გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2-367-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 იანვარი, 2020 წელი. ქ. ქარელი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი მოსამართლე ქ-----–-- მუნიციპალიტეტში ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძირტკბილაშვილი
მოსარჩელე თ---------შვილი
ადვოკატი გერმანე ადუაშვილი
მოპასუხეები თ----- და მ------ გი---–---–-ბი, ი--- მ-------შვილი,წარმომადგენლები ზაზა მათოშვილი, ნათია ქაჯაია
დავის საგანი სამკვიდრო მოწმობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად
ცნობა, მემკვიდრედ და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 19 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1/2 ნაწილში, რომლითაც თ----- გ----–--ლმა მიიღო დედის - ლ---- გ----–--ლის მემკვიდრეობა;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 201- წლის 24 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში, რომლითაც თ----- გ----–--ლმა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ნივთი აჩუქა თავის შვილს მ------ გ----–--ლს და მოსარჩელის შვილს ი--- მ-------შვილს;
1.3. თ---------შვილი აღიარებული იქნეს 6-.1-.5-.3-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის 1/8 ნაწილის მემკვიდრედ, მესაკუთრედ.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე თ----- გ----–--ლი არის 1996 წელს გარდაცვლილი ლ---- გ----–--ლის შვილი და მოსარჩელე თ---------შვილის ქმრის - 2004 წელს გარდაცვლილი დ--–--- გ----–--ლის ძმა; ნოტარიუს ქეთევან ჩხიკვაძის მიერ 2014 წლის 19 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თ----- გ----–--ლმა - პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო ლ---- გ----–--ლის მთელი სამკვიდრო ქონება სრულად; ლ---- გ----–--ლს ჰყავდა კიდევ ერთი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი - დ--–--- გ----–--ლი, რომელმაც მიიღო დედის მემკვიდრეობის ნახევარი. მას დარჩა ოთხი მემკვიდრე - მოსარჩელე და სამი შვილი, მათ შორის - მოპასუხე ი--- მ-------შვილი, რომლებმაც, ასევე, მიიღეს დ--–--- გ----–--ლის სამკვიდრო;
თ---------შვილი არის გაჩუქებული ნივთის ნახევრის ¼ წილის (მთლიანის ნივთის 1/8) მესაკუთრე, რადგან მისმა მეუღლემ მიიღო დედის მემკვიდრეობის ნახევარი - ფაქტობრივად ფლობდა და მართავდა სამკვიდროს, შემდეგ კი დ--–--- გ----–--ლის მემკვიდრეობა, იგივე წესით, თ---------შვილმა მიიღო. მის გარდა, დ--–--- გ----–--ლის მემკვიდრეა სამი შვილიც. ამ გარემოების გათვალისწინებით ითხოვს მთლიანი ნივთის 1/8 ნაწილის მემკვიდრედ, მესაკუთრედ აღიარებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის ქმარს დ--–--- გ----–--ლს დედის მემკვიდრეობა არ მიუღია, ისევე, როგორც მოსარჩელეს არ მიუღია დ--–--- გ----–--ლის მემკვიდრეობა, მოპასუხეები კეთილსინდისიერი შემძენები არიან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2014 წლის 19 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თ----- გ----–--ლმა მემკვიდრეობით მიიღო დედის, ლ---- გ----–--ლის მემკვიდრეობა, მათ შორის - ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ რ----–ი მდებარე უძრავი ნივთი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.33-35);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ნივთზე, 2014 წლის 7 აპრილს, დარეგისტრირდა თ----- გ----–--ლის საკუთრების უფლება. სადავო ქონება, 201- წლის 24 თებერვალს, თ----- გ----–--ლმა აჩუქა თავის შვილს მ------ გ----–--ლს და გარდაცვლილი ძმის, დ--–--- გ----–--ლის და მოსარჩელის შვილს ი--- მ-------შვილს, რომელთა საკუთრებადაც დარეგისტრირდა სადავო ქონება საჯარო რეესტრში 201- წლის 2 მარტს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28;31);
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 29-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. ნოტარიუსის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილებით, თ---------შვილს უარი ეთქვა ლ---- გ----–--ლის მემკვიდრეობაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, რადგან მთელი მემკვიდრეობა უკვე მიღებული ჰქონდა თ----- გ----–--ლს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.4. თ---------შვილის და 2004 წელს გარდაცვლილი დ--–--- გ----–--ლის ქორწინება რეგისტრირებულია 1967 წელს, ჰყავთ სამი შვილი, მათ შორის - მოპასუხე ი--- მ-------შვილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.19);
- ი---, ირმა და ინგა გი---–---–-ბის დაბადების მოწმობები (ს.ფ. 12-24);
- დ--–--- გ----–--ლის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. სამკვიდრო მოწმობით, მხარეთა ახსნა-განმარტებით, დადგენილია, რომ ლ---- გ----–--ლი 1996 წლის 20 მარტს გარდაიცვალა;
3.1.6. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ი--- მ-------შვილმა, 2018 წლის 19 ოქტომბერს, გაასხვისა სადავო უძრავ ნივთში თავისი წილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ლ---- გ----–--ლის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრეობის ფლობას და მართვას შეუდგა დ--–--- გ----–--ლი. დ--–--- გ----–--ლის მემკვიდრეობა კი, იგივე საშუალებით, მან და მისმა შვილებმა მიიღეს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დ--–--- გ----–--ლს ლ---- გ----–--ლის მემკვიდრეობა არ მიუღია, არც დ--–--- გ----–--ლის მემკვიდრეობის თ---------შვილის მიერ მიღება დადგინდა.
აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამკვიდრო მოწმობის ბათილობის საფუძველი, რაც გამორიცხავს სხვა მოთხოვნების - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და თ---------შვილის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარების დაკმაყოფილებასაც - კანონიერად მიღებული მემკვიდრეობის განკარგვის უფლება ჰქონდა თ----- გ----–--ლს რისი (უფლების) რეალ----ციაც ასევე კანონიერად მოახდინა - აჩუქა რა უძრავი ნივთი სხვა მოპასუხეებს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 170-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1320-ე მუხლი; 1421-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილები; 1424-ე მუხლი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის: 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;
თ----- გ----–--ლმა განკარგა მემკვიდრეობით მიღებული ქონება, რომელზეც მისი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა - აჩუქა მ------ გ----–--ლსა და ი--- მ-------შვილს;
1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე;
1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო;
განსახილველ შემთხვევაში თ----- გ----–--ლმა სამკვიდროს მიღების შესახებ 2014 წელს მიმართა განცხადებით ნოტარიუსს, რომელმაც სამკვიდრო მოწმობის გაცემით დაადასტურა თ----- გ----–--ლის მიერ დედის, ლ---- გ----–--ლის მემკვიდრეობის მიღება, თ---------შვილმა კი, ანალოგიური განცხადებით, იმავე მემკვიდრეობაზე, ნოტარიუსს 2017 წლის 4 აგვისტოს მიმართა და 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილებით უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე და განსახილველი საქმე აღძრა 2018 წლის 6 დეკემბერს;
იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ დ--–--- გ----–--ლმა ლ---- გ----–--ლის მემკვიდრეობა მიიღო და თ---------შვილმა - დ--–--- გ----–--ლისა, წარმოდგენილია დ--–--- გ----–--ლის და მოსარჩელის ქორწინების მოწმობა და ქ-----–-- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 25) რომლის თანახმად, თ---------შვილი ნამდვილად ცხოვრობს ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ რ----–ი, მე-- ქუჩის N1---ში, თუმცა, მასში აღნიშნული არ არის როდიდან ცხოვრობს მოსარჩელე ამ მისამართზე;
მტკიცებულება, რითიც დადგინდება, რომ დ--–--- გ----–--ლმა ლ---- გ----–--ლის მემკვიდრეობა მიიღო და შემდეგ - თ---------შვილმა მიიღო დ--–--- გ----–--ლის მემკვიდრეობა, წარმოდგენილი არ არის. განყენებულად, მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციით არ დგინდება ფაქტობრივად დაუფლების ან განკარგვის საშუალებით სამკვიდროს მიღების ფაქტი, ისევე როგორც დასახელებული ცნობით, - არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ცნობაში თ---------შვილის საცხოვრებლად მითითებული და თ----- გ----–--ლის მიერ მემკვიდრეობით მიღებული სახლი ერთი და იგივეა. არ არსებობს არც ერთი წერილობითი მტკიცებულება, სადაც მითითებულია, რომ სადავო ნივთი რ----–ი, მე-- ქუჩის N1---ში მდებარეობს. გარდა ამისა, ცნობის შინაარსი წინააღმდეგობაშია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის შინაარსთან, რომლის თანახმად, თ---------შვილი მუდმივად ცხოვრობს ქ.თბილისში, სადაც დახმარებას იღებს 2008 წლიდან (ს.ფ.42);
1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში, ლ---- გ----–--ლის სამკვიდრო გაიხსნა 1996 წლის 20 მარტს (ს.ფ. 31) - მისი გარდაცვალების დღეს, დ--–--- გ----–--ლი გარდაიცვალა 2004 წლის 1- თებერვალს, თბილისში (ს.ფ. 21), თ---------შვილმა, სანოტარო ორგანოს, სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, მიმართა 2017 წლის 4 აგვისტოს - სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ და შემდეგ თვითონ, მიიღეს მემკვიდრეობა ფაქტობრივად დაუფლების და განკარგვის გზით, თუმცა, თვითონ გარემოებაც კი არ აღნიშნა და მტკიცებულებაზეც კი არ მიუთითა, რომ მისი მეუღლის და შემდეგ მის მიერ სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები შესრულდა ამ მუხლით დადგენილ ექვსი თვის ვადაში;
მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით არ დასტურდება, რომ დ--–--- გ----–--ლმა და შემდეგ თ---------შვილმა კანონით დადგენილი ექვსი თვის ვადაში სამკვიდრო მიიღეს;
არც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დ--–--- გ----–--ლი, შემდეგ კი თ---------შვილი, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში შეუდგნენ სამკვიდროს ფლობას ან განკარგვას;
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ამჟამად სოფელ რ----–ი ცხოვრობს, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის, რადგან არ დადგინდა დ--–--- გ----–--ლის, შემდეგ კი თ---------შვილის მიერ კანონით დადგენილ ვადაში მემკვიდრეობის მიღება. მ------ გ----–--ლმა განმარტა, რომ თ----- გ----–--ლმა, დედის გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ წლის შემდეგ მისცა უფლება ძმას სახლის ნაწილს ,,დაუფლებოდა“. მისივე განმარტებით, მოსარჩელე, მოპასუხე ი--- მ-------შვილთან ერთად, მიდის ხოლმე სადავო სახლში, თუმცა, ეს გარემოებები, როგორც აღინიშნა, არ ადასტურებს დ--–--- გ----–--ლის და შემდეგ თ---------შვილის მიერ მემკვიდრეობის მიღებას კანონით დადგენილი წესით და ვადაში;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, ამავე ტიპის საქმეზე მიღებულ 201- წლის 17 ივლისის N2ბ/475-1- განჩინებაში აღნიშნა: ,,სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას“;
ამდენად, დ--–--- გ----–--ლს არ მიუღია ლ---- გ----–--ლის მემკვიდრეობა, ისევე როგორც დ--–--- გ----–--ლის მემკვიდრეობა არ მიუღია თ---------შვილს. მხოლოდ ის გარემოება, რომ თ---------შვილი დ--–--- გ----–--ლის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეა და დ--–--- გ----–--ლი ლ---- გ----–--ლის შვილი იყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, მართალია, მამკვიდრებელი ლ---- გ----–--ლია, დ--–--- გ----–--ლის დაბადების მოწმობაში კი, დედად ლ---- ს------–ვილია ჩაწერილი (ს.ფ.20) - როგორც მოპასუხემ მიუთითა, მაგრამ სასამართლოს, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, ეჭვი არ ეპარება, რომ მამკვიდრებელი დ--–--- და თ----- გი---–---–-ბის დედაა;
გარდა ამისა, არ დადგინდა მოპასუხეების არაკეთილსინდისიერება ქონების შეძენისას, მით უმეტეს, სადავო ნივთის ი--- მ-------შვილის წილის შემძენისა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები - რომ დ--–--- გ----–--ლმა მიიღო ლ---- გ----–--ლის მემკვიდრეობა და თ---------შვილმა - დ--–--- გ----–--ლის მემკვიდრეობა, შესაბამისად, არ არსებობს თ----- გ----–--ლის მიერ მემკვიდრეობის მიღების დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობის და სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები, - არაფრით დადასტურებული მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც სადავოდ ხდის მეორე მხარე, არ არის საკმარისი სადავო გარემოების დასადასტურებლად;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა;
მოცემულ შემთხვევაში თ----- და მ------ გი---–---–-ბმა მოითხოვეს გაწეული პროცესის ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრება. წარმომადგენლის დახმარებისათვის 700 ლარის დახარჯვის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითეს: მინდობილობები, მომსახურების ხელშეკრულება და ქვითარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ დოკუმენტებით არ დასტურდება ხარჯის გაწევა განსახილველ საქმეზე, რადგან მომსახურების ხელშეკრულება დადებულია 2019 წლის 5 თებერვალს. მასში აღნიშნულია, შეთანხმებული საზღაურის გადახდა უნდა მოხდეს საქმეზე მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე, ანუ - 2019 წლის 5 თებერვლის შემდეგ. წარმოდგენილი ქვითრით კი დგინდება, რომ მ------ გ----–--ლმა ზაზა მათოშვილს თანხა გადაუხადა ხელშეკრულების დადებამდე - 2018 წლის 5 იანვარს. ამ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ იმავე მხარეებს შორის დავა წინათაც (2017 -2018 წლებში) იხილებოდა სასამართლოში.
ამდენად, თ---------შვილს, არ უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების გადახდა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს ქ-----–-- მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ქ.ქარელი, ჭავჭავაძის ქ.N30);
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს ქ-----–-- მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი