განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5200-19
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გურამ კრავეიშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-----–-----------–----------------–---–ი (დ----------–- - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ--–------------–--------–ი), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - ჯ-----------–ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ა) სიცოხცლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ბ) ადევნება, ესე იგი პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით და სხვა განზრახი ქმედებები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის; გ) შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სხდომის სახე ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----------------, კ--------------, ბი-------ში მდებარე ე-–---- დ-----ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნ-----–---- გ-----–---–ი მასთან ურთიერთობის დაძალების მიზნით ე-–---- დ-----ეს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა, რაც ე-–---- დ-----ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2019 წლის 03 აგვისტოდან 2019 წლის 07 სექტემბრამდე დროის პერიოდში ნ-----–---- გ-----–---–ი სისტემატურად ამყარებს არასასურველ კომუნიკაციას ე-–---- დ-----ესთან, თხოვს მას ცოლობას, აკითხავს მას ქ. თბილისში, გ-–------------- მ/რ, კ--------------, ბი-------ში მდებარე ე-–---- დ-----ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ცდილობს მასთან კონტაქტის დამყარებას, რის გამოც ე-–---- დ-----ემ სოციალური ქსელი ვაიბერი წაშალა, რათა თურქეთში ყოფნის პერიოდში ნ-----–---- გ-----–---–ს მასთან კავშირი არ ჰქონოდა, ასევე 2019 წლის 31 აგვისტოდან 2019 წლის 07 სექტემბრსი ჩათვლით, ნ-----–---- გ-----–---–ი სისტემატურად უკავშირდებოდა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- და ცდილობდა მასთან შეხვედრას, რის გამოც ე-–---- დ-----ე იძულებული იყო ტყუილი ეთქვა მისთვის, რომ არ იმყოფებოდა თბილისში, რათა ნ-----–---- გ-----–---–ი არ მისულიყო მასთან საცხოვრებელ სახლში, ასევე, მან სისტემატური არასასურველი კომუნიკაციის გამო დაბლოკა ნ-----–---- გ-----–---–ის მობილური ტელეფონის ნომერი. აღნიშნულის მიუხედავად, ნ-----–---- გ-----–---–ი 4 და 5 სექტემბერს დაუკავშირდა უცნობი მობილური ტელეფონის ნომრიდან დაუკავშირდა ე-–---- დ-----ეს და უთხრა რომ ცუდი დღე გაუთენდებოდა და ამიერიდან ნახავდა რასაც უზავდა. ნ-----–---- გ-----–---–მა ასევე შეტყობინებები მისწერა ე-–---- დ-----ის მამას და სიძეს, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ისინი დაადანაშაულა მათ ურთიერთობაში ჩარევაში.
1.3. 2019 წლის 07 სექტემბრის ე-–---- დ-----ის განცხადების საფუძველზე ნ-----–---- გ-----–---–ის მიერ მასთან არასასურველ კომუნიკაციასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით ნ-----–---- გ-----–---–ის მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა ე-–---- დ-----ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ე-–---- დ-----ის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- დაუკავშირდა ნ-----–---- გ-----–---–ი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- და მასთან დაამყარა არასასურველი სატელეფონო კომუნიკაცია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ნ-----–---- გ-----–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ე-–---- დ-----ის, მოწმეების - მ-----------------–---–ის, ნ-----------------ს, ნ------------ს, კ--------–---–-----ის, დ------–--------ის, გ--------------–-–---–ის, მ-----–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 18 სექტემბრის დათვალიერების ოქმს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, 2019 წლის 07 სექტემბრის შემაკავებელ ორდერს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ნ-----–---- გ-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.- 1.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება (იგი წარმოიშვა ინგლისურენოვანი სივრციდან (Stalking) და ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში აისახა 2017 წლის 4 მაისის კანონით, ძალაში კი შევიდა 2017 წლის 1 ივნისიდან), ესე იგი, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად, დროში განგრძობადად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება, დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან, უფლება იცხოვროს მშვიდ, მყუდრო გარემოში. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. ამდენად, მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში. ამასთან, თითოეული ქმედება უნდა განხორციელდეს სისტემატურად, დროის მცირე ინტერვალის დაშორებით მინიმუმ სამჯერ მაინც.
3.4. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, დანაშაული გათვალისწინებულის საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3.5. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ე-–---- დ-----ის, მოწმეების - მ-----------------–---–ის, ნ-----------------ს, ნ------------ს, კ--------–---–-----ის, დ------–--------ის, გ--------------–-–---–ის, მ-----–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 18 სექტემბრის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, 2019 წლის 07 სექტემბრის შემაკავებელ ორდერითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2019 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----------------, კ--------------, ბი-------ში მდებარე ე-–---- დ-----ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნ-----–---- გ-----–---–ი მასთან ურთიერთობის დაძალების მიზნით ე-–---- დ-----ეს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა, რაც ე-–---- დ-----ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; 2019 წლის 03 აგვისტოდან 2019 წლის 07 სექტემბრამდე დროის პერიოდში ნ-----–---- გ-----–---–ი სისტემატურად ამყარებს არასასურველ კომუნიკაციას ე-–---- დ-----ესთან, თხოვს მას ცოლობას, აკითხავს მას ქ. თბილისში, გ-–------------- მ/რ, კ--------------, ბი-------ში მდებარე ე-–---- დ-----ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ცდილობს მასთან კონტაქტის დამყარებას, რის გამოც ე-–---- დ-----ემ სოციალური ქსელი ვაიბერი წაშალა, რათა თურქეთში ყოფნის პერიოდში ნ-----–---- გ-----–---–ს მასთან კავშირი არ ჰქონოდა. ასევე 2019 წლის 31 აგვისტოდან 2019 წლის 07 სექტემბრსი ჩათვლით, ნ-----–---- გ-----–---–ი სისტემატურად უკავშირდებოდა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- და ცდილობდა მასთან შეხვედრას, რის გამოც ე-–---- დ-----ე იძულებული იყო ტყუილი ეთქვა მისთვის, რომ არ იმყოფებოდა თბილისში, რათა ნ-----–---- გ-----–---–ი არ მისულიყო მასთან საცხოვრებელ სახლში, ასევე მან სისტემატური არასასურველი კომუნიკაციის გამო დაბლოკა ნ-----–---- გ-----–---–ის მობილური ტელეფონის ნომერი. აღნიშნულის მიუხედავად, ნ-----–---- გ-----–---–ი 4 და 5 სექტემბერს დაუკავშირდა უცნობი მობილური ტელეფონის ნომრიდან დაუკავშირდა ე-–---- დ-----ეს და უთხრა რომ ცუდი დღე გაუთენდებოდა და ამიერიდან ნახავდა რასაც უზავდა. ნ-----–---- გ-----–---–მა ასევე შეტყობინებები მისწერა ე-–---- დ-----ის მამას და სიძეს, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ისინი დაადანაშაულა მათ ურთიერთობაში ჩარევაში; 2019 წლის 07 სექტემბრის ე-–---- დ-----ის განცხადების საფუძველზე ნ-----–---- გ-----–---–ის მიერ მასთან არასასურველ კომუნიკაციასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით ნ-----–---- გ-----–---–ის მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა ე-–---- დ-----ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ე-–---- დ-----ის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- დაუკავშირდა ნ-----–---- გ-----–---–ი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- და მასთან დაამყარა არასასურველი სატელეფონო კომუნიკაცია.
3.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-----–---- გ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - სიცოხცლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - ადევნება, ესე იგი პირადად პირის და მისი ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით და სხვა განზრახი ქმედებები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის და ამავე კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან და გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ამავე კოდექსის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.5. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
4.6. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნ-----–---- გ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4.7. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნ-----–---- გ-----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–---- გ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ნ-----–---- გ-----–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–---- გ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. ნ-----–---- გ-----–---–ი ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. ნ-----–---- გ-----–---–ი ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე კოდექსის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–---- გ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. ნ-----–---- გ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ნ-----–---- გოგიაშვვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 სექტემბრიდან.
6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:
– საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველის ფოტოსურათები, ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სს საქმეს, შენახული იქნას სს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე