გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN030210019002822702
საქმე№2/38-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 იანვარი, 2020 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - ლევან ქირია
მოსარჩელე - შპს „კ---–-----",წარმომადგენელი - ვ------- ჩ-----
მოპასუხე - სს „ე------------------------“
წარმომადგენელი - ა-------- გ--–------,დავის საგანი - უკანონოდ დარიცხული თანხის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უკანონოდ დარიცხული თანხის 787.7 ლარის 150 ლარამდე შემცირება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის შუა რიცხვებში შპს „კ---–-----ს“ ტერიტორიაზე მივიდნენ სს „ე------------------------ს“ აუდიტის წარმომადგენლები გ---- გ-----–--, დ----- ლ------ და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობა უცნობია და თხოვეს მრიცხველის ყუთის გახსნა, რათა შეემოწმებინათ მრიცხველი.
აუდიტის წარმომადგენლები მუშაობდნენ ნახევარი საათი, რის შემდეგაც უთხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და ტერიტორია დატოვეს.
2018 წლის 6 ნოემბერს აღნიშნული პირები კვლავ მივიდნენ მრიცხველის შესამოწმებლად, განაცხადეს, რომ გეგმიური შემოწმება იყო.
შეადგინეს აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N1589030 და განუმარტეს, რომ მრიცხველი არასწორად მუშაობდა. საწარმოს დაარიცხეს ელექტროენერგიის საფასური 787.7 ლარის ოდენობით, რაც არასწორი და არარეალურია.
აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N1589030, მიღებული 2018 წლის 06 ნოემბერს გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში, სადაც შეისწავლეს დოკუმენტები მაგრამ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2019 წლის 23 იანვრის N6/09-18-636 წერილის თანახმად მრიცხველი სრულად არ აღრიცხავდა მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას, რასაც არ ეთანხმება;
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ვ------- ჩ-----მ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება იმავე საფუძვლებით, რაც სარჩელშია მითითებული, ამასთან განმარტა, რომ შუქი რომ არ გამოერთოთ გადაიხადა 520 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირველ ფაქტობრივ გარემოებაში მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს - მსგავს შემოწმების ფაქტს ადგილი არ ქონია. აღრიცხვის კვანძის ყოველი გეგმიური ან არაგეგმიური შემოწმების შედეგები აისახება აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტში, მიუხედავად იმისა აღნიშნული კვანძი გამართული იყო თუ არა. 2018 წლის განმავლობაში, გარდა ხსენებული სადავო შემოწმების თარიღისა, ე---------------ის წარმომადგენლების მიერ ორჯერ შემოწმდა მოსარჩელის კუთვნილი ობიექტის აღრიცხვის კვანძი - 26.04.2018 წელს და 14.06.2018 წელს ორივე შემთხვევაში შედგა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტები, შესაბამისად, NA153278 და NA188385. 06.11.2018 წელს სს „ე------------------------ს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მოსარჩელის კუთვნილ ობიექტზე, სადაც განახორციელეს აღრიცხვის კვანძის შემოწმება და აღმოაჩინეს, რომ აღრიცხვის კვანძში არსებული გაუმართაობის გამო ელ. ენერგიის ხარჯი სრულად არ აღირიცხებოდა მრიცხველის მიერ. შემოწმებას დაესწრო მოსარჩელის წარმომადგენელი (დირექტორი) ვ------- ჩ-----. 06.11.2018 წელს შპს „კ---–-----ს“ კუთვნილი აღრიცხვის კვანძის შემოწმების შემდგომ მოხდა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტის N1589030 შედგენა, რომელშიც განმარტებული იყო დაზიანების არსი და რომლის ერთი პირიც გადაეცა აბონენტის წარმომადგენელს, ბატონ ვ------- ჩ-----ს. 07.11.2018 წელს მოხდა დაზიანების გამოსწორება, რის დასადასტურებლადაც ასევე შედგა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი NA287520. მოსარჩელეს სემეკში გასაჩივრებული ჰქონდა არა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N1589030, არამედ მის მიერ აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის აქტი N ა7/2-6425-18, შედგენილი 29.11.2018 წელს, რომლის საფუძველზეც აბონენტს დაერიცხა ამ უკანასკნელის აღრიცხვის კვანძის გაუმართაობის გამო აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა, თანხით 781.70 ლარი.
სასამართლო მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ა-------- გ--–------მ მოითხოვა სარჩელის არ დაკმაყოფილება იმავე საფუძვლით, რაც შესაგებელშია მითითებული, ამასთან განმარტა, რომ მოსარჩელე მხარემ ნამდვილად გადაიხადა 520 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 06.11.2018 წელს სს „ე------------------------ს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მოსარჩელის კუთვნილ ობიექტზე, სადაც განახორციელეს აღრიცხვის კვანძის შემოწმება და დადგინდა, რომ აღრიცხვის კვანძში არსებული გაუმართაობის გამო ელექტროენერგიის ხარჯი სრულად არ აღირიცხებოდა. შემოწმებას ესწრებოდა საზოგადოების წარმომადგენელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- შესაგებელი
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
- მოწმეთა (დ----- ლ------სა და გ---- გ-----–--ს) ჩვენებები
- აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების 2018 წლის 6 ნოემბრის აქტი N15899030, ელექტროენერგიის დარიცხვის აქტი Nა7/2-6425-18.
3.1.2. 06.11.2018 წელს შპს „კ---–-----ს“ კუთვნილი აღრიცხვის კვანძის შემოწმების შემდგომ მოხდა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტის N1589030 შედგენა, რომელშიც განმარტებული იყო დაზიანების არსი და რომლის ერთი პირიც გადაეცა აბონენტის წარმომადგენელს, ბატონ ვ------- ჩ-----ს. 07.11.2018 წელს მოხდა დაზიანების გამოსწორება, რის დასადასტურებლადაც ასევე შედგა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი NA287520
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- შესაგებელი
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
- მოწმეთა ჩვენებები
- აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების 2018 წლის 6 ნოემბრის აქტი N15899030, ელექტროენერგიის დარიცხვის აქტი Nა7/2-6425-18.
3.1.3 2018 წლის 29 ნოემბერს შედგა ელექტროენერგიის დარიცხვის აქტი N ა7/2-6425-18, რომლის საფუძველზე მოსარჩელე მხარეს დაერიცხა აღრიცხვის კვანძის გაუმართაობის გამო აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 781.70 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- შესაგებელი
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
- მოწმეთა ჩვენებები
- აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების 2018 წლის 6 ნოემბრის აქტი N15899030, ელექტროენერგიის დარიცხვის აქტი Nა7/2-6425-18.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კ---–-----ს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება. შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა განმარტება, ვერ იქნება მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად, თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „კ---–-----ს“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „კ---–-----ს“ წარმომადგენლის ვ------- ჩ-----ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და სს „ე-------------------------“ (ს/ნ 2--------) აეკრძალა შპს „კ---–-----სათვის“ (ს/ნ 2--------) სადაო თანხასთან 637,7 ლართან დაკავშირებით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, ამ დავალიანებაზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „კ---–-----ს“ წარმომადგენლის ვ------- ჩ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „ე-------------------------“ (ს/ნ 2--------) აეკრძალა შპს „კ---–-----სათვის“ (ს/ნ 2--------) სადაო თანხასთან 637,7 ლართან დაკავშირებით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, ამ დავალიანებაზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით კეკენაძე