განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003214259
saqme #1/201-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2020 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ------- ნ----------,ბრალდებულ _ გ------- ჭ------–-–---–--,ადვოკატ- გ------- ზ-----–-–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034200819001
ბრალდებულ გ------- ჭ------–-–---–-- მიმართ
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 4----------
დაბადების თარიღი: 1-.1-.1--- წელი
განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)
რეგისტრირებული: ს--------- რაიონი, ქ. წ------, ქ------- ქუჩა №6-
ფატობრივად მცხოვრები: ს--------- რაიონი, სოფელი ბ-----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ გ------- ჭ------–-–---–-- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით გ------- ჭ------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (დანაშაულებრივი ქმედების ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2019 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 01:51 საათზე, ს--------- რაიონის ქ.წ-----–-, შ--–-- ს---–---–-- ქუჩაზე მდებარე კ------------- ჯ----–---- კუთვნილი წისქვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, განლაგებულ საცავში ქურდობისათვის ნასამართლევმა გ------- ჭ------–-–---–-- უკანონოდ შეაღწია ა---------– ტ----–---–-- კუთვნილ მარცვლეულის შესანახ საწყობში, საიდანაც, თანნაქონი 25 ცალი პოლიეთილენის ტომრის გამოყენებით სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა ა---------– ტ----–---–-- კუთვნილ ხორბალს, რითაც დაზარალებულს მიაყენებდა ქონებრივ ზიანს.
ესე იგი, გ------- ჭ------–-–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - გ------- ჭ------–-–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა გ------- ჭ------–-–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 18 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ------- ჭ------–-–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ------- ჭ------–-–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ------- ჭ------–-–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინებები №2199597 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება ა---------– ტ----–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ ა---------– ტ----–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმე ვ------ ტ----–---–-- გამოკითხვის ოქმი; გ------- ჭ------–-–---–-- ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი; გურჯაანის რაიონულის სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენი გ------- ჭ------–-–---–-- მიმართ; გ------- ჭ------–-–---–-- დაკავების ოქმი; გ------- ჭ------–-–---–-- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ გ------- ჭ------–-–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ გ------- ჭ------–-–---–-- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით და არაერთგზის.
სასჯელის განსაზღვრისასსასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ გ------- ჭ------–-–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით გ------- ჭ------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (დანაშაულებრივი ქმედების ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, დარჩენილი ნაწილის-თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მიუხედავად აღნიშნულისა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ------- ჭ------–-–---–-- კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ქმედება. მითითებული გარემოებანი კი ცხადჰყოფს, რომ ისეთი სახის ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებამ როგორიც არის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულის სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, ვერ უზრუნველო სასჯელის მიზნების მიღწევა და გ------- ჭ------–-–---–-- სრული რესოციალიზაცია.
ამავდროულად, სასამრთლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ გ------- ჭ------–-–---–- პასუხისმგებლობას უმსუბუქებს შემდეგი გარემოებანი, კერძოდ, იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაკავებამდე ეწეოდა სოფლის მეურნეობასა და დაქირავებულ შრომას, კმაყოფაზე ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი, პატიმრობის პერიოდში გარდაეცვალა დედა, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებდა მისი შვილების აღზრდაში. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებანი და მის მიერ მომხდარი ფაქტის გულწრფელი აღიარება და მონანიება სასამართლოსათვის წარმოადგენს საფუძველს აღნიშნული მიიჩნიოს მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ჭ------–-–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ------- ჭ------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 1-7-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ------- ჭ------–-–---–-- მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ჭ------–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექსვი) თვის ვადით.
2. გაუქმდეს გ------- ჭ------–-–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გ------- ჭ------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 აგვისტოდან.
4. საქმეზე დართულ ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 25 ცალი პოლიეთილენის ცარიელი ტომარა; სპორტული ფეხსაცმელი, ერთი წყვილი წინდა და მაისური, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, დაბრუნების შემდგომ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
- გ------- ჭ------–-–---–-- ნერწყვის ნიმუში, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, დაბრუნების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტო-სურათები, დატანილი 1 (ერთი) ცალ კომპაქტ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5 განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6 განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი