გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2020
საქმის ნომერი
130210019003245427
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019003245427

2-905-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

21 იანვარი, 2020 წელი. ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

 

მოსარჩელე ს---–----------–---შვილი

წარმომადგენელი მ-------------შვილი

მოპასუხე თ-------–----ძე

წარმომადგენელი ნ-----–---–---–---რი

დავის საგანი განქორწინება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

შეწყდეს მოსარჩელე ს---–----------–---შვილსა და მოპასუხე თ-------–----ძეს შორის ქორწინება.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეები წინათაც რამოდენიმეჯერ დაშორდნენ ერთმანეთს, ახლაც, ცალ-ცალკე ცხოვრობენ - ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია;

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს---–----------–---შვილი და თ-------–----ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2017 წლის 7 აპრილიდან;

3.1.2. მხარეებს ჰყავთ ერთი შვილი - 201--–-–----------------–- დაბადებული ნ-- გ--–---–ვილი;.

მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, შეწყვეტილი აქვთ საქორწინო ურთიერთობა. ბავშვი ამჟამად დედასთან ერთად ცხოვრობს. მისი მიკუთვნების თაობაზე დავა არ არსებობს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეების ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი);

- მხარეთა ქორწინების მოწმობა (ს.ფ.15);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადასტურებულად მიიჩნევს, მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და მათ შორის ქორწინება უნდა შეწყდეს.

სასამართლო თვლის, რომ მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა, მხარეთა ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, რადგან დადგინდა, რომ მხარეები წინათაც რამოდენიმეჯერ დაცილდნენ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა;

მოსარჩელის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, - რომ მხარეები ადრეც რამოდენიმეჯერ დაშორდნენ, ახლაც ცალ-ცალკე ცხოვრობენ, შედავებული არ არის. ასეთი გარემოების არსებობისას, სასამართლოს მიაჩნ--, სარჩელში აღნიშნული გარემოებები მისი დაკმაყოფილების საფუძველია და მხოლოდ მთავარ სხდომაზე მოპასუხის მოთხოვნა შესარიგებლად ვადის დანიშვნის შესახებ, საქმის განხილვის გადადების საფუძველი არ არის. მით უმეტეს, ასევე მთავარ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელეს, ფაქტობრივად, სხვა ოჯახი აქვს შექმნილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა”.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს, რპმელმაც სარჩელი არ ცნო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

შეწყდეს 19-- წლის 2----------რს დაბადებულ თ-------–----ძეს (პირადი ნომერი 5----------) და 19---–-–---------სს დაბადებულ ს---–----------–---შვილს (პირადი ნომერი 0----------) შორის 2017 წლის 7 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერის N9----------)

2. თ-------–----ძეს გადახდეს 50 (ორმოცდაათი) ლარი ს---–----------–---შვილის სასარგებლოდ - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი № 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი