განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
010100119002903495
დავის ტიპი
126 1
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 010100119002903495

საქმე N 1-209/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 იანვარი, 2020 წელი ქ . ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - თამუნ-----–--ე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ოლ-----------–--ლი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული - მა--------------ძე

მამის სახელი - გ--–-

დაბადებული - 2--0--1--- წელი

პირადი ნომერი - 6----------

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

განათლება - ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი

ნასამართლობა - არ მქონე

მისამართი: ქ. ბათუმი, ვ-----------–-------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ბრალდებულის ადვოკატი - პა----------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მა--------------ძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N 25-ში მდებარე კაფე ბარ ,,ა-----–ში“, მა--------------ძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხა---------–--ეს გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში და მუცლის არეში, რითაც ხა---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ძალადობა, რამაც დაზარალებულის

ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია

ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. დაზარალებულმა ხა---------–--ემ მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, მე-–---–---–-------------ში, აქვს საკუთარი ბიზნესი, კერძოდ საკუთარი კაფე-ბარი, რომელიც მდებარეობს ვა–----–----–-------------ში, ბარში; მა--------------ძე და მისი მეგობრები ხშირად დადიოდნენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მომსახურების საფასურს არ იხდიდნენ. კონფლიქტის დღეს, 2019 წლის 13 თებერვალს, კაფე-ბარში მივიდა მა--------------ძე, მან ჰქონდა შეკვეთილი სასმელი, გადაწყვიტა რომ თვითონ დამდგარიყო ბარში და უარი ეთქვა მა----თვის სასმელის დასხმაზე მანამ, სანამ წინასწარ არ გადაიხდიდა საფასურს, მას შემდეგ რაც მა---- შეუკვეთა სასმელი, მან უპასუხა, რომ წინასწარ უნდა გადაეხადა, რაზეც მა---- უთხრა, რომ მისი მეგობარი გადაიხდიდა, მიუხედავად ამისა, მან მაინც არ დაუსხა სასმელი, აღნიშნულზე გაბრაზებულმა მა---- მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც თვითონვე სიტყვიერი შეურაცხყოფითვე უპასუხა; შემდეგ მა---- დაარტყა ხელი და ჩაარტყა ფეხი მუცელში, რის შედეგადაც მან განიცადა ტკივილი; აღნიშნულ კონფლიქტს შეესწრო ბარმენი დათო ბერაია და კაფე ბარის სტუმარი გი-----------ა, ბარში ასევე იმყოფებდნენ სხვა სტუმრები და მისი მეგობრები, მაგრამ მათ აღნიშნული ვერ შეამჩნიეს, რადგან ყველაფერი მოხდა სწრაფად. გი-----------ამ და დათო ბერიამ კონფლიქტის შემდეგ შეამჩნიეს, რომ ის დარტყმის შემდეგ ჩაიკეცა, მა--------------ძე ბიჭებმა გაიყვანეს გარეთ; კონფლიქტს დროს ბარში ასევე იმყოფებოდა მისი და მა---- საერთო მეგობარი ანი თენეიშვილი, მაგრამ ის უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია;

 

მიუხედავად იმისა, რომ მა---- დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ვიზუალურად დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. მან იმავე დღეს დარეკა 112-ის სამსახურში, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მა--------------ძე უკვე წასული იყო და თვითონაც ძალიან დაბნეული იყო, იმ დღეს შეტყობინება გააუქმა. (იხ. სხდომის ოქმი 06/06/2019; 14:24:49 სთ-14:43:52 სთ)

 

გი-----------ამ მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს განუცხადა, რომ განტვირთვის მიზნით ხშირად სტუმრობს კაფე-ბარ ,,ა-----–ს“, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ვა–----–----–-------------ში, საიდანაც იცნობს დაზარალებულ ხა---------–--ეს და მა--------------ძეს, 2019 წლის თებერვლის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს იმყოფებოდა ზემოთაღნიშნულ კაფე-ბარში, სადაც ხა---------–--ეს და მა--------------ძეს შორის მოხდა კონფლიქტი, კონფლიქტის მიზეზი ხმამაღალი მუსიკის ხმაში ვერ გაიგო, კონფლიქტის დროს ხა-----ა და მა---- შორის იყო ფიზიკური შეხებაც, თუმცა უშუალოდ რომელმა დაარტყა ხელი არ დაუნახავს, მაგრამ ახსოვს როგორ ტიროდა ხა---- ტკივილისგან, მა--------------ძე კი ამ დროს მეგობრებმა გაიყვანეს გარეთ, უშუალოდ კონფლიქტს შეესწრო.

ამავე სხდომაზე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ გამოქვეყნდა გი-----------ას გამოკითხვის ოქმი, გი-----------ამ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია; (იხ. სხდომის ოქმი 06/06/2019; 15:11:37 სთ-დან 15:16:59 სთ-მდე)

 

ან--------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას დროს განმარტა, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში ის, მა--------------ძესთან და მათ საერთო მეგობრებთან ინ---------–--ესთან და ან-----–--ესთან ერთად, იმყოფებოდა ხა---------–--ის კაფე-ბარ ,,ა-----–ში“, სადაც მოხდა კონფლიქტი, რომელსაც უშუალოდ თვითონ არ შესწრებია, რადგან მეორე ოთახში იყო გასული, როცა ოთახიდან დაბრუნდა ნახა, როგორ აშველებდნენ მა----ა და ხა-----. როგორც გაიგო სიტყვიერი უთანხმოება მოხდა მა----ა და ხა----- შორის, რასაც ფიზიკური შეხებაც მოჰყვა, როგორც მისთვის გახდა ცნობილი პირველად ხა----მ გაარტყა ხელი მა----, ხოლო შემდეგ მა----. კონფლიქტს რამდენიმე ადამიანი შეესწრო, მათ შორის გი-----------ა. კონფლიქტის მიზეზი იყო მომსახურების საფასურის გადაუხდელობა, რასაც მოჰყვა თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეხება. გაშველებისას დაინახა, როგორ მოიქნია მა--------------ძემ ფეხი, რომელიც მოხვდა ხა---------–--ეს.

ამავე სხდომაზე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ გამოქვეყნდა ან--------–---–ის გამოკითხვის ოქმი, ან--------–---–მა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია; (იხ. სხდომის ოქმი 23/10/2019; 15:41:11 სთ-16:08:11სთ)

 

მოწმე ან-----–--ემ სასამართლოს განუცხადა, რომ მა--------------ძესთან და ხა---------–--ესთან მეგობრობს რამდენიმე წელია. 2019 წლის 13 თებერვალს, მეგობარ ინ---------–--ესთან ერთად იყო კაფე-ბარ ,,ა-----–ში“ სადაც მათ ასევე შეუერთდათ ან--------–---–ი. ბარში რამდენიმე უცნობ პიროვნებებთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ ბარმენი დათო ბერია და მეგობარი გი-----------ა. აღნიშნული ბარი გაყოფილია ორ ნაწილად და კონფლიქტის დროს გასული იყო უკანა ოთახში, ხმაურზე გამოვიდა ოთახიდან, რა დროსაც დაინახა, რომ ან--------–---–ს მა--------------ძე გაყავდა გარეთ. როგორც მა--------------ძისაგან გაიგო, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ ხა---------–--ემ სასმელი არ დაუსხა მას. დაპირისპირების დროს მა--------------ძე და გი-----------ა ბართან იდგნენ, ხოლო ხა---------–--ე იდგა ბარში. გადმოცემით იცის, რომ მა--------------ძემ მოიქნია ხელი, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხა-----. ხა---------–--ეს ვიზუალურად დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა ახსოვს რომ კონფლიქტის შემდეგ ის ტიროდა. (იხ. სხდომის ოქმი 12/10/2019; 12:26:54 სთ-12:36:33სთ)

 

სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა მოწმეების და-----------ას და ინ---------–--ის ჩვენებები

 

მოწმე და-----------ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ საღამოობით ხშირად დადიოდა კაფე-ბარ ,,ა-----–ში“, 2019 წლის 13 თებერვალს იმყოფებოდა ბარში, ბარის მეპატრონე ხა---------–--ესთან ერთად, რა დროსაც ბარში მივიდნენ მა--------------ძე და მისი სამი მეგობარი, მათ შეუკვეთეს სხვადასხვა სასმელი, რომელთა ღირებულებამ შეადგინა 25 ლარი. დაახლოებით 23:00 საათისთვის მათე ისევ მივიდა დახლთან სასმელის შესაკვეთად, ბართან ამ დროს იდგნენ ხა---------–--ე და გი-----------ა, მას შემდეგ რაც ხა----მ გაიგო, რომ მა---- არ ქონდა გადახდილი უკვე აღებული შეკვეთის საფასური უარი უთხრა მა----, სანამ არ გადაიხდიდა, აღნიშნულზე გაღიზიანებულმა მა---- ხა----- სიტყვიერი, შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შემდეგ ხა---- გამოვიდა ბარიდან და მიუახლოვდა მა---- და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც მა---- ფეხი დაარტყა ხა----- მუცლის არეში, ხა---- ჩაიკეცა და დაიწყო ტირილი, ხოლო მა--------------ძე ისევ აგრესიულად იწეოდა მისკენ, რომელსაც მისი თანხმლები პირი აკავებდნენ. ამის შემდეგ ის მალევე გაიყვანეს ბარიდან. (იხ.ს/ფ 12-14)

 

მოწმე ინ---------–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 თებერვალს მეგობარ ან-----–--ესთან ერთად, იმყოფებოდა ბარში. დაახლოებით 23:00 საათისთვის დაინახა, თუ როგორ მოიქნია ფეხი ბართან მა--------------ძემ, რომელიც მოხვდა თუ არა ვინმეს არ დაუნახავს. ამ დროს ბარის სიახლოვეს მა--------------ძესთან ერთად იდგნენ ხა---------–--ე, ან--------–---–ი, გი-----------ა და და-----------ა. შემდეგ მათე მალევე გაიყვანეს ბარიდან, ხა---- კი ბართან ტიროდა.

შემდეგ გაიგო, რომ კონფლიქტი გამოიწვია ანგარიშის გადახდამ, ხა---------–--ე მა--------------ძეს თხოვდა ანგარიში გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასმელს არ დაუსხამდა, რაზეც გაღიზიანდა მა--------------ძე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, ხოლო ხა---------–--ემ დაარტყა ხელი სახეში, რის საპასუხოდ მა----აც დაარტყა ხელი სახეში მას, აღნიშნულ ინფორმაციას ის ფლობს გადმოცემით უშუალოდ მან, მხოლოდ მა---- მოქნეული ფეხი დაინახა, რომელიც ვის მოხვდა არ დაუნახავს. (იხ.ს/ფ 19-21)

 

ბრალდებულმა მა--------------ძემ სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში დაახლოებით 23:00 საათზე დეიდაშვილთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ბარში, სადაც რამდენჯერმე შეუკვეთეს დასალევი, ცოტა ხნის შემდეგ, როცა დასალევი ისევ უნდა შეეკვეთა, ბართან იდგა ნასვამი ხა---------–--ე და ბარმენი ბიჭი, როდესაც ის ბართან მივიდა ხა---------–--ემ უთხრა, რომ ჯერ თანხა უნდა გადაეხადა, რაზეც მიუგო, რომ მეგობარი გადაიხდიდა, რომელიც გარეთ იყო გასული, აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ხა----მ თანხის დაუყოვნებლივ გადახდა მოსთხოვა, რაც კამათში გადაიზარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა, ხა----მ გაარტყა ხელი, რის შემდეგაც კიდევ ცდილობდა მისთვის დარტყმას, თუმცა მას აკავებდნენ ბიჭები, ის ცდილობდა აეცილებინა, რა დროსაც მოიქნია ხელი, რომელიც მოხვდა ხა-----. აღნიშნულზე ხა---- არ გაჩერებულა ის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას და დასარტყმელად იწეოდა მისკენ, რის შემდეგაც ინსტიქტურად მოიქნია ფეხი, რომელიც მოხვდა ხა-----, მა--------------ძე თვლის, რომ იმ სიტუაციაში ის იმყოფებოდა თავდაცვით მდგომარეობაში, რადგან მას არ ჰქონდა განზრახული ხა---------–--ის ცემა, ხა---- კი იყო ნასვამი და გაღიზიანებული და დაჟინებით იწეოდა მისკენ დასარტყმელად. (იხ სხდომის ოქმი 20/01/2020; 14:20:42 სთ- 14:30:35);

 

გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

მოცემულ საქმეზე 2019 წლის 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ქ. ბათუმში ვა–----–----–----------ში მდებარე ბარში ხა---------–--ის მიმართ მა--------------ძის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე; მოქალაქე ხა---------–--ემ განაცხადა, რომ კაფე-ბარ „ა-----–ში“ მა--------------ძემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; (იხ ს.ფ. 1,2);

 

ბრალდებული დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებული მა--------------ძე დაკავებულია, 2019 წლის 16 თებერვალს 19:27 საათზე, ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N 15-ში მდებარე ინტერნეტ კაფეში (იხ ოქმი; ს.ფ. 45-49).

 

2019 წლის 17 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებლის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერის N 008849 მა--------------ძის მიმართ, რომლის საფუძველზეც აეკრძალა ხა---------–--ესთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია და მასთან მიახლოება, მის საცხოვრებელ და სამუშაო ა-----–ებზე მისვლა; (იხ ს.ფ.59-63)

 

ზემოთაღნიშნული წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძვლით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია და მტკიცებულებები საკმარისია მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, და შესაბამისად, პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო საქმის განხილვით, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით და ანალიზით მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მა--------------ძის მხრიდან ხა---------–--ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს,ამდენად, მტკიცებულებათა შეფასებისას, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა გამოკვლევაც მოხდა მხარეთა მონაწილეობით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა მა--------------ძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაზ გამოიწვია დაზარალებულის, ხა---------–--ის ფიზიკური ტკივილი;

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2 სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნება განწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობა, რაც გულისხმობს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილს, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, ძალადობა, რაც გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, მა--------------ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ადგენს, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, ღამის საათებში ქ. ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქ. #25-ში მდებარე კაფე-ბარ „ა-----–ში“ მა--------------ძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხა---------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში და ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი;

 

საქმეში არსებული გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია მა--------------ძის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მა--------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4.პასუხისმგებლობის შესამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები;

ბრალდებულის პასუხისმგებლობის მკვეთრად შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

5.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

პირველი მეორე ნაწილი - სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, შინა პატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

 

5.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.

 

სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.7. მა--------------ძის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ფარგლებით, ჯარიმის სახით; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მის პიროვნული მახასიათებლები; სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მა--------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 3 200 (სამიათასი ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მა--------------ძის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2019 წლის 16 თებერვლიდან 2019 წლის 19 თებერვლის ჩათვლით - გათვალისწინებით, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ მა--------------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს მა------------------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ს----------–---------ს’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი) ათასი ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი N4/2----), დასტურის №ა 0-----) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ნივთიერი მტკიცებულება - საქართველოს შსს ,,112“-ის ადმინისტრაციიდან გადმოგზავნილი ზარების აუდიოჩანაწერები, რომლებიც მოთავსებულია DVD-R დისკზე, დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მისის ასლი მოთავსებული DVD-R დისკზე, დალუქული სახით ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ა-----–ის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე