განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
330100119003019046
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2442-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ----–-----------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ს--–------------–---–-

 

ბრალდებული - ე----------------, დაბადებული 1--- წლის 2---გვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, ლ--–--- დასახლება, 1--–-------ნი, მ------ორპუსი, ბინა #---ში, ამჟამად პატიმარი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშული (ორი ეპიზოდი); სსკ-ის 273-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული და ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 4 ივლისის განაჩენით ე---------------- საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

აღნიშნულის შემდეგ ე----------------- უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0942 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება, რაც მან 2019 წლის 30 მარტს, თბილისში, გ------------ ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ გაასაღა ა---------------–-–---–---.

 

ე-----------------, ასევე, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,002283 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი სითხე შპრიცში, რაც მან 2019 წლის 7 აპრილს, თბილისში, ლ--–--- დასახლებაში მდებარე მ----------–------ ქუჩაზე, უკანონოდ გაასაღა ა---------------–-–---–---.

 

2----–-–-- 3 მაისს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ და 2----–-–-- 4 ივლისს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გასამართლებულ ე---------------- 2019 წლის 16 აპრილს ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - ამფეტამინის, მეტადონის, მეტამფეტამინისა და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, იმის მიერ,ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული

დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშული

 

1) 2019 წლის 30 მარტის ეპიზოდი:

მოწმე ა---------------–-–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის მარტში დაუკავშირდა ე----------------, რომელმაც იცოდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი იყო, და უთხრა, რომ იყო თითო შეკვრა ნარკოტიკული საშუალება სირეცის 150 ლარად ყიდვის საშუალება. ამის შემდეგ, დაახლოებით 5 დღეში, საგამოძიებო სამსახურში გადასცეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად საჭირო თანხა და წავიდა ე------------------- შესახვედრად, რა დროსაც აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით. მასთან შესახვედრად ვ---------–-- მეტროსთან გამომძიებელმა ზ------ მიიყვანა. ტოტალიზატორთან გაჩერდნენ, გამომძიებელი მანქანაში დარჩა, თვითონ კი ე------ სანახავად გადავიდა. ე-----, მისი მოთხოვნისამებრ, გადასცა თანხა და ტაქსით გაემართნენ ი---–-, გამომძიებელი კი თავისი მანქანით გაჰყვა მათ. ადგილზე მისვლისას ე---------------- მანქანიდან გადავიდა, რამდენიმე წუთში დაბრუნდა და გადასცა ორ ცალად დაფასოებული სირეცი. მოწმის ჩვენებით, ერთი შეკვრა გახსნა, შეამოწმა და ცოტა ე-----------------– გადაუყარა პატივისცემის ნიშნად. ამის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, ე----- ტაქსს გაჰყვა, თვითონ კი ხიდებთან შეხვდა გამომძიებელს და გადასცა ე----------------სგან მიღებული ნარკოტიკული საშუალება, რაც მან იქვე დალუქა და ოქმი შეადგინა.

 

მოწმე ზ--------------–---–-- ჩვენების თანახმად, მუშაობს თბილისის პ---–-–------------------------------------------------–--------– განყოფილებაში. იმავე განყოფილებაში მუშაობდა 2019 წლის მარტშიც, როდესაც, მოქალაქე ა---------------–-–---–-- განცხადების საფუძველზე, საგამოძიებო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში გამომძიებელმა ს----------–---–---- დაიწყო გამოძიება. ა---------------–-–---–- ე------------------ ამბობდა, რომ ურეკავდა და სთავაზობდა ნარკოტიკული საშუალების ყიდვას. შესაბამისად, მიიღეს სასამართლოს განჩინებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, რის შემდგომაც, 30 მარტს, მოდულის შენობაში ა---------------–-–---–- აღჭურვეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის ტექნიკური საშუალებებით და მასთან ერთად წავიდა ვ---------–-- მეტროსკენ, ე------------------- შეხვედრის ადგილზე. მეტროდან მოძრაობა ა-------მა ფეხით გააგრძელა, რა დროსაც ზ--------------–---–-- დაინახა, როგორ შეხვდა ის ე----------------- მათ რამდენიმე ხანი ისაუბრეს, თუმცა ხმა არ ესმოდა, რადგან მისი მხრიდან მხოლოდ ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა. შემდგომ ა------- ნ------–-–---–მა და ე----------------- მოძრაობა ტაქსით გააგრძელეს, თვითონ კი უკან გაჰყვა. გ------------ ქუჩისკენ გაჩერდა ტაქსი, შორიახლოს გაჩერდა თვითონაც. ტაქსიდან გადავიდა ე---------------- და რამდენიმე ხანში დაბრუნდა. რამდენიმე წუთში ტაქსიდან ჩამოვიდა ა-------ი, დაუკავშირდა და გ------------ ქუჩაზე შეხვდა, რა დროსაც გადასცა ორ ე.წ. ჩეკად დაფასოებული ნივთიერება. ადგილზევე დალუქა და შეადგინა ოქმი, რაზეც შენიშვნა გააკეთა ა------- ნ------–-–---–მა. შემდგომში მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება გამომძიებელს გადასცა.

 

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული მასალებით, რაც სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ირკვევა, რომ 2019 წლის 30 მარტს, 11:50 საათზე, სატელეფონო საუბრის დროს, ე---------------- ა------- ნ------–-–---–ს ეუბნება: ,,ეხლა იმან დამირეკა, ორი ცალიღა აქვს დარჩენილი და რაღაცა გავაკეთოთ‘‘. ამასთან, ეუბნება ფასს, რომ ერთ ცალს უნდა 150 ლარი. 12:07 საათზე საუბრისას ა---------------–-–---–- ეუბნება ე----------------, რომ უთხრა (იგულისხმება სხვა პირები), რომ ორი ცალის ,,პონტი‘‘ არის და ხომ 300 ლარშია, რაზეც ე---------------- ეთანხება. ასევე, ა---------------–-–---–- ე---------------- ჰპირდება, რომ ფულს 2 საათში გამოართმევს, რაზეც საუბარში იკვეთება დ---------ს უკმაყოფილება, სთხოვს დააჩქაროს, რადგან გამყიდველს ეხვეწება, რომ არ გაყიდოს. შემდეგ საუბრებში აღნიშნული პირები თანხმდებიან შეხვედრაზე და აზუსტებენ დეტალებს. 13:52 საათზე ე---------------- ურეკავს ა------- ნ------–-–---–ს, რა დროსაც ეს უკანასკნელი ეუბნება, რომ ფული უკვე გამოართვა. შემდეგ საუბრებში ისინი თანხმდებიან, სად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.

 

2019 წლის 30 მარტის 14:11-დან 14:14 საათამდე პერიოდის აუდიო/ვიდეო ჩანაწერში აღწერილია თბილისში, გ------------ ქ.#-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ ავტომობილში ე----------------სა და ა---------------–-–---–-- შეხვედრა. ჩანაწერებით ირკვევა ნარკოტიკული საშუალების აღებამდე როგორ გეგმავენ ისინი, თუ სად შეხვდნენ ერთმანეთს და აღებამდე სად დაიცადონ, რა დროსაც ა---------------–-–---–- ითვლის თანხას, ე---------------- კი აფრთხილებს: ,,ნუ აფრიალებ‘‘, ა---------------–-–---–-- კითხვაზე, ხომ იქნება 2 ცალი, ე----------------ს პასუხია: ,,ყველაფერი ხუთიანზე იქნება‘‘. ამასთან, ე---------------- მას ზოგადად ეუბნება, რომ თუ ვინმესგან ასაღები აქვს, ეტყვის -,,ამ დროს მოიტანე‘‘. 14:28 სთ-დან 14:32 სთ-მდე ჩანაწერში ე---------------- ჯდება მანქანაში, სადაც ზის ა---------------–-–---–-. ე---------------- იღებს და ქაღალდზე დებს მომცრო ზომის შავი ფერის ე.წ. ბაშს და საუბარი იმართება, კარგი ,,ფაქტია‘‘ თუ არა. მძღოლს მიმართავს, რომ სადმე გააჩეროს, ამასთან, კითხულობს დანა ან ,,კუსაჩკა‘‘ თუ აქვს. დ--------- შენიშნავს: ,,ცხიმიანი ხომ არ არის, დაიცა, გავწმინდო, რა იყო დაგივარდა?‘‘

 

ამასთან, სატელეფონო საუბრების ჩანაწერის თანახმად, 19:25 საათზე ა---------------–-–---–-- ტელეფონში შედის შეტყობინება: ,,ის ერთი ჩვენ რო გავხსენით, კარგად ვერ დავპულკეთ ეტყობა და სულ ჩაიპნა‘‘.

 

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #-------- დასკვნით, ფოტონიმუშებზე არსებული გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; წარდგენილი ვიდეოგრამებიდან არცერთს არ აღენიშნება რედაქტირებისა და მონტაჟის ნიშნები; ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; ფოტოსურათებსა და ვიდეგრამებზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე იერსახის გამოსახულება.

 

დასკვნის შინაარსი და სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------------------, რომელმაც განმარტა, რომ დასმულ იქნა კითხვები: სამ ცალ დივიდი დისკზე - 30.03.2018 განხორციელებულ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე, 05.04.2019 განხორციელებულ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე და 07.04.2019 განხორციელებულ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე გამოსახული პიროვნება არის თუ არა ე----------------, ჩანაწერებს აღენიშნება თუ არა მონტაჟის კვალი, გამოსახულებაში შეტანილია თუ არა ცვლილებები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში გამოსახულება და ხმა არის თუ არა სინქრონული. კვლევის შედეგად გასცა დასკვნა, რომლის თანახმადაც, მონტაჟისა და რედაქტირების კვალი არ იყო, კადრი არის სრული, არ არის წყვეტა. გამოძიების მიერ წარდგენილი ფოტოები შეადარა ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებს, რა დროსაც დადგინდა იდენტურობა.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ. დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოწმეების - ი-----–-----–-–---–--- და გ-----------–--- გამოკითხვის ოქმები, რომლებიც მონაწილებდნენ ე----------------ს დაკავებაში, პირად და ბინის ჩხრეკაში; ასევე, დაცვამ უდავოდ გახადა გამომძიებლების - ს----------–---–----- ა----–--–---–---–--- რ--------–-------- და ნ--------------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, დათვალიერების ოქმები, კეროდ, 2019 წლის 30 მარტის ოქმი თანხის დათვალიერებისა და გადაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, გამოძიების ორგანოს მიერ ა---------------–-–---–--თვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაცემულ იქნა ფულადი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით; 2019 წლის 30 მარტის ამოღების ოქმი, რომლის მიხედვითაც, გ------------ ქ.#---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------------–-–---–--გან ამოღებულ იქნა მოშავო ფერის თავმოლღობილ პოლიეთილენის მცირე ზომის პარკში ე.წ. ორ ჩეკად დაფასოებული სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება; 2019 წლის 2 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ შავ პოლიეთილენის ორ ცალ ნაჭერში ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით 0,1671 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო ოდენობით 0,0942 გრამს; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც, პოლიეთილენის ფრაგმენტზე (შესაფუთი მასალა) არსებული გენეტიკური პროფილი განსხვავდება ე----------------ს გენეტიკური პროფილისგან; ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 4 ივლისის განაჩენი, რომლითაც ე---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარეები ფაქტობრივად თანხმდებიან კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლომ დაცვის მტკიცებულების ფარგლებში გამოიკვლია ბრალდებულ ე----------------ს ჩვენება, რომლის თანახმადაც, ბავშვობიდან იცნობს ა------- ნ------–-–---–ს, რადგან ერთ უბანში ცხოვრობდნენ. ბრალად წარდგენილ ქმედებამდე ა---------------–-–---–- ურეკავდა და სთხოვდა, ცუდად ვარ და ნარკოტიკული საშუალება მაშოვნინეო. უარს ეუბნებოდა, რადგან მეტადონის პროგრამაზე იყო, ნარკოტიკზე თავის დანებება უნდოდა, მაგრამ რომ არ მოეშვა, დაურეკა ერთ ადამიანს, რომელმაც უთხრა, რომ 300 ლარად შეეძლო მიეყიდა. ეს ინფორმაცია გადასცა ა------- ნ------–-–---–ს და სთხოვა, ნარკოტიკის ასაღებად ვ---------––- წაჰყოლოდა. ნარკოტიკის შესაძენი 300 ლარი ა------- ნ------–-–---–ს ჰქონდა, თვითონ 50 ლარი ჰქონდა, რაც საჭირო იყო მისასვლელ-მოსასვლელად. ადგილზე მანქანიდან გადავიდა, გამყიდველს ფული მისცა, აიღო და დაბრუნდა. აღებული ნარკოტიკული საშუალება სირეცი ა------- ნ------–-–---–ს გადასცა, ერთად უნდა მოეხმარათ, მაგრამ მან უთხრა, რომ უნდა წასულიყო, რადგან ბიჭები ელოდებოდნენ და ვინაიდან თვითონაც ცუდად იყო, ცოტას გადაუყრიდა, საღამოს კი ნახავდა და ჩაეხუტებოდა. ა---------------–-–---–- ასეც მოიქცა, გადაუყარა სირეცი. ზოგადად მომხმარებლები ერთმანეთს ასე ეხმარებიან ხოლმე, თან თითქმის ორივესი იყო, 50 ლარი თვითონაც ეხარჯებოდა. ვისგანაც იყიდა, მას ა-------იც იცნობდა, მაგრამ მე ვერ მივალო უთხრა, ალბათ, ვალი ჰქონდა.

 

ზემოგანხილული, გამოკვლეული და უდავო მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ 2----–-–-- 4 ივლისის განაჩენით ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევმა ე----------------- უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0942 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რაც 2019 წლის 30 მარტს უკანონოდ გაასაღა ა---------------–-–---–---.

 

2) 2019 წლის 7 აპრილის ეპიზოდი:

 

მოწმე ა---------------–-–---–-- ჩვენების მიხედვით, 2019 წლის მარტში შეხვედრიდან მაქსიმუმ 5 დღეში დაუკავშირდა ე----------------, შეთავაზებით, რომ კიდევ იყო ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალების აღების შესაძლებლობა 300 ლარად. შეხვდა ე-----, რომელმაც უთხრა, რომ ისევ ი---–-, სასაფლაოებთან, უნდა წასულიყვნენ, სადაც მივიდნენ ტაქსით. მას გადასცა გამომძიებლის მიერ ნარკოტიკის შესაძენად მიცემული 300 ლარი. ე----- 5 წუთში დაბრუნდა და უთხრა, რაღაც პრობლემები შემექმნა, არ არის და ცოტა ხანში დაგირეკავო. ამის შემდეგ ურეკავდა ე-----, მაგრამ ის უთუშავდა, ხან ეუბნებოდა, ლ--–--- დასახლებაში მოდიო, ხან - ორხევშიო, ხან - 5-10 წუთში მოდი და მოგცემო. ასე ატარა, რა დროსაც აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით. აღჭურვილობა რაიმე მომენტში გამორთო თუ არა, ან მოახდინა თუ არა მასზე ზემოქმედება, არ ახსოვს. 2-3 დღეში, დილის საათებში, დაურეკა ე----------------- და ლილოში, ე.წ. წითელ დასახლებაში, გადასცა დაახლოებით სამი კაცის სამყოფი (ცოტა ნაკლები) ნარკოტიკული საშუალება სირეცი, რომელიც გახსნილ მდგომარებაში უკვე მოხარშული და კოლბასავით ჭურჭელში იყო მოთავსებული, რაც, ასევე, გადასცა გამომძიებელს.

 

მოწმე ზ--------------–---–-- ჩვენების თანახმად, 2019 წლის აპრილში დაუკავშირდათ ა---------------–-–---–- და უთხრა, რომ ე---------------- შეხვედრას სთხოვდა. მოდულის შენობაში ისევ მოხდა მისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და წავიდნენ აფრიკის დასახლებაში, მ----------–------ ქუჩაზე. იქ არსებობდა მისი, როგორც პოლიციელის, გაშიფვრის საფრთხე და ამის გამო დატოვა ა---------------–-–---–- და მათ შეხვედრას დაელოდა. შემდეგ ა-------მა წარუდგინა შპრიცი, რაზეც უთხრა, რომ ე------ მისცა. ამოიღო შპრიცი, დალუქა და გამომძიებელს გადასცა.

 

აუდიო/ვიდეო ჩანაწერებით დგინდება 2019 წლის 5 აპრილს, 14:09-დან 14:11 საათამდე პერიოდში, თბილისში, გ----------- ქ.#---ის მიმდებარედ ე----------------სა და ა---------------–-–---–-- შეხვედრა. ჩანაწერის თანახმად, ე---------------- ეკითხება ა------- ნ------–-–---–ს: ,,რამდენია?‘‘, ე---------------- ითვლის თანხას და საბოლოოდ პასუხობს: ,,სამასი ლარი‘‘. ამის შემდეგ ერთმანეთს უთანხმდებიან, სად შეხვდნენ, სად დაელოდოს ა---------------–-–---–- მას.

 

2019 წლის 5 აპრილის 13:49 საათის სატელეფონო ჩანაწერში ე---------------- ურეკავს ა------- ნ------–-–---–ს, რა დროსაც ეს უკანასკნელი ეუბნება, რომ მას ელოდება, რაზეც ე---------------- პასუხობს, რომ 10 წუთში მასთან იქნება და ეუბნება, რომ ისევ იმ ადგილას იქნება. შემდეგ ჩანაწერებში ასევე ისმის ე----------------ს შეტყობინებები, რომ თითქმის მიუახლოვდა.

 

12:14-12:15 საათის ჩანაწერში ა---------------–-–---–- ე---------------- ეკითხება: ,,რამდენი გამოვართვა იმას‘‘, რაზეც პასუხობს: ,,..რაც მეტი, უფრო კარგი‘‘, შემდეგ კი ეუბნება, რომ 300 გამოართვას. ა---------------–-–---–- ე---------------- მიმართავს, რომ ტყუილად არ მიიყვანოს.

 

2019 წლის 7 აპრილს, 11:32-დან 11:36 საათამდე პერიოდში, ა---------------–-–---–- ე---------------- ეუბნება, რომ, თუ რამე იქნება, შეეხმიანოს, რაზეც ე---------------- აიმედებს, ამასთან, ა---------------–-–---–- უსახელებს 1000-1200 ლარს, რომ ამ თანხას გამოართმევს და გააგებინოს. შემდეგ საუბრებში ე---------------- ა------- ნ------–-–---–ს უსახელებს შეხვედრის სხვადასხვა ადგილებს.

 

2019 წლის 7 აპრილს, 14:02-დან 14:04 საათამდე პერიოდში, თბილისში, ლ--–--- დასახლება, მ----------–------ ქ.#---ის მიმდებარედ, ე----------------სა და ა---------------–-–---–-- შეხვედრაა ასახული ფარული აუდიო/ვიდეო გადაღების ჩანაწერებში, სადაც ჩანს, რომ ქუჩაში გადაადგილდება ა---------------–-–---–-, რომელთანაც ცოტა ხანში მოპირდაპირე მხრიდან გადადის ე---------------- და მათ შორის საუბარი იმართება. ე---------------- ეუბნება ა------- ნ------–-–---–ს: ,,კაი ,,დობრად‘‘ მოუციათ...‘‘ შემდეგ მის კითხვას - ,,რამდენი ზახოდია‘‘, პასუხობს, რომ ,,კუბამდეა‘‘, რაზეც ა---------------–-–---–- ეუბნება, რომ კუბამდე არ არის. ა---------------–-–---–- ხსნის ე----------------ს გადაცემულ ნივთს და ათვალიერებს, რა დროსაც ჩანს ხელსახოცში გახვეული ნარინჯისფერი საგანი. ა---------------–-–---–- სხვა პირებზე ეუბნება ე----------------, რომ გაუკვირდებათ, რადგან სამი დღეა ელოდებიან, სამასი ლარია... (გულისხმობს მის მიერ ე----------------სთვის 2019 წლის 5 აპრილს გადაცემულ 300 ლარს), ე---------------- ეკითხება ა------- ნ------–-–---–ს, გაუხარდებათ თუ არა, რაზეც მისი პასუხია, რომ ,,...წესით უნდა გაუხარდეთ, სულ დაკარგვას იმ სამასი ლარისას...‘‘ ასევე, ე---------------- ეუბნება ა------- ნ------–-–---–ს: ,,... ფულს თუ დაიჭერ უკვე ხელში, გამაფრთხილე, რომ ის გავაფრთხილო და დავაწვეთ... ოთხი გრამი ... ცოტა კი არ არის. იმ ხუთგრამიანს რომ იღებ, ხუთი გრამი კი არ ყრია, ოთხი ყრია ხოლმე მაგაში...‘‘

 

14:08:01-14:08:42 საათის სატელეფონო ჩანაწერში ე---------------- ეუბნება ა------- ნ------–-–---–ს: ,,ეხლა მითხრა, მაქო, თუ ეჩქარებათ, ისნიდან ავიღოთ, თუ არ ეჩქარება ძაან, ერთი საათი დრო გვაქვს, წავიდეთ მაშინ, ის უფრო უკეთესი ავიღოთ‘‘.

 

სატელეფონო შეტყობინებებში, 15:17 საათიდან, იკვეთება ე----------------ს აქტიურობა - ,,გამაგებინე, რომ ტყუილა არ ვალოდინო... დროზე გადაწყვიტეთ რა‘‘. შემდეგ შეტყობინებაში ის ა------- ნ------–-–---–ს სწერს: ,,ი---–- რომელიცაა, მაჩქარებს, დიდხანს ვერ შეგინახავო‘‘, რაზეც ნ------–-–---–-ს პასუხია: ,,ამათმა ხვალ ვქნათო‘‘

 

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #-------- დასკვნა და ექსპერტ ვ--------------------- მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც, ვიდეოგრამებზე მონტაჟის კვალი არ დაფიქსირდა და მასში არსებული პირი და გამოძიების მიერ წარდგენილ ფოტოებზე გამოსახული პირი ერთი და იგივეა, სასამართლომ აღწერა 2019 წლის 7 აპრილის ეპიზოდთან მიმართებით, რის გამოც მოცემულ ეპიზოდში დეტალურად აღარ იმსჯელებს.

 

მტკიცებულებების ნაწილი უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი და, შესაბამისად, მათში გადმოცემულ ინფორმაციებს პრეიუდიციული ძალა მიენიჭა. კერძოდ, 2019 წლის 5 აპრილის ოქმით თანხის დათვალიერებისა და გადაცემის შესახებ, გამოძიების ორგანოს მიერ ა---------------–-–---–--თვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაცემულ იქნა ფულადი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით; 2019 წლის 7 აპრილის ამოღების ოქმის მიხედვით, მ----------–------ ქ.#---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------------–-–---–--გან ამოღებულ იქნა 5 მლ ტევადობის შპრიცი, რომელშიც მცირე დოზით მოთავსებულია მოყავისფრო სითხე. შპრიცს თავზე დამაგრებული აქვს ნემსი და მისი დამცავი ბუდე; 2019 წლის 8 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნით, 5 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცში მოთავსებული 0,8 მლ ყავისფერი შემღვრეული სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,002283 გრამის ოდენობით; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #--------- დასკვნით, შპრიციდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირდა შერეული გენეტიკური პროფილი, რაც იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; ასევე, პრეიუდიციას წარმოადგენს 2----–-–-- 4 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ე---------------- მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

დაცვის მტკიცებულების ფარგლებში გამოკვლეული ბრალდებულ ე----------------ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის მარტის შემდეგ კვლავ დაურეკა ა------- ნ------–-–---–მა, ნარკოტიკული საშუალება კიდევ ავიღოთ, ცუდად ვარო. უარს ეუბნებოდა, რადგან, თითქოს, არ უნდოდა მასთან საქმის დაჭერა, მაგრამ ის არ ეშვებოდა. დილას თვითონაც ცუდად იყო და დათანხმდა, ვინაიდან ფულიც არ ჰქონდა. ისევ ვ---------––- შეხვდნენ ერთმანეთს. იმ პირმა, ვისაც ა-------ის მიერ მიცემული 300 ლარი გაატანა, უთხრა, დამელოდეო და აღარ გამოჩენილა, ნარკოტიკი არ მიუტანა. ამის შემდეგ ა---------------–-–---–- ურეკავდა და ნარკოტიკს სთხოვდა, თან ეუბნებოდა, ცუდად ვარო, სირცხვილია, ჩემი ფული არ იყოო. 3-4 დღე გავიდა და რადგან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სიტუაციას თვითონაც სულ ეძებდა, იშოვა და ა------- ნ------–-–---–ს შეატყობინა, უთხრა, რომ უბანში წაჰყოლოდა და მდგომარეობიდან გამოიყვანდა, ნახევარს მისცემდა. მასთან წაიღო მეგობრების მიერ მიცემული ნარკოტიკიანი (სირეცი) ხსნარი და მისცა, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო, თან სინდისი აწუხებდა, რადგან ფული დადო და იმ პირმა კი, ვისგანაც უნდა ეყიდა, დაპირება არ შეასრულა.

 

ბრალდებულის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ა-------ს მისი ვალი ჰქონდა, მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, ასევე, პოლიციელებს არ ჰქონიათ ინტერესი მის მიმართ, რადგან ყველასთან კარგ ურთერთობაში იყო.

 

ზემოგანხილული, გამოკვლეული და უდავო მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ 2----–-–-- 4 ივლისის განაჩნით ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევმა ე----------------- უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,002283 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი სითხე, რაც 2019 წლის 7 აპრილს უკანონოდ გაასაღა ა---------------–-–---–---.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე სტანდარტს ადგენს საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. დადგენილია მინიმუმ ორი უტყუარი მტკიცებულების არსებობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

ე----------------ს მიმართ წარდგენილი დანაშაულის ორივე ეპიზოდის ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. დაცვის პოზიციით, ე----------------ს მიერ ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალების ა---------------–-–---–--- ორჯერადად გადაცემა არ წარმოადგენს გასაღებას. აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ ე----------------ს მიერ ა---------------–-–---–--გან მიღებული 300 ლარი ორივეჯერ გადაცემულ იქნა იმ პირისათვის, ვისგანაც მან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა, ე.ი. მათ ნარკოტიკული საშუალება ერთად შეიძინეს და მიღებული ნარკოტიკიც ერთად უნდა მოეხმარათ.

 

ე----------------სა და ა---------------–-–---–-- ავტომანქანით ერთად გადაადგილება დადასტურებულია როგორც მათი ჩვენებებით, ისე - გამომძიებელ ზ--------------–---–-- ჩვენებით და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსხაველი 2019 წლის 30 მარტის მასალით (აუდიო/ვიდეო და სატელეფონო ჩანაწერებით). ე----------------ს ავტომანქანაში დაბრუნების შემდგომი პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერით უტყუარად დასტურდება, რომ მან ა------- ნ------–-–---–ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება. ვიდეოჩანაწერში ასახულია, როგორ იღებს და ქაღალდზე დებს შავი ფერის ე.წ. ბაშს. ამასთან, ნათლად არის ასახული, მანამდე როგორ ითვლის ა---------------–-–---–- თანხას, რაზეც ე---------------- სიფრთხილეს იჩენს და ეუბნება, ნუ აფრიალებს ფულს. ა------- ნ------–-–---–-ს კითხვას, ორი ცალი იქნება თუ არა, პასუხობს, რომ ყველაფერი ხუთიანზე იქნება.

 

ვიდეოგრამებზე არსებული პირი რომ ე----------------ა, გარდა თავად ბრალდებულის და მოწმე ა---------------–-–---–-- ჩვენებებისა, დადასტურებულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ვ--------------------- ჩვენებით. ამავდროულად, ბრალდებულმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩანაწერების ავთენტიკურობა, განაცხადა რა, რომ არ არის სრული, ა---------------–-–---–- ,,ტვინს უჭამდა‘‘, რომ გამოეძებნა ნარკოტიკის ყიდვის საშუალება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულის პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამდენადაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ვ--------------------- ჩვენებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ჩანაწერებში არ ფიქსირდა მონტაჟის კვალი. მიუხედავად ა---------------–-–---–-- აქტიურობისა ამ კუთხით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია ბრალდებულ ე----------------ს აქტიური ჩართულობა და მნიშვნელოვანი როლი ნარკოტიკების მოპოვებაში, ის სრულად გარკვეულია როგორც ნარკოტიკული საშუალების ღირებულებაში, ისე - შესყიდვის ადგილებში და ყველა მოქმედების ინიციატორი სწორედ ის არის.

 

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 30 მარტს ა---------------–-–---–--გან ე----------------- მიიღო 300 ლარი, სანაცვლოდ გადასცა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება და დაშორდა მას, აღნიშნული ნივთიერება ა---------------–-–---–--გან ამოღებულ იქნა გამომძიებელ ზ--------------–---–-- მიერ, რის შემდეგაც, ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება), დადგინდა, რომ აღნიშნული წარმოადგენს 0,0942 გრამ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რასაც ბრალდებული და მოწმე ა---------------–-–---–- სირეცის სახელით მოიხსენიებენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, უტყუარად იქნა დადგენილი, რომ ე----------------- კანონსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა 0,0942 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რაც გ------------ ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 2019 წლის 30 მარტს უკანონოდ გადასცა ა------- ნ------–-–---–ს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება თბილისის პ---–-–------------------------------------------------–-------–- განყოფილების გამომძიებლის - ზ--------------–---–-- მიერ ამოღებულ იქნა ა---------------–-–---–--გან.

 

ანალოგიურად, 2019 წლის 7 აპრილს ე----------------ს მიერ ა---------------–-–---–--თვის გადაცემულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ერთჯერადი მოხმარების შპრიცით, რასთან დაკავშირებითაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ ეს ქმედება განახორციელა მასთან უხერხულ მდგომარეობაში ყოფნის გამო, კერძოდ, განმარტა, რომ რამდენიმე დღის წინ (იგულისხმება 5 აპრილი) ა------- ნ------–-–---–მა ნარკოტიკული საშუალების ასაღებად მას გადასცა 300 ლარი, რაც ვერ მოხერხდა, რადგან თანხა გადასცა პირს, რომელსაც ნარკოტიკი უნდა მიეტანა, მან კი არ მიუტანა. ამასთან, ბრალდებულის განმარტებით, მეგობრებისგან ნაშოვნი ნარკოტიკი ა------- ნ------–-–---–ს გადასცა მხოლოდ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, ხოლო ის, რომ ე----------------ს მიერ შეძენილ, შენახულ და შემდგომში ა---------------–-–---–--თვის გადაცემულ შპრიცში არსებული სითხე ნარკოტიკშემცველია, დადასტურებულია ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნით, რომლის თანახმადაც, შპრიცში არსებული ნივთიერება შეიცავს 0,002283 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს.

 

ამასთან, აღნიშნული ქმედებების ჩადენის დროს ე---------------- ნასამართლევი იყო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც იძლევა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის შემადგენლობას.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებას და განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების კანონსმიღმა გადაცემის ნებისმიერი გზა, იქნება ეს საზღაურით, თუ მის გარეშე, ჩუქება თუ სხვა ქმედება, წარმოადგენს გასაღებას. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ერთად მოხმარების მიზანი გამორიცხავს პირის მიერ სხვა პირისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემისას გასაღების სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას, კანონშეუსაბამოა. გასაღება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც ის სხვა პირის ხელში გადავიდა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც 2019 წლის 30 მარტის, ისე - 2019 წლის 7 აპრილის ეპიზოდებში, როგორც ა---------------–-–---–--, ისე - ბრალდებულის ჩვენებით, ეჭვსგარეშე და თვალნათლივ (ვიდეოჩანაწერით) დადასტურდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ე----------------- გაასაღა ა---------------–-–---–---, რისი საფასურიც გადახდილ იქნა მის მიერ ორივე ჯერზე 300-300 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ გასაღების ფაქტის დადგენისას (კვალიფიკაციის მიცემისას) პირის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს, განმსაზღვრელი სწორედ გადაცემის ფაქტია. უტყუარადაა დადგენილი, რომ ორივე ჯერზე ნარკოტიკული საშუალება ა------- ნ------–-–---–ს გადასცა ე-----------------, რაც წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას. მართალია, მეორე ეპიზოდში ჩანაწერში არ ჩანს შპრიცში არსებული შიგთავსი, თუმცა მასში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობა დადასტურებულია როგორც ბრალდებულის, ასევე, მოწმეების - ა---------------–-–---–--ა და ზ--------------–---–-- ჩვენებებით და უდავოდ ცნობილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.

 

სასამართლოსთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია ფარულ ჩანაწერებში ასახული საუბარი ე----------------ა და ა------- ნ------–-–---–ს შორის, რაც ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ მან ზუსტად იცის, სად და როგორ მოიპოვოს ნარკოტიკული საშუალება და შეუძლია მყისიერი რეაქცია მისცეს პოტენციური ,,კლიენტის‘‘ ნებას, თუნდაც ეს მხოლოდ მოხმარების სურვილს მოიცავდეს. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ის აქტიურადაა ჩაბმული ნარკოტიკული საშუალებების აღებ-მიცემობაში.

 

ე----------------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე დროში ორჯერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტის დადგენის შემდგომ სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამავე კანონის ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების I სიაშია მითითებული ჰეროინი.

 

შესაბამისად, ა---------------–-–---–--გან 2019 წლის 30 მარტს და 2019 წლის 7 აპრილს ამოღებული ნივთიერება ჰეროინი (რომლის უკანონო შეძენა და შენახვა და ამ უკანასკნელზე გასაღება წარმოადგენს ე----------------ს ბრალეულ ქმედებას) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის ბრუნვა ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სპეციალურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და საჭიროებს ნებართვას, რაც ე---------------- არ ჰქონია. ხსენებული კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.

 

დადგენილია, რომ ე---------------- ა---------------–-–---–--- გასაღებამდე ფლობდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის მასზე გამსაღებელი რეალურად იმ წუთიერად ადგილზე იყო თუ არა და გადასცა თუ არა მან მას ა---------------–-–---–--გან მიღებული თანხა, როგორც ზემოთ აღინიშნა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც გასაღება დამთავრებული დანაშაულია გადაცემის მომენტიდან და კვალიფიცირდება ნებისმიერი სახის უკანონო გადაცემის პირობებში.

 

ზემოხსენებული კანონის დანართი #2-ის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის მცირე ოდენობაა 0,2 გრამამდე. დანართის შენიშვნის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ოდენობა 0,2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. ე----------------ს მიერ 2019 წლის 30 მარტს უკანონოდ შეძენილი და შენახული, ასევე, უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა 0,0942 გრამი, ხოლო 2019 წლის 7 აპრილის ეპიზოდთან მიმართებით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა 0,002283 გრამი, რაც ორივე შემთხვევაში წარმოადგენს საწყის ოდენობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდეს და უტყუარად იქნეს მიჩნეული ე----------------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტი (2019 წლის 30 მარტისა და 2019 წლის 7 აპრილის ეპიზოდები).

 

სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოთ განხილული მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-----------------, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 4 ივლისის განაჩენით მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც არ აქვს გაქარწყლებული, 2019 წლის 30 მარტს და 2019 წლის 7 აპრილს ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება,ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული და ამ

დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის 2----–-–-- 3 მაისს ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა და 2----–-–-- 4 ივლისის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევმა ე----------------- უკანონოდ მოიხმარა ამფეტამინის, მეტადონის, მეტამფეტამინისა და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები, რაც გამოვლინდა 2019 წლის 16 აპრილს ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ბრალდებული ე---------------- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაეთანხმა ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ გადაიყვანეს ექსპერტიზაზე, სადაც დაუდგინდა ამფეტამინის, მეტადონის, მეტამფეტამინისა და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, რასაც ადასტურებს, ვინაიდან ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები მოხმარებული.

 

აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

შესაბამისად, უტყუარად დგინდება, რომ 2----–-–-- 16 აპრილის ნარკოლოგიური ექსპერტიზის #------- დასკვნით ე----------------, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 3 მაისის დადგენილებით სახდელდადებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, ხოლო 2----–-–-- 4 ივლისს გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დაუდგინდა ამფეტამინის, მეტადონის, მეტამფეტამინისა და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი.

 

ამდენად, ე----------------ს მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული და ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, რომელიც ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული და ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, ან ნასამართლევი იყოს ამავე დანაშაულისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 16 აპრილის ნარკოლოგიური შემოწმების #------- დასკვნით უტყუარადაა დადგენილი ე----------------ს მიერ ამფეტამინის, მეტადონის, მეტამფეტამინისა და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი. ამასთან, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ე----------------ს მიერ დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 3 მაისის დადგენილებით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მისი მსჯავრდება დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 4 ივლისის განაჩენით.

 

ამდენად, სახეზეა დანაშაულის - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ე----------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

ე---------------- სასჯელები უნდა განესაზღვროს ჩადენილი დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და საშიშროებას, რაც გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების გავრცელებაში, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი და, ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ გამოიწვიოს მასში უსამართლობის განცდა.

 

სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ე---------------- წარსულში ნასამართლევი არ არის. ამასთან, ე----------------, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ჩამოერთმევა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება, მისი შესაფუთი მასალა, შპრიცი ნემსით და დამცავი ბუდით, ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში უნდა განადგურდეს, ხოლო ელექტრონული დისკები შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ე---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში), 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 მარტის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის 7 აპრილის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე---------------- საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ე---------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 16 აპრილიდან.

 

ე----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ე----------------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება, მისი შესაფუთი მასალა, შპრიცი ნემსით და დამცავი ბუდით, ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს, ხოლო კომპიუტერული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე