გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2020
საქმის ნომერი
231210019003283451
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

231210019003283451

N2/206-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2020 წელი ქ. ხობი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო

ხობის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: აკაკი ფაჩულია

მოსარჩელე: ზ------ ა---–----

წარმომადგენელი: ქ------–--- ჯ------,მოპასუხეები: ლ---- ა---–---- ზ----- ა---–----

წარმომადგენელი: შ------- დ--------,დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გამოთხოვილ იქნას მოპასუხეების ლ---- ა---–---ს (პ---------------) და ზ----- ა---–---ს (პ.ნ.------------) უკანონო მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ხობის რაიონის სოფელ ნ--------–-, საკადასტრო კოდი: 4------------ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

უძრავი ნივთი (საცხოვრებელი სახლი) მდებარე ხობის რაიონის სოფელ ნ--------–-, საკადასტრო კოდი: 4------------ საკუთრების უფლებით ეკუთვნის ზ------ ა---–-----

აღნიშნულ უძრავ ნივთს უკანონოდ ფლობენ და მასში ცხოვრობენ მოპასუხეები ლ---- ა---–--- (პ---------------) და ზ----- ა---–--- (პ.ნ.------------), რომლებიც გააფრთხილა, რომ უნდა გაეთავისუფლებინათ საცხოვრებელი სახლი და განუსაზღვრა ვადა, მაგრამ მოპასუხეები არ აპირებენ ფართის გათავისუფლებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეთა წარმომადგენელმა შ------- დ-------- სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ ფართში არასდროს უცხოვრია, უძრავი ნოვთი შეძენილია კანონის დარღვევით, მოპასუხეები არიან უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები, სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ და არც მატერიალური შემოსავალი.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. უძრავი ნივთი (საცხოვრებელი სახლი), მდებარე ხობის რაიონის სოფელ ნ--------–-, საკადასტრო კოდი: 4------------ საკუთრების უფლებით ეკუთვნის ზ------ ა---–-----

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

3.1.2. აღნიშნულ უძრავ ნივთს ფლობენ მოპასუხეები ლ---- ა---–--- და მისი შვილი მოპასუხე ზ----- ა---–---.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სარჩელის დავის არსის მოკლე მიმოხილვა, სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოება, მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------ ა---–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

6.2. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი (საცხოვრებელი სახლი), მდებარე ხობის რაიონის სოფელ ნ--------–-, საკადასტრო კოდი: 4------------ საკუთრების უფლებით ეკუთვნის ზ------ ა---–-----

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ანუ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ გააჩნია სადავო ნივთის ფლობის უფლება. მოპასუხე სადავო უძრავ ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რითაც ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის განმსაზღვრელი ყველა გარემოება, შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. აღნიშნულ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 60 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ------ ა---–---ს სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით, წინასწარ არა აქვს გადახდილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ლ---- ა---–---ს და ზ----- ა---–---ს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-248-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ზ------ ა---–---ს (პ.ნ. 5----------- სარჩელი, ლ---- ა---–---ს და ზ----- ა---–---ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. ლ---- ა---–---ს (პ---------------) და ზ----- ა---–---ს (პ.ნ.------------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ხობი. სოფ. ნ--------–-, ფართობი 3003.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 4----------- და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - ზ------ ა---–-----

3. მოპასუხეებს ლ---- ა---–---ს და ზ----- ა---–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსდეს ქ.თბილისი "სახელმიფო ხაზინა", ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტის მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე