გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2020
საქმის ნომერი
330210019002869702
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3941-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08.01.2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე

მოსარჩელე გ------- კ-------ა,წარმომადგენელი მ--- ყ------–---–-,მოპასუხე შპს ს-----–----–-- კ-------- რ----------,წარმომადგენელი თ------- მ-----------–-,დავის საგანი - საავტორო უფლებების დარღვევის გამო მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ს-----–----–-- კ-------- რ-----------ს გ------- კ-------ას სასარგებლოდ დაეკისროს საავტორო უფლებების დარღვევის გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 500 000 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს ს-----–----–-- კ-------- რ-----------ს გ------- კ-------ას სასარგებლოდ დაეკისროს საავტორო უფლებების დარღვევის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 50 000 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.02.2016 წლის განჩინებით, გ------- კ-------ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს ი-----–- ჩ------ესა და ლ-–- ჭ-----ეს აეკრძალათ კონოფილმის ,,რ--- ნ------“ გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი, საჯარო გადაცემა, საჯარო ჩვენება ან სხვაგვარი გამოყენება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

01.02.2016 წლის განჩინების ასლი ს. ფ. 30-34.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.05.2017 წლის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ერთის მხრივ, მოსარჩელე გ------- კ-------ას წარმოდგენილი მ--- ყ------–---–-ს სახით და მეორეს მხრივ, მოპასუხეებს ი-----–- ჩ------ეს და ლ-–- ჭ-----ეს შორის შემდეგი პირობებით:

 

1. მოპასუხე მხარე (ი-----–- ჩ------ე და ლ-–- ჭ-----ე) თანახმაა დაუთმოს გ------- კ-------ას ფილმზე „----- ნ------“ ყველა საავტორო უფლება, სანაცვლოდ გ------- კ-------ა თანახმაა ფილმის ტიტრებზე მითითებული იქნეს ი-----–- ჩ------ის და ლ-–- ჭ-----ის სახელი და გვარი, როგორც ფილმის პროდიუსერები, ასევე დარჩება ფილმში ყველა სასპონსორო და სარეკლამო კომპანიების ვინაობა.

2. ი-----–- ჩ------ე და ლ-–- ჭ-----ე უარს ამბობენ ფილმის ნებისმიერი გამოყენებით (საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ) მიღებულ შემოსავალზე გ------- კ-------ას სასარგებლოდ.

3. ფილმის წარმოების დროს წარმოშობილ ყველა ვალდებულებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მოპასუხეებს ი-----–- ჩ------ეს და ლ-–- ჭ-----ეს.

4. მორიგების დამტკიცებისთანავე გ------- კ-------ას გადაეცემა ფილმის „----- ნ------“ 2 ვინჩესტერი (ორი მყარი დისკი) მასზე ჩაწერილი ავტორისეული ვერსიით და ყველა სამუშაო მასალით.

5. მოპასუხეები ი-----–- ჩ------ე და ლ-–- ჭ-----ე ვალდებულებას იღებენ ფილმის „----- ნ------“-ს საავტორო ვერსიის აღსადგენად მოსარჩელე გ------- კ-------ას დაუთმონ სამონტაჟო კომპიუტერი ერთი კვირის ვადით.

6. აღნიშნული პირობების შესრულების სანაცვლოდ გ------- კ-------ა უარს ამბობს სარჩელით მოთხოვნილ საავტორო ჰონორარის და ზიანის ანაზღაურების სახით მოთხოვნილ თანხაზე.

7. მორიგების პირობების შემდეგ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია აღარ ექნებათ დავის საგანთან მიმართებაში.

 

სასამართლოს განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხეებს ი-----–- ჩ------ესა და ლ-–- ჭ-----ეს ფილმის ’’რ--- ნ------” გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი, საჯარო გადაცემა, საჯარო ჩვენება ან სხვაგვარი გამოყენება.

 

ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დაევალა მოპასუხეებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გადასცენ აღმასრულებელს ფილმის ,,რ--- ნ------ს” 2 ,,ვინჩესტერი” (ორი მყარი დისკი) მასზე ჩაწერილი ავტორისეული ვერსიით და ყველა სამუშაო მასალით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

25.05.2017 წლის განჩინების ასლი ს. ფ. 46-49.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.3. 31.01.2018 წელს მოსარჩელე გ------- კ-------ას და შპს ს-----–----–-- კ-------- რ-----------ს შორის დაიდო ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ტელეკომპანია გაუწევს გ------- კ-------ას სარეკლამო მომსახურებას 2018 წლის 10 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, კერძოდ: 30 წამიანი სარეკლამო რგოლის ჩვენება დღეში ხუთჯერ, სულ 10 დღის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, გ------- კ-------ა რ-----------ს ანიჭებს მისი კუთვნილი ფილმის ,,დ-----–--–- ნ------“ ჩვენების უფლებას ტელეარხების რ-----------ის და ტელეკომპანიის კუთვნილი არხების ,,მ------“ და ,,კ------- ა----“ ეთერში 2018 წლის 01 მაისიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით სულ 6 (ექვსი) ჩვენება. გ------- კ-------ა ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნულ ფილმზე საკუთრების უფლება ეკუთვნის მას და რ-----------სთვის დასახელებული ფილმის ეთერში გაშვების გამო მესამე პირების მიერ პრეტენზიის გაცხადების შემთხვევაში მათ მიმართ პასუხისმგებელი იქნება გ------- კ-------ა.

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება შეადგენს 12 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 1.2. პუნქტით განსაზღვრული მომსახურეობის ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით.

 

ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით ან/და ურთიერთჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

31.01.2018 წლის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 26-29.

მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.4. მოპასუხემ დაიწყო „კ------- არხზე“ ფილმი რ--- ნ------ს სატელევიზიო ჩვენების რეკლამირება. მოსარჩელე მხარე დაუკავშირდა მოპასუხის წარმომადგენელს გ------- ლ--------ს, რომელიც მისივე განმარტებით დაუკავშირდა კ------- არხს. მოსარჩელემ მოპასუხეს აუკრძალა „----- ნ------ს“ საჯაროდ ეთერში ჩვენება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

08.09.2018 წლის წერილის ასლი ს. ფ. 35-37.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.5. გ------- კ-------ას წარმომადგენელმა მ--- ყ------–---–მა 08.09.2018 წელს წერილობით მიმართა კ------- ა----ს დირექტორს გ------- ჯ---------ს. წერილში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 01 თებერვლის სასამართლო განჩინებით მხატვრული ფილმის ,,რ--- ნ------ს“ პროდიუსერებს ი-----–- ჩ------ეს და ლ-–- ჭ-----ეს აეკრძალათ ფილმის გაყიდვა-გაქირავება-იმპორტი, საჯარო გადაცემა, საჯარო ჩვენება ან სხვაგვარი გამოყენება და დაეკისრათ 28 000 ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის, კერძოდ გ------- კ-------ას სასარგებლოდ.

 

სასამართლოზე მხარეთა მორიგების გამო მიღებული განჩინებით გ------- კ-------ამ უარი განაცხადა 28 000 ლარზე საავტორო უფლებათა მასზე გადაცემის სანაცვლოდ. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა ამ მოთხოვნას და ფილმის მასალები საავტორო ვერსიის აღსადგენად გადაეცა გ------- კ-------ას ყველა საავტორო უფლების ჩათვლით. შეიქმნა პრინციპულად განსახვავებული ფილმი და შეიცვალა მისი სახელწოდება; ,,რ--- ნ------ს“ ნაცვლად ფილმს ახლა ჰქვია ,,დ-----–--–- ნ------ (მაიტა ნ------ 2)“.

 

აღნიშნული სასამართლო განჩინების საფუძველზე შეჩერებულ იქნა ფილმის (რ--- ნ------) ,,რ-----------ზე“ დაგეგმილი საპრემიერო ჩვენება და შესაბამისად გაუქმდა რ-----------სა და ი-----–- ჩ------ეს შორის ადრე დადებული ხელშეკრულება.

 

ამის მერე რ-----------სა და გ------- კ-------ას შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ფილმის (დ-----–--–- ნ------, მაიტა ნ------ 2) ეკრანებიდან მოხსნის შემდეგ უნდა შემდგარიყო სატელევიზიო პრემიერა, შესაბამისი სატელევიზიო სარეკლამო კამპანიის ჩათვლით.

 

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად სასამართლო განჩინებისა კ------- ა----თ დაიწყო ,,რ--- ნ------ს“ სატელევიზიო ჩვენების რეკლამირება, რამაც მოსარჩელის გაოცება გამოიწვია. სასწრაფოდ დავუკავშირდით ბატონ გ------- ლ--------ს, რომელიც დაუკავშირდა კ------- არხს და გააფრთხილა ,,რ--- ნ------ს“ ეთერში გაშვების დაუშვებლობის თაობაზე, მაგრამ მოსარჩელის მხრიდან დროული გაფრთხილების მიუხედავად მაინც მოხდა ფილმის ეთერში გაშვება კ------- ა----ს საშუალებით ამა წლის 12 აგვისტოს 22 საათზე და შეწყდა 22.54-ე წუთზე.

 

წერილის ავტორის განმარტებით, კ------- ა----ს ქმედებამ გამოიწვია გამოუსწორებელი უკუპროცესები:

 

1. ეთერში მაინც გავიდა არასაავტორო ვერსია, რომლის დაუშვებლობისთვის წელიწადზე მეტი იბრძოდა სასამართლოში ფილმის ავტორი.

 

2. სასამართლოსგან შეჩერებული და ეთერში გაშვებული ფილმი მოპასუხის სერვერზე იქნა დატოვებული და იგი მეორე დღესვე ,,მეკობრულად“ აიტვირთა იუთუბის არხზე. სანამ მოსარჩელემ მისი ბლოკირება მოახერხა იუთუბის იურიდიული სამსახურის დახმარებით, იგი 5 დღეში 260 000-ზე მეტმა მაყურებელმა ნახა, რასაც შესაბამისი დამამცირებელი კომენტარებიც მოჰყვა, სწორედ იმიტომ, რომ მაყურებელმა არასაავტორო და არასრული ვერსია იხილა.

 

წერილის ავტორი ითხოვდა, არხს მოეხდინა მაყურებლის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ ეთერში გასული ვერსია არ იყო საავტორო ვერსია და რომ არხი ბოდიშს იხდის ავტორის წინაშე.

 

წერილის ავტორის მიერ ასევე მოთხოვნილ იქნა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 500 000 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურების შემთხვევაში გამოთქვეს მზადყოფნა აღარ მოეთხოვათ მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

08.09.2018 წლის წერილის ასლი ს. ფ. 35-37.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.6. ფილმი ,,რ--- ნ------“ კ------- ა----ს ეთერში საჯაროდ იქნა მოსარჩელ მხარის მიერ გაფრთხილების მიუხედავად ნაჩვენები 12.08.2018 წლის 22:00 საათზე და ჩვენება შეწყდა 22:54 წუთზე. ფილმის ჩვენება ბოლომდე არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.7. უცნობი მომხმარებლების მიერ აღნიშნული ფილმი (არასრული ნაჩვენები ვერსია) ავტორის თანხმობის გარეშე აიტვირთა იუთუბის არხზე და მაივიდეოზე.ჯი-ზე ბლოკირებამდე 5 დღის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი. იგი მაივიდეოზე.ჯი-ზე 57292 მაყურებელმა ნახა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაბეჭდი ვებ. გვერდიდან ს.ფ. 44.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.8. 05.10.2015 წელს მოპასუხესა და შპს ს----------–--- კ--------------–--- ჯ-----ს (შემდგომში ,,კ--------“) შორის დაიდო ხელშეკრულება ფილმის ,,რ--- ნ------ს“ ეთერში გაშვების შესახებ. ამ ხელშეკრულებით მოპასუხემ სარეკლამო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მოიპოვა ფაილი „----- ნ------ს“ ულიმიტოდ ეთერში ჩვენების უფლება 2 წლის განმავლობაში.

 

კერძოდ, ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, შპს ს----------–--- კ--------------–--- ჯ-----ი რ-----------ს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს ულიმიტოდ, გაუშვას საკუთარ ეთერში მხატვრული ფილმი რ--- ნ------. კ-------- ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნულ ფილმზე საკუთრების უფლება და ფილმიდან გამომდინარე ნებისმიერი საავტორო უფლება ეკუთვნის მას და რ-----------ისთვის დასახელებული ფილმის ეთერში გაშვების გამო მესამე პირების მიერ პრეტენზიის გაცხადების შემთხვევაში მათ მიმართ პასუხისმგებელი იქნებოდა კომპანია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 87-90;

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.9. მოსარჩელემ შექმნა ფილმის ფასიან საიტზე სინემაგია.ჯი რომელზეც განათვსა ფილმი დ-----–--–- ნ------ რომელზეც ფილმის ერთი ნახვისთვისაც დაწესებული იყო გადასახადი 3 ლარის ოდენობით საქართველოში არსებული მომხამარებლისათვის, 3 ევრო ევროპელი მომხამრებლისათვის და 3 აშშ დოლარი ამერიკელი მომხამრებლებისათვის.

 

მოგვიანებით აღნიშნული ფილმი მოსარჩლის გადაწყვეტილებით აიტვირთა არხ იუტუბზე და ყველასათვის უფასოდ გადხა ხელმისაწვდომი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაბეჭდი ვებ. გვერდიდან ს. ფ. 45.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა მხატვრული ფილმის ,,რ--- ნ------ს“ სატელევიზიო ეთერით ჩვენება, მოსარჩელის თანხმობის/ნებართვის გარეშე რამაც გამოიწვია მოსარჩელის საავტორო უფლებების დარღვევა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის საავტორო უფლების დარღვევისთვის მისი პასუხისმგებლობის საკითხს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საავტორო უფლებების დარღვევის გამო მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, შესაბამისად სასამართლო დავის გადაწყვეტისას სწორედ ამ კანონს იყენებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლთან ერთად.

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს კანონში მოცემული ტერმინების განმარტებას, რომლის თანახმადაც ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „ავტორი“ – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები;

ბ) „აუდიოვიზუალური ნაწარმოები“ – ნაწარმოები, რომელიც შედგება თანამიმდევრული გამოსახულებებისაგან ხმის თანხლებით ან/და უამისოდ, ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმულ იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე, ვიდეო, დიაფილმები და სხვა);

გ) „აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელი (პროდიუსერი)“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა ასეთი ნაწარმოების დამზადებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე.

დ) საჯარო გაცნობა – ნებისმიერი მოქმედება (გამოქვეყნების გარდა), რომლის შედეგადაც უშუალოდ ან ტექნიკური საშუალებით ნაწარმოები, შესრულება, ფონოგრამა, ვიდეოგრამა, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლით საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან.

 

ამავე კანონის მე-10 მუხლით პირი რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როორც ავორი, ნაწარმოების ორიგნალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.

 

ამავე კანონის 15.1 მუხლით აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორები (თანაავტორები) არიან: დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ ავდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საავტორო უფლების დარღვევის მტკიცების ტვირთის გადანაწილება უკავშირდება ავტორობის ინსტიტუტს. როგორც უკვე აღინიშნა, განსაკუთრებული უფლების მქონე პირი თავისი უფლებებს ნაწარმოებებზე ადასტურებს მათზე ავტორად მითითებით (თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება), ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, მოპასუხეს მოსარჩლის საავტორო უფლებები სადაო არ გაუხდია. კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ნაწარმოებებზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს, მხოლოდ მას შეეძლო მოპასუხისთვის მიეცა ამ ნაწარმოებების გამოყენების უფლება (18.1 მუხლი) შესაბამისად, არ შეიძლება მოსარჩელეს დაეკისროს არარსებული ფაქტის მტკიცების ტვირთი. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს გააჩნდა ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოების გამოყენების უფლება, უნდა ამტკიცოს მოპასუხემ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არის სადავო ნაწარმოების ავტორი, მოსარჩელის ავტორობა სადავო ნაწარმოებზე და მასზე განსაკუთრებული უფლების არსებობისა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამ ნაწარმოების არაავტორისეული ვერსიის გამოყენების დადასტურება იწვევს მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი საავტორო უფლების უნებართვოდ გამოყენების პრეზუმფციის ამოქმედებას. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება ეკისრება იმ მხარეს, ვის საწინააღმდეგოდაც ის მოქმედებს, ე.ი. მოპასუხეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაადასტურა ორივე ფაქტი, რაც საკმარისი იყო პრეზუმფციის ასამოქმედებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მხატვრული ფილმები ,,რ--- ნ------“ და ,,დ-----–--–- ნ------“ წარმოადგენს თუ არა ერთი და იგივე ფილმს თუ კონვეპტუალურად განსხვავდება ერთამანეთისაგან როგორც სარჩლშია მითითებული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა არსებითი განსხვავების ფაქტობრივი გარემოება ამ ორ ფილმს შორის. მას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დ-----–--–- ნ------ სხვა ფილმია, თუმცა მნიშვნელოვანია და იი განსვავდება რ--- ნ------საგან, თუმცა უდაოა, რომ ეს ორი კონოფილმი განსხვავდება ერთმანეთისაგან სახელწოდებით. ფილმის ავტორს კი უფლება აქვს არ დაუშვას მისი საავტორო უფლების მატარებელი ნაწარმოების სახელის დამახინჯებაც კი (17.1 მუხლის „დ“ პუნქტი).

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- კ-------ა არის მხატვრული ფილმის ,,დ-----–--–- ნ------ს“ ავტორი და პროდიუსერი. ფილმი კი არის მოსარჩელე გ------- კ-------ას ფილმის ,,რ--- ნ------ს“ სახეშეცვლილი ვერსია. ფილმის ,,რ--- ნ------ს“ პროდიუსერები გ------- კ-------ასთან ერთად იყვნენ ი-----–- ჩ------ე და ლ-–- ჭ-----ე, სწორედ მათ აეკრძალათ დავის პერიოდში სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ფილმის ,,რ--- ნ------ს“ ყოველგვარი გამოყენება. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გ------- კ-------ას გადაეცა ფილმის მყარი დისკი საავტორო ვერსიის აღსადგენად და არა ფილმი, ვინაიდან ფილმის ავტორი ისედაც იყო გ------- კ-------ა და სასამართლოს მიერ არ დადგენილა არავითარი უფლებამონაცვლეობა. გ------- კ-------ას მიერ ფილმის საავტორო ვერსიის აღდგენის შემდეგ მას შეეცვალა სახელი ,,რ--- ნ------“ - ,,დ-----–--–- ნ------თ“.

 

რაც შეეხება ხელშეკრულებას დადებულს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის, ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 31 იანვარს. ამ ხელშეკრულების დადების დროს 2015 წელს დადებული ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ მოპოვებული უფლება საჯაროდ ჩვენებაზე ვადაში იყო შემოსაზღვრული და იგი უკვე გასული იყო 05.10.2017 წლისდან და იგი აღარ გაგრძელებულა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვერ მიუთითებს, რომ იგი უფლებამოსილი 05.10.2017 წლის შემდგომ საჯაროდ ეჩვენებინა ფილმი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ფილმის ჩვენებამდე მისი რეკლამიერბის დროს მოსარჩელე მხარემ გააფრთხილა (აუკრძალა) მოპასუხე, რომ არ მომხდარიყო ამ ფილმის (არაავტორისეული ვერსიის) ჩვენება, თუმცა აღნიშნული ფილმის ნაწილის ჩვენება მაინც მოხდა და 54-ე წუთის განმავცლობაში რის შემდგომაც იგი შეწყდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხის მხრიდსან მოსარჩელის საავტორო უფლებების დარღვევას.

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ბრალი არ მიუძღვის „მეკობრულად“ ფილმის ინტერნეტსივრცეში განთავსებაში, სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მეორადი - თანმდევი ბრალის არსებობა სახეზეა. მოპასუხეს სწორად, რომ განეხორციელებინა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მოეხდინა მოსარჩელის საავტორო უფლებების დაცვა, ფილმი არ გაეშავ ეთერში, მესამე პირები არ მოადენდნენ მის ატვირთვას ინტერნეტსივრცეში და აღნიშნული ზიანი არ დადგებოდა და არასრული არაავტორისეული ფილმის ვერსია ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის ვერ გახდებოდა. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ უშუალოდ მოპასუხის მოქმედების თანმდევი შედეგია მოსარჩელისათვის ზიანის დადგომა მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მას მონაწილეობა ფილმის ინტერნეტსივრცეში განთავებაში არ მიუღია, ამდენად ის ფაქტი რომ თავად მოპასუხეს არ განუხორციელებია ფილმის ატვირთვა არასათანადო შედავებად უნდა ჩაითვალოს.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებები.

 

უფლების დარღვევად ითვლება ნებისმიერი ისეთი თვითნებური მოქმედება, რომელზეც უფლების მფლობელის ნებართვა ან თანხმობა არის საჭირო. ინტელექტუალურ უფლებათა მფლობელის ნების საწინააღმდეგო მოქმედება კი ექვემდებარება აღკვეთას სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების გამოყენებით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან განხორციელდა დაცული უფლების ხელყოფა, რისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურების ფორმით (59.1 მუხლი).

 

3.2.2. სასამართლო მოსარჩელისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს აფასებს 57 292 ლარით.

 

როგორც უკვე დაადგინა სასამართლომ, ადგილი ჰქონდა მოსარჩელის საავტორო უფლების მოპასუხის მიერ უნებართვოდ გამოყენებას. აღნიშნული ქმედება განიხილება ქონებრივი უფლების დარღვევად. როდესაც უფლებათა დარღვევა დადგინდება, დამრღვევს შეიძლება შეეფარდოს შესაბამისი სიმძიმის და სახის პასუხისმგებლობის ზომა, ზიანის ანაზღაურების სახით.

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები;

 

ამავე კანონის 59.2 მუხლით ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით.

 

ამავე კანონის 59.6. და 59.7 მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა უფლების მფლობელი ნაწარმოების, მომიჯნავე უფლებების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენებით.

 

ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.

 

სასამართლო თვლის, რომ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, რომელიც ადგენს სასამართლოს დისკრეციას განსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა მოსარჩელის მიერ გაკეთებული მოთხოვნის საფუძვლის არჩევანის შესაბამისად, ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების სატისფაქციური, რეპრესიული და პრევენციული მიზნების შესაბამისად, მოპასუხეს, როგორც მოსარჩელის საავტორო უფლების დამრღვევს, პასუხისმგებლობის ზომის სახით უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში, საქმის მასალების შეფასება-ანალიზის საფუძველზე გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26/10/2010წ. გადაწყვეტილება საქმეზე Nას-353-329-2010 და 30/01/2015წ. განჩინება საქმეზე Nას-547-520-2013).

 

სასამართლო, ყველა გარემოების (რომ მოპასუხეს დარღვევის შედეგად არ მიუღია შემოსავალი - ერთ ნახვაზე 3 ლარი საქართველოს მომხამრებლისათვის, დარღვევის მასშტაბი და ხასიათი - ფილის მხოლოდ 57 წუთი არასრულად ჩვენება, მისი ბრალის ხარისხი - გაფრთხილების მიუხედავად ეთერში ჩაშვება და ა. შ.) მხედველობაში მიღებით, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში, კერძოდ ამონაწერში ვებ-გვერდიდან მითითებულია, რომ ფილმს ჰქონდა 57 292 ნახვა და საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ფასიან საიტზე ფილმის სრულად ნახვის ღირებულებად მითითებული იყო 3 ლარი, ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ფილმის სრულად ჩვენება არ განხორციელებულა და მოხდა ჩვენების შეწყვეტა 54-ე წუთზე, ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით 57292 ნახვას ამრავლებს 3 ლარზე და ახდენს მიღებული თანხის 3 - ჯერ შემცირებას, ვინაიდან არ მომხდარა ფილმის სრული სახით საჯაროდ ჩვენება.

 

შესაბამისად სასამართლო მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს აფასებს 57 292 ლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლი

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი: Melnychuk v. Ukraine, Judgment. Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment

ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის 1886 წლის 9 სექტემბრის ბერნის კონვენცია

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონი

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

სასამართლო დავის გადასაწყვეტად მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007).

საქართველოს კონსტიტუციის 20.1. მუხლით, შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.

 

ამდენად, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს საავტორო უფლებები, რომლის დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.

 

,,ლიტერატურული და მხატვრულ ნაწარმოებთა დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-2.1 მუხლის თანახმად, ტერმინი “ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებები” მოიცავს ყველა ნაწარმოებს ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების დარგში, როგორი საშუალებითა და ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული. ამავე კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით დაცული ნაწარმოებების მიმართ ავტორები, კავშირის ქვეყნებში, ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის გარდა, სარგებლობენ უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვთ ამჟამად და შესაძლოა მიენიჭოთ მომავალში მათ მოქალაქეებს ქვეყნის შესაბამისი კანონებით, ასევე, ამ კონვენციით სპეციალურად მინიჭებული უფლებებით. ამ უფლებებით სარგებლობა და მათი გამოყენება არ არის დაკავშირებული რაიმე ფორმალობის შესრულებაზე; ასეთი სარგებლობა და გამოყენება არ არის დამოკიდებული ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში დაცვის არსებობაზე. აქედან გამომდინარე, ამ კონვენციის დებულებების გარდა, დაცვის ფარგლები, ისევე როგორც ავტორის უფლებების დასაცავად მინიჭებული ზიანის ანაზღაურების საშუალებები, რეგულირდება მხოლოდ იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა. დაცვა წარმოშობის ქვეყანაში რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. 11 ter მუხლის პირველი პუნქტით, ლიტერატურის ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ: (i) თავიანთი ნაწარმოებების საჯარო წაკითხვაზე, მათ შორის ნებისმიერი საშუალებით ან ხერხით განხორციელებული საჯარო წაკითხვის ჩათვლით; (ii) თავიანთი ნაწარმოებების ნებისმიერი წაკითხვის საყოველთაო გაცნობისათვის საჯარო გადაცემაზე.

 

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. მე-9 მუხლის მიხედვით, კი საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. მე-10 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში კი აღნიშნულია, რომ პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. როგორც უკვე დაადგინა სასამართლომ, გ------- კ-------ა არის ორივე აუდიოვიზუალური ნაწარმოების თანაავტორი.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებია: ლიტერატურული ნაწარმოებია აგრეთვე აუდიოვიზუალური ნაწარმოები.

 

კანონმდებლობა არ იძლევა ნაწარმოების ზუსტ ცნებას, რადგან, ნაწარმოები წარმოადგენს რთული, მრავალმხრივი შინაარსის ობიექტს. თვითონ ნაწარმოებია ერთადერთი უნივერსალური მაჩვენებელი, რომელიც, შეფასებული უნდა იქნეს ნებისმიერ სადავო შემთხვევაში. საავტორო დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წარმოადგენს თუ არა დაცვის ობიექტი ნაწარმოებს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგს. ასეთი ობიექტი დაცვას ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა მისი კონკრეტულად რომელიმე სფეროსათვის მიკუთვნება. დაცვა ხორციელდება მხოლოდ გონებრივი შრომის შედეგზე. მოცემულ შემთხვევაში მხატვრული ფილმი ნამდვილად წარმოადგენს მოსარჩელის ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას და უნდა მივიჩნიოთ აუდიოვიზუალურ ნაწარმოებად, რომელიც დაცულია საავტორო უფლების დარღვევისგან.

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით დაცულია ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია: ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (ავტორობის უფლება); ბ) მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, აგრეთვე უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სახელის უფლება); გ) გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი; დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება); ე) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება); ვ) ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა); ზ) მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა (ნაწარმოების გამოხმობის უფლება). ამ შემთხვევაში ავტორი ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს გამოხმობის შესახებ. ნაწარმოების გამოხმობის უფლება არ ვრცელდება სამსახურებრივ ნაწარმოებზე. პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლებების დათმობის შემთხვევაშიც. დაუშვებელია პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. მათი განხორციელება ავტორის გარდაცვალების შემდეგ ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

 

ქონებრივი უფლებებია: ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება). ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

 

ამავე კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას, ითვლება კონტრაფაქციულ ასლებად.

 

დადგინდა, რომ მოპასუხემ მოახდინა არაავტორისეული ფილმის სატელევიზიო ეთერში ჩვენება ავტორო უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე, მაშინ, როცა მოპასუხეს არ ჰქონდა შეთანხმება უფლების მფლობელთან, რითაც მან დაარღვია მოსარჩელის საავტორო უფლებები.

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება: ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება;

 

ამავე კანონის 59-ე მუხლის თანახმად, კი საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული წინაპირობები აუცილებელია არსებობდეს ერთდროულად, ზიანის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისთვის არსებობს ხუთი ელემენტი: ქმედება, მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა, მიზეზობრივი კავშირი, ზიანი.

 

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტი უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად.

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში სასამართლომ უკვე იმსჯელა ზიანის გამოანგარიშების წესზე და დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში არსებული საავტორო უფლების გამოყენებით დაირღვა მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება და წაერთვა შესაძლებლობა მიეღო ის შემოსავალი, რისი მიღებაც გარდაუვალი იქნებოდა საავტორო უფლების გადაცემაზე შეთანხმების დადების დროს (ვრცლად იხილეთ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სხვადასხვა გარემოებებით (კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დარღვევის სიმძიმე და სხვა). წარმოდგენილ საქმეში, სასამართლო თვლის, რომ სავსებით საკმარისი, გონივრული და სამართლიანი რესტიტუციაა 57 292 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება და მოსარჩელეს არ წარმოუჩენია ის გარემოებანი, რომელიც ლეგიტიმური საფუძველი გახდებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილებისა.

 

შესაბამისად, კომპენსაციის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სასამართლო თვლის, რომ მორალური ზიანის მიყენების შესახებ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

ბერნის კონვენციის მე-6 bis მუხლის პირველი პუნქტით, ავტორის ქონებრივი უფლებებისგან დამოუკიდებლად და აღნიშნული უფლებების გადაცემის შემდეგაც კი, ავტორს აქვს უფლება მოითხოვოს ნაწარმოების ავტორად აღიარება და წინ აღუდგეს ამ ნაწარმოების ნებისმიერ გაუკუღმართებას, დამახინჯებას, ან სხვაგვარ ცვლილებას, ასევე ამ ნაწარმოების ნებისმიერ სხვა შელახვას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ავტორის ღირსებას ან რეპუტაციას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ეფუძნება ავტორის არაქონებრივი უფლებების დარღვევის გამო მოსარჩელის ღირსების ან რეპუტაციის შელახვას, რა შემთხვევაშიც კონვენციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას - რა დროსაც მორალური ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე მოდის იგი პრეზუმირებულ ვერ იქნება ანუ რადგან საავტორო უფლებები დაირღვა მას აუცილებალდ მოყვება უფლების მფლობელის პატივის, ღირსების ან საქმოანი რეპუტაციის შელახვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 20.01.2012 განჩინებაში მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე (საქმე Nას-1156-1176-2011).

 

პალატის განმარტებით, ,,საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ამ ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი“.

 

მოცემულ შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მოსარჩელემ ვერ მიუთითა ფაქტები და გარემოებები თუ რა სულიერი ტანჯვა განიცადა საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად, შესაბამისად არ წარმოუდგენია არც ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები - უარყოფითი შეხედულებები, გამოხმაურებიები, მსჯელობები, განხილვები, რასაც შედეგად შეეძლო უარყოფითად ემოქმედა მის პატივზე, ღირსებაზე და საქმიან რეპუტაციაზე, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულელები არის შესრულებულია არასამართლწამოების ენაზე შესაბამიასად ისინი ვერ გახდება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩლის დაკმაყოფილების წინაპირობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ გაართვა თავი მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სახელმწიფო ბაჯის შესახებ საქართველოს კანონით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სარჩელი ნაწილობრივ დაკამყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი იმ ოდენობით რა ნაწილშიც მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სარჩლი დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე გ------- კ-------ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ს-----–----–-- კ-------- რ-----------ს დაეკისროს მოსარჩელე გ------- კ-------ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 57292 ლარის გადახდა.

2. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

3. მოპასუხე შპს ს-----–----–-- კ-------- რ-----------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 1718.76 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი