გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150-1002-00-414835
№ 3/2-2-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2- იანვარი, 2-2- წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე – ა–-------------
წარმომადგენელი - ვა--ლ ბა-–----ე
მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ე------–---
დავის საგანი – სამუშაო სტაჟის აღიარება
თარჯიმანი: სუსანნა მელიქიძე
დავის საგანი: სამუშაო სტაჟის აღიარება
განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი
1. სასარჩელო მოთხოვნა
აღიარებული (დადგენილი) იქნეს ა–---- რ---ს ძე მ--------ს (დაბადებული: 2-.0-.195- წ. რუსეთის ფედერაციის პასპორტი # 7---------) მიერ 198--198- წლებში ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში მჭედელ-მეთუნუქედ მუშაობის ფაქტი.
მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ა–-------------ი 197--198- წლებში მუშაობდა ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში მჭედელ-მეთუნუქედ. მოსარჩელემ მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და მოითხოვა მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ცნობა, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ 197--198- წლებში ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია ინახება მათთან, ხოლო 198--198- წლებში ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მათთან არ ინახება. მოხდა ავტო-ტექმომსახურების ცენტრების ლიკვიდაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შ--რის მოხდა ახ--––--ის ავტო-ტექმომსახურების ცენტრის ლიკვიდაციაც და მათი მთელი ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, კერძოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრებაში, შესაბამისად ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალის სამართალმემკვიდრე არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ვინაიდან ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალი ლიკვიდირებულია, შესაბამისად მათ მიერ ვერ მოხდა ა–-------------ის 198--198- წლებში ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში მუშაობის ფაქტის დადასტურება ან შესაბამისი დოკუმენტის გაცემა, ხოლო საარქივო დოკუმენტებში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, ამიტომაც მოსარჩელის შრომითი ურთიერთობის დადგენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს სასამართლოს გზით მისი უფლებების დაცვა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ე------–---მ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. ამასთან, საწარმოს უფლებამონაცვლე სამინისტრო არ არის, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ არის ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე ა–-------------ი 197--198- წლებში მუშაობდა ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში მჭედელ-მეთუნუქედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 1-15);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 65-67; 73-8-);
- შრომის წიგნაკი (ს.ფ. 17-2-);
3.2. მოსარჩელემ ა–-------------მა მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და მოითხოვა მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ცნობა, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ 197--198- წლებში ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია ინახება მათთან, ხოლო 198--198- წლებში ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მათთან არ ინახება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 1-15);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 65-67; 73-8-);
- 2-19 წლის 07 აგვისტოს AA2------------ საარქივო ცნობა (ს.ფ. 21-22).
3.3. ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა ავტო-ტექმომსახურების ცენტრების ლიკვიდაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შ--რის მოხდა ახ--––--ის ავტო-ტექმომსახურების ცენტრის ლიკვიდაციაც და მათი მთელი ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, კერძოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრებაში, შესაბამისად ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალის სამართალმემკვიდრე არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 1-15);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 65-67; 73-8-);
3.4. 2-19 წლის 05 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, რომელიც ეხება ა–-------------ის შრომით საქმიანობას, ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალის ფუნქციონირების პერიოდში შექმნილი დოკუმენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ ჩაბარებია. აქედან გამომდინარე ა–---- რ---ს ძე მ--------ს შრომითი საქმიანიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამინისტროს არქივში არ ინახება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2-19 წლის 05 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 16).
3.5. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა პირმა - აბ--რ გი-------მა სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ იგი მოსარჩელეს კარგად იცნობს, ისინი ერთად მუშაობდნენ ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში მჭედელ-მეთუნუქეებად, ა–-------------ი ავტო-ტექმომსახურებაში მუშაობდა 198- წლამდე, ხოლო თვითონ დღესაც იქ მუშაობს. როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირი დაიშალა, 90-იან წლებში, მან სახელმწიფოსგან შეიძინა ის ქონება, რომელიც ავტო-ტექმომსახურებას ეკუთვნოდა, რადგანაც ქონება მაშინ სახელმწიფოს ბალანზე ირიცხებოდა. რაც შეეხება შრომის ანაზრაურებას, ისინი ხელფასს იღებდნენ შესრულებული სამუშაოს რაიოდენობის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე აბ--რ გი-------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 65-67; 73-8-).
3.6. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა პირმა - მი---ლ აკ-------მა სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ იგი მოსარჩელეს კარგად იცნობს, ისინი ერთად მუშაობდნენ ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში მჭედელ-მეთუნუქეებად, ა–-------------ი ავტო-ტექმომსახურებაში მუშაობდა 198- წლამდე, თითქმის 30 წელზე მეტი მოუწიათ ერთად მუშაობამ. აკეთებდნენ როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო ავტომანქანებს. ხელფასს იღებდნენ შესრულებული სამუშაოს რაიოდენობის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე მი---ლ აკ-------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 65-67; 73-8-).
5. .სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. მოსარჩელე ა–-------------ი ითხოვს აღიარებული (დადგენილი) იქნეს ა–---- რ---ს ძე მ--------ს (დაბადებული: 2-.0-.195- წ. რუსეთის ფედერაციის პასპორტი # 7---------) მიერ 198--198- წლებში ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში მჭედელ-მეთუნუქედ მუშაობის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 1-15);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 65-67; 73-8-).
5.2. საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვისა და გაანალიზების შედეგად, სასამართლო დადგენილად თვლის ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე ა–---- რ---ს ძე მ-------- (დაბადებული: 2-.0-.195- წ. რუსეთის ფედერაციის პასპორტი # 7---------) 198--198- წლებში ნამდვილად მუშაობდა ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში მჭედელ-მეთუნუქედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 1-15);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 65-67; 73-8-).
- შრომის წიგნაკი (ს.ფ. 17-2-);
- მოწმეთა ჩვენებები ((სხდომის ოქმი ს.ფ. 65-67; 73-8-).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა–-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი, 25-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე, 55-ე მუხლის მე-3-ე ნაწილი, 102-10--ე, 134-135-ე, 140-ე.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24 მუხლების საფუძველზე.
სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოსარჩელე ა–-------------ს გაა-ნია იურიდიული ინტერესი, რამდენადაც თუ არ მოხდება დავის გადაწყვეტა ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსარჩელის უფლებების დარღვევა, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი არის ის, რომ დადგინდეს მისი შრომის სტაჟი, რათა მოაწესრიგოს პენსიაზე დანამატის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა წინაპირობა შრომის სტაჟის დადგენაა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხა--ათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად კი წერილობითი მტკიცებულება როგორც წესი წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავის ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა - აბ--რ გი-------ისა და მი---ლ აკ-------ის ჩვენებებით (რომლებიც გაფრთხილებული იქნენ სასამართლოს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, თავის არიდების ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისგებლობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით) დასტურდება, რომ მოსარჩელე ა–-------------ი მითითებულ პერიოდებში - 198--198- წლებში, ნამდვილად მუშაობდა ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში მჭედელ-მეთუნუქედ. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შრომის წიგნაკის დედანი, რომლებითაც დასტურდება მის მიერ მითითებული პერიოდის განმავლობაში ა–-------------ის მუშაობის ფაქტი. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ არის ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, რამდენადაც მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა ავტო-ტექმომსახურების ცენტრების ლიკვიდაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შ--რის მოხდა ახ--––--ის ავტო-ტექმომსახურების ცენტრის ლიკვიდაციაც და მათი მთელი ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, კერძოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრებაში, შესაბამისად ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალის სამართალმემკვიდრე არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. თავად მოპასუხის მიერ შესაგებელზე თანდართული 2-19 წლის 05 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათიდან, რომელიც ეხება ა–-------------ის შრომით საქმიანობას, ირკვევა, რომ „ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალის ფუნქციონირების პერიოდში შექმნილი დოკუმენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ ჩაბარებია“, რაც თავისთავად ნიშნავს იმას რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც სამართალმემკვიდრეს უნდა ჩაბარებოდა ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალის ფუნქციონირების პერიოდში შექმნილი დოკუმენტაცია და აღნიშნულ ბარათში არსად არაა მითითებული იმის შესახებ რომ რადგანაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ წარმოადგენს ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალის სამართალმემკვიდრეს იმიტომ არ მოხდა მისთვის დოკუმენტაციის ჩაბარება.
ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეაფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ა--) ლარი, რაც უკან უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 25-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა–-------------ის (რუსეთის ფედერაციის პასპორტი # 7---------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დადგენილი იქნეს, რომ ა–---- რ---ს ძე მ-------- (დაბადებული: 2-.0-.195- წ. რუსეთის ფედერაციის პასპორტი # 7---------) 198--198- წლებში მუშაობდა ახ--––--ის სარაიონთაშ--რისო ავტო-ტექმომსახურების სადგურის ახალქალაქის ფილიალში მჭედელ-მეთუნუქედ;
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს ზუ---ბ მ--------ს (პ/ნ 0----------) მიერ სს „ლიბერთი ბანკში“ (ბანკის კოდი: LBRTGE22; სახაზინო კოდი – 30060-150; ბანკის კოდი: TRESGE22) გადახდილი 100 (ა--) ლარი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასა--ვრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110).
მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან