განაჩენი

სისხლის სამართლის 27.01.2020
საქმის ნომერი
200100119003056483
დავის ტიპი
108
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 200100119003056483

N1/176-19 (N043040519001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

27 იანვარი, 2020 წელი თ--–--ი

 

თ--–--ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თამარ კაპანაძე

სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვლ-------------–---–ი, ლე------–----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლა--------------------ე (დაბადებული - 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თე-–----------------------–------–--ო), აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა -შეფარდებული

 

ადვოკატი: - ილ-----------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი

 

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 04 მაისს, ღამის საათებში, თე-–----------------------–-----–--ოში მდებარე ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"-ს ნებზინგასამართ სადგურზე,გე-–----------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ------------ის ძმას ნი----–------------ს. აღნიშნულ დაპირისპირებას შეესწრო ლ------------ე, რომელმაც შურისძიების მოტივით გადაწყვიტა გე-–----------–---–ის განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლ------------ემ ავტომანქანიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც დამიზნებით განახორციელა ერთი გასროლა გე-–----------–---–ის მიმართულებით, როემლსაც მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები. მიღებული მძიმე ჭრილობების გამო გე-–----------–---–ი საავადმყოფოში მიყვანიდან მცირე ხანში გარდაიცვალა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ლ------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, ასევე,მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ლ------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. დაზარალებულის უფლებამონაცვლე თა--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის გარდაცვლილი გე-–----------–---–ის და. გე-–----------–---–ი ცხოვრობდა თე-–----------------------–-----–--ოში დედასთან, მეუღლესთან და შვილებთან ოჯახთან ერთად. მოწმის განმარტებით, მას თავის ძმასთან და ძმის ოჯახთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ. 2019 წლის თებერვლის თვეში, ტელეფონით საუბრისას, გე-–----------–---–მა მოუყვა, რომ წინა ღამით, ლ------------ეს და მის ცოლის ძმას ოჯახში კონფლიქტი მოუვიდათ. გე-–----------–---–ს დაუკავშირდა ზუ--------–----ე - ბავშვის ნათლია და ღამით გაიყვანა სახლიდან, რადგან ,,ვეჯინელაანთ ბიჭებთან" (ასე უწოდებენ სოფელში გი---------ის ოჯახს) უსიამოვნება მოუვიდათ და გე-–----------–---–მა კამათის მონაწილენი გააშველა. მოწმის განმარტებით, გე-–----------–---–ს მისთვის ამ ფაქტის შესახებ დეტალურად არ მოუყოლია და არც ის უთქვამს, რომ ზუ-------–----ემ და იქ მყოფმა პირებმა ცემეს ბრალდებულის ოჯახის წევრები. მოწმის განმარტებით, ზუ-------–----ემ გე-–----------–---–ი კამათში მონაწილე პირების შესარიგებლად წაიყვანა, როგორც ორივე მხარის ნაცნობი. თა-------------–---–ის განმარტებით, მისთვის უცნობია, 2019 წლის 04 მაისს გე-–----------–---–ს შელაპარაკება ჰქონდა თუ არა კ------ებთან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2019 წლის 04 მაისს მისმა ძმისშვილმა ა-----------–---–მა დაურეკა ორჯერ და უთხრა, რომ მამა სახლიდან არის გასული, დაურეკე იქნებ შენ გიპასუხოს და გითხრას სად არისო , მაგრამ საჭიროდ არ ჩათვალა ძმასთან დარეკვა. დაახლოებით ორი საათის გასვლის შემდეგ, მის მეუღლეს დაურეკეს ტელეფონზე და მასზე ჰკითხეს, როგორ არის, რაზეც მისმა მეუღლემ უპასუხა, რომ კარგად იყო და სახლში იყვნენ. ათი წუთის გასვლის შემდეგ ისევ დარეკა ტელეფონით ვიღაც პირმა, ვინ, არ იცის და მის მეუღლეს უთხრა, რომ ,,რეფერალურში“ (საავადმყოფოში) მისულიყვნენ, გ--–აა დაჭრილიო. იგი და მისი მეუღლე წავიდნენ საავადმყოფოში მისულმა ვერ დაინახა ნაცნობი, რომ ეკითხა ვინ დაჭრა გ--–ა. საავადმყოფოში იგი მიხვდა, რომ ისი ძმა იყო გარდაცვლილი. გამთენიისას შეიტყო, რომ მისი ძმა დაჭრა მისმა მეზობელმა ლ------------ემ. დაზარალებულის უფლებამონაცვლის განმარტებით, ეს მათთვის არის დიდი ტრაგედია, გე-–----------–---–ი არ იყო მოჩხუბარი, იყო ალალი ადამიანი, დღემდე ოჯახი ვერ გამოდის მდგომარეობიდან, გარდაცვლილის ოჯახი დარჩა მარჩენალის გარეშე და ოთხი ბავშვი უნდა გაიზარდოს უმამოდ, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბრალდებულის მიმართ გააჩნია პრეტენზია და სურს ბრალდებული დაისაჯოს მკაცრად.

 

3.2.მოწმე ირ-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გე-–----------–---–ი იყო მისი ძმა, რომელიც არ იყო კონფლიქტური პიროვნება და ჩხუბი არავისთან მოსდიოდა. მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 04 მაისს, მის შვილს გ------ის დაურეკა გე-–----------–---–მა, რომელმაც უთხრა, რომ ტელეფონზე დაურეკეს, აგინეს და მიდიოდა თ--–--ში და სთხოვა, რომ თავადაც ასულიყო თ--–--ში. როდესაც მისი ვაჟიშვილი თ--–--ში ჩავიდა და ურეკავდა გე-–----------–---–ს, ის უკვე ტელეფონზე აღარ პასუხობდა. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია, ლ------------ე, მისი ძმა და მათთან მყოფი პირები და გე-–----------–---–ი ერთმანეთს შეხვდნენ ვა----------ის წრიულთან, შემდეგ დაიშალნენ. მოწმის განმარტებით, მისი ძმა იმყოფებოდა საქეიფოდ სუფრაზე, როდესაც დაურეკა ზუ--------–----ემ და დაიბარა, რაზედაც გე-–----------–---–ი წავიდა თ--–--ში, თუმცა, თ--–---მდე არ მისულან და ვა----------ის წრიულიდან დაბრუნდნენ უკან. შემდეგ დაბრუნდნენ უკან, ბენზინ გასამართ სადგურზე ი---–----ში, შემდეგ, როგორც მოწმემ გაიგო, მისი ძმა გე-–----------–---–ი რომ გადასულა მანქანიდან, უგინებიათ ამ ბიჭებს, მოწმის განმარტებით, მისთვის როგორც ცნობილია ხალხისგან, მის ძმას თოფი ესროლა ლ------------ემ. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ როგორც მისი რძლის - გე-–----------–---–ის მეუღლისგან იცის, თებერვლის თვეში, ღამის საათებში ზუ-------–----ემ გე-–----------–---–ი გაიყვანა სახლიდან მოსარიგებლად, რადგან ლ------------ეს და მის ცოლისძმას მოუვიდათ ჩხუბი, გე-–----------–---–ს ისინი მოურიგებია. მოწმის განმარტებით, სხვა დროს კონფლიქტის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის, ასევე, იგი არცერთ ფაქტს არ შესწრებია.

 

3.3. მოწმე ელ------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, გე-–----------–---–ი იყო მისი შვილი და ისინი, გე-–----------–---–ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ თე-–----------------------–-----–--ოში. ლ------------ე და მისი ოჯახი ცხოვრობენ მის მეზობლად, როემლთანაც ჰქონდათ კარგი მეზობლური ურთიერთობა. მოწმის განმარტებით, 2019 წლის თებერვლის თვეში, ღამით, დაახლოებით 04 საათზე, მათ საცხოვრებელ სახლში მივიდა ზუ-------–----ე. მოწმის განმარტებით, იგი თავისი ოთახიდან არ გამოსულა, რძალს ჰკითხა, რისთვის იყო მოსული ზ---------–----, რაზედაც მისმა რძალმა უპასუხა, რომ ზ-----ს გ--–ა მიჰყავსო, რისთვის და სად, არ უთქვამს. მეორე დილით მან გე-–----------–---–ს ჰკითხა, თუ რაში იყო საქმე, რაზედაც, მან უპასუხა, არაფერრია, ყველაფერი მოგვარდაო. მოწმის განმარტებით, მას 2019 წლის 04 მაისამდე მის შვილსა და ლ-----ს შორის ცუდ ურთიერთობაზე არაფერი სმენია. 2019 წლის 04 მაისს გვიან საათებში, შეიტყო მისი შვილის მკვლელობის ამბავი.

 

3.4. მოწმე და------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს თე-–----------------------–-----------ში. 2019 წლის 04 მაისს ღამის საათებში, იგი თავისი მწვანე ფერის ფოლკსვაგენის მარკის ავტომანქანით გოლფ-3, სოფელ რ---------დან წავიდა სოფელ ი---–----ში, სასმელი წყლის ასაღებად, ვინაიდან იმ დღეს სოფელში წყალი არ მოდიოდა. როდესაც მიუახლოვდა თე-–----------------------–-----–--ოს შესასვლელში მდებარე ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-ს ბენზინ გასამართ სადგურს, დაინახა გაჩერებული საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები, თავადაც გააჩერა ავტომანქანა, გადავიდა ავტომანქანიდან და დაინტერესდა ვითარებით. ავტომანქნიდან გადმოსვლისას დაინახა მიწაზე მყოფი ადამიანი, რომელსაც თავის არეში ჰქონდა ნასროლი და იყო სისხლიანი. მოწმის განმარტებით, იგი რომ მივიდა, დაზარალებული საკაცით გადაჰყავდათ სასწრაფო დახმარების მანქანაში. მოწმის განმარტებით, ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა იქ მყოფ პირებს უთხრეს, რომ არსად გასულიყვნენ, ვინაიდან უნდა მომხდარიყო მათი მოწმის სახით გამოკითხვა. მოწმის განმარტებით, მისი ავტომანქანა იმ დღეს გადაიყვანეს საჯარიმო ტერმინალზე, ვინაიდან კონფლიქტში მონაწილე პირს ჰყავდა მსგავსი მანქანა. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისი მისვლის დროს რაიმე კონფლიქტს, ჩხუბს ადგილი არ ჰქონია და არ შესწრებია. მოწიმის განმარტებით, იგი გე-–----------–---–ს და ზუ--------–----ეს არ იცნობს, ხოლო ბა--------------–---–ს იცნობს, ვინაიდან იგი არის მისი თანასოფლელი. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 04 მაისს დღის განმავლობაში მას ბა--------------–---–ი არ უნახავს.

 

3.5.მოწმე და-------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 14 თებერვალს იგი მ-----–--–-------–თან, ზუ--------–----ესთან და ბ----------------–---–თან, ერთად სტუმრად იმყოფებოდა ლ------------ის ოჯახში, ლ------------ის შვილის დაბადების აღსანიშნავად, სადაც და ძმებ ნ-----–--ზ და ლ----- კ------ებს და ლ------------ის ცოლის ძმას - ო-------------–---–ს შორის კონფლიქტი. სტუმრად ასევე იმყოფებოდა მი----–--------–----–---–ი. ლ------------ის სახლიდან წასვლისას მ-----–--–-------–სა და ძმებ ლ----- და ნი----–------------ებს შორის მოხდა კონფლიქტი, რისი მიზეზიც იყო ის, რომ მ-----–--–-------–ს სურდა ლ------------ის ცოლის ძმის ო-------------–---–ის სახლში წაყვანა, რაზეც ძმები კ------ები იყვნენ წინააღმდეგები, ამ კონფლიქტის დროს მოხდა ფიზიკური დაპირისპირება იქ მყოფებს შორის, რა დროსაც ცემეს ლ----- და ნი----–------------ები და მათი მამა გი---------ე. მოწმის განმარტებით, მას პირადად არავისთან არ ჰქონია კონფლიქტი და დაპირისპირება და პირდად არავისთვის არ მიუყენებია არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა, იგი აშველებდა მოჩხუბარ პირებს. მოწმის განმარტებით, ზუ--------–----ე მიეხმარა მ-----–--–-------–ს. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ სიბნელის გამო ვერ გაარკვია, ვინ ჩხუბობდა ერთმანეთში, ასევე, ვერ დაინახა, ვინ ცემდა კ------ებს. ჩხუბის შეწყვეტის შემდეგ, მან, მ-----–--–-------–მა, ზუ--------–----ემ, ბ----------------–---–მა, მი----–--------–----–---–მა მანქანით დატოვეს იქაურობა. თუმცა, რადგან მი----–--------–----–---–მა დაკარგა ჯემპრი, დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ ისინი კვლავ დაბრუნდნენ კ------ების სახლთან ტრასაზე და გარეთ მყოფ ნი----–------------სთან ისევ ჩხუბი მოუვიდათ, კერძოდ, ზუ--------–----ე, გადავიდა მანქანიდან, ჯერ ესაუბრებოდა ნი----–------------ს, რომელსაც ახლდა მოწმისათვის უცნობი პიროვნება, ხოლო შემდეგ ისევ დაიწყეს ჩხუბი. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბის დროს გე-–----------–---–ი არ იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ზუ--------–----ისაგანაა ცნობილი, გე-–----------–---–ის შუამავლობით მოგვარდა ეს კონფლიქტი. .

 

მოწმის განმარტებით, 2019 წლის 04 მაისს, დღის საათებში იგი იმყოფებოდა თე-–----------------------–-----–--ოში, კერძოდ გაზგასამართ სადგურზე, მანქანის დატენვის მიზნით. გაზგასამართ სადგურზე ყოფნის დროს და------------–---–--ან მივიდა ნი----–------------, რომელსაც თან ახლდა და------------–---–ისთვის უცნობი პიროვნება. ნი----–------------მ და------------–---–ს გაუხსენა 2019 წლის თებერვლის თვეში მომხდარი კონფლიქტი, რის გამოც ნი----–------------მ და მასთან ერთად მყოფმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და------------–---–ს, რის შემდეგაც და------------–---–ისათვის უცნობმა პირმა დააზიანა ასევე მისი ავტომანქანის საქარე მინა. აღნიშნული კონფლიქტის შემდეგ, და------------–---–ი შეხვდა თავის მეგობრებს- ზუ--------–----ეს და მიხეილ და გი--------–-------–ებს, რომლებსაც მოუყვა მომხდარი კონფლიქტის შესახებ. მოწმის განმარტებით, მან აღნიშნულ პირებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ძმები ლ----- და ნ--- კ------ები ენახა და შერიგებულიყო მათთან, ასევე მოეთხოვა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა, ზუ--------–----ემ გე-–----------–---–ს სთხოვა კონფლიქტის მოგვარება. მოწმის განმარტებით, გე-–----------–---–ს დახმარება იმისთვის სთხოვეს, რომ გე-–----------–---–ი არის ი---–----ელი და კარგად იცნობდა კ------ების ოჯახს. 2019 წლის 04 მაისს დაახლოებით 17:00 საათზე და------------–---–ი თავის მეგობრებთან - დ-------------–----–---–თან, გი--------–-------–თან, მ-----–--–-------–თან, მა----------------თან, ზუ--------–----ესთან, ბა--------------–---–თან ერთად, ზუ--------–----ისა და მ-----–--–-------–ის ავტომანქანებით (ფოლკსვაგენის მარკის გოლფ-3 ავტომანქანებით), წავიდა თე-–----------------------–-----–--ოში, იმ მიზნით, რომ კ------ებთან საბოლოოდ დაესრულებინათ მათთან არსებული კონფლიქტი, შერიგებულიყვნენ და 2019 წლის 04 მაისს, მისი მანქანისთვის დაზიანებული საქარე მინა აენაზღაურებინათ. თე-–----------------------–-----–--ოში მისვლისას შეხვდნენ გე-–----------–---–ს, რომელსაც შუამავლობა სთხოვეს. გე-–----------–---–ი თავისი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ნი----–------------ს, შეხვედრის თაობაზე, ტელეფონზე საუბრის დროს ნი----–------------მ გე-–----------–---–ს შეაგინა. შეგინების შესახებ მოწმის განმარტებით, გე-–----------–---–ისაგან გაიგო. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ მას არ გაუგია, გე-–----------–---–მა შეაგინა თუ არა ნი----–------------ს. მოწმის განმარტებით, გე-–----------–---–მა ნ--- კ------ს სავარაუდოდ ორჯერ ან სამჯერ დაურეკა, თუმცა, ლ----- და ნ--- კ------ები მათთან სოფელ ი---–----ში არ მივიდნენ შესახვედრად და უთხრეს, რომ თ--–--ში წასულიყვნენ. რის შემდეგაც, და------------–---–ის მიერ ხსენებულ პირები და გე-–----------–---–ი წავიდნენ ქალაქ თ--–--ში კ------ების სანახავად. თუმცა თ--–--ის რაიონის სოფელ ვ------------ში შეხვდათ ნ-----–-----------ის ,,ბემვე"-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც უკან გამოჰყვენენ. ნი----–------------ თავისი ავტომანქანით მივიდა თე-–----------------------–-----–--ოში მდებარე ,,ვისოლი"-ს ბენზინგასამართ სადგურზე. და------------–---–ი და მასთან ერთად მყოფი პირები ავტომანქანებით ასევე მივიდნენ თე-–----------------------–-----–--ოში არსებულ ,,ვისოლი"-ს ბენიზნგასამართ სადგურზე. გე-–----------–---–ი გადმოვიდა მანქანიდან, მიუახლოვდა მანქანიდან გადმოსულ ნი----–------------ს, რომელსაც მოსთხოვა, აეხსნა, თუ რატომ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც გე-–----------–---–მა გაარტყა ხელი ნი----–------------ს, ასევე გ--–ასთან ერთად რამდენიმე ადამიანმა გაარტყა ხელი ნი----–------------ს. ფიზიკური შეურაცხყოფ მიაყენეს მხოლოდ ნი----–------------ს და ნი----–------------სთან ერთად მყოფი პირებისთვის - ლ------------ის, გი---------ისა და მათი თანმხლები მოწმისათვის უცნობი პირისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ფიზიკური დაპირისპირების დროს ნი----–------------სთან ერთად მყოფმა მისმა ძმამ ლ------------ემ მათი კუთვნილი ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და დაუმიზნა ნ-----–-----------ის გარშემო შეკრებილ ხალხს, რის შემდეგაც ნ--- და ლ------------ეებისთვის ასევე მათი მამისთვის და კიდევ მათთან მყოფი მისთვის უცნობი პირისთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არავის აღარ მიუყენებია. და------------–---–--ან ერთად მყოფი პირები ლ------------ეს მოუწოდებდნენ, რომ ლ------------ეს შეენახა ცეცხლსროლი იარაღი. და------------–---–ის მეგობრებიდან ყველაზე ახლოს ლ------------ესთან იყო მა----------------ი, რომელიც ასევე სთხოვდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი შეენახა ლ------------ეს. ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდა ლ------------ის მიმართ გე-–----------–---–ს, რა დროსაც ლ------------ემ დასწია იარაღი დაბლა. ლ------------ე და გე-–----------–---–ი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ლ------------ემ დამიზნებით ესროლა თავის არეში გე-–----------–---–ს, რომელიც იმწამიერად დაეცა მიწაზე. სროლის მომენტში ლ------------ე იყო ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს (კართან), ხოლო გე-–----------–---–ი, იდგა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის საბარგულის მხარეს. მოწმის განმარტებით, სროლის დროს, ლ------------ესა და გე-–----------–---–ს შორის მანძილი იქნებოდა დაახლოებით 3-4- მეტრი. მოწმის განმარტებით, მას არ გაუგია, გე-–----------–---–ის ნათქვამი, ლ------------ისათვის თოფი წართმევასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გე-–----------–---–ს ასეთი სიტყვები რომ ეთქვა , იგი გაიგებდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გე-–----------–---–ი და ლ------------ე ერთმანეთს არ მიახლოებულან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გე-–----------–---–ს ცეცხლასროლი იარაღი თან არ ჰქონია. და------------–---–ის განმარტებით, მისი და მისი მეგობრების მხრიდან ლ------------ის, ნ-----–-----------ისა და მათთან ერთად მყოფ პირების მიმართ, ჩხუბის დასრულების შემდგომ მუქარას, რაიმე სახის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. და------------–---–მა ასევე განმარტა, რომ მას და მასთან ერთად მყოფ პირებს ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა რაიმე ისეთი საგანი, რომლის იარაღადაც გამოყენება შეიძლებოდა არ ჰქონიათ. მოწმემ ასევე მიუთითა, თუ რა რადიუსში გააჩერეს მისმა თანმხლებმა პირებმა ბენზინგასამართ სადგურზე მისვლისას ავტომანქანები ნ-----–-----------ის ავტომანქანიდან და განმარტა, რომ მართალია, დარწმუნებული არ არის, შეძლებდნენ თუ არა კ------ები საკუთარი ავტომანქანით წასვლას ადგილიდან, თუმცა, ავტომანქანები ისე იყო გაჩერებული, რომ ლ------------ეს და მასთან ერთად მყოფ პირებს შეეძლოთ წასულიყვნენ ადგილიდან. მოწმემ ასევე დაადასტურა მისი მონაწილებით ჩატარებული ავტომანქანის დათვალიერების ოქმის სისწორე.

 

3.6. მოწმე ზ-----ბ კ--–-----მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2019 წლის 14 თებერვალს მისი და და------------–---–სა და მათ მეგობრებს და კ------ების ოჯახის წევრებ შორის მომხდარი დაპირიპირების ფაქტი. მოწმემ განმარტა, რომ იგი ამ კონფლიქტის შემდეგ დაუკავშირდა თე-–----------------------–-----–--ოში მცხოვრებ გე-–----------–---–ს, რომელსაც სთხოვა, როგორც ი---–----ში მცხოვრებს, მის თანასაოფლელებთან - კ------ებთან ეშუამავლა და შეერიგებინა. მოწმის განმარტებით, როგორც მას გე-–----------–---–მა განუცხადა, თებერვლის თვეში მომხდარი კონფლიქტი დასრულებული იყო და ნი----–------------ს და მის ოჯახის წევრებს ზუ--------–----ისა და მისი მეგობრების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ. და კ------ების ოჯახის წევრებს შორის მომხდარი კონფლიქტიდან გამომდინარეობდა. თუმცა, 2019 წლის 04 მაისს, მას და------------–---–მა უთხრა რომ 2019 წლის 04 მაისს, ნი----–------------სთან მოუხდა ფიზიკური დაპირისპირება, ნი----–------------სთან ერთად ასევე იმყოფებოდა და------------–---–ისათვის უცნობი პიროვნებაც. ზუ-------–----ის განმარტებით, ნი----–------------მ თავის მეგობართან ერთად მაინც მიაყენა ფიზიკური სახის შეურაცხყოფა და------------–---–ს, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის თვეში მომხდარი კონფლიქტი იყო ამოწურული. ზუ--------–----ის განმარტებით, 2019 წლის 04 მაისს, საღამოს საათებში თავისი კუთვნილი მწვანე ფერის გოფლ- 3 მარკის ავტომანქანითა და ბა--------------–---–ის წითელი ფერის გოლფ- 3 მარკის ავტომაქნანით წავიდნენ თე-–----------------------–-----–--ოში, დ-------------–----–---–თან, გი--------–-------–თან, და------------–---–--ან მ-----–--–-------–თან, მა----------------თან, და------------–---–--ან და ბა--------------–---–თან ერთად კ------ების ნახვის მიზნით. ზუ--------–----ის განმარტებით, კ------ების ნახვის მიზანი იყო, რომ შერიგებულიყვნენ და დაესრულებინათ მათ შორის არსებული კონფლიქტი. ზუ--------–----ის განმარტებით გე-–----------–---–ი, რომელსაც მან სთხოვა დახმარება, დაუკავშირდა ნი----–------------ს და ჰკითხა, თუ სად იყო რადგან, თე-–----------------------–-----------ში მცხოვრებ ბიჭებს მისი ნახვა უნდოდათ 2019 წლის 04 მაისს მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით. ნი----–------------მ გე-–----------–---–ს უთხრა, რომ თ--–--ში იყო და იქ შეხვდებოდნენ. თუმცა თ--–---მდე არ გადასულან, რადგან ზუ--------–----ე და მისი მეგობრები, თ--–--ის რაიონის სოფელ ვ------------ში მათ შეხვდა ნ-----–-----------ის ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანა, რის შემდეგ ზუ--------–----ე და მისი მეგობრები უკან გამოყვენენ ნ-----–-----------ის ავტომანქანას. კ------ები თავისი ავტომანქანით გაჩერდნენ თე-–----------------------–-----–--ოში არსებულ ,,ვისოლი"-ს ბენზინგასამართ სადგურზე, ზუ--------–----ე და მისი მეგობრებიც შევიდნენ ხსენებულ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც გე-–----------–---–სა და ნი----–------------ს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც გაგრძელდა ორი სამი წამი,მოწმის განმარტებით, მას ამ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. ფიზიკური დაპირისპირების შეწყვეტა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ლ------------ემ, ავტომანქანიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი გე-–----------–---–ისა და მათი მეგობრების მისამართით უმიზნებდა. ზუ--------–----ის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირება იყო დასრულებული და ზუ--------–----ე, მასთან ერთად მყოფი პირები ლ------------ეს მოუწოდებდნენ, რომ თოფი შეენახათ, თუმცა ლ------------ე არ უჯერებდა მათ. მოწმის განმარტებით, ლ------------ეს მა----------------იც ეუბნებოდა, თოფი შეენახა. მოწმის განმარტებით, გთოფის გასროლამდე მას გე-–----------–---–სა და ლ------------ეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არ გაუგონია. ზუ--------–----ის განმარტებით, კ------ების მიმართ გე-–----------–---–ისა და მასთან ერთად მყოფი პირების მხრიდან ლ------------ისა და მასთან ერთად მყოფი პირების მიმართ რაიმე სახის მუქარას ან ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამ დამშვიდების პერიოდში ლ------------ემ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა გე-–----------–---–ს და ესროლა თავის არეში. გე-–----------–---–ი სროლისთანავე დაეცა მიწაზე უგონო მდგომარეობაში მყოფი. გე-–----------–---–ს დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის დროს გარდაიცვალა.

 

3.7.მოწმე ბ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მას ასევე, მიმართავენ სახელით შ---ი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2019 წლის 14 თებერვალს მისი ავტომანქანით მ-----–--–-------–თან, ზუ--------–----ესთან და და-------------–---–თან, ერთად სტუმრად იმყოფებოდა ლ------------ის ოჯახში ლ------------ის შვილის დაბადების აღსანიშნავად. როდესაც სახლში წასვლას აპირებდნენ, დაიწყო ჩხუბი მის თანმხლებ პირებსა და ძმებ კ------ებს შორის. იგი გადმოვიდა მანქანიდან და აშველებდა დაპირისპირებულ მხარეებს. მოწმის განმარტებით, მისი თანმხლები პირებიდან ჩხუბობდნენ ზუ--------–----ე და მ-----–--–-------–ი, ძმებ კ------ებთან და მთთან ერთად მყოფ პირებთან. და------------–---–ი კი აშველებდა ჩხუბის მონაწილეებს. ჩხუბის შეწყვეტის შემდეგ, მან და მისმა თანმხლებმა პირებმა მისი ავტომანქანით დატოვეს ადგილი, თუმცა, ზუ--------–----ის მითითებით, დაბრუნდა ისევ უკან, რა დროსაც, გზაზე შეხვდათ ნი----–------------ და მისთვის უცნობი პიროვნება. მანქანიდან გადავიდა ზუ--------–----ე და კვლავ დაიწყო ჩხუბი მასა და ნი----–------------ს და მისთის უცნობ პირს შორის.

 

მოწმემ 2019 წლის 04 მაისს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ასევე დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ დღეს მას შეხვდა და------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ სოფელ ი---–----ში მას ნი----–------------სთან მოუვიდა ჩხუბი, დაუზიანეს მანქანა, ამიტომ მორიგების მიზნით გადაწყვიტეს ნი----–------------სთან შეხვედრა. თე-–----------------------–-----–--ოში მისვლისას შეხვდნენ გე-–----------–---–ს, რომელსაც შუამავლობა სთხოვეს. გე-–----------–---–ი თავისი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ნი----–------------ს, შეხვედრის თაობაზე, თუმცა, საუბრის შინაარსი მას არ გაუგია. მოწმის განმარტებით, იგი, ზუ--------–----ე, მ-----–--–-------–ი, გი--------–-------–ი, დ-------------–----–---–ი, მა----------------ი და გე-–----------–---–ი წავიდნენ ქალაქ თ--–--ში კ------ების სანახავად. თუმცა თ--–--ის რაიონის სოფელ ვ------------ში შეხვდათ ნ-----–-----------ის ,,ბემვე"-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც უკან გამოჰყვენენ. ნი----–------------ თავისი ავტომანქანით მივიდა თე-–----------------------–-----–--ოში მდებარე ,,ვისოლი"-ს ბენზინგასამართ სადგურზე. ბ----------------–---–ი და მასთან ერთად მყოფი პირები ავტომანქანებით, მათ შორის, მისი საკუთარი წითელი ფერის ,,ფოლკსვაგენი"-ს მარკის გოლფ-3 ავტომანქანით, ასევე მივიდნენ თე-–----------------------–-----–--ოში არსებულ ,,ვისოლი"-ს ბენიზნგასამართ სადგურზე. გე-–----------–---–ი გადმოვიდა მანქანიდან, მიუახლოვდა მანქანიდან გადმოსულ ნი----–------------ს, რომელსაც უთხრა, არ იცი ვის როგორ უნდა ელაპარაკოო- და გე-–----------–---–მა გაარტყა ხელი ნი----–------------ს. მოწმის განმარტებით, როგორც იგი მიხვდა, გე-–----------–---–ს და ნი----–------------ს ტელეფონით საუბრის დროს დაეძაბათ ურთიერთობა და გე-–----------–---–ის სიტყვები ამას უკავშირდებოდა. ამის შემდეგ ყველამ დაუწყო ნი----–------------ს ჩხუბი. მოწმემ განმარტა, რომ მანაც დაარტყა ნი----–------------ს ხელი. მოწმის განმარტებით, ჩხუბი გაგრძელდა რამდენიმე წამის განმავლობაში და ჩხუბის შეწყვეტა გამოიწვია იმან, რომ ნ-----–-----------ის ძმამ ლ------------ემ ავტომანქანა ,,ბმვ"-ს სალონის წინა მარჯვენა მხრიდან, ამოიღო იარაღი და დაიძახა - გაჩერდითო, რის შემდეგაც ყველა გაჩერდა. მოწმის განმარტებით, იარაღის დანახვისას იგი გაიქცა და იქვე ახლოს მდგარ ,,მიცუბიში"-ს მარკის ავტომანქანას ამოეფარა. მოწმემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ლ------------ემ იარაღი ამოიღო, ჩხუბი და დაპირისპირება აღარ მომხდარა. მოწმემ განმარტა, რომ მას არ გაუგია, თქვა თუ არა გე-–----------–---–მა თოფი წავართვათ ლ------------ესო, ასევე, არ დაუნახავს სროლის მომენტი, მხოლოდ თოფის გასროლის ხმა გაიგო, რის შემდეგაც დაინახა უკვე მიწაზე მწოლიარე გე-–----------–---–ი.

 

3.8. მოწმე მ-----–--–-------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა და------------–---–ის მიერ მიცემულ ჩვენება 2019 წლის 14 თებერვალს მომხდარ ფატთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ დღეს მომხდარ კონფლიქტში მანაც მიიღო მონაწილეობა და ნი----–------------ს მანაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, განმარტა, რომ ზუ--------–----ემ დაურეკა გე-–----------–---–ს და სთხოვა ამ კონფლიქტის მოგვარება.

 

მოწმემ 2019 წლის 04 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ასევე დაადასტურა და------------–---–ისა და ბ----------------–---–ის მიერ აღწერილი გარემოებები. ასევე, დამატებით განმარტა, რომ და------------–---–ის თხოვნით იგი წაჰყვა მას ნი----–------------სთან მოსალაპარაკებლად. მოწმემ დაადასტურა ამავე დღეს ღამის საათებში, თე-–----------------------–-----–--ოში, ,,ვისოლი"-ს ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ფაქტის გარემოებები და მიუთითა, რომ ნი----–------------ს ვინ სცემა, მას არ ახსოვს, იგი კონფლიქტში არ ჩარეულა. მოწმის განმარტებით, ჩხუბის შეწყვეტის მიზეზი ის იყო, რომ ლ------------ემ თოფი გადმოიღო. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ იგი გაერიდა იქაურობას და იდგა შორიახლო და მას არ ახსოვს, რა უძღოდა სროლას წინ, ასევე, არ დაუნახავს ვინ ისროლა და სროლის მომენტი, მან მხოლოდ სროლის ხმა გაიგო.

 

3.9. ბრალდებულ ლ------------ის მამამ გი---------ემ სასამართლლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა 2019 წლის 14 თებერვალს მისი და მისი შვილების - ლ----- და ნი----–------------ების მიმართ განხორციელებული ცემის ფაქტი მისთვის უცნობი პირების მხრიდან. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ იმავე ღამეს მათი თანასოფლელი გე-–----------–---–ი შეხვდა და მათ მეზობელს გ------ი ყ-----–---–ს უთხრა, რომ დაპირისპირებაში მონაწილე ბიჭებმა, მათ შორის მისი შვილის ნათლიამ ზუ--------–----ემს ბოდიში დააბარეს გ------ი ყ-----–---–თან, ხოლო კ------ები კი გაამტყუნა და საქმე უნდა გაერკვია, რაზედაც მან და ლ------------ემ უპასუხეს, რომ თავი დაენებებინა მათთვის. 2019 წლის 04 მაისს მისმა შვილმა ნი----–------------მ გი---------ეს უთხრა, რომ და------------–---–მა , რომელიც თებერვლის თვეში მონაწილეობას იღებდა კონფლიქტში, შეურაცხმყოფელად დაანახა თითი , რის გამოც, მოუვიდათ შელაპარაკება და ნ---–----ოს გაურტყავს მისთვის. მოწმის განმარტებით, ამავე დღეს მას შეხვდა გე-–----------–---–ი, რომელმაც უსაყვედურა, ნ-----–-----------ის საქციელზე, იმ ხალხს პირობა მივეცი, რომ კონფლიქტი აღარ მოხდება და თქვენ კი აგრძელებთ ისევო. მოწმის განმარტებით, როგორც მისმა შვილმა ლ------------ემ უთხრა,, გე-–----------–---–ს იმ დღეს ლ-----ც უნახავდა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია. მოწმემ განმარტა, რომ ამავე დღეს, იგი შვილებთან - ლ----- და ნი----–------------ებთან და ც-----------------ესთან ერთად სოფელ ი---–----დან წამოვიდა ქ. თ--–--ში, ავტომანქანით, რა დროსაც, გე-–----------–---–ი ურეკავდა ნი----–------------ს და სთხოვდა შეხვედრას ი---–----ს ცენტრში. აღნიშნულზე ნ-----–--ზი უარს ეუნებოდა და ბოლოს კი ტელეფონს აღარ პასუხობდა. მოწმის განმარტებით, ნი----–------------ს გე-–----------–---–ისათის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც თ--–--ში არ დაუბარებია შესახვედრად. მოწმის განმარტებით, იგი, მისი შვილები და ც-----------------ე, შებინდებისას გაემართნენ სოფელ ი---–----ს მიმართულებით, მანქანში ასევე დაიმგზავრეს ორი უცხო პიროვნებაც. რა დროსაც გზაში გაუთავდათ ბენზინი. ამის გამო, ისინი დაგორებით მივიდნენ ,,ვისოლი"-ს ბენზინგასამართ სადგურზე, ბენზინის ჩასახმელად, რა დროსაც ბენზინგასამართ სადგურზე სამი ავტომანქანით მოვიდნენ გე-–----------–---–ი და მისი თანმხლები პირები, გე-–----------–---–ი გადმოვიდა მწვანე ფერის გოლფ-3 მარკის ავტომანქანიდან და დაუწყო ნი----–------------ს ცემა, რომელიც იდგა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის წინა მარცხენა მხარეს. მოწმის განმარტებით, სხვა პირებიც გადმოვიდნენ მანქანებიდან და ისისნიც მივარდნენ ნი----–------------ს. მოწმემ ზუსტად ვერ განმარტა, რამდენი მანქანით იყვნენ გე-–----------–---–ი და მისი თანმხლები პირები მოსულნი, განმარტა, რომ სამი მანქანა თითქმის ერთდროულად შემოვიდა ბენზინგასამართ სადგურზე. ასევე, ზუსტად ვერ მიუთითა, რამდენი კაცი სცემდა მის შვილს ნ-----–--ზს. მოწმის განმარტებით, ნ-----–--ზის ცემა შწყდა იმის გამო, რომ ლ------------ემ, რომელიც იდგა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს, ამოიღო ცეცხსასროლი იარაღი, მიუშვირა იმ პირებს, ვინც ნ-----–--ზს სცემდა და დაუყვირა, რას შვრებით, ძმას მიკლავთო. ამის შედეგად შეწყდა ნ-----–--ზის ცემა და ეს პირები გაიშალნენ, თუმცა, ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ამ დროს მა----------------ი მივიდა ლ------------ესთან ბმვ-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს და ესაუბრებოდა მას, რა დროსაც, გე-–----------–---–ი ამბობდა, ,,დავაი წავართვათ თოფი და შევტენოთო" , თან იგინებოდა და დაიწყო მოძრაობა ლ------------ისაკენ. მოწმის განმარტებით, ამ მოწოდებაზე გარშემო მყოფმა პირებმა დაიწყეს ალყის შემორტყმა, თუმცა, მოწმემ ასევე განმარტა, რომ გასროლამდე და სროლისას მისი შვილების და მის გვერდში არავინ არ მიახლოებულა. მოწმის განმარტებით, გე-–----------–---–ი მარტო მოძრაობდა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის უკანა მარცხენა მხრიდან მარჯვენა მხარეს, მათკენ, თითს იქნევდა და ლანძღვით და მუქარით მოუწოდებდა იქ მყოფებს, იმყოფებოდა ლ------------ისაგან რამდენიმე მეტრში, რა დროსაც ლ------------ის მიერ მოხდა იარაღის გასროლა. მოწმის განმარტებით, გე-–----------–---–ის და მისი თანმხლები პირებისთვის იარაღი არ დაუნახავს. მოწმე განმარტა, რომ ის თოფი, რომლიდანაც ლ------------ემ მოახდინა გასროლა, მან შეინახა საკუთარ საცხოვრებლ სახლში.

 

3.10 ბრალდებულ ლ------------ის ძმამ - ნი----–------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა 2019 წლის 14 თებერვალს მისი და მისი ძმის ლ------------ის მიმართ და------------–---–ისა და მისი მეგობრენბის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალ-----ბის ფაქტი, რის შემდეგაც, მისი განმარტებით, გე-–----------–---–ი ჩაერთო ამ კონფლიქტში. მოწმის განმარტებით, იგი მოძრაობდა მის მეგობარ ც-----------------ესთან ერთად მისი კუთვნილი ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანით, რა დროსაც, სოფელ ი---–----ში არსებულ გაზგასამართ სადგურთან შემთხვევით შეხვდა და------------–---–ი, რომელმაც შეურაცხმყოფელად დაანახა თითი ნი----–------------ს, როს გამოც, მასა და და------------–---–ს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც ასევე ჩაერთო ც-----------------ეც გაშველების მიზნით. ამ დაპირისპირებსი შემდეგ, იმავე დღეს, გე-–----------–---–მა რამდენჯერმე დაურეკა ტელეფონზე შეხვედრის მიზნით, თუმცა, იგი უარს ეუბნებოდა. შებინდებისას, როდესაც ის, მისი მამა გი---------ე, მისი ძმა ლ------------ე, მისი მეგობარი ც-----------------ე და ორი უცხო პირი, რომლებისც დაემგზვრნენ, მისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდნენ თ--–--იდან სოფელ ი---–----ს მიმართლებით, რა დროსაც, გაუთავდათ ბენზინი და მანქანა მიაგორეს ბენზინის ჩასახმელად სოფელ ი---–----ს შესასვლელში არსებულ ,,ვისოლი"-ს ბენზინგასამართ სადგურზე. სადგრუზე მათი შესვლისთანავე, ასევე შემოვიდა სამი ავტომანქანა - ორი გოლფ-3 მარკის, ერთი კი ,,,მიცუბიში კოლტი"-ს. მოწმის განმარტებით, იგი ამ დროს, იდგა მისი ავტომანქანის წინა მარცხენა მხარეს და საუბრობდატელეფონზე, როდესაც, მასთან მივიდა გე-–----------–---–ი და დაუწყო ცემა, გე-–----------–---–თან ერთად კიდევ რამდენიმე მის უკანმომავალმა პირმაც მას დაუწყო ცემა. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 13 პირი ურტყამდა.მისმა ძმამ ლდო კ------მ მანქანიდან ამოიღო ცეცხსასროლი იარაღი და დაიძახა, ჩემს ძმას რატომ სცემთო, რის გამოც სიტუაცია განიმუხტა და მისი ცემა შეწყდა. ამის შემდეგ, იგი, ლ------------ე, გი---------ე და ც-----------------ე იდგენენ ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის მარჯვენა მხარეს. ლ----- კ------ იდგა მანქანის წინა მარჯვენა კართან, რომელსაც მიუახლოვდა მა----------------ი და ისინი მშვიდად საუბრობდნენ. ამ დროს გე-–----------–---–ი შეურაცხმყოფელი სიტყვებით და თოფის წართმევის მოწოდებით, თითის ქნევით წამოვიდა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის უკანა მხარეს, რა დროსაც ლ------------ემ ამოიღო დაბლა დაწეული თოფი და გაისროლა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თოფის გასროლამდე და თოფის გასროლისას არანაირ მუქარას ან ძალ-----ბრივ ქმედებას, სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია და მას არ გაუგია არანაირი ლაპარაკი იქმ მყოფი პირების მხრიდან. მოწმის განმარტებით, მან გაიგონა გასროლის ხმა და გასროლის ხმის გაგონებისას რომ მიიხედა, დაინახა, რომ გე-–----------–---–ი მიწაზე იყო წაქცეული.

 

3.11. ბრალდებულმა ლ------------ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მისი მამის- გი---------ისა და მისი ძმის - ნ-----–-----------ის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, დამატებით დაადასტურა და განმარტა, რომ 2019 წლის 04 მაისს, ღამის საათებში, თე-–----------------------–-----–--ოში მდებარე ,,ვისოლი"-ს ბენზინგასამართ სადგურზე მის ძმას პირველმა ხელი დაარტყა და ცემა დაუწყო გე-–----------–---–მა, რომელსაც აჰყვნენ მისი თანმხლები პირები და მათაც დაუწყეს ცემა ნ-----–--ზს. მისი განმარტებით, რადგან მის ძმას ჩაგრავდნენ, მან ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანიდან ამოიღო მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფი, ასწია ავტომანქანის სახურავისკენ, ზემოთ, მიმართა იქ მყოფი ხალხისკენ და დაიყვირა, რას შვრებით, ძმას მიკლავთო? იარაღის დანახვაზე ყველა გაჩერდა, ცემა შეწყდა და მისი ძმა კი წამოვიდა და დადგა მასთან ახლოს. ბრალდებულის განმარტებით, იგი იდგა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა კართან და ცემის შეწყვეტის შემდეგ მან თოფი დაბლა დასწია. ბრალდებულის განმარტებით, ცემის შეწყვეტის შემდეგ იქმ მყოფი პირები ადგილზევე დარჩნენ და არ წასულან. მასთან მივიდა მა----------------ი და ელაპარაკებოდა. ბრალდებულის განმარტებით, მან შეატყო, რომ მა----------------ს სურდა მისთვის თოფის წართმევა, მაგრამ ვერ გაბედა. გე-–----------–---–მა, როდესაც იარაღი დაინახა, იგი წამოვიდა მისკენ გინებით და თითის ქნევით, თან იძახდა, თოფი წავართვათ და ჩავხოცოთო. გე-–----------–---–ი მოძრაობდა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის უკანა, საბარგულის მხარეს, მისგან დაახლოებით 2-3 მეტრში. ბრალდებულმა განმარტა, რომ ამ დროს იქ მყოფებიდან არავის უთქვამს, თავი მოვაჭრათო, მაგრამ იყო გინება და გე-–----------–---–ი ამბობდა თოფი წავართვათ და ჩავხოცოთო. ბრალდებულის განმარტებით, ამ დროს მისი ან მისი ძმის მიმართ სხვა რაიმე ქმედებას გე-–----------–---–ის და მისი თანმხლები პირების მხრიდან ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ამავე დროს ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მის მიერ დაბლა დაწეული თოფის კვლავ ამოღება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ იქ მყოფი პირები გახდნენ აგრესიულები და წამოვიდნენ მისი და მისი ძმის მიმართულებით. ბრალდებულმა განმარტა, რომ როდესაც დაინახა, გე-–----------–---–ი მოძრაობდა ,,ბმვ"-ს ავტომანქანის უკანა საბარგულისკენ, მას არ ახსოვს, როგორ ასწია თოფი მაღლა და გაისროლა, ასევე, არ დაუნახავს, რა ადგილას მოხვდა ტყვია გე-–----------–---–ს. ბრალდებულის განმარტებით, მას გე-–----------–---–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

 

3.12. მოწმე გი--------–-------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას 2019 წლის 04 მაისს განვითარებულ მოვლენებზე მისცა და------------–---–ის, ბ----------------–---–ის, მ-----–--–-------–ის ანალოგიური ჩვენება. ასევე, დამატებით განმარტა, რომ ღამის საათებში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ფიზიკურ დაპირიპირებაში პირადად მას მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ამ დროს იგი იმყოფებოდა ავტომანქანაში. როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა, მან დაინახა ლ------------ე, რომელსაც ხელში იარაღი ეკავა და ასევე, დაინახა როგორ ისროლა ლ------------ემ იარაღიდან, მაგრამ არ დაუნახავს, ვისი მიმართულებით ისროლა ბრალდებულმა.

 

3.13. მოწმე დ-------------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას იგივე გარემოებები აღწერა 2019 წლის 04 მაისს განვითარებულ მოვლენებზე. დამატებით ასევე, განმარტა, რომ ღამის საათებში, ბენზინგასამართ სადგურზე მისვლისას გე-–----------–---–მა ნი----–------------ს ისე დაარტყა, რომ არაფერი უთქვამს, ასევე, დაარტყეს გე-–----------–---–ის უკან მდგომმა პირებმაც. მოწმის განმარტებით, ლ------------ემ ამოიღო თოფი და დაიყვირა, გაჩერდითო, რის შემდეგაც ყველა იქმ მყოფი პირი გაჩერდა და სიტუაცია განიმუხტა. ლ------------ემ ამის შემდეგ დაბლა დაწია იარაღი, თუმცა, ორ-სამ წამში მანისევ ამოიღო იარაღი და ისროლა. მოწმის განმარტებით, მას არ გაუგია, გე-–----------–---–ს რაიმე ეთქვას თოფის წართმევასთან დაკავშირებით, ასევე, არ გაუგია, ბრალდებულის მხრიდან გინება. მოწმემ განმარტა, რომ იარაღის სროლისას ლ------------ე იდგა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს კარეთან, თავად იგი იდგა აღნიშნული ავტომანქანის წინა მარცხენა მხარეს, ხოლო გე-–----------–---–ი კი იყო მანქანის უკან მარცხენა მხარეს. მოწმის განმარტებით, მას და მის თანმხლებ პირებ არანაირი იარაღი არ ჰქონიათ შემთხვევის დროს.

 

3.14. მოწმე მა-----------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 04 მაისს იმყოფებოდა ქალაქ თ--–--ში, რა დროსაც მას დაურეკა ზუ--------–----ემ და უთხრა, რომ და------------–---–მა და ნი----–------------მ იჩხუბეს. რის შემდეგაც, მა----------------ი, და მისი მეგობრები - ზუ--------–----ე, და------------–---–ი, დ-------------–----–---–ი, გი--------–-------–ი, მ-----–--–-------–ი წავიდნენ თე-–----------------------–-----–--ოში, სადაც მათ ნახეს გე-–----------–---–ი და უთხრეს, რომ უნდოდათ ენახათ ნი----–------------, რადგან უნდოდათ კონფილქტის მოგვარება და შერიგება მასთან. გე-–----------–---–მა, მობილური ტელეფონით დაურეკა ნი----–------------ს, რომელსაც უთხრა, რომ თე-–----------------------–-----------იდან იყვნენ ბიჭები მოსულები და მასთან შერიგება უნდოდათ. ნი----–------------მ უთხრა რამდენ ხანშიც მივიდოდა თე-–----------------------–-----–--ოში. როდესაც დათქმულ დროს ნი----–------------ არ მოვიდა შეხვედრაზე, გე-–----------–---–მა კვალავ დაურეკა ნი----–------------ს მობილურ ტელეფონზე, ტელეფონზე საუბრის დროს ნი----–------------მ შეაგინა გე-–----------–---–ს და უთხრა, რომ თ--–--ში გადასულიყვენენ და იქ ნახავდნენ. რის შემდგომაც გე-–----------–---–ი მა----------------თან, ზუ--------–----ესთან, და------------–---–--ან, დ-------------–----–---–თან, გი--------–-------–თან, მ-----–--–-------–თან ერთად წავიდნენ ქ. თ--–--ში, ნ-----–-----------ის სანახავად, თუმცა, თ--–---მდე არ მისულან, მათ თ--–--ის რაიონის სოფელ ვ------------ში შეხვდათ ნი----–------------ თავისი ,,ბმვ"-სს მარკის ავტომანქანით, რომელსაც უკან გაყვნენ. ნი----–------------ თავისი ავტომანქანით მივიდა თე-–----------------------–-----–--ოში არსებულ ,,ვისოლი"-ს ბენზინ გასამართ სადგურზე. ბენზინ გასამართ სადგურზე გე-–----------–---–სა და ნ-----–-----------ის შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, კერძოდ გე-–----------–---–მა ტელეფონზე საუბრის დროს შეგინების გამო გაარტყა ხელი ნ-----–--ზ კივაძეს. აღნიშნული დაპირისპირება გაგრძელდა რამოდენიმე წამს. მოწმის განმარტებით, მას ნ-----–-----------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია ფიზიკური დაპირისპირების შეწყვეტა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ნი----–------------სთან ერთად მყოფმა მისმა ძმამ ლ------------ემ მათი კუთვნილი ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი - გლუვლულიანი სანადირო თოფი და დაუმიზნა იმ პირებს, ვინც ფიზიკური დაპირისპირების დროს ნ-----–-----------ის გარშემო იმყოფებოდნენ. ამის შემდე აღარ ყოფილა ფიზიკური დაპირისპირება დაარც რაიმე სახის მუქარა. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მა----------------ი, რომელიც იდგა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს და ამშვიდებდა ლ------------ეს, რომელიც ასევე იდგა აღნიშნული მანქანის წინა მარჯვენა მხარეს, და ეუბნებოდა, რომ იარაღი შეენახა და ჩაედო ავტომანქანაში. ამ დროს გე-–----------–---–ი იდგა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის უკანა მხარეს საბარგულთან, ლ------------ისაგან დაახლოებით 2-3 მეტრის დაშორებით. ლ------------ემ ამ პერიდოში დაბლა დაწია იარაღი, ამ დროს იგი შებრუნდა, რის შემდეგაც ლ------------ემ გე-–----------–---–ის მიმართულებით განახორციელა გასროლა, შესაბამისად, მას გასროლის მომენტი არ დაუნახავს. მოწმის განმარტებით, გასროლამდე ლ------------ესა და გე-–----------–---–ს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არ გაუგია. მოწმის განმარტებით, გასროლის შემდეგ, რომ შემობრუნდა დაინახა, რომ ლ------------ე ისევ იქ იდგა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის მარჯვენა წინა კარებთან და ასევე, დაინახა, რომ გე-–----------–---–ი გადავარდა და დაბლა დაეცა. მოწმის განმარტებით, მას ამ დღეს სახეზე წვერი ჰქონდა მოშვებული.

 

3.15. მოწმე ც-----------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 04 მაისს მას და მის მეგობარს ნი----–------------ს თე-–----------------------–-----–--ოში, გაზგასამართ სადგურზე მოუვიდათ კონფლიქტი მისთვის უცნობ პირთან, როგორც შემდეგ გაიგო, ეს პიროვნება არის და------------–---–ი. მოწმის განმარტებით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და მან ასევე, ხელის კვრით დააზიანა და------------–---–ის ავტომანქანის წინა საქარე მინა. ამის შემდეგ, იმავე დღეს, იგი ლ------------ესთან, მის ძმასთან- ნი----–------------სთან და მათ მამასთან - გი---------ესთან, ნ-----–-----------ის ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანით მოძრაობდა ქ. თ--–--ში, რა დროსაც ნი----–------------ს ხშირად ურეკავდა ტელეფონზე ვიღაც პიროვნება და სთხოვდა შეხვედრას, ნ-----–--ზი კი ზრდილობიანად და მაშვიდად პასუხობდა, რომ შეხვედრაზე ვერ მივიდოდა და ბოლოს ტელეფონი გაუთიშა კიდეც. ამის შემდეგ, ისინი წავვიდნენ თ--–--იდან და ვინაიდან, გზაშ ბენზინი გაუთავდათ, შევიდნენ სოფელ ი---–----ს შესასვლელთან მდებარე ,,ვისოლი"-ს ბენზინგასამართ სადგურზე. ნი----–------------ გადავიდა ავტომანქანიდან და საუბრობდა ტელეფონზე, რა დროსაც ბენზინგასამართ სადგურზე შემოვიდა სამი-ოთხი მანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ მისთვის უცნობი პირები, დაახლოებით 15 პირი, და დაუწყეს ნი----–------------ს ცემა, მათ შორის ნ-----–--ზს სცემდა გე-–----------–---–ი. მოწმის განმარტებით, ამ დროს ლ------------ემ მანქანიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და დაიყვირა,, რას შვრებით, გაჩერდითო, რის გამოც ნ-----–-----------ის ცემა შეწყდა. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ ნ-----–-----------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის აღარ მიუყენებია. ლ------------ესთან , რომელიც იდგა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს, მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება და ესაუბრებოდა მას. მოწმის განმარტებით, იგიც ლ------------ესთან ახლოს იდგა აღნიშნული მანქანის წინა მაჯვენა მხარეს. როდესაც სიტუაცია განიმუხტა, ლ------------ემ დაბლა დასწია იარაღი, ამ დროს გე-–----------–---–მა, რომელიც იმყოფებოდა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის უკან, საბარგულის მხარეს, დაიწყო მოძრაობა და იძახდა ,,დავაი, წავართვათ იარაღიო". მოწმემ განმარტა, რომ იყო შეძახილები, ,,წავართვათ და ჩავხოცოთო" , თუმცა, ვინ ამბობდა, მოწმემ ვერ მიუთითა. ასევე, მოწმემ დაადასტურა, რომ ეს შეძახილები იყო ლ------------ის მისამართით მხოლოდ და სხვა არავი მიმართ მუქარა და სხვა ქმედება არ ყოფილა. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც გე-–----------–---–ი წამოვიდა მანქანის მიმართულებით, ამ დროს მოხდა ლლ------------ის მიერ იარაღიდან გასროლა, მაგრამ მას არ დაუნახავს, რა ადგილას მოხვდა გე-–----------–---–ს ტყვია.

 

3.16. მოწმე შ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 04 მაისს, შებინდებისას, თავისი კუთვნილი ,,მიცუბიში კოლტი"-ს ავტომანქანით, ილ-------–-–---–თან, გ-------------–---–თან და გ------ი ზ-----–---–თან ერთად მიდიოდა თ--–--იდან ახმეტის მიმართულებით, რა დროსაც, დაინახა, რომ თე-–----------------------–-----–--ოში, ,,ვისოლი"-ს ბენზინგასამართ სადგურზე შევიდა მისი ნაცნობი ნი----–------------ მისი ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანით და ვინაიდან, ნი----–------------სთან ჰქონდა ვალთან დაკავშირებული პირადი საქმე, იგიც შეჰყვა ნ-----–-----------ის ავტომანქანას ბენზინგასამართ სადგურზე დასალაპარაკებლად. ამ დროს, მან დაინახა, რომ მისი ავტომანქანის წინ მდგომი, მწვანე ფერის ავტომანქანიდან და ნ-----–-----------ის ავტომანქანის უკან მდგომი წითელი ფერის ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით შვიდი-რვა პიროვნება, რომლებიც მივარდნენ საკუთარი ავტომანქანის მძღოლის მხარეს, მდგომ ტელეფონზე მოსაუბრე ნი----–------------ს და დაუწყეს ცემა. მოწმის განმარტებით, მან ასევე დაინახა, რომ ის პიროვნებაც, რომელიც გარდაიცვალა, სცემდა ნი----–------------ს. ამ დროს, ლ------------ემ ამოიღო მანქანიდან ცეცხსასროლი იარაღი და დაიყვირა, ჩემს ძმას ხელი გაუშვით, დაწყნარდითო. ამის შემდეგ ნ-----–-----------ის ცემა შეწყდა და ის ხალხი გაიშალა, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებია. ლ------------ემ იარაღი დაუშვა დაბლა. სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, ლ------------ე, რომელიც იდგა ავტომანქანა,,ბმვ"-ს წინა მარჯვენა მხარეს, ესაუბრებოდა ვიღაც პირს, რა დროსაც, გარდაცვლილი პიროვნება წავიდა ლ------------ისაკენ თითის ქნევით და გინებით, იგი მოძრაობდა ავტომანქანა,,ბმვ"-ს უკანა საბარგულის მხარეს, რა დროსაც მოხდა გასროლა. მოწმის განმარტებით, მას არ გაუგონია, თქვა თუ არა გე-–----------–---–მა თოფი წავართვათო. მოწმის განმარტებით, სროლის შემდეგ, ის და მისი თანმხლები პირები ასევე ორ უცხო პირთან ერთად მანქანით გაეცალნენ იქაურობას.

 

3.17. მოწმეებმა - ილ-------–-–---–მა, გ-------------–---–მა და გ------ი ზ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღწერეს იგივე ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოწმე შ-------------–---–მა მიუთითა.

 

3.18.მოწმე გო----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქალაქ რუსთავში, წარმოშობით კი არის თე-–----------------------–-----–--ოდან. 2019 წლის 04 მაისს შებინდებისას იგი ავტომანქანით თ--–--იდან მიდიოდა სოფელ ი---–----ში, როდესაც მიუახოლოვდა სოფელ ი---–----ს შესასვლელთან არსებულ ,,ვისოლი"-ს ბენზინგასამართ სადგურს, დაინახა, რომ ბენზინგასამართ სადგურიდან სირბილით გამოვიდა რამდენიმე ბიჭი. მოწმის განმარტებით, მან გააჩერა ავტომანქანა და იკითხა, რაში იყო საქმე, ამ დროს ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაჩერებულ წითელი ფერის გოლფის მარკის ავტომანქანსთან დინახა ძირს დაგდებული თანასოფლელი და მეგობარი გე-–----------–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები თავის არეში, მოწმის განმარტებით, მან თავისი მობილური ტელეფონით მაშინვე დარეკა 112-ს საინფორმაციო ცენტრში და ითხოვა სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე შემოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაგანაც მან იცნო ორი პიროვნება - ზ-----ბ კვიჟნაძე და და------------–---–ი.

 

3.19. მოწმე და---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს თე-–----------------------–-----–--ოში მდებარე სს ,,ვისოლ პეტროლიუმი"-ს ბენზინგასამართ სადგურზე, რომლის გარე პერიმეტრზე არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები, რომლებიც აკონტროლებს ბენზინის ჩამსხმელი სვტის ხაზს და გზას. კამერები ჩაწერას ახორციელებს 24 საათიანი რეჟიმით. მოწმემ განმარტა. რომ იგი არ შესწრებია 2019 წლის 04 მაისს ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ფაქტს. მომწმემ დაადასტურა, რომ სასამართლოს განჩინებით იქნა ამოღებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, ასევე, დაადასტურა მისი მონაწილებით ჩატარებული შემტხვევია ადგილის დათვალიერების სისწორე.

 

3.20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და ამავე დეპარტამენტის თ--–--ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა -დ--------------–---–მა, მი----–-----–---–---–მა, გ------ი დ---------–---–მა, ლე---------–--ემ, შა-–--------–-----–---–მა, კ----------------------–---–მა, ლე-----------–-–---–მა, ასევე, საექსპერტო- კრიმინალსიტიკური სამმართველოს ექსპერტმა გ------ი ძ------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და ასევე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

3.21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ალ-------------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

3.22. მოწმე ხათუნა კ------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის ბრალდებულ ლ------------ის დედა. იგი, მისი მეუღლე გი---------ე, მისი შვილები - ლ----- და ნი----–------------ები ლ------------ის ცოლშვლითან ერთად ცხოვრობს თე-–----------------------–-----–--ოში. მოწმემ დაადასტურა 2019 წლის 14 თებერვალს სოფელ ი---–----ში მისი ოჯახის წევრებსა და სხვა პირებს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტი გი---------ის და ნ-----–-----------ის მიერ მიცემულ ჩვენებების შესაბამისად. მოწმემ ასევე, განმარტა და დაადასტურა მის საცხოვრებელ სახლში 2019 წლის 04 მაისს ჩატარებული ჩხრეკის სისწორე, რა დროსაც ამოღებული იქნა ,,ვინჩაესტერი"-ს ტიპის ერთლულიანი სანადირო თოფი, რომელიც იმ ღამეს მისმა მეუღლემ გი---------ემ მიიტანა სახლში მისვლისას, ასევე, ამოღებული იქნა ორლულიანი სანადირო თოფი, რომელიც მოწმის განმარტებით, იყო პაპის დანატოვარი თოფი, ასევე, იარაღის ვაზნები.

 

3.23. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სს ,,ვისო პეტროლიუმ ჯორჯია"-ს ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების თანახმად, 2019 წლის 04 მაისს, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე 20:21:06 საათზე ფიქსირდება „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა სანომრე ნიშნით O--------, რომელსაც მართავს ნ---–---- კ------. 20:21:09 წუთზე აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოდიან ნ-----–--ზ კ------ წინა მარცხენა მხრიდან, ხოლო მარჯვენა მხრიდან - ლ----- და გი---------ეები. 20:21:13 წუთზე კადრში ჩნდება ორი ავტომანქანა, წითელი „ფოლკსვაგენი“-ს მარკის, რომელიც ჩერდება „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანის უკან და მეორე ავტომანქანა, რომელიც ჩერდება „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანის მარცხენა მხარეს. კადრებში ჩანს, რომ ნი----–------------ ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ საუბრობს მობილურ ტელეფონზე. ამ დროს, ჩანაწერების თანახმად, ერთერთი ავტომანქნიდან გადმოდის გე-–----------–---–ი, სხვა პირებთან ერთად. გე-–----------–---–ი მიემართება ნ-----–-----------ის მიმართულებით, ასევე, კადრში ჩანს, რომ ავტომანქანებიდან გადმოსული სხვა პირებიც მიემართებიან ნ-----–-----------ის მიმართულებით. გე-–----------–---–ი პირველი უახლოვდება ნი----–------------ს და და 20:21:27 წუთზე იწყებს მის ცემას, რასაც მოჰყვება რამდენიმე სხვა პირის მხრიდან ნ-----–-----------ის ცემა. ვიდეო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ 20:21:29 წუთზე ლ------------ე „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა მხრიდან იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და მიმართავს მოჩხუბართა მიმართულებით. რის შემდეგაც, 20:21:31 საათზე, წყდება ნ-----–-----------ის მიმართ ძალ-----ბა და იქ მყოფი პირები ნი----–------------ს შორდებიან და უკან იხევენ. ამის შემდეგ, კადრში ჩანს, რომ 20:21:34 წუთიდან გე-–----------–---–ი თითის ქნევით საუბრობს ლ------------ის მიმართულებით. ლ------------ე დგას ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს და საუბრობს მის პირის პირ მდგომ მა----------------თან, ლ------------ეს ხელში უჭირავს ცეცხსასროლი იარაღი. 20:21:45 საათზე კადრში ჩანს, რომ ლ------------ის მიმართულებით თითის ქნევით მოსაუბრე გე-–----------–---–ი მოძრაობს ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის უკანა, საბარგულის მხარეს, მანქანასთან ახლო დაშორებით, რა დროსაც, ლ------------ე მა----------------ისაგან ბრუნდება სახით გე-–----------–---–ისაკენ და - 20:21:46 საათზე ცეცხლსასროლ იარაღს ისვრის მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გე-–----------–---–ი ადგილზე ეცემა.

დროსაც მისი მიმართულებით ხორციელდება გასროლა.

 

3.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ და ასევე, უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

4.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებულ მიდგომას სიცოცხლის უფლებისადმი, კერძოდ, კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე HAÁSZ AND SZABÓ v. HUNGARY №1327/14 და №11613/14; 13.10.2015; §49). სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: McCann and others v. the United Kingdom).

 

4.3 სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით კრიმინალიზებული განზრახ მკვლელობა გულისხმობს ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანისათვის სიცოცხლის არამართლზომიერ შეწყვეტას. აღნიშნული ქმედების ობიექტური შემადგენლობა სხვა ნიშნებთან ერთად მოიცავს ქმედებას, მიმართულს სხვა ადამიანის სიცოცხლის არამართლზომიერი შეწყვეტისაკენ, და შედეგს - ადამინის სიკვდილის სახით. აქვე, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის არსებობა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. განზრახ მკვლელობის სუბიექტური შემადგენლობა კი მოიცავს პირის განზრახვის არსებობას ქმედებისა და შედეგის მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანია დანაშაულის ჩადენის მოტივი, რომელიც შესაძლებელია იყოს შურისძიება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობა სუბიექტის მიერ შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც პირდაპირი, ასევე, არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ამავე მუხლის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

სასამართლო ასევე, განმარტავს, რომ როგორც პირდაპირი, ასევე, არაპირდაპირი განზრახვაც წარმოშობის მიხედვით სხვა სახეებთან ერთად ასევე შეიძლება იყოს წინასწარ მოფიქრებული, როდესაც პირი მეტი თუ ნაკლების დროის განმავლობაში ფიქრობდა დანაშაულის განხორციელებაზე, ან უეცრად წარმოშობილი, როდესაც პირი მომენტალურად ჩადის დანაშაულს. შედეგის მიმართ ცოდნის ინტენსივობის მიხედვით, კი განზრახვა შესაძლებელია იყოს როგორც კონკრეტიზირებული, როდესაც პირს შედეგი აქვს მკაფიოდ გათვალისწინებული, ასევე, განუსაზღვრელი, არაკონკრეტიზირებული, როდესაც პირს ქმედების შედეგი დაზუსტებული არ აქვს, მისთვის მისაღებია ნებისმიერი სახის შედეგი და განუსაზღვრელი განზრახვისას პირის ქმედება ფაქტობრივად დამდგარი შედეგის მიხედვით კვალიფიცირდება.

 

შურისძიების მოტივი კი როგორც მარტივი განზრახ მკვლელობის სუბიექტური შემადგენლობის ნიშანი, უკავშირდება წყენას, გაბრაზებას და გულისმობს სხვა პირის საქციელის საპასუხო ქმედებას, სამაგიეროს გადახდას.

 

მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განრზახ მკვლელობა მოიცავს შურისძიების მოტივით ჩადენილ ქმედებას როგორც პირდაპირი ასევე, არაპირდაპირი განზრახვით.

 

სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).

 

სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობის და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უაყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ, ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №527აპ-17).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ცნობილი თითოეული მტკიცებულების ურთიერთშეჯერების, ანალიზისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2019 წლის 04 მაისს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა ნათლად და ცალსახად ადასტურებს ლ------------ის მიერ გე-–----------–---–ის განზრახ მკვლელობის ჩადენას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ,,ვისოლ პეტროლუიმ ჯორჯია“-ს ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია გე-–----------–---–ის მკვლელობის ჩადენის გარემოებები, თანხვედრაშია იმ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებმაც ანალოგიურად აღწერეს მკვლელობის დროს განვითარებული მოვლენები.. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით დადგენილია ის გარემოება, რომ 2019 წლის 04 მაისს, ბენზინგასამართ სადგურზე, გე-–----------–---–მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა ბრალდებულ ლ------------ის ძმის - ნ-----–-----------ის მიმართ. ასევე, დადგენილია, რომ ლ------------ემ მისი ძმის ცემის მომენტში, მათი კუთვნილი ავტომანქნიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და მიმართა ჩხუბის მონაწილე პირთა მიმართულებით, რის შედეგადაც ჩხუბში მონაწილე პირები, მათ შორის - გე-–----------–---–ი, გაეცალნენ ნ-----–-----------ეს და დადგნენ გაფანტულად, როგორც ნ-----–-----------ის, ასევე, ბრალდებულისაგანაც. ასევე, დადგენილია, რომ ამის შემდეგ გე-–----------–---–ი, მარტო, თითს ქნევით მოძრაობს ,,ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის უკანა საბარგულის მხარეს, ხოლო სხვა პირები იმყოფებიან სხვადასხვა ადგილას და არ მოძრაობენ, რა დროსაც ლ------------ე, რომელიც დგას ,,ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის წინა ნაწილის მარჯვენა მხარეს, ესვრის მის ხელთ არსებულ თოფს გე-–----------–---–ს, რომელიც მაშინვე ეცემა მიწაზე. ეს ჩანაწერი სრულ თანხვედრაშია მოწმეების - ზუ--------–----ის, მა----------------ის, დავ-----------–---–ის, ილ-------–-–---–ის, დ-------------–----–---–ის, მ-----–--–-------–ის, გი--------–-------–ის ბა---------------–---–ის, შ-------------–---–ის, გ-------------–---–ის, გ---------------–---–-ს მიერ მიცემულ ჩვენებების იმ ნაწილთან, რომლებშიც ასევე აღწერილია ვიდეოჩანაწერში ასახული მოვლენები. ეს მტკიცებულებები ასევე, თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმად, ,,გე-–----------–---–ის სიკვდილის მიზეზია თავის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა შემავალი თავის ქალას ღრუში, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, სამედიცინო დოკუმენტებით სიკვდილი დადგა 04.05.2019 წ-ის 21:45სთ-ზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევისას ნანახ გვამურ მოვლენებს. გე-–----------–---–ის გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: თავის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა: მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქლისა და მარჯვენა თვალბუდის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა - ტყვიის შემავალი ხვრელი, შემავალი თავის ქალას ღრუში, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით. მარჯვენა თვალის კაკლის, რბილი და ძლოვანი ქსოვილის დეფიციტით. ქალასარქველის (შუბლის, მარჯვენა თხემის, მარჯვენა საფეთქლის, კეფის), ქალას ფუძის და სახის (მარჯვენა თვალბუდის და მარჯვენა ყვრიმალის) ძვლების ცეცხლნასროლი მოტეხილობა. სახისა და ქალასარქველის რბილი ქსოვილების და თავის ტვინის ნივთიერების მეტალის უცხო სხეულები - საფანტები. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 04.05.2019წ-ს. ცეცხლნასროლი ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკანა მარცხნიდან ოდნავ მარჯვნივ. სამედიცინო კრიმინალისტიკური გამოკვლევით სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან - საფანტის შედარებით კომპაქტური მოქმედების ზონაში“, ასევე, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებასთან- სანადირო თოფთან და სხვა მტკიცებულებებთან. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას იმის შესახებ, რომ მას გე-–----------–---–ის მკლელობის განზრახვა არ ჰქონია.

 

4.4. რაც შეეხება დაცვის მხარი პოზიციას იმის შესახებ, რომ ლ------------ის მიერ ქმედება ჩადენილია აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთნ და საშიშროებასთან.

 

მაშასადამე, პირმა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილოს, იგი პირველ რიგში, უნდა იმყოფებოდეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში/მდგომარეობაში, ანუ თავდაცვის რეჟიმში.

 

იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა არსებობდეს და დადგინდეს შემდეგი:

1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;

2. ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს;

3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;

4. თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).

 

აღნიშნული გარემოებები უნდა არსებობდეს ერთდროულად, ანუ - ადგილი უნდა ჰქონდეს რეალურ, იმწუთიერ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას სამართლით დაცული სიკეთის მიმართ და ხელმყოფი უნდა დაზიანდეს სამართლებრივი სიკეთის გადასარჩენად. ამავდროულად , თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).

 

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლ------------ე სროლის განხორციელებისას არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. კერძოდ, დადგენილია, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან არ უსვრია იმ დროს, როდესაც გე-–----------–---–ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ლ------------ის ძმას. სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ იმ მომენტში, როდესაც ლ------------ემ გასროლა განახორციელა გე-–----------–---–ის მიმართულებით, არავითარ საფრთხის შემცველ ქმედებას როგორც ლ------------ის, ასევე, მისი ძმისა და მამის მიმართ ადგილი არ ჰქონია არა მხოლოდ გე-–----------–---–ის, არამედ, ადგილზე მყოფი არცერთი პირის მხრიდან და ამას ადასტურებს როგორც გამოკველული ვიდეოჩანაწერი, ასევე, სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის, ამას უთითებენ თავად ბრალდებულიც და მისი ოჯახის წევრებიც. გივი კიკვაძე და ნ-----–-----------ეც. ისინი ასევე, უთითებენ, რომ ლ------------ემ გე-–----------–---–ს თოფიდან ესროლა მას შემდეგ, რაც შეწყდა ნ-----–-----------ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა. სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ პირთა, ასევე ცოტნე მაისურაძის მიერ მიცემული ჩვენებების იმ ნაწილს, სადაც მოწმეები მიუთითებენ, რომ გასროლამდე ადგილი ჰქონდა გე-–----------–---–ისა და მისი თანხმლები პირების მიერ აგრესიას, მოწოდებებს თოფის წართმევასთან დაკავშირებით, რითაც, დაცვის მხარის პოზიციით წარმოიქმნა თავდასხმის საფრთხე. სასამართლო განმარტავს, რომ ვიდეოჩანაწერებით და სხვა მტკიცებულებებით არ დადგენილა ის ფაქტი, რომ ნ-----–-----------ის ცემის შეწყვეტის შემდეგ, გე-–----------–---–ის ან მისი თანმხლები რომელიმე პირის მიერ ადგილი ჰქონდა თავდასხმის შემცველ რაიმე ქმედებას. აქვე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სიტყვიერი მოწოდებები არ გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას. მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა გულისხმობს სამართლებრივი სიკეთის (ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების) ხელყოფას. განსახილველ შემთხვევაში, ლ------------ის მიერ ქმედების ჩადენის დროს ადგილი არ ჰქონია რეალურ, იმწუთიერ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას. შესაბამისად, ლ------------ე ქმედების ჩადენის მომენტში არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და ამდენად, ვერც გადააცილებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

 

ამდენად, ლ------------ის მხრიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაზე მსჯელობა/საუბარი ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია (მაგალითისათვის იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №390აპ-18; 2018 წლის 25 ივლისის №141აპ-18, 2016 წლის 30 დეკემბრის 424აპ-16 გადაწყვეტილებები).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დაადასტურა ლ------------ის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის ქმედების შემადგენლობის ყველა ელემენტის არსებობა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ლ------------ის მიერ გე-–----------–---–ის განზრახ მკვლელობის ფაქტი, რის გამოც, იგი ცნობილი უნდა იქნას დამანაშავედ აღნიშნული ქმედებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ------------ის პასუხისმგებლობის შემემსუბუქებელი გარემოებებს წარმოადგენს მის მიერ ქმედების ჩადენა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ასევე, ის გარემოება, რომ იგი არ არის ნასამართლევი. ლ------------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის კანონი სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.

 

სასჯელის სამართლიანობა, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, მართლშეგნებას, რომ დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების შემუშავებას და შესაბამისად, სასჯელში გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ შეიძლება დაყვანილ იქნას მკაცრ სუბიექტურ შურისგებაზე.

 

ჰუმანიზმის პრინციპი ერთერთი განმსაზღვრელი პრინციპია სასჯელის დანიშვნისას და ამიტომ, აუცილებელია, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას დაცული იქნას ჰუმანიზმის პრინციპის ისეთი არსებითი ასპექტი, როგორიცაა ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. ამის გამო საქართველოს სსკ 39-ე მუხლი მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი თავისი არსით, დამნაშავის მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს, შესაბამისად, სასჯელის მიზანი არაა ფიზიკური ტანჯვისა ანდა ფსიქოლოგიურ-მორალური ტანჯვის იმაზე მეტად მიყენება დამნაშავისათვის, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედება და ქმედების ჩამდენი პიროვნებაა. გამომდინარე აქედან, ჰუმანიზმის პრინციპი გულისხმობს სამართლიანი სასჯელის ჰუმანურობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.

 

სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამაცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).

 

ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე, ლ------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას და სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:

 

სასამართლო მხედველობაში იღებს ლ------------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ხასიათს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ლ------------ის მიერ ჩადენილია განზრახი დანაშაული, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. წარდგენილ ბრალდებას ბრალდებული არ აღიარებს. დანაშაულის ხასიათზე და სიმძიმეზე მსჯელობისას სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროოპული კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რაც გულისხმობს სიცოცხლის დაცვას და ავალდებულებს ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს წარმართონ ადეკვატური და ჯეროვანი გამოძიება ფატალური შემთხვევების არსებობისას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ქმედითი გამოძიების ჩატარებაზე გარდა გამოძიების ეტაპისა, მოიცავს სასამართლო განხილვის სტადიასაც, კერძოდ, მთლიანად სამართალწარმოების შედეგად უნდა შესრულდეს კანონის მეშვეობით სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება, ხოლო ეროვნულმა სასამართლომ არ უნდა დაუშვას, რომ სიცოცხლის მოსპობა დაუსჯელი დარჩეს (იხ. B. v. Croatia). სასამართლო ასევე, ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, რომლის თანახმად, ლ------------ის მიმართ პრეტენზია გააჩნია.

 

აღნიშნული გარემოებების პარალელურად, სასჯელის ზომის შემსუბუქების კონტექსტში სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:

სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ------------ეს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტში აღენიშნებოდა როგორც არაფსიქოზური რეგისტრის ფსიქიკური აშლილობა-გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა-შფოთვითი ნევროზი, ასევე, მწვავე რეაქცია სტრესზე -მწვავე კრიზისული რეაქცია და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამავე დასკვნის თანახმად, ლ------------ეს ამჟამადაც აქვს არაფსიქოზური რეგისტრის ფსიქიკური აშლილობა-გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა-შფოთვითი ნევროზი. ლ------------ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას.

 

მაშასადამე, დანაშაულის ჩადენის დროს ლ------------ე იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 თავით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, წარმოადგენს ბრალის შემამსუბუქებელ გარემოებას და ამავე კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, შეზუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს მსხვერპლის - გე-–----------–---–ის არამართლზომიერ ქმედებას ლ------------ის ძმის - ნ-----–-----------ის მიმართ და მის ქცევას, რაც წინ უსწრებდა ლ------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ლ------------ეს ჰყავს ოჯახი და ორი მცირეწლოვანი შვილი, არის ახალგაზრდა, იმ ფაქტს, რომ მას საგამოძიებო ორგანოებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავებისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონშესაბამის, ზრდილობიან ქცევას სასამართლო სხდომებზე. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს ბრალდებულის კანონთან კონფლიქტის რაიმე შემთხვევა და არ არის ნასამართლევი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის ისეთი ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ------------ე ს საქართველოს სსკ 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, რაც მოცემულ შემთხვევაში არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ლ------------ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი DVD დისკზე, ლ------------ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, BMW მარკის ავტომანქანის (სახ. ნომრით O----------) ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, გე-–----------–---–ის ტანსაცმლის ამოღების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, ლ------------ის ტანსაცმლის ამოღების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, ლ------------ისგან ნიმუშის აღების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, ნ-----–--ზ და გი---------ისაგან ნიმუშის აღების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, ფოლკსვაგენ გოლფი მარკის ავტომამანქანა (ს----------------) დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, ფოლკსვაგენ გოლფის მარკის ავტომანქანის (სახ. ნომრით A--------) ამოღების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი DVD დისკზე, ,,მიცუბიშ კოლტის“ მარკის ავტომანქანის (სახ. ნომრით G----------) დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, თე-–----------------------–-----–--ოში მდებარე ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას’’ ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერი, ჩაწერილი DVD დისკზე- რომლებიც ერთვის სისხლი სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ქაღალდის ე.წ ,,პიჟი’’, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ბენზინის ჩასარიცხი აპარატის პისტოლეტიდან აღებული ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი 12 კალიბრის გასროლილი გილზი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქა, BMW მოდელის ავტომანქანის (სახ. ნომრით O--------------) ჩხრეკის დროს ამოღებული ორი ცალი ხის ჯოხი, გე-–----------–---–ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში, თმის ნიმუში, მეტალის უცხო სხეულები, ბრალდებულ ლ------------ის ხელიდან და სახიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, გი---------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში ნ-----–-----------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში (რომლებიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში)- უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ლ------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ერთ ლულიანი (---------) სისტემის სანადირო თოფი, ამოღებული ორ ლულიანი სანადირო თოფი (-------), 03 ცალი ვაზნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი გაუსროლელი ვაზნა (რომლებიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში)- უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს.

 

გე-–----------–---–ის ზედნაცვამი ტანსაცმელი: საცვალი, მაისური, სვიტრი, ჯინსის შარვალი, ქამარი, შავი ფერის ქურთუკი, სპორტული ფეხსაცმელი, ერთი წყვილი წინდა, ცხვირსახოცი, გე-–----------–---–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბიომეტრიული პასპორტი და მობილური ტელეფონი (რომლებიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში), ლ------------ისგან ამოღებული ზედნაცვამი ტანსაცმელი: ქურთუკი, მაისური, ჯინსის შარვალი, ტყავის ქამარი (ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში), BMW მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით O---------- (გადატანილია თ--–--ის ავტოსაჯარიმო ტერმინალზე) - უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

გაუქმდეს ლ------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და ლ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 05 მაისიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ -

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი DVD დისკზე, ლ------------ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, BMW მარკის ავტომანქანის (სახ. ნომრით O----------) ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, გე-–----------–---–ის ტანსაცმლის ამოღების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, ლ------------ის ტანსაცმლის ამოღების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, ლ------------ისგან ნიმუშის აღების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, ნ-----–--ზ და გი---------ისაგან ნიმუშის აღების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, ფოლკსვაგენ გოლფი მარკის ავტომამანქანა (ს----------------) დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, ფოლკსვაგენ გოლფის მარკის ავტომანქანის (სახ. ნომრით A--------) ამოღების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი DVD დისკზე, ,,მიცუბიშ კოლტის“ მარკის ავტომანქანის (სახ. ნომრით G----------) დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი DVD დისკზე, თე-–----------------------–-----–--ოში მდებარე ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას’’ ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერი, ჩაწერილი DVD დისკზე- რომლებიც ერთვის სისხლი სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ქაღალდის ე.წ ,,პიჟი’’, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ბენზინის ჩასარიცხი აპარატის პისტოლეტიდან აღებული ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი 12 კალიბრის გასროლილი გილზი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქა, BMW მოდელის ავტომანქანის (სახ. ნომრით O--------------) ჩხრეკის დროს ამოღებული ორი ცალი ხის ჯოხი, გე-–----------–---–ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში, თმის ნიმუში, მეტალის უცხო სხეულები, ბრალდებულ ლ------------ის ხელიდან და სახიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, გი---------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში ნ-----–-----------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში (რომლებიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში)- განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ლ------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ერთ ლულიანი (---------) სისტემის სანადირო თოფი, ამოღებული ორ ლულიანი სანადირო თოფი (-------), 03 ცალი ვაზნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი გაუსროლელი ვაზნა (რომლებიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში)- გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს.

 

გე-–----------–---–ის ზედნაცვამი ტანსაცმელი: საცვალი, მაისური, სვიტრი, ჯინსის შარვალი, ქამარი, შავი ფერის ქურთუკი, სპორტული ფეხსაცმელი, ერთი წყვილი წინდა, ცხვირსახოცი, გე-–----------–---–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბიომეტრიული პასპორტი და მობილური ტელეფონი (რომლებიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში), ლ------------ისგან ამოღებული ზედნაცვამი ტანსაცმელი: ქურთუკი, მაისური, ჯინსის შარვალი, ტყავის ქამარი (ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში), BMW მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით O---------- (გადატანილია თ--–--ის ავტოსაჯარიმო ტერმინალზე) - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ--–--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ კაპანაძე