განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003288994
1-1199/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - თ--------------–---–-
ბრალდებული - დ----- გ--------–---–ი
ადვოკატი - დ----- ჯ---------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N1-----------
ბრალდებული: დ----- გ--------–---–ი
მამის სახელი: ზ-------
დაბადებული: 26.01.1----–--–---------–--------------------–----------–------------–------------–------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------–-----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება.
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არაერთგზის.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე , ქ. ბათუმში, მ---–-------------- N39-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ვ-–ა ჯ-----–--ის კუთვნილი „ მერსედეს ბენცის “ მარკის ავტომობილიდან, დ----- გ--------–---–მა მის მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, მოხსნა დასახელებულ ავტომობილზე დამონტაჟებული ტრანზიტული სანომრე ნიშანი G-----, დაამონტაჟა მისი მართვის ქვეშ მყოფ, „ჰონდა ფიტის’ მარკის ავტომობილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებთ 01:00 საათზე ,ქ. ბათუმში, გ---–----------------–- მდებარე შპს „ სან პეტროლიუმ ჯორჯიას “ კუთვნილ ‘გალფის’[ ბენზინგასამართ სადგურზე, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ ჰონდა ფიტის „ ავტომობილით ( შენიღბული ტრანზიტული სანომრე ნიშნით G-----) მოვიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ქურდობის მცდელობისთვის ნასამართლევი დ----- გ--------–---–ი და ბენზინ გასამართი სადგურის ოპერატორს სთხოვა ჩაესხა მისთვის 60 ლარის ღირებულების ბენზინი. ავტომობილის ავზში ბენზინის ჩასხმის დასრულებისთანავე დ----- გ--------–---–მა ბენზინის ღირებულების გადაუხდელად დატოვა შემთხვევის ადგილი, რითაც შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას „ მიადგა ქონებრივი ზიანი.
2019 წლის 30 ოქტომბერს, 00:00 საათიდან 03:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. ბათუმში, ჰ-----------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ე----- ბ--–-----ის კუთვნილი „ ჰონდა ფიტის “ მარკის ავტომობილიდან, დ----- გ--------–---–მა მის მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, მოხსნა დასახელებულ ავტომობილზე დამონტაჟებული სახელმწიფოო სანომრე ნიშანი V--------, დაამონტაჟა მისი მართვის ქვეშ მყოფ , „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2019 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 03:50 საათზე ქ. ბათუმში, ა-–-----–----------------–- მდებარე სს „ ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ კუთვნილ ბენძინ გასამართ სადგურზე მისი მართვის ქვეშ მყოფი „ ჰონდა ფიტის“ ავტომობილით ( შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით V---------) მოვიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი დ----- გ--------–---–ი და ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს სთხოვა ჩაესხა მისთვის 50 ლარის ღირებულების ბენზინი. ავტომობილის ავზში ბენზინს ჩასხმის დასრულებისთანავე დ----- გ--------–---–მა ბენზინის ღირებულების გადაუხდელად დატოვა შემთხვევის ადგილი, რითაც სს „ ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას “ მიადგა ქონებრივი ზიანი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: გიორგი ირემაძის, ზაზა დიასამიძის, ვ-–ა ჯ-----–--ის, დ----- გ--------–---–ის, გ------------–---–---------------------–---ს, ე----- ბ--–-----ის, გამოკითხვის ოქმები, ავტომობილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულმა ჩაიდინა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება და ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არაერთგზის.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი - ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არაერთგზის - სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მეორე ნაწილი - დოკუმენტის გატაცება პირადი მოტივით - სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
დ----- გ--------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ დ----- გ--------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა დ----- გ--------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება და ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არაერთგზის - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და სსკ 363 მუხლის 2 ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
დ----- გ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
დ----- გ--------–---–ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დ----- გ--------–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული დ----- გ--------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული დ----- გ--------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული დ----- გ--------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული დ----- გ--------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- გ--------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დ----- გ--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნერწყვის ნიმუში განადგურდეს; ხოლო ვ-–ა ჯ-----–--ის ავტომობილის დათვალიერების დროს ამოღებული სანომრე ნიშნები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი