გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2020
საქმის ნომერი
020310018002594186
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310018002594186

საქმე N3/152-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ტ----- ჯ-------

 

მოპასუხე - ც-–--- ბ----

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაევალოს მოპასუხე ც-–--- ბ----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის (სახელმწიფო პენსიის), ანაზღაურება 180 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარე, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი არ წარმოუდგენია, მისთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მოპასუხე ც-–--- ბ----ს ოჯახის წევრი ც---- ფ-–-–-- გარდაიცვალა 2018 წლის 20 მარტს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ ბენეფიციარ ც---- ფ-–-–--ს გარდაცვალების გამო სახელმწიფო გასაცემელი შუწყდა 2018 წლის 01 მაისს, გარდაიცვალა 2018 წლის 20 მარტს, სს „ლიბერთი ბანკიდან“ გამოთხოვილი იქნა გარდაცვალების შემდეგ ზედმეტად დარიცხული 2018 წლის აპრილის თვის სახელმწიფო გასაცემელი 180 ლარის ოდენობით. ბანკის ინფორმაციით თანხა გატანილი იქნა 2018 წლის 13 აპრილს ც-–--- ბ----ს მიერ.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 31 მაისის №04-09/4036 წერილით, ც-–--- ბ----ს ეცნობა, რომ სსიპ მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ბენეფიციარ ც---- ფ-–-–--ს გარდაცვალების ფაქტზე. სახელმწიფო გასაცემლებთან დაკავშირებულ კანონმდებლობით სახელმწიფო პენსია სოციალური პაკეტი წყდება ბენეფიციარის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და გარდაცვალების შემდგომ ჩარიცხული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას. ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციისმიუღებლობის გამო, ადგილი აქვს სახელმწიფო გასაცემლის არასწორად გაცემას. დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 180 ლარს. ამავე წერილით ც-–--- ბ----ს ეცნობა, რომ იგი ერთი თვის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის ტერიტორიულ ერთეულში და ამ ვალდებულების შესრულებისთვის მისთვის მისაღები ოპტიმალური პირობების განსაზღვრაში, დაეხმარებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის ტერიტორიული ერთეული და ც-–--- ბ----ს გაუწევდა საჭირო კონსულტაციას.

 

ანალოგიური შინაარსის წერილი ც-–--- ბ----ს განმეორებით გაეგზავნა 2018 წლის 02 ივლისს, მაგრამ ც-–--- ბ----ს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ც-–--- ბ----ს მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 180 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განმარტებულია პენსიის ცნება. კერძოდ, პენსია არის პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ქვეპუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს ერთ-ერთი უფლება-მოვალეობაა პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს, ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

"სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერი არის პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია; ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარდაცვალება არის პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული პენსიონერის გარდაცვალებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ც-–--- ბ----ს ოჯახის წევრი ც---- ფ-–-–-- გარდაიცვალა 2018 წლის 20 მარტს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ ბენეფიციარ ც---- ფ-–-–--ს გარდაცვალების გამო სახელმწიფო გასაცემელი შუწყდა 2018 წლის 01 მაისს, გარდაიცვალა 2018 წლის 20 მარტს, სს „ლიბერთი ბანკიდან“ გამოთხოვილი იქნა გარდაცვალების შემდეგ ზედმეტად დარიცხული 2018 წლის აპრილის თვის სახელმწიფო გასაცემელი 180 ლარის ოდენობით. ბანკის ინფორმაციით თანხა გატანილი იქნა 2018 წლის 13 აპრილს ც-–--- ბ----ს მიერ.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 31 მაისის №04-09/4036 წერილით, ც-–--- ბ----ს ეცნობა, რომ სსიპ მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ბენეფიციარ ც---- ფ-–-–--ს გარდაცვალების ფაქტზე. სახელმწიფო გასაცემლებთან დაკავშირებულ კანონმდებლობით სახელმწიფო პენსია სოციალური პაკეტი წყდება ბენეფიციარის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და გარდაცვალების შემდგომ ჩარიცხული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას. ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციისმიუღებლობის გამო, ადგილი აქვს სახელმწიფო გასაცემლის არასწორად გაცემას. დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 180 ლარს. ამავე წერილით ც-–--- ბ----ს ეცნობა, რომ იგი ერთი თვის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის ტერიტორიულ ერთეულში და ამ ვალდებულების შესრულებისთვის მისთვის მისაღები ოპტიმალური პირობების განსაზღვრაში, დაეხმარებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის ტერიტორიული ერთეული და ც-–--- ბ----ს გაუწევდა საჭირო კონსულტაციას.

 

ანალოგიური შინაარსის წერილი ც-–--- ბ----ს განმეორებით გაეგზავნა 2018 წლის 02 ივლისს, მაგრამ ც-–--- ბ----ს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის აპრილის თვეში ც---- ფ-–-–--ს საბანკო ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაირიცხა სახელმწიფო პენსია 180 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე ც-–--- ბ----ს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიღებული 180 ლარი.

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (დანართი №1) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ც-–--- ბ----ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, უსაფუძვლოდ ჩაერიცხა ცაბუ ფ-–-–--ზე გასაცემი პენსიის თანხა 180 ლარი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ც-–--- ბ----ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული და გამოყენებული თანხის 180 ლარის ანაზღაურება უნდა დაევალოს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ც-–--- ბ----ს დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის 2018 წლის აპრილის თვეში უსაფუძვლოდ ჩარიცხული სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურება 180 ლარის ოდენობით.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე