განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1181-19
(გამოძიების #-------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–-----------------,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ---------–---- (დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, მცხოვრები: თ---–------------–-----------–--------------–----------------
ადვოკატი - მ---------------,თარჯიმანი - ვ-----–-------------ი, ფ------------------ი,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ---------–---მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–------------–-----------–--------------–--------------ში, უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ წონით 0.3718 გრამი, ნ---------–---მა 2018 წლის 22 დეკემბერს ქ-------–--–------------–----------–---–--------------–--------------ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 600 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მოქალაქე რ-----–----------ზე.
1.2. ნ---------–---მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–------------–-----------–--------------–--------------ში, უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ წონით 0.5781 გრამი, ნ---------–---მა 2019 წლის 16 იანვარს ქ-------–--–------------–----------–---–--------------–--------------ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 400 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მოქალაქე რ-----–----------ზე.
1.3. ნ---------–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა ქ-------–------------–-----------–--------------–--------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ წონით 0.0121 გრამის ოდენობით, 2019 წლის 30 იანვარს ამოღებულ იქნა ნ---------–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ნ---------–---მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ წონით 0.0121 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა ქ-------–------------–-----------–--------------–--------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2019 წლის 30 იანვარს ამოღებულ იქნა ნ---------–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
2.2. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ნ---------–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და 2018 წლის 22 დეკემბერს/2019 წლის 16 იანვარს გასაღების ფაქტები.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ეპიზოდი
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ---------–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს გარდა ნ---------–----ს აღიარებითი ჩვენებისა წარმოუდგინა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, მოწმეების - მ-----–------–-–---–-სა და ს----–---------–----ს ჩვენებები, 2019 წლის 31 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის #3----------ქრ დასკვნა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება (ნარკოტიკული საშუალება).
3.5. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვის ეპიზოდთან მიმართებით (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) ბრალდების მხარის მტკიცებულებები - ნ---------–----ს ბინის ჩხრეკის ოქმი და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე უდავო მტკიცებულებების სტატუსით.
3.6. 2019 წლის 30 იანვრის ნ---------–----ს ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ მისი ბინიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა 8 ცალი მცირე ზომის შუშის ქილა მუქი ფერის ნალექით. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
3.7. გამომძიებლებმა - ს----–---------–---მა და მ-----–------–-–---–მა დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონთან შესაბამისობა, შედეგები და განმარტეს, რომ ბინის ჩხრეკაში მონაწილეობდა ბრალდებულის მეუღლე და თარჯიმანი. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით, შედგა სათანადო ოქმი და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.
3.8. 2019 წლის 31 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის #3----------ქრ დასკვნის თანახმად, რვა ცალ მინის ფლაკონში ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო წონამ შეადგინა 0.0121 გრამი.
3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ნ---------–---მა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვის ეპიზოდში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას და ინახავდა პირადი მოხმარებისათვის.
3.10. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბინის ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდებულ ნ---------–----ს აღიარებითი ჩვენება (ბრალდების ამ ნაწილში) და გამომძიებელების - ს----–---------–----სა და მ-----–------–-–---–-ს ჩვენებები ქმნიან უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც თანხვედრაშია ერთმანეთთან, თანმიმდევრულია და ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ნ---------–---მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით 0.0121 გრამი, რაც ამოღებული იქნა მისი სახლის (ქ-------–------------–-----------–--------------–-------------) ჩხრეკის შედეგად.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ეპიზოდები
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ნ---------–----ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტების (2018 წლის 22 დეკემბრისა და 2019 წლის 16 იანვრის ეპიზოდები) დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა მოწმე რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების - ა----–--–---–---–-ს, მ-----–------–-–---–-სა და ს----–---------–----ს ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გაშიფრული ტექსტით, ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები.
3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად იქნა მიღებული - ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები, ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების ოქმები, კერძოდ:
3.13. 2018 წლის 22 დეკემბრის ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების ოქმებით დგინდება, რომ რ-----–----------ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 600 ლარის ოდენობით. 2019 წლის 16 იანვარის ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების ოქმის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, რ-----–----------ს გადაეცა ფულადი თანხა 400 ლარის ოდენობით.
2.14. 2018 წლის 22 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, რ-----–----------ისგან ამოღებულ იქნა, მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკში ორ პაკეტად დაფასოებული ნივთიერება. 2019 წლის 16 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, რ-----–----------ისგან ამოღებულ იქნა ი------------ პოლიეთილენის პარკში ორ ცალად დაფასოებული ნივთიერება. ამოღებული ნივთები დაილუქა და ლუქზე შესრულდა ხელმოწერები.
2.15. 2018 წლის 23 დეკემბრის #3--------------- დასკვნის თანახმად, ყვითელ გამჭვირვალე პოლიეთილენის ორმაგ ნაჭერში ორ ცალად დაფასოებული ყავისფერი ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, წონით 0,3718 გრამი.
2.16. 2019 წლის 17 იანვრის #1------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რ-----–----------ისგან ამოღებული, ორ ცალ ი------------ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ წონა შეადგენს 0.5781 გრამს.
3.17. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების ოქმებით, ამოღების ოქმებითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ რ-----–----------ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 600 ლარისა და 400 ლარის ოდენობით. მოწმისგან 2018 წლის 22 დეკემბერსა და 2019 წლის 16 იანვარს ამოღებულ იქნა ორ - ორ შეკვრად დაფასოებული ნივთიერება, რომელიც შეიცავს 0.3718 გრამ და 0.5781 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს გარემოებები უტყუარად დასტურდება და სადავო არ არის, რის გამოც აღნიშნულზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ვისგან შეიძინა რ-----–----------მა 2018 წლის 22 დეკემბერსა და 2019 წლის 16 იანვარს ნარკოტიკული საშუალებები (ვინ არის ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი), შესაბამისად, სასამართლო დეტალურად შეაფასებს ამ გარემოებების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
მოწმეებმა (გამომძიებლებმა) - ა----–--–---–---–მა, მ-----–------–-–---–მა და ს----–---------–---მა დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა. მათი ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც შეეხება ნარკოტიკული საშუალების გასაღების (2018 წლის 22 დეკემბერსა და 2019 წლის 16 იანვარს) დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე დამატებით ყურადღებას არ გაამახვილებს.
3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის დროს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმები.
3.19. 2018 წლის 15 დეკემბრის რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დაახლოებით ერთი წელია მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელსაც ყიდულობს ქ-------–--–-, ს------–----------–-–ი მცხოვრებ ნ---------–----სგან. ბრალდებული შემთხვევით გაიცნო. გაესაუბრა ნ---------–---ს, რა დროსაც ბრალდებულმა შესთავაზა ე.წ. „სირეცი“, იგივე „ჰეროინი“. თანხმობის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა წაიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, ქ-------–--–----------–----------–-–--------------–--------------ში, სადაც 200 ლარის სანაცვლოდ გადასცა ერთ ე.წ. „ბაშად“ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. ნ---------–---მა ჩააწერინა მობილური ტელეფონის ნომერი (5-----------), რომელზეც რ-----–----------ი თავისი ტელეფონის ნომრით (5------------ ურეკავდა იმ შემთხვევაში, როდესაც სურდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. თვითონ მოისურვა გამოძიებასთან თანამშრომლობა და თანახმაა ნ---------–----სგან განახორციელოს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა.
3.20. 2018 წლის 22 დეკემბრის რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ქ-------–--–----------–----------–-–--------------–-----------------–---ში, 2018 წლის 22 დეკემბერს შეხვდა ნ---------–---ს. შეხვედრაზე ბრალდებული მივიდა „ჰ--------------“ მარკის, შავი ფერის ავტომანქანით. ჩაჯდა მანქანაში, სადაც ნ---------–---ს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადასცა ფულადი თანხა - 600 ლარი. ბრალდებული იჯდა ავტომანქანის საჭესთან, ხოლო გვერდით სავარძელზე იჯდა მისთვის უცნობი მამაკაცი. ფულადი თანხის გადაცემის შემდეგ გადავიდა მანქანიდან და დაელოდა ნ---------–---ს. თანხის გადაცემიდან დაახლოებით 10 წუთში დაურეკა ბრალდებულმა და მის საცხოვრებელ სახლთან მისვლა სთხოვა. სწრაფად მივიდა ნ---------–----ს სახლთან, რომელსაც ბ-------ს მესერი და შ-----------ი კარი ჰქონდა. ბრალდებულმა კარებიდან გააწოდა სიგარეტის კოლოფი, სადაც მოთავსებული იყო ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება. შეძენის შემდეგ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება გადასცა გამომძიებელს, რომელმაც დალუქა და შეადგინა შესაბამისი ოქმი.
3.21. 2019 წლის 16 იანვრის რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს რ-----–----------მა ნ---------–----სგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: დაურეკა ბრალდებულს მობილურ ტელეფონზე, შეხვდა ს------–----------–-–ი, ფულადი თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული წავიდა ნარკოტიკული საშუალების მისატანად. დაახლოებით 10 წუთში დაურეკა ნ---------–---მა და თავის სახლთან მისვლა სთხოვა. ფეხით მივიდა ნ---------–----ს საცხოვრებელ სახლთან, დაუძახა „ნ------“, რა დროსაც სახლის ეზოდან გამოყო ხელი და გადასცა ორ ბაშად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც შეხვეული იყო ი------------ პარკში. შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მისგან იმავე დღეს ამოიღო გამომძიებელმა. ნარკოტიკული საშუალებების შეძენა გადაიღო ფარულად.
