განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2188-18
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - გ---–--–---–-–---–--------------------–---–-,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ხ-------------–- (დაბადებული - 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–----–------------–---------------ში),ადვოკატი - მ--------–-----,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 111-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სსკ-ის 111-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები; 3. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები.
დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების - ორი და მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, განსაკუთრებული სისასტიკით; 3. განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 14 ნოემბერს, თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2--- წლის 3--------------ს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევი და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1--------–-ს განაჩენით სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი ხ-------------–- იმყოფებოდა ქ-------–--–-----------–--------ზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
1.2. 2017 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე ქ-------–--–-----------–-------- #2--ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, განქორწინებით განაწყენებული ხ-------------–- თავს დაესხა თავის ყოფილ მეუღლეს - ნ-----------–---–ს, ამ უკანასკნელის დედას - დ--–----–------ს და მამობილს - ვ----–-----------–---–ს, რომლებსაც ოჯახის სხვა წევრების თანდასწრებით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოებში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. ხ-------------–- დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებულები გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩენილ იქნა ნ-----------–---–ისა და ვ----–-----------–---–ის სიცოცხლე, ხოლო დ--–----–------ მკურნალობის მიუხედავად 2017 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხ-------------–-ს მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მკვლელობის, ოჯახის წევრების მკვლელობის მცდელობისა და ცივი იარაღის ტარების ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ------------------–---–-ს, დაზარალებულების - ნ-----------–---–ისა და ვ----–-----------–---–ის, მოწმეების - ა--------------–---–-ს, ნ--------------–---–-ს, მ----------------–-ს, მ---------------–-ს, ვ-–--------------–---–---ს, გ--------–--–---ს, დ-------------------ს, ლ-----------–---ს, ა---------–--------–---ს, გ-----------ს, გ---------------–---–-ს, კ--------–--–-–---–-ს, ჩვენებები, მ--------------–---–-ს, მ---------–---–---–-ს, ნ--------------ს, მ------–------ს, ა---------------ს, გ------------ს, დ--------------------ს, ი-----–--------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმები, ნიმუშის აღების ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ფიზიკო ტექნიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკების ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, ბოლნისის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენები.
2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ხ-------------–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი - მ--------------–---–-ს, მ---------–---–---–-ს, ნ--------------ს, მ------–------ს, ა---------------ს, გ------------ს, დ--------------------ს და ი-----–--------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმები, ნიმუშის აღების ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ნ-----------–---–ისა და ვ----–-----------–---–ის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ფიზიკო - ტექნიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკების ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, ბოლნისის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
2.5. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების (სადავო და უდავო მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
2.6. ბრალდებულმა ხ-------------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ - აღიარა ცივი იარაღის ტარებისა და თავდაცვის მიზნით ოჯახის წევრებისთვის დანის გამოყენებით დაზიანებების მიყენების ფაქტები. ბრალდებულმა განმარტა, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქალიშვილი მ----------------–- მიიყვანა ბებიასთან - დ--–----–------სთან ქ-------–--–-----------–-------- 2--ში. ავტომანქანის გაჩერებას დაახლოებით 20-25 წუთი მოანდომა, რის შემდეგაც შევიდა საცხოვრებელ ბინაში ოჯახის წევრებთან დასალაპარაკებლად. ისინი ლოგინებზე იყვნენ წამოწოლილები, მაგრამ არ ეძინათ. მოსთხოვა მათ ამდგარიყვნენ და პასუხი გაეცათ კითხვებზე, რომლებიც შეეხებოდა ფულად თანხას და „ბავშვის გაყიდვის“ ამბავს. მოულოდნელად დაახლოებით ათი-თორმეტი ადამიანი დაესხა თავს, მათ შორის ვ----–-----------–---–ი და მისი შვილები, რომლებსაც ხელში დანები ეჭირათ. ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო დანა, რომელსაც მოგერიების მიზნით იქნევდა. აღნიშნულის შემდეგ მოხდა ის, რაც საქმეშია ასახული. დანა პირველად ვ----–-----------–---–ს უნდა მოხვედროდა. ზუსტად ვერ იხსენებს ვის რა დაზიანება მიაყენა. დანაშაული მისი ჩადენილია. ადასტურებს, რომ ვ----–-----------–---–ის ბინაში დანა ნამდვილად ჰქონდა ჯიბეში, თუმცა გამოძიების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი დანა მას არ ეკუთვნის. იცოდა, რომ აგრესიულ ადამიანებთან მიდიოდა სასაუბროდ და დანა ყოველი შემთხვევისთვის ჩაიდო ჯიბეში. ბინიდან გასულს არავინ შეხვედრია. სადავო თანხა 2- 000 აშშ დოლარს შეადგენს. დ--–----–------სთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. პროვოკაცია ვ----–-----------–---–მა მოუწყო. რაიმე სერიოზულ კონფლიქტს ან დაპირისპირებას ამ ფაქტამდე ადგილი არ ჰქონია.
2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხ-------------–მა დაადასტურა ცივი იარაღის ტარებისა და ოჯახის წევრების დანით დაჭრის ფაქტი. რაც შეეხება მის განმარტებას იმის თაობაზე, რომ დანას თავდაცვის მიზნით იქნევდა, არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება ხ-------------–-ს ქმედებები და მკვლელობის განზრახვა, კერძოდ:
2.8. დაზარალებულებმა - ვ----–-----------–---–მა, ნ-----------–---–მა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ------------------–---–მა, მოწმეებმა - მ---------------–მა, მ----------------–მა და ა--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, ღამის საათებში იყვნენ სახლში და იძინებდნენ. ბრალდებული ხ-------------–- შევიდა ქ-------–--–-----------–-------- 2--ში მდებარე ვ----–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში და ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანა რამოდენიმეჯერ დაარტყა ყოფილ მეუღლეს ნ-----------–---–ს, ყოფილი მეუღლის დედას - დ--–----–------ს და ყოფილი მეუღლის მამინაცვალს - ვ----–-----------–---–ს. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მომხდარის შესახებ შეატყობინეს პოლიციას. დაზარალებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა ვ----–-----------–---–ისა და ნ-----------–---–ის სიცოცხლის გადარჩენა, ხოლო დ--–----–------ 2017 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა.
2.9. მოწმე ნ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 14 ნოებერს, გვიან ღამით სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ქ-------–--–-----------–-------- #2--ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინას, რომ მიუახლოვდა, ოთახებში ანთებული შუქი დაინახა და ყვირილის ხმაც გაიგონა. ამ დროს შეამჩნია სახლიდან გამომავალი ყოფილი სიძე - ხ-------------–-, რომელიც მშრალი ხიდისკენ მიემართებოდა. დაუძახა ბრალდებულს, თუმცა იგი არ გაჩერდა. გაეკიდა ხ-------------–ს, მაგრამ სახლის ფანჯრიდან ვ----–-----------–---–ის ხმა გაიგონა (დამჭრაო), რის გამოც ბრალდებულს თავი დაანება და სახლში შევიდა. ბინაში თითქმის ყველა ოთახი სისხლით იყო მოსვრილი. ოჯახის სამ წევრს სხეულის სხვადასხვა მიდამოში ჭრილობები ჰქონდათ. ყველა მათგანი იძახდა, რომ ისინი ხ-------------–მა დაჭრა.
2.10. სასამართლო აფასებს დაზარალებულების - ვ----–-----------–---–ის, ნ-----------–---–ის, დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ------------------–---–-ს, მოწმეების - მ----------------–-ს, მ---------------–-ს, ა--------------–---–-სა და ნ--------------–---–-ს ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრულია, არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩვენებები სრულად აღადგენს 2017 წლის 14 ნოემბერს ქ-------–--–-----------–-------- #2--ში განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გვიან ღამით, ხ-------------–- შევიდა ვ----–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში და ყოველგვარი კონფლიქტისა და ურთიერთშელაპარაკების გარეშე, თანნაქონი დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ყოფილ მეუღლეს ნ-----------–---–ს, ყოფილი მეუღლის დედას - დ--–----–------სა და მამობილს ვ----–-----------–---–ს, რის შემდეგაც ჩქარი ბანიჯით გავიდა ბინიდან. სახლიდან გამოსული ხ-------------–- ასევე დაინახა ნ--------------–---–მაც. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ნ-----------–---–ი და ვ----–-----------–---–ი გადაურჩნენ სიკვდილს, ხოლო დ--–----–------ მიუხედავად მკურნალობისა 2017 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. რაც შეეხება ბრალდებულ ხ-------------–-ს ვერსიას, მასზე თავდასხმისა და მოგერიების მიზნით დანის მოქნევის თაობაზე, არალოგიკური/არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ბრალდებულმა განმარტა, რომ დაზარალებულების დაჭრას არ უძღვოდა რაიმე კონფლიქტი და დაპირისპირება, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ ქ-------–--–-----------–-------- #2--ში შესვლის შემდეგ უმიზეზოდ დაესხნენ თავს იქ მყოფი პირები და მხოლოდ მოგერიების მიზნით იქნევდა დანას. არადამაჯერებელია მისი განმარტება, ვინაიდან თუ რაიმე მიზეზი არ ჰქონდათ ნ-----------–---–სა და მის ოჯახის წევრებს, რატომ უნდა დასხმოდნენ თავს ხ-------------–ს. ამასთან, ნ-----------–---–მა, ვ----–-----------–---–მა, მ------ და მ----------------–ებმა, ა--------------–---–მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ხ-------------–- რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე თავს დაესხა ნ-----------–---–ს, დ--–----–------ს, ვ----–-----------–---–ს და სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მათ ხ-------------–ზე რაიმე ფორმის თავდასხმა არ განუხორციელებიათ.
2.11. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულების, დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დგინდება ხ-------------–-ს მიერ 2017 წლის 14 ნოემბერს ოჯახის სამი წევრის დაჭრის ფაქტი. რაც შეეხება ბრალდებულის განზრახვას, მისი ქმედების ხასიათსა და კვალიფიკაციას დამდგარ შედეგთან მიმართებით, აღნიშნულ გარემოებებს სასამართლო შეაფასებს ხ-------------–-ს ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
2.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ დ--–----–-----ის დაზიანებების ხარისხის, სიმძიმის განსაზღვრისა და გარდაცვალების მიზეზების სწორად დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს საქმის არსებითად განხილვისას დაკითხული ექიმების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტთა/სპეციალისტთა ჩვენებები, კერძოდ:
2.13. კლინიკა „ა-----–-----------–-ს“ ექიმმა რეანიმატოლოგმა - ანესთეზიოლოგმა დ------------------მა და ქირურგმა ვ-–--------------–---–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ დ--–----–------ კლინიკაში მოთავსდა 2017 წლის 14 ნოემბერს, მუცლის არეში დანით მიყენებული ჭრილობითა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებებით. პაციენტს ჩაუტარდა ყველა აუცილებელი გამოკვლევა და ოპერაცია. დ--–----–------ ოპერაციის შემდეგ გადაყვანილ იქნა რეანიმაციაში, სადაც ჩაუტარდა ანტიბიოტიკური მკურნალობა. მიუხედავად გაწეული მკურნალობისა, პაციენტს განუვითარდა პერიტონიტი და 2017 წლის 24 ნოემებრს განმეორებითი ოპერაციის ჩატარება გახდა აუცილებელი. დ--–----–------ს ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა, გამოკვლევა და მკურნალობა, თუმცა მიუხედავად ამისა 2017 წლის 1 დეკემბერს მაინც გარდაიცვალა.
2.14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2--------ს #0-------- დასკვნის თანახმად, მოქ. დ--–----–-----ის სიკვდილის მიზეზია მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა - დასწვრივი კოლინჯის დაზიანებით, გართულებული დიფუზური ჩირქოვან-ფიბრინული პერიტონიტით.
2.15. ექსპერტმა გ--------–--–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 3-----–---ს #0-------- კომისიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
§ ექსპერტიზის დასკვნა N0---------ის ჩანაწერებით, დ--–----–-----ის სიკვდილის მიზეზია მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა-დასწვრივი კოლინჯის დაზიანებით, გართულებული დიფუზიური ჩირქოვან-ფიბრინული პერიტონიტით. დ--–----–-----ის გვამის გამოკვლევით და წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით მას აღენიშნებოდა: ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე მარცხნივ (გვამის გამოკვლევის მონაცემებით ნაწიბური), ტერფის ძირიდან 104სმ.-ის მოშორებით, შემავალი მუცლის ღრუში - კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, მე-10 ნეკნის ზედა კიდის, პარიესული პერიტონეუმის, დასწვრივი კოლინჯის და მარცხენა თირკმლის ზედა პოლუსის დაზიანებით, სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის გასწვრივ (გართულებული დიფუზური ჩირქოვან-ფიბრინული პერიტონიტით), ჭრილობის არხის სიგრძით დაახლოებით 12 სმ, არხის მიმართულებით: წინიდან-უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ - აღნიშნული დაზიანება (ჭრილობა) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;
§ დ--–----–------ს ჰოსპიტალიზაციისას, ოპერაციის წინ, სწორად, დროულად და სრულად ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, მუცლის ღრუს კომპიუტერული კვლევის ჩათვლით დამატებით არანაირი კვლევის ჩატარება აღარ იყო საჭირო;
§ კლინიკაში შესვლისას დიაგნოზი დასმულია სწორად და დროულად, რაც დასტურდება იმით, რომ პირველი ოპერაცია ჩატარდა კლინიკაში შესვლიდან ერთ საათში და დადასტურდა წინასაოპერაციო დიაგნოზი;
§ დიაგნოზი პირველი ოპერაციის დროს სწორად და დროულად არის დასმული. ასევე სწორად და დროულად ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება პირველი ოპერაციის დროს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ რომ განმეორებითი ოპერაციის ჩვენება გვიან გამოვლინდა რამეთუ უკვე სახეზე იყო დიფუზური ფიბრინულ-ჩირქოვანი პერიტონიტი. გამოყენებული ოპერაციული ტაქტიკა სრულიად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს;
§ მეორე ოპერაცია - რელაპარატომია ჩაუტარდა ოპერაციიდან მე-10 დღეს, ვინაიდან მდგომარეობა დამძიმდა და აღინიშნა პერიტონიტის სიმპტომატიკა, მუცლის შებერვა, ექსტრაპერიტონიზირებულ ნაწლავის ადგილას მიტანილ დრენაჟიდან განავლოვანი გამონადენი. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერის მიხედვით რელაპარატომიისას აღმოჩნდა მარცხენა ლატერალურ ღარში 50 მლ თხირი, ჩირქოვანი გამონადენი, მაგრამ მუცლის ღრუში განავლოვანი გამონადენი არ აღინიშნება, მარცხნივ სუბდიაფრაგმულად ნანახი იქნა სქელი მყაყე სუნიანი ჩირქგროვა (სუბდიაფრაგმული აბსცესი) დახლოებით 200 მლ ჩათვალეს რომ აღნიშნული აბსცესი ჩამოყალიბდა ფართო რეტროპერიტონული ჰემატომის დაჩირქების გამო, რომელიც ნანახი იყო პირველი ოპერაციის დროს და რომელიც სავარაუდოდ თირკმლის ზედა პოლუსის დაზიანებით იყო განპირობებული. ექსტრაპერიტონიზირებულ დასწვრივ კოლინჯის გაკერილი უბნის ჩამოხსნის შემდეგ ინახა, რომ ადგილი აქვს ნაწლავის ნაკერების უკმარისობას, მიუხედავად იმისა რომ მუცლის ღრუში განავლოვანი მასები არ იღვრება (მისი გამოყოფა ხდება მთლიანად დრენაჟის მიტანის ადგილას გაკეთებული კანის განაკვეთიდან მუცლის მარცხენა გვერდით კედელზე) გაკეთდა დასწვრივი კოლინჯის მობილიზაცია, დაზიანებული უბნის რეზექცია დისტალური ნაწილი დაიხურა ყრუდ და პროქსიმალური ნაწილი გამოტანილ იქნა მარცხენა ფერდქვეშა არეში ერთლულიანი კოლოსტომის სახით. ჩატარებული ოპერაციის მოცულობა ორივე შემთხვევაში შესაძლებელია ჩაითავლოს არსებული პათოლოგიის ადექვატურად;
§ თუ ოპერაციიდან მე-10 დღეს განმეორებით რელაპარატომიის მიზეზი გახდა სუბდიაფრაგმალური აბსცესის გახსნა მუცლის ღრუში და აქედან გამოწვეული პერიტონიტი, მაშინ აღნიშნული სუბდიაფრაგმალური აბსცესი ვერ იქნა დროულად გამოვლენილი მისი ატიპიური მიმდინარეობის გამო. (რამოდნიმეჯერ ჩატარებული გულმკერდის რენტგენოსკოპიით, მუცლის ღღუს ექოსკოპიითა და რელაპარატომიის წინა დღეს ჩატარებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიით სუბდიაფრაგმალური აბსცესი არ გამოჩნდა). ამრიგად სახეზეა შეუსაბამობა წინასაოპერაციო გამოკვლევების შედეგებსა (სუბდიაფრაგმალური აბსცესი არ გამოვლენილა) ინტრაოპერაციულად აღმოჩენილ მდგომარეობას შორის (200 მლ მოცულობის მყაყე ჩირქოვანი სუბდიაფრაგმალური აბსცესი);
§ დ--–----–-----ის მკურნალობის პროცესში (ოპერაციების ან პოსტოპერაციული პერიოდის მართვისას) ადგილი არ ჰქონია საექიმო შეცდომას, რომელიც მიზეზობრივ კავშირში დგას დ--–----–-----ის სიკვდილთან. სავარაუდოდ გართულების დროული ამოუცნობლობის მიზეზი (სუბდიაფრაგფმალური აბსცესი ვერ იქნა ამოცნობილი ვიდრე იგი არ გაიხსნა მუცლის ღრუში და არ გამოიწვია პერიტონიტი) მისი ატიპიური მიმდინარეობაა. კერძოდ, სუბდიაფრაგმალური აბსცესი ვერ ინახა ვერც რამოდენიმეჯერ ჩატარებული რენტგენოგრაფიით და ვერც წინა დღეს ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით.
2.17. დ--–----–-----ის გვამის კომპლექსურ გამოკვლევაში მონაწილე ექსპერტებმა და სპეციალისტებმა - ლ-----------–---მ, კ--------–--–-–---–მა, გ---------------–---–მა, გ-----------მ და ა---------–--------–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ დ--–----–------ს ყველა სამედიცინო კვლევა, ორივე ოპერაცია და მკურნალობა ჩაუტარდა სწორად, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად. ექსპერტებმა გამორიცხეს მკურნალობის პროცესში საექიმო შეცდომა.
2.18. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ექიმებისა და ექსპერტთა ჩვენებებით ცალსახად დგინდება დ--–----–-----ისათვის მიყენებული ჭრილობების რაოდენობა, მათი მიმართულება, სიმძიმის ხარისხი და პაციენტის გარდაცვალების მიზეზი. დ--–----–------ კლინიკაში მოთავსდა მრავლობითი ჭრილობებით. მათ შორის ყველაზე მძიმე იყო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, მსხვილი ნაწლავის/კოლინჯის და თირკმლის დაზიანებით. აღნიშნული მტკიცებულებების მიხედვით, დ--–----–-----ის გარდაცვალების მიზეზია მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა - დასწვრივი კოლინჯის დაზიანებით, გართულებული დიფუზური ჩირქოვან-ფიბრინული პერიტონიტით. ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით გამოირიცხა საექიმო შეცდომა და დადასტურდა, რომ დ--–----–------ს ყველა სამედიცინო კვლევა, ორივე ოპერაცია და მკურნალობა ჩაუტარდა სწორად. ამდენად, ამ მიმართებით დაცვის მხარის აპელირება უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეზე არსებული მტკიცებულებების შინაარსიდან.
2.19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1------------ს #0-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერიზის დასკვნის თანახმად, ნ-----------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ტრავმული კანქვეშა ემფიზემა, მარცხენა მხრის სახსრის ნაკვეთი ჭრილობა, მხრის ძვლის თავის შემომხვევი წინა არტერიის დაზიანებით.
დაზიანება მარცხენა მხრის სახსრის ნაკვეთი ჭრილობის სახით, მხრის ძვლის თავის შემომხვევი წინა არტერიის დაზიანებით განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. დანარჩენი დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით.
ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ტრავმული კანქვეშა ემფიზემა (სამედიცინო დოკუმენტაციით ბეჭის მიდამოში არსებული ჭრილობა ჰემატომით), განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
იდაყვის არეში არსებული ჭრილობა და ღია ჭრილობა ყიფლიბანდის (თხემის) არეში, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით, თუ მოუშლელად, აღნიშნულის განსაზღვრა წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია.
დანარჩენი დაზიანებები (მხრის სახსრის მიდამოს, მხრის მიდამოს და ცალ-ცალკე, და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2.20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ქსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8--------ს #0-------- სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, ვ----–-----------–---–ს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა ნეკნთა რკალის დონეზე, შემავალი მუცლის ღრუში ღვიძლის მარცხენა წილის და კუჭის დაზიანებით; ასევე აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მე-2-3-ე ნეკნების დონეზე ბეჭის ხაზზე (ამავე სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით მარჯვენა ბეჭქვეშა მიდამოში).
დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
დაზიანება მარჯვენა ნეკნთა რკალის დონეზე არსებული, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მე-2-3-ე ნეკნების დონეზე ბეჭის ხაზზე (ამავე სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით მარჯვენა ბეჭქვეშა მიდამოში) მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2.21. სასამართლო აფასებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ, ნ-----------–---–ისა და ვ----–-----------–---–ის მიმართ გაცემულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება დაზარალებულთა სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა, სიმძიმე და ხარისხი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნ-----------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ტრავმული კანქვეშა ემფიზემა, მარცხენა მხრის სახსრის ნაკვეთი ჭრილობა, მხრის ძვლის თავის შემომხვევი წინა არტერიის დაზიანებით. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ტრავმული კანქვეშა ემფიზემა (სამედიცინო დოკუმენტაციით ბეჭის მიდამოში არსებული ჭრილობა ჰემატომით), განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ვ----–-----------–---–ს დაუდგინდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა ნეკნთა რკალის დონეზე, შემავალი მუცლის ღრუში ღვიძლის მარცხენა წილის და კუჭის დაზიანებით; ასევე აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მე-2-3-ე ნეკნების დონეზე ბეჭის ხაზზე (ამავე სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით მარჯვენა ბეჭქვეშა მიდამოში). დაზიანება მარჯვენა ნეკნთა რკალის დონეზე არსებული, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
2.22. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2---------ს #0-------- გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „ა-------–-ს ქ. #2--ში, ეზოში შესასვლელი თაღის ქვემოთ მოასფალტებული ზედაპირიდან ამოღებულ იქნა 1 ცალი ვერცხლისფერი ლითონის ტარიანი დანა გაშლილ მდგომარეობაში, მოწითალო ფერის ლაქებით..“ მოთავსებულ დანის პირზე - მოწითალო ფერის ლაქები (ობ. #15) და დანის ტარზე - ღია მოწითალო ფერის ლაქები (ობ. #16) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. #15,16-ისა და დანის ტარზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისაგან შედარებით თავისუფალ ზედაპირზე, არსებული ბიომასალის (ობ. #17) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #15-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ. #16-17-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი ეკუთვნის დ--–----–------ს (ობ. #48). ობ. #15-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ობ. #16-17-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ვ----–-----------–---–ის (ობ. #50) გენეტიკური პროფილისგან.
2.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულებისა და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებთან ერთად უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ხ-------------–მა 2017 წლის 14 ნოემბერს, ა-------–-ს ქუჩა #2--ში, ვ----–-----------–---–ის ოჯახის წევრებს სწორედ აღნიშნული დანით (ცივი იარაღით) მიაყენა ჭრილობები. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გონივრული ანალიზის შემდეგ, საფუძველს მოკლებული ხდება ბრალდებულის ვერსია იმის თაობაზე, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, შემთხვევის ადგილთან ახლოს ამოღებული დანა მას არ ეკუთვნის.
2.24. საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ვ----–-------------–---–-ს მიერ, ექსპერტებისა და ოჯახის წარმომადგენლის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ-------–-------------–-------- #2--ში. დათვალიერებით დადგინდა, რომ ბინას გააჩნია ორი შესასვლელი კარი, ოთახებში აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა და აღებულ იქნა ანაწმენდები.
2.25. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2017 წლის 14 ნოემბერს, მოწმე გ------------------–---–მა გამომძიებელ ზ-------------სა და ექსპერტების თანდასწრებით მიუთითა კარზე, რომლის გავლითაც შევიდა ბრალდებული სახლში, ასევე იმ ადგილებზე, სადაც ეძინათ ოჯახის წევრებს. მოწმემ გამომძებელს აჩვენა ოთახის ის ნაწილი, სადაც დაინახა დანიანი ხ-------------–-, სადაც დაჭრა ბრალდებულმა დაზარალებულები და აღნიშნა რომელი მხრიდან დატოვა ხ-------------–მა საცხოვრებელი ბინა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
2.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით დგინდება ადგილები სადაც დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა შემთხვევა, საცხოვრებელი ბინის ადგილმდებარეობა და ოთახების განლაგება.
2.2-. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 14 ნოემბერს, გამომძიებელ ვ----–-------------–---–-ს მიერ, ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ქ-------–-------------–-------- #2--ის მიმდებარე ტერიტორია. დათვალიერებისას ეზოში შესასვლელი თაღის ქვემოდან, მოასფალტებული ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერ ტარიანი დანა გაშლილ მდგომაროებაში. ამოღებული საგანი დაილუქა, დათვალიერების მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
2.28. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2------ს #0-------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი, ქარხნული წესით დამზადებული ცალმხრივ ლესილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2.2-. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილმდებარების დათვალიერების ოქმით დასტურდება ვ----–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ვერცხლისფერი დასაკეცი დანის ამოღების ფაქტი. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2.30. თბილისის საოლქო სასამართლოს 2--- წლის 3--------------ს განაჩენით, ხ-------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.31. ბოლნისის რაინული სასამართლოს 2--- წლის 1--------–-ს განაჩენით, ხ-------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე და სსკ-ის 124-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებით სასჯელად შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
2.32. სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 3--------------- წერილის თანახმად, ხ-------------–-ს მიმართ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა განაჩენის გამოტანის მომნეტისთვის აღსრულებული არ არის.
2.33. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს და სააღსრულებო ბიუროს წერილით დგინდება, რომ ხ-------------–- ნასამართლევია ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის.
2.34. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, მოწმეების - მ--------------–---–-ს, მ---------–---–---–-ს, ნ--------------ს, მ------–------ს, ა---------------ს, გ------------ს, დ--------------------ს, ი-----–--------–---–-ს ჩვენებებით დასტურდება ამ უკანასკნელთა მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა, რაც მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ საკითხზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
2.35. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
2.36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
2.37. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი, დამაჯერებელი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა, რომ ხ-------------–მა ოჯახის წევრებს - დ--–----–------ს, ნ-----------–---–სა და ვ----–-----------–---–ს დანით, ოჯახის სხვა წევრების თვალწინ, მოკვლის მიზნით მიაყენა სხეულის მრავლობითი დაზიანებები. მიყენებული ჭრილობის შედეგად დ--–----–------ გარდაიცვალა, ხოლო ნ-----------–---–ი და ვ----–-----------–---–ი სამედიცინო დახმარების შედეგად გარაურჩნენ სიკვდილს. ასევე უტყუარად დადგენილია, რომ ხ-------------–- ნასამართლევი იყო განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის და 2017 წლის 14 ნოემბერს ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის დროს დამნაშავის მიზანია თავისი მოქმედებით განსაკუთრებული ტანჯვა მიაყენოს დაზარალებულს. გასაკუთრებულ სისასტიკეში მოიაზრება ასევე ახლო ნათესავების თვალწინ ადამიანის მკვლელობა, როდესაც ისინი ახლობლის სიცოცხლის მოსპობის პროცესის თვითმხილველნი ხდებიან, ხოლო დამნაშავე გულგრილად ეკიდება ახლობელთა ტანჯვას.
3.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ხ-------------–- რამდენიმე წელი ცხოვრობდა ყოფილი მეუღლის მამობილის - ვ----–-----------–---–ის სახლში, ნ-----------–---–თან (ყოფილი მეუღლე), დ--–----–------სთან (ყოფილი მეუღლის დედა) და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, რომლებიც ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს. აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლო ამ საკითხზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ხ-------------–მა დანით, მოკვლის მიზნით, ოჯახის წევრების თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, ყოფილ მეუღლეს ნ-----------–---–ს, დ--–----–------ს (ყოფილი მეუღლის დედას) და ვ----–-----------–---–ს (ყოფილი მეუღლის მამობილს) სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები. ნ-----------–---–ი და ვ----–-----------–---–ი გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს, ხოლო დ--–----–------ გაწეული კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, სამივე დაზარალებულის მიმართ მიყენებული დაზიანებები არის სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის. ხ-------------–-ს ქმედება - დ--–----–-----ისათვის დანის დარტყმა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზარალებულთათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ჭრილობების სიმძიმე აშკარად მიუთითებს ხ-------------–-ს განზრახვაზე განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა ოჯახის წევრები სხვა ოჯახის წევრების თვალწინ, თუმცა ნ-----------–---–ი და ვ----–-----------–---–ი გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს.
3.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ხ-------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების - ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, განსაკუთრებული სისასტიკით, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი მოიცავს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, რაც ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” პუნქტში განმარტებულია, როგორც იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) დანაშაულის სუბიექტი იყოს ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) იარაღი, რომელსაც პირი ატარებს უნდა მიეკუთვნებოდეს ცივ იარაღთა კატეგორიას; გ) სახეზე უნდა იყოს ცივი იარაღის ტარება - ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილებისას პირს თან უნდა ჰქონდეს ცივი იარაღი (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).
3.8. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ხ-------------–- თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნა 2--- წლის 3--------------ს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1--------–-ს განაჩენით სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის. ამდენად, ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი დანით შეიარაღებული ხ-------------–- მივიდა ქ-------–--–-----------–-------- #2--ში მდებარე მისი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში და დანის გამოყენებით, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა დაზარალებულებს. ხ-------------–-ს მიერ დანის ტარების/გამოყენების ფაქტს ადასტურებენ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვ----–-----------–---–ი, ნ-----------–---–ი, გ------------------–---–-, მ----------------–-, მ---------------–- და ბრალდებული ხ-------------–-. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ამოღებული დანა (მასზე აღმოჩნდა დ--–----–-----ის სისხლი/გენეტიკური პროფილი) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
3.9. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ხ-------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული - განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც ხ-------------–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც ასევე მსჯავრი უნდა დაედოს ხ-------------–ს, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ხ-------------–-ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ-------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის და ქმედების განხორციელება ოჯახის წევრების მიმართ. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ხ-------------–-ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები - მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ხ-------------–მა დაზარალებულებს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა დანის გამოყენებით/ქმედება განახორციელა ოჯახის წევრების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით), ხ-------------–-ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დანის გამოყენებით სიცოცხლე მოესპო დაზარალებულებისათვის), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის უმუშევარი, ჰყავს შვილები, არის ნასამართლევი), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ხ-------------–ს სასჯელად უნდა განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხ-------------–-ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
4.7. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ხ-------------–ს სასჯელის ზომად საქართველოს სსკ-ის 111,19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვროს - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
4.9. ამდენად, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და ხ-------------–-ს პიროვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დანაშაულთა ერთობლიობით სრულად შეკრების პრინციპის გამოყენებით სასჯელად უნდა განესაზღვროს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
4.11. ამდენად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 8-------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ხ-------------–ს სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 23 წლის ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
§ ელექტრონული დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ სისხლის ნიმუშები და ანაწმენდები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
§ ზეწარი, ვ----–-----------–---–ის ტანსაცმელი, ნ-----------–---–ის ტანსაცმელი, დ--–----–-----ის ტანსაცმელი, ბალიშისპირი და ჩანთა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
§ ცნობა და ავადმყოფობის დოკუმენტაცია შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 2-1-2-4-ე, 2-7-2-9-ე, 2-2-2-3-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ-------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 111,19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 20 წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატოს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ხ-------------–ს სასჯელად განესაზღვროს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 8-------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ხ-------------–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 23 წლის ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
4. ხ-------------–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. ხ-------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
§ ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ სისხლის ნიმუშები და ანაწმენდები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
§ ზეწარი, ვ----–-----------–---–ის ტანსაცმელი, ნ-----------–---–ის ტანსაცმელი, დ--–----–-----ის ტანსაცმელი, ბალიშისპირი და ჩანთა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
§ ცნობა და ავადმყოფობის დოკუმენტაცია შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი