გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210018002370026
N2/382-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.07.2019 წ. ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: თ-- გ-------,მოსარჩელის წარმომადგენელი: მ--- დ-------–--,მოპასუხე: ლ---- ლ-–---,მოპასუხის წარმომადგენელი: ნ--- გ-----–--,დავის საგანი: ალიმენტის ოდენობის გაზრდა,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ლ---- ლ-–---ს, არასრულწლოვანი შვილების - 2007 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ნ-----–---- ლ-–---ს და 2012 წლის 01 ივნისს დაბადებული ა--------- ლ-–---ს სასარგებლოდ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით დაკისრებული ალიმენტი 60-60 ლარი თითოეულ შვილზე გაიზარდოს 140-140 ლარით და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად თითოეულ შვილზე 200-200 ლარით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (26.03.2018 წელი) მათ სრულწლოვანობამდე.
სარჩელში მითითებულია, რომ 2015 წლის 19 მარტიდან მოსარჩელესა და მოპასუხე ლ---- ლ-–---ს შორის შეწყვეტილია ქორწინება, ყავთ ორი შვილი ნ-----–---- ლ-–--- - დაბადებული 2007 წლის 22 აგვისტოს და ა--------- ლ-–--- - დაბადებული 2012 წლის 01 ივნისს. 2014 წლის 30 აპრილს ფოთის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით მოპასუხე ლ---- ლ-–---ს შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეულ შვილზე 150-150 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხე ლ---- ლ-–---მ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თითოეულ შვილზე გადაიხდიდა ალიმენტის სახით 50-50 ლარს, ვინაიდან უმუშევრობის გამო მეტი თანხის გადახდა არ შეეძლო. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნული განჩინებით მხარეებს შორის მორიგება დამტკიცდა შემდეგი პირობებით: ლ---- ლ-–--- თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი მისი შვილების 2007 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ნ-----–---- ლ-–---ს და 2012 წლის 01 ივნისს დაბადებული ა--------- ლ-–---ს სასარგებლოდ, ყოველთვიურად 120 ლარი, თითოეული შვილის სასარგებლოდ 60 ლარი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, სარჩელის შეტანის დღიდან 2014 წლის 30 აპრილიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე. მხარეებს შეუძლიათ მიღწეული შეთანხმება გადასინჯონ განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, რასაც შეიძლება საფუძვლად დაედოს ცვლილებები მათ მატერიალურ მდგომარეობაში ან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი გარემოებები. მოპასუხე ალიმენტის თანხას ყოველთვიურად იხდიდა, მაგრამ არა ერთსადაიმავე რიცხვში, როცა მას სურვილი ქონდა თანხის ჩარიცხვის. ალიმენტის გარდა, არანაირ მონაწილეობას არ იღებს შვილების აღზრდაში.
მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე, მორიგების დამტკიცების შემდეგ დასაქმდა და მუშაობს საქართველოს შ-- სსიპ დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტში.
მოსარჩელე, იმაზე მითითებით, რომ მოპასუხის შემოსავალი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიზარდა, ითხოვს მოპასუხეზე დაკისრებული ალიმენტის გაზრდას ყოველთვიურად, თითოეული ბავშვისათვის 140-140 ლარით და მისი ოდენობის განსაზღვრას ყოველთვიურად თითოეულ შვილზე 200-200 ლარით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა ნ--- გ-----–--მ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოპასუხის შემოსავალი არ გაზრდილა, პირიქით გაუარესდა, ვინაიდან ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი, იხდის ბანკის სესხებს და ბინის ქირას, ამავე დროს ყოველთვიურად იხდის მორიგებით დადგენილ ალიმენტის თანხას და მონაწილეობს შვილების აღზრდაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა და მოპასუხე ლ---- ლ-–---ს თავისი არასრულწლოვანი შვილების - 2007 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ნ-----–---- ლ-–---ს და 2012 წლის 01 ივნისს დაბადებული ა--------- ლ-–---ს სასარგებლოდ, ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის გადახდა 120 ლარი, თითოეული შვილის სასარგებლოდ 60 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის განჩინებით და სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოებით.
3.1.2. არასრულწლოვანი შვილების - 2007 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ნ-----–---- ლ-–---ს და 2012 წლის 01 ივნისს დაბადებული ა--------- ლ-–---ს მშობლები არიან მოსარჩელე თ-- გ------- და მოპასუხე ლ---- ლ-–---.
აღნიშნული გარემოება დასტურდება არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობებით.
3.1.3. მოპასუხე ლ---- ლ-–---ს მეორე ქორწინებიდან ყავს არასრულწლოვანი შვილი - ნ---- ლ-–---, დაბადებული 2015 წლის 25 მარტს.
აღნიშნული დასტურდება ნ---- ლ-–---ს დაბადების მოწმობით.
3.1.4. მოპასუხე ლ---- ლ-–--- 2014 წლის 18 ივნისს მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების პერიოდში არ მუშაობდა, თუმცა ყოველთვიურად იხდიდა ალიმენტის თანხას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ 60-60 ლარს, ბოლო სამი თვე არ გადაუხდია.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.5 მოპასუხე ლ---- ლ-–---მ მუშაობა დაიწყო 2017 წლის ივნისიდან კონტრაქტით და გათავისუფლდა სამსახურიდან 2018 წლის 1 ივნისიდან, პირადი განცხადების საფუძველზე (შ-- სსიპ დ-–--- პ---–-–--- დ--------------), მისი სამსახურებრივი სარგო შეადგენდა 6-- ლარს. ხოლო შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხე ლ---- ლ-–---ს მიერ 01.01.2017 წლიდან 31.05.2019 წლის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6------ ლარი.
აღნიშნული გარემოება დაადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დ-–--- პ---–-–--- დ--------------ს თავმჯდომარის ბრძანებით და შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ცნობით.
3.1.6 მოსარჩელისათვის მოპასუხის მუშაობის დაწყების შესახებ ცნობილი გახდა 2018 წლის დასაწყისში და სასამართლოში სარჩელი აღძრა 2018 წლის 26 მარტს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეცვლის გამო, ალიმენტის გაზრდის მოთხოვნის საფუძვლები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა შეიცვალოს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით (მორიგება) 2007 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ნ-----–---- ლ-–---ს (პ/ნ 0----------) და 2012 წლის 01 ივნისს დაბადებული ა--------- ლ-–---ს (პ/ნ4----------) სასარგებლოდ, ლ---- ლ-–---ზე დაკისრებული ალიმენტი 60-60 ლარის ოდენობით თითოეულისათვის.
მოპასუხეზე დაკისრებული ალიმენტი უნდა გაიზარდოს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2007 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ნ-----–---- ლ-–---ს და 2012 წლის 01 ივნისს დაბადებული ა--------- ლ-–---ს სასარგებლოდ ყოველთვიურად, თითოეულისათვის 100 ლარი, სულ 200 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.
გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები.
6.3. მოცემულ შეთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა და მოპასუხე ლ---- ლ-–---ს თავისი არასრულწლოვანი შვილების - 2007 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ნ-----–---- ლ-–---ს და 2012 წლის 01 ივნისს დაბადებული ა--------- ლ-–---ს სასარგებლოდ, ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის გადახდა 120 ლარი, თითოეული შვილის სასარგებლოდ 60 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ლ---- ლ-–--- 2014 წლის 18 ივნისს მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების პერიოდში არ მუშაობდა.
მოპასუხე ლ---- ლ-–---მ მუშაობა დაიწყო 2017 წლის ივნისიდან კონტრაქტით და გათავისუფლდა სამსახურიდან 2018 წლის 1 ივნისიდან, პირადი განცხადების საფუძველზე (შ-- სსიპ დ-–--- პ---–-–--- დ--------------), მისი სამსახურებრივი სარგო შეადგენდა 6-- ლარს. ხოლო შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხე ლ---- ლ-–---ს მიერ 01.01.2017 წლიდან 31.05.2019 წლის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6------ ლარი.
აღნიშნული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა - გაუმჯობესდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს მიერ გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აქედან გამომდინარე მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისგან დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა.
6.5. რაც შეეხება, გასადიდებელი ალიმენტის ოდენობას, სასამართლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ითვალისწინებს იმას, რომ ლ---- ლ-–---ს მეორე ქორწინებიდან ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ამჟამად არ მუშაობს, გააჩნია საბანკო ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი შეფასების პირობებში, ასევე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს თითოეული ბავშვისთვის 40 ლარით და უნდა განისაზღვრო 100-100 ლარით, მთლიანობაში 200 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე თავისუფალია სახ. ბაჟის გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის 28,5 ლარის გადახდა, იმის გათვალისწინებით, რომ მან სარჩელი არ სცნო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თ-- გ-------ს სარჩელი, ლ---- ლ-–---ს მიმართ ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე.
2. შეიცვალოს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით (მორიგება) 2007 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ნ-----–---- ლ-–---ს (პ/ნ 0----------) და 2012 წლის 01 ივნისს დაბადებული ა--------- ლ-–---ს (პ/ნ4----------) სასარგებლოდ, ლ---- ლ-–---ზე დაკისრებული ალიმენტი 60-60 ლარის ოდენობით თითოეულისათვის.
ლ---- ლ-–---ს მისი არასრულწლოვანი შვილების - 2007 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ნ-----–---- ლ-–---ს (პ/ნ 0----------) და 2012 წლის 01 ივნისს დაბადებული ა--------- ლ-–---ს (პ/ნ4----------) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიურად თითეულისთვის 100 (ასი) ლარის, ჯამში 200 (ორასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 26 მარტიდან.
3. მოპასუხე ლ---- ლ-–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს დაეკისროს სახ.ბაჟის 28,5 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსდეს ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: შოთა სირაძე