3.22. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
3.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
3.24. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე (იხ.: Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).
2.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყველა შემთხვევაში გამოძიების ეტაპზე შედგენილი გამოკითხვის ოქმის გამოყენებას შეუთავსებლად არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან, თუმცა ბრალდებულის ამ უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე აწესებს რამდენიმე კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს ასეთი გამოკითხვის ოქმის გამოყენების შეთავსებადობა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრეცედენტულ გადაწყვეტილებებში ადგენს სამ კრიტერიუმს, რომელიც მნიშვნელოვანია შეფასდეს არგამოცხადებული მოწმის ჩვენების გამოყენებასთან მიმართებით, კერძოდ: 1. არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუკვლეველი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი; 2. დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი; 3. სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუკვლეველი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო (ix.: CASE OF SCHATSCHASCHWILI v. GERMANY, [GC], (no. 9154/10 ), 15 December 2015, პარ. 107). წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვის უფლება შეიძლება დაირღვეს იმ ხარისხით, რომელიც შეუთავსებელია მე-6 მუხლთან (ე.წ. ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულების წესი).
აღსანიშნავია, რომ მოწმეთათვის ისეთ პირობებში ჩამორთმეული ჩვენებები, როდესაც დაცვის უფლებები ვერ იქნა გარანტირებული ისეთ დონემდე, რასაც კონვენცია მოითხოვს, უაღრესი სიფრთხილით უნდა იქნას განხილული (S.N. v. Sweden, § 53; Doorson v. the Netherlands, § 76).
3.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების (2018 წლის 22 დეკემბერსა და 2019 წლის 16 იანვრის ეპიზოდები) დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმი, ხოლო საქმეში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ნ---------–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენას, შენახვასა და გასაღებას. ბრალდების მხარის მტკიცება ნარკოტიკული საშუალებების გასაღების თაობაზე ძირითადად ეფუძნება მოწმის გამოკითხვის ოქმს, რომელიც სხდომაზე არ დაკითხულა, ხოლო სხვა სრულფასოვანი, უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დამოუკიდებლად აღებული დაადასტურებდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას), სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, მხოლოდ რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმი არ არის საკმარისი ბრალდების ამ ნაწილში ნ---------–----ს დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:
3.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა აუდიო ჩანაწერები, რომლებსაც სასამართლო ორ ნაწილად შესაფასებს: 1. აუდიო ჩანაწერები, რომელზეც გამოძიების ვერსიით საუბრობს ნ---------–---- და გამოძიებით დაუდგენელი პირი; 2. აუდიო ჩანაწერები, რომელზეც გამოძიების ვერსიით საუბრობენ ნ---------–---- და რ-----–----------ი.
3.28. სასამართლო თავდაპირველად აფასებს აუდიო ჩანაწერებს, რომელზეც გამოძიების ვერსიით საუბრობს ნ---------–---- და გამოძიებით დაუდგენელი პირი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მობილური ტელეფონის ნომერი 5-----------, გამოძიების ვერსიით ეკუთვნის ნ---------–---ს და სასამართლოში წარმოდგენილ სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერებში საუბრობს ნ---------–----, რაც გარდა მოწმე რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმისა (არ დაკითხულა სასამართლო სხდომაზე), სხვა რაიმე მტკიცებულებით ვერ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ გამოძიების ეტაპზე ტელეფონის ნომერზე 5----------- სატელეფონო საუბრების მიყურადება ჩაწერის შესახებ განჩინება გაიცა კანონიერად დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, თუმცა კონკრეტული ტელეფონის ნომრის ნ---------–----სათვის კუთვნილების საკითხის უტყუარად დადგენა საქმის არსებითად განხილვის დროს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეუძლებელია მხოლოდ მოწმის გამოკითხვის ოქმის საფუძველზე, რომელიც არ დაკითხულა სასამართლო სხდომაზე. ამდენად, ტელეფონის ნომერი 5----------- ეკუთვნის თუ არა ნამდვილად ნ---------–---ს წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე არ ჩატარებულა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა ტელეფონის ნომრის ნ---------–----სადმი კუთვნილება და სატელეფონო კომუნიკაციაში მისი მონაწილეობა. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ უტყუარად დადგინდებოდა ფარულ აუდიო ჩანაწერებში (ფონოგრამის ნომრები: 1---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------) ნ---------–----ს საუბარი გამოძიებით დაუდგენელ პირთან, აუდიო ჩანაწერების შინაარსით მაინც შეუძლებელი იქნებოდა უტყუარად დადგინილიყო, რომ კომუნიკაციის მონაწილეები საუბრობენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაზე (აუდიო ჩანაწერების უმრავლესობა შეეხება საყოფაცხოვრებო საკითხებს). ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბრალდების მხარე ბრალდებულ ნ---------–---ს არ ედავება დაუდგენელ პირზე ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, შესაბამისად, აღნიშნული აუდიო ჩანაწერები არარელევანტურია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებასთან მიმართებით, რის გამოც სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას დამატებით არ გაამახვილებს.
3.29. რაც შეეხება აუდიო ჩანაწერებს (ფონოგრამის ნომრები: 4--------------------------------------------------------------------------------------------------------), რომელშიც გამოძიების ვერსიით საუბრობენ ნ---------–---- და რ-----–----------ი, სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ მობილური ტელეფონის ნომერი 5----------- დანამდვილებით ეკუთვნის თუ არა ნ---------–---ს და აუდიო ჩანაწერებში საუბრობს თუ არა ნ---------–----, გარდა მოწმე რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმისა (არ დაკითხულა სასამართლო სხდომაზე), სხვა რაიმე მტკიცებულებით ვერ დასტურდება. მხოლოდ მოწმის გამოკითხვის ოქმის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეუძლებელია დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ტელეფონის ნომრის (5-----------) კუთვნილება ნ---------–----სადმი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ არც ამ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე ჩატარებულა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა ტელეფონის ნომრის ნ---------–----სადმი კუთვნილება და სატელეფონო კომუნიკაციაში ბრალდებულის მონაწილეობა. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ უტყუარად დადგინდებოდა ფარულ აუდიო ჩანაწერებში ნ---------–----ს საუბარი რ-----–----------თან, აუდიო ჩანაწერების შინაარსით მაინც შეუძლებელი იქნებოდა უტყუარად დადგენილიყო, რომ კომუნიკაციის მონაწილეები საუბრობენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაზე. შესაძლოა საუბრის შინაარსი აჩენს ეჭვებს ნარკოტიკული საშუალების გასაღების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა უტყუარად შეუძლებელია ფარული აუდიო ჩანაწერებით დადგინდეს, რომ საუბარი შეეხებ ნარკოტიკული საშუალების ნ---------–----ს მიერ რ-----–----------ზე გასაღებას. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აუდიო ჩანაწერში ნახსენები არის სახელი ნ------ი, კომუნიკაციაში მონაწილე პირის იდენტიფიცირებას ბრალდების მხარე შეეცადა მხოლოდ მოწმე რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით (მხოლოდ ერთი წყაროდან მომდინარე ინფორმაციას ეყრდნობა), რაც არ ქმნის უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას აუდიო ჩანაწერში დაფიქსირებული კომუნიკაციის მონაწილის იდენტიფიცირების თვალსაზრისით.
3.30. 2018 წლის 22 დეკემბრის ფარული ვიდეო ჩანაწერისა და მისი გაშიფრული ტექსტის თანახმად (R--------) ავტომანქანის უკანა სავარძელში ჯდება მამაკაცი, გამოძიების ვერსიით რ-----–----------ი, რომელიც ესაუბრება ავტომანქანის წინა სავარძელში მსხდომ მამაკაცებს, ითვლის თანხას და აწვდის ავტომანქანაში წინა მარჯვენა სავარძელზე მჯდომ მამაკაცს (მანქანაში მჯდომი არცერთი პირის სახე ვიდეოჩანაწერში არ ჩანს). ნ------ რამდენ ხანში კითხულობს ერთ-ერთი მამაკაცი, ხოლო მეორე პასუხობს ,,ხ---- წუთში“ (ვინ სვამს კითხვას და ვინ პასუხობს ვიდეო-აუდიო ჩანაწერიდან ამ საკითხის გარკვევა შეუძლებელია). პიროვნება, რომელიც ახორციელებს ვიდეო გადაღებას გადადის ავტომანქანიდან.
3.31. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერში არ ჩანს კომუნიკაციის მონაწილე არცერთი პირის სახე (მათ შორის წინა სავარძელზე მჯდომი პირების სახეები) და, შესაბამისად, ვიზუალურად რომელიმე პირის იდენტიფიცირება ვიდეოჩანაწერის თანახმად ობიექტურად შეუძლებელია. მოსაუბრეები არ ახსენებენ ნარკოტიკულ საშუალებას, არ საუბრობენ მისი შეძენის ან გასაღების თაობაზე, ასევე არ საუბრობენ იმგვარ გარემოებაზე, რაც არა უტყუარად, არამედ, ირიბად მაინც მიანიშნებს ფულის გადაცემის მიზეზზე. ჩანაწერიდან აშკარად გამოკვეთილია, რომ რ-----–----------ი, რომელიც ახორციელებს ვიდეო ჩაწერას გადასცემს თანხას წინ მჯდომ პირს, თუმცა აღნიშნული პირი არის თუ არა ნ---------–---- ვიდეოჩანაწერით არ დგინდება. ჩანაწერში ასევე ფიგურირებს სახელი ნ------ი, თუმცა რომელი პირი, რომელს მიმართავს და ვინმე ,,ნ------ი“ არის თუ არა ბრალდებული ნ---------–---- ჩანაწერით არ დგინდება. ასევე დაუდგენელია რისთვის გადასცემს რ-----–----------ი ავტომანქანის წინა სავარძელში მჯდომ პირს თანხას (ვიდეო-აუდიო ჩანაწერიდან არ გამომდინარეობს აღნიშნული ფული განკუთვნილია ნარკოტიკული საშუალების შესაძენად თუ სხვა მიზნით). ერთადერთი მოწმე (წყარო), რომლის გამოკითხვის ოქმითაც დგინდება ავტომანქანაში ნ---------–----ს ყოფნა, არის რ-----–----------ი, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა და მისი გამოკითხვის ოქმი არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას ამ ფაქტობრივი გარემოების უტყუარად დადგენის თვალსაზრისით. ამასთან, ბრალდების ამ ნაწილში საქმეზე არ მოიპოვება ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექპერტიზის დასკვნები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კომუნიკაციაში მონაწილე პირების უტყუარად იდენტიფიცირება.
3.32. 2018 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული R-------- ვიდეო ჩანაწერის თანახმად, მამაკაცი (გამოძიების ვერსიით რ-----–----------ი) მიუყვება კერო სახლებით დასახლებულ ქუჩას, ჩერდება ჭიშკართან, იძახის „ბიჭო“, რის შემდეგაც ჭიშკარსა და კედელს შორის ვიღაც აწვდის სიგარეტის კოლოფის მსგავსს თ------ ფერის საგანს, მამაკაცი ართმევს, მადლობას უხდის და ტოვებს იქაურობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეო-აუდიო ჩანაწერით არ დგინდება ვის სახლთან მივიდა რ-----–----------ი, ვინ გააღო კარი, ვინ გამოაწოდა სიგარეტის კოლოფი და რა არის შიგნით მოთავსებული. ამდენად, 2018 წლის 22 დეკემბრის ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით არც პირდაპირ და არც ირიბად არ დგინდება ნ---------–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. ბრალდების ამ ნაწილში წარმოდგენილი მხოლოდ ერთი მტკიცებულება - რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმი (არ დაკითხულა სასამართლო სხდომაზე) არ არის საკმარისი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტის უტყუარად დასადგენად.
3.33. 2019 წლის 16 იანვრით დათარიღებული ვიდეოჩანაწერის გაშიფრული ტექსტისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, კადრში ფიქსირდება რაიონის ტიპის დასახლება. მამაკაცი დგას და ელოდება ვიღაცას. რამდენიმე წუთში მასთან მიდის მეორე მამაკაცი. ესალმებიან ერთმანეთს და სხდებიან „H----------ის“ მარკის შავი ფერის ავტომობილში. მარცხენა მხარეს ასევე ფიქსირდება უცხო მამაკაცი. გამოძიების ვერსიით რ-----–----------ი დაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე და თანხა გადასცა ავტომანქანაში მჯდომ მამაკაცს. მამაკაცები საუბრობენ ვინმე „გ----–-ს“ ოჯახზე, რომლის წევრებიც დაიჭირეს პოლიციის თანამშრომლებმა. რ-----–----------ი გადადის მანქანიდან და ელოდება.
რ-----–----------ი რეკავს ტელეფონზე და საუბრობს: ,,ჰო ძმაოჯან მოვდივარ, იქ შევალ და წამოვალ, იქ რაღაცა უნდა იმას ვქნა და მაგიტო, რამენაირად შემიყვანე რაა, აბა რა ვქნა მე, ორი ცალი არ არის? ხოდა ეგ მინდა, რომ სადმე შევინახო, განვათავსო და წავიდე მერე. ასე რომ არ იმას ვქნა, აბა რა ვქა მე? მოვდივარ შემოგევლე“. რ-----–----------მა გაიარა ვიწრო ქუჩა, მიაკაკუნა ერთ კერძო სახლის შავი ფერის რკინის კარზე, დაიძახა „ნ------.“ კედლიდან გამოჩნდა ხელის კიდურები და თითები, რომელმაც მამაკაცს გადასცა ორი ცალი ი------------ პარკში გახვეული პატარა ზომის სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. მამაკაცმა გამოართვა „ბაშები“, დაემშვიდობა და გააგრძელა ვიწრო ქუჩაზე სიარული.
3.34. საქართველოს შს სამინისტროს 2019 წლის 16 სექტემბრის #3---- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამიდან ამოღებული ფოტოსურათი და ექსპერტიზის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზიდან ჩამოტვირთული ნ---------------–--------–----ს ფოტოსურათი, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და მონაცემთა ბაზიდან ჩამოტვირთულ ნ---------------–--------–----ს ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების გამოსახულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ---------–----ს იდენტიფიცირება ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განხორციელდა მხოლოდ ქუჩაში რ-----–----------თან შეხვედრის დროს. ამ მონაკვეთში არც საუბარი და არც გადაღებული კადრები არ მიუთითებს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ან ასეთის მცდელობის ფაქტზე. ვიდეო ჩანაწერის სხვა ნაწილში (მათ შორის ავტომანქანაში და სადავო ნივთის გადაცემის დროსაც) ნ---------–----ს სახე დაფიქსირებული არ არის და, შესაბამისად, არც ექსპერტიზის დასკვნით დგინდება შეხვედრაში მონაწილე პირების ვინაობა.
3.35. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეო-აუდიო ჩანაწერიდან არ დგინდება და გაურკვეველი დარჩა, რისთვის გადასცემს რ-----–----------ი ავტომანქანაში მყოფ პირს ფულად თანხას. ვიდეოჩანაწერის გაშიფრულ ტექსტში და დათვალიერების ოქმში მტკიცებით ფორმაში მითითებული გარემოება, რომ მამაკაცი, რომელიც შეხვდა რ-----–----------ს ჯდება ავტომანქანაში, რაც ვიდეოჩანაწერიდან ერთმნიშვნელოვნად არ გამომდინარეობს. სასამართლოს შეფასებით ავტომანქანის საჭესთან სავარაუდოდ ჯდება იგივე მამაკაცი, რომელიც შეხვდა რ-----–----------ს, თუმცა აღნიშნულის უტყუარად დადგენა შეუძლებელია ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე (ჩაწერა განხორციელებულია იმგვარი რაკურსით, რომ ავტომანქანაში ჩაჯდომის ფაქტი მკაფიოდ არ ჩანს და შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოითქვას მხოლოდ ვარაუდი). აღსანიშნავია, რომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და მის საფუძველზე ნ---------–----ს იდენტიფიცირება შეეხება ქუჩაში რ-----–----------თან შეხვედრის მომენტს, თუმცა უტყუარად იმ ფაქტის დადგენა ჯდება თუ არა ნ---------–---- ავტომანქანაში (თუ ჯდება სხვა პირი), შეუძლებელია, ვინაიდან ავტომანქანაში წინა სავარძელზე მჯდომი პირების სახეები ვიდეოჩანაწერში არ ჩანს და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ავტომანქანაში მჯდომი პირის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს (დასკვნაში ნ---------–----ს იდენტიფიცირება შეეხება მხოლოდ ქუჩაში რ-----–----------თან შეხვედრის მომენტს, როდესაც წამიერად ფიქსირდება ნ---------–----ს სახე. ვიდეოჩანაწერის სხვა ნაწილში ექსპერტიზა ნ---------–----ს იდენტიფიცირებას ვერ ახდენს). ავტომანქანაში პირების ჩაჯდომიდან ვიდეოჩანაწერის დასრულებამდე (ორი შეკვრის გადაცემის ჩათვლით) არ ფიქსირდება ადამიანის სახე, რომელიც არის ნ---------–----. სრულიად გაურკვეველია კარიდან ვინ აწვდის ორ შეკვრას რ-----–----------ს, ვინაიდან კადრში ჩანს მხოლოდ ადამიანის ხელის მტევანი და არ ჩანს სხეულის სხვა ნაწილები (მათ შორის სახე). ამასთან, აუდიო ჩანაწერის თანახმად, არც პირდაპირ და არც ირიბად არ დგინდება რისთვის გადასცემს ფულად თანხას რ-----–----------ი ავტომანქანაში მჯდომ პირს. რ-----–----------ის სატელეფონო საუბარზე (დაფიქსირებულია ვიდეო-აუდიო ჩანაწერში), შესაძლოა გაჩნდეს მხოლოდ ეჭვი და ვარაუდი აკრძალული ნივთის შენახვასთან დაკავშირებით, თუმცა უტყუარად იმის დადგენა ეს ნივთი არის ნარკოტიკული საშუალება თუ სხვა ნივთი შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ბრალდების ამ ნაწილში საქმეზე არ მოიპოვება ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კომუნიკაციაში მონაწილე პირების უტყუარად იდენტიფიცირება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ვიდეო-აუდიო ჩანაწერის ბოლო ნაწილში ნახსენები არის სახელი ნ------ი (ქუჩაში მიმავალმა რ-----–----------მა ერთ-ერთი სახლის კართან დაიძახა სახელი ნ------ი), ამ პირის იდენტიფიცირებას ბრალდების მხარე შეეცადა მხოლოდ მოწმე რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით (ეყრდნობა მხოლოდ ერთი წყაროდან მომდინარე ინფორმაციას), რაც არც ამ შემთხვევაში ქმნის უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას პირის იდენტიფიცირების თვალსაზრისით. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ვიდეო-აუდიო ჩანაწერის გაშიფრულ ტექსტში დაფიქსირებული რ-----–----------ის სიტყვები (,,ჰო ძმაოჯან მოვდივარ, იქ შევალ და წამოვალ, იქ რაღაცა უნდა იმას ვქნა და მაგიტო...“), საერთოდ გაურკვეველს და ბუნდოვანს ხდის საქმის ვითარებას, ვინაიდან მისივე განმარტებით უნდა შეხვედროდა მხოლოდ ნ---------–---ს, მაგრამ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში ახსენებს კიდევ სხვაგან შესვლას და რაღაცის გაკეთებას (გაურკვეველია რ-----–----------ი მიდის იმ ადგილზე, რასაც ვიდეო-აუდიო ჩანაწერში ახსენებს, თუ მიდის იმ ადამიანთან, ვისაც ტელეფონზე ესაუბრებოდა).
3.36. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად ვიდეო-აუდიო ჩანაწერების გაშიფრული ტექსტებისა და დათვალიერების ოქმების შეფასებისა, ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა თარჯიმანმა ჩანაწერების დაბალი ხარისხის გამო მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ თარგმნა, რაც დამატებით კითხვებს აჩენს საუბრების შინაარსის რეალურობასთან დაკავშირებითაც.
3.37. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მითითებაზე, რომ ნ---------–---- ყველა შეხვედრის დროს მოძრაობდა ერთი და იმავე ,,ჰ--------------“ მარკის შავი ავტომანქანით (ნომერი N------), რომელიც მას ეკუთვნის და რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირი რომელიც ამ მანქანით ხვდებოდა რ-----–----------ს და ასაღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს არის ნ---------–----. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ბრალდების მხარის მტკიცება ეფუძნება რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმს, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც პროკურორი დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ავტომანქანით სარგებლობს ნ---------–----, საქმის არსებითად განხილვის დროს არ გამოკვლეულა. ,,ჰ--------------“ მარკის ავტომანქანა (ნომერი N------) სსიპ მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 მარტის წერილის თანახმად, რეგისტრირებულია ნ------–----ს სახელზე. მოწმე ნ------–---- ბრალდების მხარეს სასამართლო სხდომაზე არ დაუკითხავს (მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან), შესაბამისად, მის გამოკითხვის ოქმს სასამართლო ვერ გამოიყენებს რაიმე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად. აღსანიშნავია, რომ სსიპ მომსახურების სააგენტოს წერილის თანახმად, ნ---------–---ზე რეგისტრირებულია სხვა ავტომანქანა. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ ერთი პირის გამოკითხვის ოქმის საფუძველზე დაადგინოს, რომ შავი ფერის ავტომანქანა ,,ჰ-------------“ (ნომერი N------) ეკუთვნის ნ---------–---ს (სარგებლობდა ნ---------–----) და დაასკვნას, რომ ამ ავტომანქანით რ-----–----------ს შეხვდა ნ---------–---- და შემდგომში გაასაღა ნარკოტიკული საშუალებები.
3.38. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-----–----------ის გამოკითხვის ოქმები და ფარული აუდიო/ვიდეო ჩანაწერები არ ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დაადასტურებდა ნ---------–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტებს. არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა (მათ შორის იმ პირობებში, როდესაც რ-----–----------ი სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა), სასამართლოს ართმევს სამართლებრივ შესაძლებლობას, უტყუარად დადგენილად მიიჩნიოს 2018 წლის 22 დეკემბერსა და 2019 წლის 16 იანვარს ნ---------–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები.
3.39. ბრალდებულმა ნ---------–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და დაადასტურა, რომ 2019 წლის 30 იანვარს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მინის ფლაკონები, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალების ნარჩენები, მას ეკუთნოდა. ნ---------–---მა ასევე აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში მონაწილეობა არ მიუღია, რ-----–----------ს არ იცნობს და მასთან ურთიერთობა არ ჰქონია. 2018 წლის 22 დეკემბერსა და 2019 წლის 16 იანვარს, აღნიშნულ მამაკაცს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით არ შეხვედრია. ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებული „ჰ-------------“ ვის ეკუთვნის მისთვის უცნობია. მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი თ------ ფერისა. მიუხედავად იმისა, რომ რ-----–----------ს არ იცნობს, შესაძლოა მას ს-----–-ს „ბირჟაზე“ მიესალმა.
3.40. სასამართლომ ასევე გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, დამოუკიდებელი სასამართლო-ექსპერტიზის ცენტრი „ა-–-------------“ 2019 წლის 10 აპრილის #3---- ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, პირველ ჩანაწერში არ ჩანს რაიმე ნივთის გადაცემის მომენტი, დაფიქსირებულია მხოლოდ თანხის გადაცემა, მაგრამ არ ჩანს პიროვნება, კადრში აღბეჭდილია მხოლოდ უკან გამოწეული ხელის მტევანი, რომელსაც აგენტი მამაკაცი თანხას გადასცემს. მეორე ჩანაწერში არ ჩანს რაიმე ნივთის ან თანხის გადაცემის მომენტი, დაფიქსირებულია მხოლოდ აგენტი მამაკაცის ხელები, ტელეფონის ხელიდან ხელში გადატანის მომენტში და დაუდგენელი პირის ხელის თითები სიგარეტის კოლოფით.
I- DVD დისკზე ჩაწერილ ვიდეოჩანაწერში არ ჩანს პიროვნება, რომელსაც აგენტი მამაკაცი გადასცემს თანხას, დაფიქსირებულია მხოლოდ მისი ხელი.
I- DVD დისკზე არსებულ ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს პიროვნება, რომლისგანაც აგენტი მამაკაცი იღებს მცირე ზომის ი------- პაკეტებს, დაფიქსირებულია მხოლოდ მისი ხელი.
ექსპერტმა მ-------------–---–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.41. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები შეეხება ბრალდებულის უდანაშაულობის მტკიცებას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ნ---------–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის, გასაღების ფაქტები (2018 წლის 22 დეკემბერსა და 2019 წლის 16 იანვრის ეპიზოდები), სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების შინაარსზე დამატებით აღარ იმსჯელებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში, შენახვაში და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის ბრალდებულის აღიარებით ჩვენებით, უტყუარად დადასტურდა ნ---------–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტი, კერძოდ, 2019 წლის 30 იანვარს, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს „ჰეროინს“ წონით - 0.0121 გრამს.
4.3. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 0,2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ---------–----ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება, რომელშიც ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს 0,0121 გრამს, რაც ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.
4.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ---------–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
4.5. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ეპიზოდებს (2018 წლის 22 დეკემბრისა და 2019 წლის 16 იანვარის ეპიზოდები), ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ---------–----ს მიერ დანაშაულის ჩადენას და საკმარისი იქნებოდა ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
4.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).
4.9. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.10. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
4.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2018 წლის 22 დეკემბრისა და 2019 წლის 16 იანვარის ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ეპიზოდებში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ---------–----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი ბრალდების ამ ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც ნ---------–---ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ნ---------–----ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ნ---------–----ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და არის მომეტებული საშიშროების მატარებელი), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (ნ---------–---- თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის უმუშევარი, აქვს არასრული საშუალო განათლება, ჰყავს ოჯახი), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ნ---------–----ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულის აღიარებას და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნ---------–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ნ---------–----ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
§ ნარკოტიკული საშუალებები, მინის ფლაკონები, ანაწმენდები, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი პარკები და ნ---------–----ს ნერწყვის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
§ ნ---------–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, პისტოლეტი და ვაზნები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
§ ელექტრონული დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---------–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 დეკემბრისა და 2019 წლის 16 იანვრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.
2. ნ---------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ნ---------–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნ---------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 იანვრიდან.
5. ნ---------–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
§ ნარკოტიკული საშუალებები, მინის ფლაკონები, ანაწმენდები, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი პარკები და ნ---------–----ს ნერწყვის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
§ ნ---------–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, პისტოლეტი და ვაზნები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
§ ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი