გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს---ე №-/8080-19
გადაწყვეტილება
ს----------–ოს სახელით
06 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს---ეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ს----------–ოს შ------ ს---ეთა ს----------ოს ს----–-–---ო
ს------–---ო დ-–-------–--ა - ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ა
წარმომადგენლები - გ------ი ი-------–--ე, მ-----ა კ-----ა
მოპასუხე - შ-- „ე--- მ---ი“
წარმომადგენელი - ნ--ა ნ------–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 13 აპრილის №-------- და 2018 წლის 30 მარტის №-------- ხელშეკრულებების, 2019 წლის 25 იანვრის №------ და 2018 წლის 15 ივნისის №------- წერილების საფუძველზე პირგასამტეხლოს, ჯამურად - 80 809,60 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2018 წლის 30 მარტის ხელშეკრულებისა და 2018 წლის 15 ივნისის წერილის საფუძველზე 2018 წლის 21 ივნისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 17 165,80 კილოგრამი თევზის კონსერვი ზეთით და 17165,80 კილოგრამი თევზის კონსერვი ტომატით. მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად. ბოლო მიწოდება განხორციელდა 202 დღის დაგვიანებით.
ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო, ჯამურად - 79 345,60 ლარის ოდენობით.
ასევე მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2018 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებისა და 2019 წლის 25 იანვრის წერილის საფუძველზე 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 4885,920 კილოგრამი სოსისი, რისი მიწოდებაც განხორციელდა 6 დღის დაგვიანებით, 2019 წლის 6 თებერვალს.
ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო, ჯამურად - 1 464 ლარის ოდენობით.
მოპასუხეს პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ ეცნობა წერილობით, თუმცა მას ვალდებულება არ შეუსრულებია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში მ---ითებულია, რომ 2018 წლის 11 ივნისს შ-- "ე--- მ---"-მა ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ას სრულად მიაწოდა 19 165.800 კილოგრამი თევზის კონსერვი ზეთით და 19 165.800 კილოგრამი თევზის კონსერვი ტომატით, რაც დასტურდება 2018 წლის 21 ივნისის №--------- ზედნადებითა და აგრეთვე, მიღება-ჩაბარების აქტით.
აღნიშნულის შემდგომ ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ამ (შემსყიდველმა) მოითხოვა პროდუქტზე დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, შესაბამისად, საჭირო გახდა უკვე მიწოდებული პროდუქციიდან (ს----------ო პ---–-–-ის საწყობიდან) ამოღებულიყო 6.8000 (ექვსი კგ. და რვაასი გრამი) კილოგრამი თევზის კონსერვი ზეთით და 6.3750 (ექვსი კგ. და სამასსამოცდათხუთმეტი გრამი) კილოგრამი თევზის კონსერვი ტომატით, რომელზედაც უნდა ჩატარებულიყო კვლევა. მიუხედავად, იმისა, რომ შ-- "ე--- მ---"-ს მიწოდებულ პროდუქტზე უკვე ჩატარებული ჰქონდა სრული ლაბორატორიული კვლევები და შემსყიდველისთვის წარდგენილი ჰქონდა ტექნ--ურ პირობებთან სრულად შესაბამისი დასკვნები, მაინც შეასრულა შემსყიდველის მოთხოვნა და პროდუქტებზე საკუთარი რესურსებითა და ხარჯებით ჩაატარა განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები. შესაბამისად, დაუშვებელია, შ-- "ე--- მ---"-ს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
შ-- "ე--- მ---"-სა და ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ას შორის 2019 წლის 24 იანვარს გაფორმდა შეთანხმება, 2018 წლის 30 მარტის სახელწმიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ, რომლის თანახმად, დაკორექტირდა მისაწოდებელი პროდუქციის წონა და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, ცვლილების მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა - 376,416.31 ლარით. მოსარჩელე შეგნებულად არასწორად უთითებს ხელშეკრულების ღირებულებასა და პირგასამტეხლოს ოდენობას. ხელშეკრულების ღირებულების (376,416.31 ლარი) გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დღიური ოდენობა უნდა შეადგენდეს - 376.41 ლარს და არა - 392.80 ლარს. აგრეთვე, პროდუქცია, რომელსაც მოსარჩელე მიიჩნევს დაგვიანებით მიწოდებულად, შეადგენს ჯამში 13.175 კილოგრამს, რომლის ღირებულებაა 129,38 ლარია, შესაბამისად, წარმოუდგენელია პირგასამტეხლო დათვლილი მთლიანი ხელშეკრულების ღირებულებიდან, 376,416.31 ლარიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში მ---ითებულია პირგასამტეხლოს ოდენობა 0.10% და მასზე მხარეები აწერენ ხელს, იგი შეუსაბამოდ მაღალია და აზიანებს მიმწოდებლის ინტერესებს.
შ-- "ე--- მ---"–მა სოსისის მიწოდება განახორციელა 6 დღის დაგვიანებით, რაც არ იყო მისი ბრალეულობით გამოწვეული. კერძოდ, შ-- "ე--- მ---"-სა და ს----------ო პ---–-–-ას შორის გაფორმებული ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, სოსისის მწარმოებელი ქვეყანა იყო გერმანია, ხოლო, პროდუქტის ვარგისიანობის ვადა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 18 თვე, მოსარჩელისათვის განკუთვნილი პროდუქტი შ-- "ე--- მ---"-ს ჰქონდა დასაწყობებული თბილისში და აგვისტოს თვიდან ელოდებოდა შეკვეთას, ამასთან, სისტემატიურად თხოვდა მოსარჩელეს, რომ გაეკეთებინა შეკვეთა, რათა დროულად მომხდარიყო მიწოდება, თუმცა ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ამ შეკვეთა არ განახორციელა 2019 წლის 25 იანვრამდე, ხოლო, 25 იანვრისათვის სოსისის ვარგისიანობის ვადა აღარ ჯდებოდა 18 თვიან ვადაში, სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა შ-- "ე--- მ---"-ს გაეკეთებინა გერმანიაში ახალი შეკვეთა და განეხორციელებინა სოსისის იმპორტი, რათა შემსყიდველისთვის მიეწოდებინა პროდუქცია ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით.
შემსყიდველის მიერ იქნა განმარტებული შეკვეთის განუხორციელებლობა 2019 წლის 25 იანვრამდე გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების დარღვევით, რადგან შემსყიდველისათვის განსაზღვრული 2018 წლის ბიუჯეტით აღარ რჩებოდა სახსრები პროდუქციის ღირებულება ანაზღაურებულიყო 2018 წელში. სწორედ ამ მიზნით, ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ამ მოითხოვა ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელება და 2018 წლის 31 დეკემბრის შეთანხმებით შეიცვალა 2018 წლის 13 აპრილის ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 6.2. მუხლი, რომლითაც დადგენილი იყო ხელშეკრულების დაფინანსების წყარო, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა, რომ დაფინანსება უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის ბიუჯეტით, ხოლო 2018 წლის 31 დეკემბრის ცვლილებით დაფინანსების წყაროდ ჩაიწერა 2018 წლის და 2019 წლის ს----–-–---ო ბიუჯეტი.
შ-- "ე--- მ---"–ის მხრიდან იყო წინადადება, რომ მომხდარიყო სოსისის მიწოდება დროულად 2018 წელში, ხოლო, მისი ღირებულების გადახდა განხორციელებულიყო 2019 წლის ბიუჯეტით, რაზედაც მიმწოდებელს არ ექნებოდა პრეტენზია, აღნიშნულ შეთავაზებაზეც მიმწოდებელმა უარი მიიღო. სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა შ-- "ე--- მ---"-ის მიერ მიწოდების 6 დღით დაგვიანებები.
შესაბამისად, მოპასუხე თვლის, რომ პროდუქციის მიწოდების ვადის გადაცილება არ არის მისი ბრალეული ქმედებით გამოწვეული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 30 მარტს ს----------–ოს შ------ ს---ეთა ს----------ოს ს----–-–---ო ს------–---ო დ-–-------–--ა - ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ასა (შემსყიდველი) და შ-- „ე--- მ---“-ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა ს----–-–---ო შესყიდვის ხელშეკრულება №--------, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მზა და დაკონსერვებული თევზი. ხელშეკრულების №- დანართით შეთანხმდა შესყიდვის ობიექტის რაოდენობა (20 000 კგ თევზის კონსერვი ზეთით და 20 000 კგ თევზის კონსერვი ტომატით) და ერთეულის ღირებულებაა.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 392 800,00 ლარით.
ხელშეკრულება ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2018 წლის 30 მარტის ხელშეკრულება, დანართი №- (ს.ფ. 30-36).
3.1.2. 2018 წლის 30 მარტის ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. 6.1 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
ხელშეკრულების 9.3 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,10%-ის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2018 წლის 30 მარტის ხელშეკრულება, დანართი №- (ს.ფ. 30-36).
3.1.3. 2018 წლის 15 ივნისის წერილით ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ამ №-------- ხელშეკრულების შესაბამისად, მოითხოვა 2018 წლის 21 ივნისის ჩათვლით 17165,8 კგ თევზის კონსერვის (ზეთით) და 17165,8 კგ თევზის კონსერვის (ტომატით) მიწოდება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 15 ივნისის წერილი (ს.ფ. 37).
3.1.4. 2018 წლის 26 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №-------, რომლის თანახმად შ-- „ე--- მ---“-მა მიაწოდა შემსყიდველს 2121,6 კგ თევზის კონსერვი ზეთით, 20834,11 ლარის ღირებულების (ერთეულის ფასი 9,82 ლარი) და 19159,4250 კგ თევზის კონსერვი ტომატით, 188145,55 ლარის ღირებულების (ერთეულის ფასი 9,82 ლარი).
2018 წლის 01 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №-------, რომლის თანახმად შპს „ე--- მ---“-მა მიაწოდა შემსყიდველს 17037,40 კგ თევზის კონსერვი ზეთით, 167307,22 ლარის ღირებულების (ერთეულის ფასი 9,82 ლარი).
2019 წლის 09 იანვარს შ-- „ე--- მ---“-მა მიაწოდა შემსყიდველს 6.800 კგ თევზის კონსერვი ზეთით, 66.78 ლარის ღირებულების (ერთეულის ფასი 9.82 ლარი) და 6.375 კგ თევზის კონსერვი ტომატით, 62.6 ლარის ღირებულების (ერთეულის ფასი 9.82 ლარი).
ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ამ 2019 წლის 15 თებერვლის წერილით მოითხოვა 202 დღის (ბოლო მიწოდება 2019 წლის 09 იანვარი) ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს 79345,60 ლარის (ხელშეკრულების ღირებულების 0,10%-ის) გადახდა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 38-40).
2019 წლის 15 თებერვლის წერილი (ს.ფ. 42-43).
2018 წლის 26 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი №------- (ს.ფ. 119).
2018 წლის 01 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი №------- (ს.ფ. 120).
3.1.5. 2019 წლის 24 იანვარს მხარეთა №- შეთანხმებით (2018 წლის 30 მარტს გაფორმებულ №-------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე) 2018 წლის 30 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების №- დანართით განსაზღვრული რაოდენობა შემცირდა: ზეთით თევზის კონსერვი შემცირდა 834,20 კგ-ით და განისაზღვრა 19165,80 კგ-ით, ტომატით თევზის კონსერვი შემცირდა 834,20 კგ-ით და განისაზღვრა 19165,80 კგ-ით; ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 376416,31 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2019 წლის 24 იანვარს №- შეთანხმება (ს.ფ. 82).
3.1.6. 2018 წლის 13 აპრილს ს----------–ოს შ------ ს---ეთა ს----------ოს ს----–-–---ო ს------–---ო დ-–-------–--ას - ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ასა (შემსყიდველი) და შ-- „ე--- მ---“-ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა ს----–-–---ო შესყიდვის ხელშეკრულება №--------, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სოსისი. ხელშეკრულების №- დანართით შეთანხმდა შესყიდვის ობიექტის რაოდენობა (15 250,00 კგ) და ერთეულის ღირებულება.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 244 000,00 ლარით.
ხელშეკრულება ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2018 წლის 13 აპრილის ხელშეკრულება, დანართი №- (ს.ფ. 19-24).
3.1.7. 2018 წლის 13 აპრილის ს----–-–---ო შესყიდვის ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. 5.1 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
ხელშეკრულების 8.3 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,10%-ის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2018 წლის 13 აპრილის ხელშეკრულება, დანართი 1 (ს.ფ. 19-24).
3.1.8. 2019 წლის 25 იანვრის წერილით ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ამ 1------- ხელშეკრულების შესაბამისად, მოითხოვა 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით 4885,920 კგ-ის სოსისის მიწოდება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2019 წლის 25 იანვრის წერილი (ს.ფ. 25).
3.1.9. 2019 წლის 06 თებერვალს შ-- „ე--- მ---“-მა მიაწოდა შემსყიდველს 4885,920 კგ საქონელი, 78174,7200 ლარის ღირებულების (რის გამოც ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ამ 2019 წლის 18 თებერვლის წერილით მოითხოვა 6 დღის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს - 1 464 ლარის (ხელშეკრულების ღირებულების 0,10%-ის) გადახდა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 26).
2019 წლის 18 თებერვლის წერილი (ს.ფ. 28-29).
3.1.10. 2019 წლის 31 იანვარს მხარეთა №- შეთანხმებით (2018 წლის 13 აპრილს გაფორმებულ №-------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე) 2018 წლის 13 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების №- დანართით განსაზღვრული სოსისის რაოდენობა შემცირდა 0,40 კგ-ით და განისაზღვრა 15 249,60 კგ-ით.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა - 243 993,60 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2019 წლის 24 იანვარს №- შეთანხმება (ს.ფ. 92).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,10%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა განისაზღვროს 0.01%-ით.
ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირგასამტეხლო დაანგარიშდეს მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან ცალ-ცალკე ყოველი მიწოდებული პროდუქციის თანხის შესაბამისად დაგვიანებული დღეების პროპორციულად, ვინაიდან როგორც მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება ძირითადი ნაწილი პროდუქციისა (17037,40 კგ) მიწოდებული იქნა არა 202 დღის დაგვიანებით, როგორც ამას უთითებს მოსარჩელე, არამედ ერთ შემთხვევაში 41 და მეორე შემთხვევაში 5 დღის დაგვიანებით. 202 დღის დაგვიანებით მიწოდებული იქნა მხოლოდ 6.800 კგ. და 6.375 კგ. თევზის კონსერვი, რაც წარმოადგენს საერთო პროდუქციის უმნიშვნელო რაოდენობას. ამდენად, ხელშეკრულების საერთო ღირებულების ოდენობიდან პირგასამტეხლოს განსაზღვრა 202 დღეზე დაანგარიშებით (ჯამში - 80809.60 ლარი) დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე სცდება პირგასამტეხლოს მიზნებს და მოპასუხის დასჯის მექანიზმს წარმოადგენს. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ 17165,8 კგ თევზის კონსერვიდან 6 კგ და 800 გრამი თევზის კონსერვის დაგვიანებით მიწოდების გამო (ღირებულებით ჯამში - 129 ლარი) მოპასუხე არ უნდა დაჯარიმდეს ჯამში - 79345.60 ლარის პირგასამტეხლოს დარიცხვით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისის წერილით ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ამ №-------- ხელშეკრულების შესაბამისად, მოითხოვა 2018 წლის 21 ივნისის ჩათვლით 17165,8 კგ თევზის კონსერვის ზეთით და 17165,8 კგ თევზის კონსერვის ტომატით მიწოდება.
2018 წლის 26 ივნისს შ-- „ე--- მ---“-მა მიაწოდა შემსყიდველს 2121,6 კგ თევზის კონსერვი ზეთით და 19159,4250 კგ თევზის კონსერვი ტომატით. ასევე, 2018 წლის 01 აგვისტოს შ-- „ე--- მ---“-მა მიაწოდა შემსყიდველს 17037,40 კგ თევზის კონსერვი ზეთით.
მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ თევზის კონსერვი ტომატით 19159.425 კგ. თანხით - 188 145.55 ლარი შემსყიდველს მიეწოდა 2018 წლის 26 ივნისს. ასევე სადავო არ არის, რომ 19159.425 კგ. კონსერვიდან ნაწილი პროდუქცია მიწოდებულია სხვა ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო №-------- ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებულია 188 082.95 ლარის პროდუქცია, რომლის 0.01 % შეადგენს - 18.80 ლარს ყოველდღიურად, ხოლო 5 დღეზე - 94.05 ლარს (21 ივნისიდან 26 ივნისამდე პერიოდი), რაც შეეხება დანარჩენ 6 კგ. და 375 გრ. კონსერვს ტომატით - იგი მიეწოდა 2019 წლის 9 იანვარს (იხ. ს.ფ. 40), ანუ 202 დღის დაგვიანებით, თანხით - 62.60 ლარი, რომლის 0.01 % 202 დღეზე შეადგენს - 1.26 ლარს. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თევზის კონსერვის ტომატით მიწოდების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო 0.01 %-ის ოდენობით საერთო ჯამში შეადგენს - 95.31 ლარს (94.05+1.26).
სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ №-------- ხელშეკრულების ფარგლებში თევზის კონსერვის ზეთით 17037,40 კგ შემსყიდველს მიეწოდა 2018 წლის 1 აგვისტოს ანუ 21 ივნისიდან 41 დღის დაგვიანებით, თანხით - 167 307.27 ლარი, რომლის 0.01 % შეადგენს - 16.73 ლარს ყოველდღიურად, ხოლო 41 დღეზე - 685.93 ლარს, რაც შეეხება დანარჩენ 6 კგ. და 800 გრ. იგი მიეწოდა 2019 წლის 09 იანვარს (იხ. ს.ფ. 40), ანუ 202 დღის დაგვიანებით, თანხით - 66.78 ლარი, რომლის 0.01 % 202 დღეზე შეადგენს - 1.34 ლარს. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თევზის კონსერვის ზეთით მიწოდების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო საერთო ჯამში შეადგენს - 687.27 ლარს (685.93+1.34).
ასევე დადგენილია, რომ 06 დღის ვადაგადაცილებით მოხდა სოსისის მიწოდება. აღნიშნულ დარღვევაზეც პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0.01%-მდე. ხელშეკრულების საერთო ღირებულების გათვალისწინებით ყოველდღიური პირგასამტეხლო შეადგენს - 24.4 ლარს, ხოლო 06 დღის ვადაგადაცილებისათვის - 146.4 ლარს.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში პირგასამტეხლოს ოდენობა მოცემული დავის ფარგლებში უნდა განისაზღვროს 928.98 ლარით (95.31+ 687.27+146.4).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ მან ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში - 2018 წლის 21 ივნისს მიაწოდა სრული პროდუქცია. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხე უთითებს 2018 წლის 21 ივნისის ზედნადებზე (იხ. ს.ფ. 81). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 13 აპრილის ს----–-–---ო შესყიდვის ხელშეკრულების 5.1 პუნქტზე, რომლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმდა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, რის გამოც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები წარმოადგენს რელევანტურ და განკუთვნად მტკიცებულებას სადავო გარემოების დასადასტურებლად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება და მის მიერ მ---ითებული გარემოებების სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით დადასტურება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 417-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 30 მარტსა და 2018 წლის 13 აპრილს გაფორმდა ს----–-–---ო შესყიდვის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით (ასევე მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) შ-- „ე--- მ---“-მა იკისრა ს----------ო პ---–-–-ისათვის 19165,80 კგ ტომატით თევზის კონსერვისა და 19165,80 კგ ზეთით თევზის კონსერვის და 15 249,60 კგ სოსისის მიწოდება (2018 წლის 13 აპრილის ხელშეკრულება), შეთანხმებული ღირებულებების სანაცვლოდ.
დადგენილია, რომ ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ამ №-------- ხელშეკრულების შესაბამისად, მოითხოვა 2018 წლის 21 ივნისის ჩათვლით 17165,8 კგ ზეთით თევზის კონსერვისა და 17165,8 კგ ტომატით თევზის კონსერვის მიწოდება; ასევე ს----------ო პ---–-–-ამ 1------- ხელშეკრულების შესაბამისად, მოითხოვა 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით 4885,920 კგ-ის სოსისის მიწოდება.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა ვალდებულების შესრულების ვადები (იხ. 3.2.1 პუნქტი).
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო დამრღვევ მხარეს უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებენ მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდას. დადგენილია შ-- „ე--- მოთ“-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის მიწოდება ვადაგადაცილებით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია ს---ის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში უთითებს (იხ. საქმე №ას-1403-2019, 21 ნოემბერი, 2019 წელი) - ,,საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასამართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი, საქმე №ას-708-662-2107, 11.01.2017წ; №ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).‘’
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთები - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 0,01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულების ძირითადი ნაწილი შეასრულა არა 202 დღის ვადაგადაცილებით, არამედ უფრო ნაკლები ვადაგადაცილებით, სასამართლო სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე პირგასამტეხლოს დაანგარიშებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება მოხდეს მიწოდებული პროდუქციის ოდენობისა და ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით. აღნიშნული დაანგარიშებით მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა შეადგენს 928.98 ლარს (იხ. 3.2.1. პუნქტი).
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს ს----–-–---ო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ ს---ის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და ს----–-–---ო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ”ს----–-–---ო ბაჟის შესახებ” ს----------–ოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია ს----–-–---ო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის (928.98 ლარი) შესაბამისი პროპორციული ბაჟის 27.86 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ს----------–ოს შ------ ს---ეთა ს----------ოს ს----–-–---ო ს------–---ო დ-–-------–--ა - ს----------–ოს ს----------ო პ---–-–-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შ-- „ე--- მ---“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს საერთო ჯამში - 328,98 ლარის ანაზღაურება.
3. დაეკისროს მოპასუხეს ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ - 27,86 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე