განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/983-19 (№041101019001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი 2020 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------- ტ---–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ------- ღ---–---
მამის სახელი: კ--------
დაბადებული: 1----------–--–-
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები (რეგისტრირებული): ქუთაისი, გ-------------–------------–------
მცხოვრები (ფაქტობრივად): ქუთაისი, შ-----–-----------------
ადვოკატი - მ------ ი-----–----
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2019 წლის სექტემბრის თვის ბოლოს, ქუთაისში, შ-----–------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------- ღ---–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს დ------ ხ--–--------. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში. გ------- ღ---–---- ქმედებებით დ------ ხ--–-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2019 წლის 9 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქუთაისში, შ-----–------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------- ღ---–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს დ------ ხ--–--------. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში და ძლიერად მოქაჩა თმებში. გ------- ღ---–---- ქმედებებით დ------ ხ--–-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 9 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქუთაისში, შ-----–------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------- ღ---–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს დ------ ხ--–--------. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში და ძლიერად მოქაჩა თმებში. გ------- ღ---–---- ქმედებებით დ------ ხ--–-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ------- ღ---–---- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- ღ---–---- ბრალეულობას მითითებულ ეპიზოდში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ბრალდებულ გ------- ღ---–---- სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქმეში წარმოდგენილი მოწმე ნ---- მ-----–-–---–-- გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მუშაობს ქუთაისში, ზ. ც-------------–----------------–----–-------–-----–------–-------------------------------------------------. 2019 წლის 10 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში, დაახლოებით 04:00 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ საავადმყოფოში შეყვანილ იქნა პაციენტი დ------ ხ--–-------, რომელიც უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს, მას ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და ნეირო ქირურგის კონსულტაცია და დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, რის შემდეგაც მოთავსდა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. ექიმის შეკითხვაზე თუ სად მიიღო დაზიანება განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გ------- ღ---–---მ, აღნიშნულის გამო მოწმე ნ---- მ-----–-–---–- დაუკავშირდა პოლიციას და აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ დ------ ხ--–-------- გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 9 ოქტომბერს, დილის საათებში, მეუღლე გ------- ღ---–---სთან ერთად იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ქუთაისში, შ-----–------------------ში, რა დროსაც მას მეუღლემ შესთავაზა წასულიყვნენ სოფელში, თუმცა დ------ ხ--–-------მ უთხრა, რომ იყო შეუძლოდ და სოფელში მოგვიანებით წასულიყვნენ, გ------- ღ---–--- წავიდა სახლიდან და უკან დაბრუნდა საღამოს საათებში, იყო გაბრაზებული და მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ყვიროდა ხმამაღლა, რაზედაც დ------ ხ--–-------მ მას სთხოვა, რომ ხმადაბლა ესაუბრა, რამაც გამოიწვია გ------- ღ---–---- გაღიზიანება და მარჯვენა ხელის მუჭი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც დ------ ხ--–-------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, დაკარგა წონასწორობა და დაეცა საძინებელი ოთახის იატაკზე, როდესაც ფეხზე წამოდგა, გ------- ღ---–---მ მარჯვენა ხელის მუჭი დაარტყა ცხვირის არეში, რა დროსაც დ------ ხ--–-------მ კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რის შემდგომ გ------- ღ---–---მ მას რამდენჯერმე მოქაჩა თმაში და თავის არეში დაარტყა მუჭი, რა დროსაც დ------ ხ--–------- კვლავ განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ცდილობდა მეუღლის მოშორებას და სახეზე მიაყენა დაზიანება ნაკაწრის სახით, გ------- ღ---–---მ შეწყვიტა ფიზიკური ძალადობა და დატოვა საცხოვრებელი სახლი, როდესაც გ------- ღ---–--- უკან დაბრუნდა დ------ ხ--–-------მ სთხოვა დაერეკა სასწრაფო დახმარებისათვის, რადგან განიცდიდა თავის ძლიერ ტკივილს. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის მიერ დ------ ხ--–------- გადაიყვანილი იქნა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც მორიგე ექიმს განუცხადა ძალადობის შესახებ. დაზარალებულის განმარტებით ის გ------- ღ---–---სთან არარეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფება დაახლოებით ოთხი თვეა და ისინი ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაზარალებულის განმარტებით გ------- ღ---–---- მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს აგრეთვე ადგილი ჰქონდა 2019 წლის სექტემბრის თვეში, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას გ------- ღ---–---მ მას რამდენჯერმე ჩაარტყა მუჭი თავის არეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თუმცა აღნიშნული პოლიციისათვის არ უცნობებია, ვინაიდან არ სურდა ურთიერთობის გაფუჭება მეუღლესთან.
საქმეში წარმოდგენილი მოწმე ნ---- ე------ გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ცხოვრობს ქუთაისში, შ-----–------------------ში, მის მეზობლად ცხოვრობს დ------ ხ--–-------, რომელსაც ჰყავს მეუღლე გ------- ღ---–---. მოწმის განმარტებით მეუღლეებს ერთმანეთთან აქვთ დაძაბული ურთიერთობა და მათი სახლიდან ხშირად გადის ჩხუბის ხმა. 2019 წლის 9 ოქტომბერს საღამოს საათებში მას შემოესმა ხმამაღალი ყვირილის ხმა, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით ხუთი წუთი, თუ რა საუბარი იყო მისთვის უცნობია, თუმცა როგორც შემდგომ გაიგო დ------ ხ--–-------- ცემა მეუღლემ გ------- ღ---–---მ, რის გამოც მას დაზიანება ჰქონდა სახის არეში.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, 2019 წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო დ------ ხ--–-------- მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების N2------ თანახმად, 2019 წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში შევიდა ინიციატორ ნ---- მ-----–-–---–-- შეტყობინება, რომლის თანახმად კლინიკაში თვითმომართვით გამოცხადდა მოქალაქე დ------ ხ--–-------, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ, გ------- ღ---–---მ.
2019 წლის 10 ოქტომბერს 17:30 საათიდან 18:05 საათამდე დროის პერიოდში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ზ------ ჟ----–---–----ს, ექსპერტ გ------ ჟ--------- და ბრალდებულ გ------- ღ---–---- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გ------- ღ---–---ს მიეცა წინადადება მიეთითებინა ადგილზე, ქუთაისში, შ-----–------------------ში განთავსებულ დ------ ხ--–-------- საცხოვრებელ სახლში სადაც 2019 წლის 9 ოქტომბერს მეუღლის მიმართ განახორციელა ძალადობა. გ------- ღ---–---მ მიუთითა საძინებელ ოთახზე, სადაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ------ ხ--–--------, კერძოდ: მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში.
2019 წლის 10 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერის N0----- თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ი-----–- ხ------ მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი მოძალადე გ------- ღ---–---- მიმართ, მის მიერ დ------ ხ--–-------- მიმართ 2019 წლის 9 ოქტომბერს განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მარტის განაჩენით - გ------- ღ---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თანახმად - 2019 წლის 10 ოქტომბერს დ------ ხ--–-------- დაესვა დიაგნოზი თავის ტვინის შერყევა.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკ. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N25511/19-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N2098/3 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი: 11.10.19)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. დ------ ხ--–-------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 10.10.19 წელს 04:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 11.10.19 წელს 12:30 საათზე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 21 ოქტომბერს 15:35 საათზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ზ------ ჟ----–---–----ს მიერ ქუთაისში, გ---–-–---–-------------–- განთავსებული „თ-------“ ბანკის წინამდებარე ტერიტორიაზე გ------- ღ---–--- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ------- ღ---–---- მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი);
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ 2019 წლის სექტემბრის თვის ბოლოს, ქუთაისში, შ-----–------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------- ღ---–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს დ------ ხ--–--------. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში. გ------- ღ---–---- ქმედებებით დ------ ხ--–-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ დ------ ხ--–-------- ჩვენება, რაც არ არის საკმარისი გ------- ღ---–---- მიმართ მითითებულ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, აღნიშნულიდან გამომდინარე გ------- ღ---–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
რაც შეხება 2019 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდს, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- ღ---–---- მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული დაზარალებულ დ------ ხ--–-------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 ოქტომბერს გ------- ღ---–---მ მარჯვენა ხელის მუჭი დაარტყა მარცხენა თვალის, ცხვირისა და თავის არეში, ასევე რამდენჯერმე მოქაჩა თმაში, რის შედეგად დ------ ხ--–-------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულ დ------ ხ--–-------- ჩვენებასთან შესაბამისობაშია უდავოდ მიჩნეული მეზობლად მცხოვრები მოწმე ნ---- ე------ ჩვენება, რომელმაც დაადასტურა 2019 წლის 9 ოქტომბერს გ------- ღ---–---სა და დ------ ხ--–-------- შორის არსებული კონფლიქტი. საქმეში ასევე წარმოდგენილია ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ემერჯენსის მორიგე ექიმის მოწმე ნ---- მ-----–-–---–-- ჩვენება, რომლის თანახმად დ------ ხ--–-------მ მას განუმარტა, რომ 2019 წლის 9 ოქტომბერს გ------- ღ---–---მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული მოწმის ჩვენებასთან შესაბამისობაშია შეტყობინება დანაშაულის შესახებ. საქმეში წარმოდგენილია ასევე უდავოდ მიჩნეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის თანახმად გ------- ღ---–---მ მიუთითა საძინებელ ოთახზე, სადაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ------ ხ--–--------.
დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებში გადმოცემული ფაქტები თანხვედრაშია სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის შედეგებთან, რომელის თანახმად მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. დ------ ხ--–-------მ საავადმყოფოს მიმართა 10.10.19 წელს 04:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 11.10.19 წელს 12:30 საათზე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ღ---–--- წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: არარეგიტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დ------ ხ--–------- და გ------- ღ---–--- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ გ------- ღ---–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი).
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება ადეკვატური. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- ღ---–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ:
გ------- ღ---–---- პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებულმა უდავოდ ცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - გ------- ღ---–--- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. შესაბამისად გ------- ღ---–---- სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად გ------- ღ---–---- მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. გ------- ღ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მარტის განაჩენით გ------- ღ---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გ------- ღ---–---- მიმართ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ღ---–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სექტემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ღ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გ------- ღ---–---- მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ღ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
გ------- ღ---–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გ------- ღ---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 21 ოქტომბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური