განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
020100119002920247
დავის ტიპი
183 3 , 182 2 დ
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020100119002920247 (1/176-2019)

განაჩენი

საქართველოს სახელით

20 იანვარი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი- და-----------ს

დაცვის მხარე: ადვოკატი- იო---------–--ს

ბრალდებული- კა--------------ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: კა--------------ს მიმართ

მამის სახელი: ჯუ-----ი

დაბადებული: 02.08.1--5 წელს

პირადი ნომერი: 62--------0

საქართველოს მოქალაქე

უმაღლესი განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ფო--------------–--ს ქუჩა №32, ბინა №30

რეგისტრირებული: ქ. სო--------–-----–---ს ქუჩა №5, ბინა №90

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

კა--------------მ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

კა-------------- 2015 წლის 09 ნოემბრიდან 2018 წლის 29 ოქტომბრამდე მუშაობდა სს „სა---------–-------------ის“ ინ--------------------------–---–------–-------------------------------------–---------–----------------------–-------------–----------------------------------------------------------------------ად და ერიცხებოდა სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობები, მათ შორის ჯართი რელსი და ისარი და იყო მასზე რიცხულ ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი. 2018 სამეურნეო წლის ინვენტარიზაციის დასაწყისისთვის კა--------------ს ლიანდაგის ზედნაშენი მასალა - ჯართი ისარი ერიცხებოდა 151 842 კილოგრამი, ხოლო ჯართი რელსი 141 564 კილოგრამი. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ 2018 წლის 21 სექტემბერს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ჯართი ისარის დანაკლისმა შეადგინა 73 196 კოლოგრამი და ჯართი რელსის დანაკლისმა 105 633 კილოგრამი. ორივე სახეობის ჯართის დანაკლისმა ჯამში შეადგინა 178 829 კილოგრამი, ღირებულებით 89 289,50 ლარი. 2018 წლის მარტის თვიდან ამავე წლის სექტემბრის თვემდე პერიოდში, კა--------------მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ერთიანი განზრახვით პერიოდულად მოახდინა მის მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული სს „სა---------–-------------ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით 178 829 კილოგრამი, 89 289,50 ლარის ღირებულების ჯართი რელსისა და ისარის მართლსაწინააღმდეგო მითვისება.

 

2019 წლის 08 მაისს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულ კა--------------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ბრალდებულ კა--------------ს აღიარებით.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №-) დადასტურებულია, რომ კა--------------ს მიმართ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სს „სა---------–-------------ა“-ს „ინ--------------------------–---–ი“-ს სა-–--------------------------ს და----–---------–----------------------–-------------–----------------------ს მე-9 სა---------------------------ს კა--------------ს მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ქონების მითვისება (ს.ფ 1, ტ1)

 

სს „სა---------–-------------ი“-ს ინ--------------------------–---–ის სა-–-------------------------------------–---------–----------------------–--ს 2018 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით და----–---------–----------------------–--ს დაქვემდებარებაში არსებულ საწყობში და რეგიონებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ (ს.ფ 8-9, ტ1)

 

სს „სა---------–-------------ა“-ს ინ--------------------------–---–ის სა-–-------------------------------------–---------–----------------------–--ს სამეგრელოს რეგიონის მე-9 საოსტატოში ჩატარებული მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის 2018 წლის 21 სექტემბრის აქტით (ს.ფ 5-7, ტ1)

 

სამეგრელოს რეგიონის ფო-----------------ში მატერიალური ფასეულობების ინვენტარი- ზაციის შედეგად ფაქტიურად არსებული ჯართი რელსის და ჯართი ისარის დეტალების ჩამონათვალით (ს.ფ 11-12, ტ.1)

 

საწარმოს მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2018 წლის 21 სექტემბრის აღრიცხვის შესახებ და სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ უწყისით (ს. ფ 25-26, ტ1)

 

მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ 2018 წლის 23 ოქტომბრის შეფასების ანგარიშით (ს.ფ 111-126, ტ1)

 

სს „სა---------–-------------ის“ ფილიალი და----–---------–----------------------–--ს სა---------–-------------ის ინ--------------------------–---–ის და----–---------–----------------------–--ს 2018 წლის 21 სექტემბრის №- მიღება-ჩაბარებით აქტით (ს.ფ 13-14, ტ1)

 

სს „სა---------–-------------ის“ 2015 წლის 26 ოქტომბრის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით და საწარმოს მფლობელობაში არსებული სასაქონლო -მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ უწყისებით (ს.ფ 72-84, ტ1)

 

სს „სა---------–-------------ის“ ფილიალი სა---------–-------------ის ინ--------------------------–---–ის და----–---------–----------------------–--ს 2015 წლის 09 ნოემბრის №- მიღება-ჩაბარებით აქტით (ს.ფ 70-71, ტ1)

 

სს „სა---------–-------------ის“ 2016 წლის 09 სექტემბრის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით და საწარმოს მფლობელობაში არსებული სასაქონლო -მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ უწყისებით (ს.ფ 85-95, ტ1)

 

სს „სა---------–-------------ის“ 2017 წლის 30 ოქტომბრის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით და საწარმოს მფლობელობაში არსებული სასაქონლო -მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ უწყისებით (ს.ფ 96-107, ტ1)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 05 დეკემბრის N 00------8 საფინანსო-საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 130-137, ტ1)

 

შპს „მო---–---------------–-----------ა“-ს დირექტორის გი-------------ს 2019 წლის 30 იანვრის მომართვით, რომლის თანახმად 2018 წელს ერთი ტონა ჯართის (ოფიციალურად ჩამოწერილი ჯართი რელსის და ჯართი ისარის ) საშუალო საბაზრო ფასი შეადგენდა 500 ლარს დღგ-ს ჩათვლით (ს.ფ 211, ტ.1)

 

და----–---------–----------------------–--ს უფროსის 2019 წლის 0- თებერვლის მომართვით და დანართით (ს.ფ 213-230, ტ1)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე განჩინების საფუძველზე 2018 წლის 13 ნოემბრის მა--------–-----ს მიმართ ამოღების ოქმით (ს.ფ 66-107, ტ1)

 

სს „სა---------–-------------ის“ 2014 წლის 07 თებერვლის №2-- ბრძანებით კა--------------ს სამუშაოზე მიღების შესახებ (ს.ფ 110, ტ1)

 

სს „სა---------–-------------ის“ 2015 წლის 06 ნოემბრის №3--- ბრძანებით სამეგრელოს რეგიონში კა--------------ს მონიტორინგის სპეციალისტის თანამდებობიდან გზ-----------ის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ (ს.ფ 69, ტ1)

 

სს „სა---------–-------------ის“ 2018 წლის 29 ოქტომბრის №4--- ბრძანებით კა--------------ს მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (ს.ფ 109, ტ1)

 

დაზარალებული ორგანიზაციის სს „სა---------–-------------ის“ წარმომადგენლის და------------ის გამოკითხვის ოქმით.

 

მოწმეების გო--------------------------------------------------------–----------------------------–---–---------------–----------–------------------------------------–-----------------–-----------–-----–--------–--–---------–---–---------–---------------------------------------------------------------–----------–----ს გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია და შესაბამისად მითვისების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები.

 

ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, რაც მიზნად ისახავს სასაქონლო მატერი-ალური ფასეულობის თავის სასარგებლოდ უკანონო დაუფლებას, მაგრამ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისგან განსხვავებით მითვისებისათვის დამახასიათებელია, რომ დამნაშავეს, მისი სამსახურებრივი ან სხვა უფლებამო-სილებიდან გამომდინარე, ქონება გააჩნია მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

 

მოცემული დანაშაული დამთავრებულად ითვლება პირის მიერ მისთვის მინდობილი ქონების დაუფლების მომენტიდან.

 

ბრალდებულ კა--------------ს მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, კა--------------ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა მითვისების ჩადენა სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით და დიდი ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დასჯად ქმედებას.

 

დადგენილია, რომ კა-------------- მუშაობდა სს „სა---------–-------------ის“ ინ--------------------------–---–ის სა-–--------------------------ს და----–---------–------------------------–-------------–----------------------ს უბნის, ფო-----------------ს გზ-----------ად და სამსახურებრივი ფუნქციიდან გამომდინარე ერიცხებოდა სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობა, მათ შორის ჯართი, რელსი და ისარი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ანუ მან დანაშაული ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით, ხოლო ბრალდებულმა კა--------------მ საფინანსო-საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სს „სა---------–-------------ის“ კუთვნილი 89 289, 50 ლარის ღირებულების ჯართი რელსი და ისარი.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუ- ციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულელებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებუ-ლებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე) სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ კა--------------მ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

 

ამდენად, კა--------------ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კა--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდე-ბულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწი- ნააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიაჩნია, რომ კა--------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებუ-ლისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.

 

ვინაიდან კა--------------მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, სასამართლოს მიაჩნია, რომ კა--------------ს მიმართ სამართლიანი იქნება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენება, რა დროსაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა თუ ბრალდებული მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმების დადების გარდა თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ კა-------------- (პირადი ნომერი 62--------0) საქართვე-ლოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის 03 (სამი) თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.კა--------------ს (პირადი ნომერი 62--------0) ჩამოერთვას სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება 01 (ერთი) წლის ვადით.

 

3.კა--------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 2020 წლის 20 იანვრის 17:25 საათიდან.

 

4.კა--------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 19 მარტის განჩინება №-2/3---2019) ლუ-------------ს (პირადი №42--------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ფო--------------–--ს ქუჩა №32-ში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0-.01.0-.029.01.0-- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

5.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად კა--------------ს ყოფაქცევაზე კონტრ-ოლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (ქ. ფო--------------–--ს ქუჩა №32, ბინა №30)

 

6.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად კა--------------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №-2)

 

მოსამართლე ნ. აკობია