდებულ ვ------- ა-–-----–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:
- ვ------- ა-–-----–---–ისაგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მ--------------–--აში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე