განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002887779
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
საქმე №1/96-19 ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031270219003)
4 დეკემბერი 2019 წელი
გ------– მ--------ას მიმართ, 10 დეკემბერი 2019 წელი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, თამთა ჩულუხიძე,სალომე ჯელიაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: დახურული
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნონა ასლანიშვილი
საპროცესო წარმომადგენელი: თეონა სისვაძე
ბრალდებული: გ------– მ--------ა
მამის სახელი: ჯამალ
დაბადებული: 2-----–-–--------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------–---–------------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გოდერძი ხარაზიშვილი
ბრალდებული: ი-–--- მ--------ი
მამის სახელი: რამიზ
დაბადებული: 1-----–-–--------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლეობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მარნეული, შ.ყ----------ის ქ.N1
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნონა ასლანიშვილი
ბრალდებული: ფ----- მ--------ა
მამის სახელი: ნუფუს
დაბადებული: 1-----–-–-----------–-
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლეობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------–---–------------------
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი-–--- მ--------ს, ფ----- მ--------ასა და გ------– მ--------ას ბრალი ედებათ მასში, რმ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
მათ ასევე ბრალად ედებათ, რომ ჩაიდინეს პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. მარნეულში, N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცენტრალური ხიდის ქვეშ, გ------– მ--------ამ და ი-–--- მ--------მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, იცოდნენ რა ე-–---- ი-----–---ას ასაკი, მათი დის - გ------ მ--------ას ე---– შ---------თან რამდენიმე დღიანი ყოფნის და გ------ მ--------ასათვის ყელის არეში დაზიანების მიყენების გამო, დასჯის მიზნით, 15 წლის ე-–---- ი-----–---ას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და წამოიყვენეს მათი სახლისკენ. გზაში მათ დახვდათ დედა - ფ----- მ--------ა, რომლისთვისაც ასევე ცნობილი იყო ე-–---- ი-----–---ას ასაკი. ფ-----, გ------– და ი-–--- მ--------ებმა ე-–---- ი-----–---ა გადაიყვანეს ქ.მარნეულში, ყ----------ის ქუჩაზე N1-ში მდებარე მათ მფლობელობაში არსებულ სახლში. აღნიშნულ ადგილას, გ------– მ--------ამ დანის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხოლო ფ----- მ--------ამ სიტყვიერად, აიძულა ე-–---- ი-----–---ა, გაეხადა ტანისამოსი, რის შემდეგაც, გ------– მ--------ამ ხელების და ფეხების სხეულის არეში დარტყმების, ასევე თმების ძლიერად მოქაჩვის გზით ფიზიკურად იძალადა ე-–---- ი-----–---ას მიმართ. ი-–--- მ--------მა სახეში შეაფურთხა გაშიშვლებულ ე-–---- ი-----–---ას, ხოლო ფ----- და გ------– მ--------ები ეუბნებოდნენ მას, რომ პოლიციისთვის მიეცა ცრუ ჩვენება ე---– შ---------ის წინააღმდეგ, თითქოს ძალით წაიყვანა ის და გ------ მ--------ა სახლში მანქანით და შეეცადა გ------ მ--------ას გაუპატიურებას. შიშველ ე-–---- ი-----–---ას ფ-----, ი-–---ი და გ------–ი დასცინოდნენ და კახპას ეძახდნენ. პარალელურად გ------– მ--------ამ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით ვიდეოჩანაწერზე დააფიქსირა შიშველი ე-–---- ი-----–---ას ცემა და დამცირება. აღნიშნულით, ფ-----, იშარ და გ------– მ--------ებმა დაამცირეს 15 წლის ე-–---- ი-----–---ა, ჩააყენეს არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, რითაც მას მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ი-–--- მ--------ისა და ფ----- მ--------ას მიერ ე-–---- ი-----–---ას მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ე-–---- ი-----–---ას მიმართ ი-–--- მ--------ისა და ფ----- მ--------ას მიერ პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
შესაბამისად ი-–--- მ--------ი და ფ----- მ--------ა უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ გ------– მ--------ამ ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
გ------– მ--------ამ ასევე ჩაიდინა პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. მარნეულში, N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცენტრალური ხიდის ქვეშ, გ------– მ--------ამ იცოდა რა ე-–---- ი-----–---ას ასაკი, მისი დის - გ------ მ--------ას ე---– შ---------თან(ე-–---- ი-----–---ას ნათესავი) რამდენიმე დღიანი ყოფნის და გ------ მ--------ასათვის ყელის არეში დაზიანების მიყენების გამო, დასჯის მიზნით, 15 წლის ე-–---- ი-----–---ას უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და წამოიყვანა სახლისკენ. გზაში მათ დახვდა დედა ფ----- მ--------ა. გ------– მ--------ამ ე-–---- ი-----–---ა გადაიყვანა ქ.მარნეულში, ყ----------ის ქუჩაზე, N1-ში მდებარე მის მფლობელობაში არსებულ სახლში. აღნიშნულ ადგილას, გ------– მ--------ამ დანის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა ე-–---- ი-----–---ა, გაეხადა ტანისამოსი, რის შედეგაც, გ------– მ--------ამ, ხელების და ფეხების სხეულის არეში დარტყმების, ასევე თმების ძლიერად მოქაჩვის გზით ფიზიკურად იძალადა ე-–---- ი-----–---ას მიმართ. შიშველ ე-–---- ი-----–---ას გ------–ი დასცინოდა და კახპას ეძახდა. პარალელურად გ------– მ--------ამ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით ვიდეოჩანაწერზე დააფიქსირა შიშველი ე-–---- ი-----–---ას ცემა და დამცირება. აღნიშნულით, გ------– მ--------ამ დაამცირა 15 წლის ე-–---- ი-----–---ა, ჩააყენა არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, რითაც მას მიაყენა ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; (ი-–--- მ--------ი და ფ----- მ--------ა)
პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; (ი-–--- მ--------ი და ფ----- მ--------ა)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ე-–---- ისმილოვამ ჩვენებაში განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ხიდის ქვეშ (მარნეული) და გ------–ის სახლში ი-–--- მ--------ი არ იმყოფებოდა. რაც შეეხეება ფ----- მ--------ას, აღნიშნულზე დაზარალებულმა მიუთითა, რომ გ------– მ--------ას სახლისკენ მიმავალ გზაზე ფ----- შეხვდათ მათ, თუმცა ფ-----ს მხრიდან, რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია. ე-–---- ი-----–---ამ, ასევე მიუთითა რომ გ------– მ--------ას საცხოვრებლ სახლში მომხდარი ინციდენტის დროს, ფ----- მ--------ა მოგვიანები დაბრუნდა, ჩადგა მასსა და გ------–ს შორის, მოუწოდა გ------–ს შეეწყვიტა ქმედებები, ჩააცვა გაშიშვლებულ ე-–----ს, გ------–ს გამოართვა მობილური, რომლითაც იგი ახდენდა ვიდეო გადაღებას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართული CD დისკი. დისკზე არსებული ჩანაწერის გამოკვლევისას ჩანს ე-–---- ი-----–---ა, მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ასევე ისმის ხმა, რომელიც მიმართავს ე-–----ს წინადადებებით: ,,რატომ წაიყვანე ჩემი და ‘’, ,,რატომ უკბინე“, ,,დედაჩემის სახელს ნუ ახსენებ“. ვიდეოში ჩანს ყვითელი და ნაცრისფერი ზედები, გადასაფარებელი და შავი ფეხსაცმელი. დისკის გამოკვლევისას ი-–--- მ--------ი და ფ----- მ--------ა მასში ასახული არ არის. ხოლო რაც შეეხება შავი ფერის ფეხსაცმელს, რომელიც ჩანს ვიდეოში, დაზარალებულმა ე-–---- ისმილოვამ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ფეხსაცმელი არის გ------– მ--------ასი. სერი ფერის სვიტრი ეკუთვნის ფ----- მ--------ას, რომელიც ართმევს ტელეფონს გ------– მ--------ას.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნენ მოწმეები თეიმურაზ რეხვიაშვილი, ეკა ბუცხრიკიძე, მანანა გოგოლაძე, ხათუნა ბარბაქაძე. მათ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
ბრალდებულებმა ფ----- მ--------ამ საბოლოო სიტყვაში განმარტა რომ იგი არის უდანაშაულო. ანალოგიური განაცხადა საბოლოო სიტყვაში ბრალდებულმა ი-–--- მ--------მაც.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ ე-–---- ი-----–---ას ჩვენებისა და CD დისკისა) მიჩნეული იქნა უდავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლომ შეაფასა ზემოთაღნიშნული მტკიცებულებანი მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებანი, ექსპერტიზის დასკვნები, წარმოდგენილი ნივთმტკიცება და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადგენს ი-–--- მ--------ისა და ფ----- მ--------ას მიმართ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას. ი-–--- და ფ----- მ--------ებს, ვიდეო ფირზე ასახულ ე-–---- ი-----–---ას მიმართ განხორციელებულ ქმედებებში, არ მიუღიათ მონაწილეობა, თავად დაზარალებულმა უარყო მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისას ი-–--- მ--------ის მონაწილეობის ფაქტი. შესაბამისად, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულ ფ----- მ--------ას და ი-–--- მ--------ის დანაშაულებრივ ქმედებებს სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.
4. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაწესებულია მტკიცებულების შეფასების წესი, რომლის თანახმადაც მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ი-–--- მ--------ისა და ფ----- მ--------ას დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ბრალდებულები ი-–--- მ--------ი და ფ----- მ--------ა უნდა გამართლდნენ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ე.ი. პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
5. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
5.1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (გ------– მ--------ა)
5.2. პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ( გ------– მ--------ა).
სასამართლო სხდომაზე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, ადვოკატის მონაწილეობით, მოწმის სახით, დაიკითხა არასრულწლოვანი დაზარალებული ე-–---- ისმილოვა. მან განმარტა რომ ფ-----, ი-–---ი და გ------–ი არიან მისი ახლობლები და მათ მიიჩნევს ოჯახის წევრებად. ე-–---- ი-----–---ას განმარტებით განსაკუთრებით მეგობრობს ბრალდებულ გ------– მ--------ას პატარა დასთან გ------ მ--------ასთან. ე-–---- ისმილოვა და გ------ მ--------ა 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ე-–----ს ნათესავთან ე---– შ---------თან, რომელიც ცხოვრობს მარტო, ე-–----ს კი მიდის მასთან და ეხმარება საოჯახო საქმეებში. გ------ მ--------ამ არ შეატყობინა ოჯახის წევრებს ე---– შ---------თან ყოფნის ფაქტი. შემთხვევის დღეს მიდიოდა ბებიასთან, გზად უნდა გაევლო მარნეულში ხიდის ქვეშ, სადაც დახვდა გ------– მ--------ა. დაზარალებულის განმარტებით, გ------–ს ეცვა ყვითელი ზედა და შავი ჩექმა. გ------–მა მას უთხრა, თუ სად წაიყვანა გ------ და ეჩხუბა. აღნიშნულზე ე-–----მ უპასუხა, რომ გ------ იყო კარგად, შეეძლო წასულიყო რაიონში და ენახა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას გ------–მა სახეში სილა დარტყა 2-3 ჯერ. ე-–----ს დარტყმული ეტკინა. ე-–---- ი-----–---ას განმარტებით გ------–მა მას ხელი გამოუყარა ხელში და წაიყვანა, რათა იგი არ გაქცეულიყო და ცდილობდა შეეტყო გ------ მ--------ას ადგილსამყოფელი. დაზარალებულის მითითებით, ამ დროს მასთან იყო მხოლოდ გიუენლი და სხვა არავინ არ ყოფილა ადგილზე. ე-–---- ი-----–---ამ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა, რომ გ------–მა დაურეკა ი-–--- მ--------ს. გზაში მარნეულის მოლის წინა მარჯვენა მხარეს შეხვდათ ფ----- მ--------ა და ჰკითხა თუ რას აკეთებდნენ, თუმცა ე-–----ს განმარტებით იგი ამ დორს ნებაყოფლობით მიდიოდა. ფ----- მ--------ა წავიდა სალონში და ის და გ------–ი წავიდნენ სახლში. სახლში იმყოფებოდა პორტუგალ მ--------ა(ფ----- მ--------ას დედა). გ------–მა აიძულა ე-–---- ი-----–---ა გაეხადა, (იმყოფებოდნენ პირველ ოთახში) დაარტყა და უყვირა, ეძახდა კახპას. დაზარალებულმა დააზუსტა, რომ ბრალდებულმა გ------– მ--------ამ აიღო დანა, რომელსაც აქვს თეთრი, წითელი და შავი ფერის ტარი და მას დანის დემონსტრირებით უთხრა გაეხადა, რათა ენახა მისი ხელები. იგი ამ დროს შეეცადა დაემალა მკლავები. დაზარალებულმა განაცხადა, რომ გ------– მ--------ა მას პასუხს სთხოვდა გ------ მ--------ას კისერზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით. დაზარალებულის განმარტებით გ------ს კისერზე ჰქონდა ე.წ. ,,ზასოსი“ (მოწმის განმარტებით კოცნის შემდეგ დარჩენილი კვალი), რომელიც დარჩა მისი კბენის შედეგად. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ დანის შეეშინდა და იძულებით გაიხადა. გ------–ს ერთ ხელში ეჭირა დანა და მეორე ხელში ტელეფონი. მოწმემ არ იცოდა, რომ გ------–ი იღებდა ვიდეოს. შემდეგ გ------–მა მას თმა მოქაჩა, სილა გაარტყა, წიხლი ჩაარტყა. იგი ტიროდა და იყო ცუდად. ე-–----მ გაიგონა რკინის კარის ხმა. ამ დროს სახლში დაბრუნდა ფატამა მ--------ა, რომელიც ჩადგა მასსა და გ------–ს შორის და უთხრა გ------–ს, რომ ,,არ დაარტყა, ცოდოა“ და ჩააცვა ე-–----ს ტანსაცმელი. ასევე გ------–ს გამოართვა მობილური. საღამოს ი-–--- მ--------მა იგი წაიყვანა სახლში. მან იკითხა თუ რა მოხდა, მას უთხრეს, რომ არაფერი არ მომხდარა, ე-–---- იყო სტუმრად და უნდა წაყვანათ სახლში.
დაზარალებულ ე-–---- ი-----–---ას სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობის საფუძველზე წარედგინა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ვიდეო ჩანაწერი. მან ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით განმარტა, რომ მასზე აღბეჭდილი მკლავი ყვითელი ზედატანით იყო გ------– მ--------ასი, სერი ზედატანით იყო ფ----- მ--------ა, რომელმაც გამოართვევინა ტელეფონი გ------– მ--------ას, ხოლო ფეხი შავი ფეხსაცმელი, რომლითაც მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ეკუთვნოდა გ------– მ--------ას. ვიდეო ჩანაწერის წარდგენისას დაზარალებულმა ვერ შეიკავა ემოცია, დაიწყო ტირილი.
ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N002745119 დასკვნის თანახმად, ე-–---- ი-----–---ა ფსიქიკურად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს, აღიდგინოს და გადმოსცემს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ფაქტები, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.
სამედიცინო ექსპერტიზის N002834819 დასკვნის თანახმად; 1,2,3) ე-–---- ი-----–---ას 05.03.19წ. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
2019 წლის 27 თებერვლის დათვალიერების ოქმით დგინდება რომ დათვალიერდა ქ. მარნეული, 26 მაისის ქუჩა N32-ში (ს/კ830214392) მდებარე ტერიტოირა. აღნიშნული ადგილის მიმდებარედ დგას სხვადსხვა შენობა- ნაგებობები. ადგილზე დგას წიწვოვანი ჯიშის ხეები. მიწაზე დევს თეთრი ფერი პოლიეთილენის პარკი, რომელსაც ერთი მხრიდან ახატია მწვანე და წითელი ორნამენეტები და ლათინური ასოებით აწერია ,,SPAR’’ ,,GEORGIA’’ ,,www. Sparonline.ge ,,www. Ertguleba.ge” ,, www.spargeorgia.com ’’ ,, www.facebook.com/spar.georgia” . ქართული ასოებით აწერია ,,შეუკვეთე ჩვენი საიტიდან’’ ,,ბიოდეგრადირებაი პარკი’’ ,,პარეკების რეალიზაციიდან თანხა ირიცხება ფონდ ,,ერთგულებაში’’ ,,ტელ : +9950322302030). მეორე მხრიდან პოლიეთილენის პარკს აწერია ლათინური ასოებით წარწერა ,,LB sports and Casino lider-bet.com”. ასევე წარწერა ქართული ასოებით ,,აზარტი ყველა გემობნებისთვის.“ პარკი არის თეთრი გაუმჭირვალე. აღნიშნულ პოლიეთილენის პარკში მოთავსებულია 1ც.CD-R დისკი. დისკზე ზევიდან აწერია ლათინური ასოებით წარწერა ,,verbatim“ ,,700 Mb” ,,80 min” ,,52x”. აღნიშნული პოლიეთილენის პარკი მასში მოთავსებული CD დისკით ამოღებული და დალუქული იქნა შესაბამისი წესით.
2019 წლის 4 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა გ------– მ--------ას საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ქ.მარნეული, ყ----------ის I ჩიხში (N1). გ------– მ--------ას სახლი არის ერთსართულიანი. სახლში შესასვლელი კიბე არის 4 საფეხურიანი. კარები არის შავი ფერის-რკინის. კარებიდან არის შესასვლელი სამზარეულოში. კარებიდან ხელმარცხნივ დგას ერთსაწოლიანი ხის საწოლი, რომელიც არის არეულ მდგომრეობაში. საწოლის გვერდით ფანჯრის წინ დგას სამზარეულოს მაგიდა, რომელზეც აწყვია სკამები, მაგიდასთან დგას, კედელტან პლასმასის 4 უჯრიანი კარადა, რომლის გვერდითაც დგას ხის სამზარეულოს კარადები. კარადები ასევე დაკიდულია კედელზეც. შემოსასვლელი კარების მოპირდაპირე კედელთან დგას სამზარეულოს კარადები. სამზარეულოს გვერდით დგას თეთრი ფერის ბეკოს ფირმის მაცივარი, რომლის ზემოთაც კედელზე ჰკიდია დიდი ზომის კედლის საათი. მაცივრის წინ შემოსასვლელ კარებთან მარჯვენა მხარეს მდებარე კედელთან დგას რკინის საწოლი. შემოსასვლელი კარებიდან ხელმარკვნივ დგას ყავისფერი, პლასტმასის ღია კარადა, 5 თაროიანი ფეხსაცმლის შესაწყობი. კარადის წინ დგას პატარა ზომის ხის მაგიდა, რომელზეც დგას ,,JVC“ -ის ფირმის ნაცრისფერი ტელევიორი. კედლებზე გაკრულია ნაცრისფერ-ვარდისრიანი შპალერი. ხოლო იატაკზე დაგებულია ხისფერი მეთლახი. შემოსასვლელი კარებიდან ხელმარჯვნივ მდებარე კედელზე, საწოლიდან ახლოს არის საძინებელ ოთახში გასასვლელი მუქი ყავისფერი კარები. საძინებელ ოთახში დგას ერთსაწოლიანი საწოლი, რომლის გვერდით დგას ტანსაცმლის უჯრებიანი კარადა, საწოლის მოპირდაპირედ ფანჯარასთან დგას ტელევიზორის დასადგამი და ზედ ტელევიზორი. აღნიშნული ოთახიდან არის გასასვლელი სასტუმრო ოთახში, რომელიც არის არეულ მდგმარეობაში. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ: პორტუგალ მ--------ა, გიორგი ირემაშვილი, ექსპერტი სოსო ზარნაძე, მანანა გოგოლაძე და თარჯიმანი ნანული გოგიანი, ხოლო ოქმი შეადგინა ეკა ბუცხრიკიძემ.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი მარნეულის რაიონული სამმართველოს ეკა ბუცხრიკიძე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ მან საქმეზე ჩაატრა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ნივთმტკიცებების ამოღება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დისკის დათვალიერება, ე-–---- ისმილოვას გამოკითხვა, გ------– მ--------ას პირადი ჩხრეკა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მანანა გოგოლაძემ, დაადასტურა რომ მონაწილოება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მან განმარტა რომ დათვალიერების დროს მისი მონაწილოებით არაფერი არ ამოღებულა.
სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი თეიმურაზ რეხვიაშვილი, რომელმაც განმარტა რომ საქმეზე დაზარალებულად სცნო ე-–---- ი-----–---ა და გამოკითხა. გ------– მ--------ას წაუყენა ბრალი.
2019 წლის 1 მარტისა და 2 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა CD დისკი. დათვალიერებაში (02.03.19) მონაწილობა მიიღო დაზრალებულმა ე-–---- ისმილოვამ, მისმა კანონიერი წარმომადგენელმა სარმაია ი-----–---ამ და თარჯიმანმა ნანული გოგიანმა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართული CD დისკი. დისკზე არსებული ჩანაწერის ჩართვისას ჩანს ე-–---- ი-----–---ა, რომელიც არის შიშველი. ვიდეოში ჩანს როგორ ურტყავენ ე-–----ს. ასევე ისმის ხმა, რომელიც მიმართავს ე-–----ს წინადადებებით: ,,რატომ წაიყვანე ჩემი და ‘’, ,,რატომ უკბინე“, ,,დედაჩემის სახლეს ნუ ახსენებ“. ვიდეოში ჩანს ყვითელი და ნაცრისფერი ზედები, გადასაფარებელი და შავი ფეხსაცმელი.
ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N398/ფვ-ტ დასკვნის თანახმად, სს N031270219003 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრაებს სახელწოდებით: „1“ და „2“ არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება .ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერები არ არის საკმარისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით. ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ხელით არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ხათუნა ბარბაქაძე, რომელმაც სასამართლოს მოახსენა, რომ საქმეზე დაკითხა დაზარალებული, დაათვალიერა ვიდეო, რომელიც ე-–---- ი-----–---ას გადაუღო გ------– მ--------ამ.
სხდომაზე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, ადვოკატის მონაწილეობით დაიკითხა ბრალდებული გ------– მ--------ა. განმარტა რომ მისი და- გ------ მ--------ა და ე-–---- ი-----–---ა იყვნენ დაკარგულები. ოჯახი ეძებდა გ------ს. დედასთან - ფ----- მ--------ასთან ერთად აღნიშნულის თაობაზე განაცხადა პოლიციაშიც. გ------– მ--------ას ე-–---- შეხვდა მარნეულში ხიდის ქვეშ, განერვიულდა, ეჩხუბა და ხელი ნელა დაარტყა. შემდეგ ორივე წამოვიდა გ------–ის სახლში. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას ე-–---- ი-----–---ა სახლში გაჰყვა თავისი სურვილით. მისვლისას იქ დახვდათ პორტუგალ მ--------ა(გ------–ის ბებია). გ------– მ--------ამ ე-–----ს უთხრა, ეთქვა სიმართლე თუ სად იყო მისი და გ------. ასევე ეკითხებოდა ჭრილობის შესახებ, რომელიც მას ჰქონდა ხელზე და როგორც გაიგო მის დასაც ჰქონდა მსგავსი. გ------– მ--------ამ განმარტა, რომ ვიდეოს იღებდა თავის დაცვის მიზნით, რომ მას რაიმე დაზიანება ე-–---- ი-----–---ასათვის არ მიუყენებია. მოგვიანებით სახლში დაბრუნდა ფ----- მ--------ა. ე-–---- ი-----–---ამ ფ-----ს უთხრა, რომ გ------–ი მას ტელფონით უღებდა ვიდეოს. ფ----- მ--------ამ გ------–ს წაართვა ტელეფონი. გ------– მ--------ამ განმარტა, რომ დაზარალებულს აცხოვრებდა თავისთან, რათა შერიგებოდა. სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან გ------– მ--------ამ განაცხადა უარი და საბოლოოდ სასამართლოს განუმარტა, რომ აღარ სურდა ჩვენების მიცემა.
გ------– მ--------ს წარედგინა ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
ასევე, წარედგინა ბრალი პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ -დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფ----- და ი-–--- მ--------ები გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში, გ------– მ--------ას კი ჯგუფური დანაშაულის ჩადენა მათთან ერთად ედებოდა ბრალად. გამოკვლეული მტკიცებულებებით გ------– მ--------ამ, ე-–---- ისმილოვას მიმართ ჩადენილი ქმედებები განახორიცელა მარტომ, სხვა თანამონაწილეების გარეშე, შესაბამისად მას წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს - ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად -არასრარასრულწლოვანი არის პირი რომელსაც არ შესრულებია 18 წელი. დადგენილია რომ ე-–---- ი-----–---ა დაბადებულია: 16.07.2003 წელს. შესაბამისად, იგი არის არასრულწლოვანი. აღნიშნული ფაქტი ცნობილი იყო გ------– მ--------ასათვის, რადგან ე-–----ს იგი იცნობდა, იყო მისი დის მეგობარი. აღნიშნული სადაოდ არ გაუხდია თავად ბრალდებულსაც.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია ადამიანის ხელშეუვალობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულ გ------– მ--------ას მიერ დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ შეხვდა რა ე-–---- ი-----–---ას, გაარტყა სახეში ხელი, ხელი გამოუყარა ხელში , რითაც არ მისცა მას წასვლის საშუალება, რის შემდეგაც იგი წაიყვანა საკუთარ საცხოვრებელ სახლში. სახლში მიყვანის შემდეგ შეიყვანა ერთერთ ოთახში და მასზე ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას. ე-–---- ისმილოვას არ ჰქონდა სახლის დატოვების საშუალება, რითაც მას აღეკვეთა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, აღნიშნული გაგრძელდა დროის გარკვეულ პერიოდში.
აღნიშნული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და მისი დამთავრებულად ცნობისათვის არ არის საჭირო ქმედებას მოჰყვეს რაიმე მძიმე შედეგი, იგი დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია და იგი შესაძლოა ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. მოცემულ შემთხვევაში გ------– მ--------ას განზრახვაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მან ე-–---- ი-----–---ას აღუკვეთა თავისუფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით კრიმინალიზებულია დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, რომლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანთა თანასწორუფლებიანობა რასის, კანის ფერის თუ სხვა ნიშნის მიხედვით. ქმედების ობიექტური მხარეა პირის დამცირება, იძულება, არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, ანუ ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანისადმი მოპყრობის ზნეობრივ წესს.
სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს დამამცირებელ მოპყრობად, იგი უნდა აღწევდეს სისასტიკის განსაზღვრულ დონეს. მოპყრობა მიჩნეულია დამამცირებლად თუ: ,,მსხვერპლში წარმოშობს შიშის, ტანჯვისა და დამცირების გრძნობას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დამცირება და შეიძლება ხელყოფილ იქნეს პიროვნების ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის უნარი.” ქმედება შეიძლება მოიცავდეს ტკივილისა და ტანჯვის მიყენებას ნაკლები სისასტიკით, ვიდრე წამება, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა, ჩვეულებრივ, გამიზნულია მსხვერპლის შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის. უმთავრესი ელემენტები, რომლებსაც შეიცავს არაადამიანური მოპყრობა და არ უტოლდება წამებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ადამიანის მიმართ მოპყრობა დამამცირებელია, თუ ის სერიოზულად შეურაცხყოფს ადამიანს სხვების წინაშე, ანდა აიძულებს მას, მოიქცეს საკუთარი ნებისა თუ სინდისის საწინააღმდეგოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუძემდებლურ ფასეულობას იცავს. აღნიშნული მუხლი აბსოლუტურად კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასა თუ დასჯას არსებული გარემოებებისა და დაზარალებულის ქცევის მიუხედავად (კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudla v. Poland), განაცხადი no. 30210/96, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტლების პუნქტი 90; ნეკრასოვი რუსეთის წინააღმდეგ (Nekrasov v. Russia), განაცხადი no. 8049/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 90).
ადამიანის მიმართ მოპყრობა ჩაითვლება არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად, თუ მისი სიმძიმე შეესაბამება სისასტიკის მინიმალურ დონეს, ამ მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია საქმის ყველა ისეთ გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური გავლენა. იმისათვის, რომ მოპყრობა ჩაითვალოს არაადამიანურად, აუცილებელია მან გამოიწვიოს ტანჯვის იმგვარი დონე, რაც ჩვეულებრივ დამახასიათებელია არაადამიანური მოპყრობისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულზე გ------– მ--------ას ქმედებებმა მძიმე შედეგი დატოვა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც დაზარალებულისათვის მძიმე იყო ვიდეო ჩანაწერის ყურება, ასევე გაშიშვლება კამერის წინ დანის დემონსტრირებით, თმის მოქაჩვა, სილის და წიხლის ჩარტყმა შიშველ მდგომარეობაში არასრულწლოვანი დაზარალებულისათვის თავისთავად იწვევს ტანჯვას, წარმოადგენს პატივისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, არაადამიანურ მოპყრობას.
შესაბამისად აღნიშნული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ე-–---- ი-----–---ას ჩვენებით, ვიდეო ჩანაწერით, თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერ მტკიცებულებებით, რომლებიც ურთიერთ თავსებადია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ------– მ--------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
4.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, ის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ამასთან, არასრულწლოვან მსჯავრდებულთან მიმართებაში, სასამართლოს ეკისრება ვალდებულება შეაფასოს და დაადგინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ამდენად, სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას ხელმძღვანელობს, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილ, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ პრინციპთა შესაბამისად და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით.
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფუნდამენტურ პრინციპს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას, რაც სრულად შეესაბამება ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მიზნებისთვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ------– მ--------ა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა არასრულწლოვანს.
სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7 მუხლს, რომლის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომადი უნდა იყოს. აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის თანახმადაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან გ------– მ--------ას საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი გ------– მ--------ას შეფასებისას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემების არსებობა არ გამოვლინდა. უმეტეს შემთხვევაში იგი ახერხებს დადებითი ურთიერთობების დამყარებას თანატოლებთან და უფროსებთან. იგი ალკოჰოლს, ნარკოტიკს ან ფსიქოტროპულ მედიკამენტებს არ მოიხმარს. არ თამაშობს აზარტულ თამაშებს. მას მე-5 კლასის შემდეგ განთლება არ მიუღია. ასევე სწავლის გაგრძელების სურვილს იგი არ გამოხატავს. იგი მუშაობდა და ეხმარეობდა ოჯახს. არასრულწლოვანის ოჯახში არაკეთილსაიმედო და რისკების შემცველი გარემოა. იგი გაზარდა ბებიამ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მშობლების სახლში ყოფნის დროს მას უწევდა თავისი დის (გ------ მ--------ა გამოირჩევა ასოციალრი ქცევით და ჩართულია სახიფათო აქტივობებში) მეგობრებთან ურთიერთობა. გ------– მ--------ა არის პასუხისმგებლიანი და უკონფლიქტო. იგი არ ხასიათდება აგრესიული და მაპროვოცირებელი ქცევით, მაგრამ აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა გამოავლინა აგრსიულობა და ვერ მართა ემოციები. არასრულწლოვაი იზიარებს საკუთარი ქმედების მმართლსაწინააღმდეგო ხასიათს. იგი ფიზიკურად კარგად არის განვითარებული. მისი ემოციური მდგომარეობაც ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მას აწუხებს შფოთვა პერიოდულად. მას აქვს სტრესულ მდგომარეობასთან გამკლავების უნარი. გ------–ს შშმ სტატუსი ან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.
სასამართლომ გ------– მ--------ა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-10 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. გ------– მ--------ამ აღიარა დანაშაული, წარსულში მის მიმართ გამოტანილი არ ყოფილა გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მუხლის სანქციით გათვალისწინებულზე დაბალი სასჯელის დანიშვნას გ------– მ--------ას მიმართ. კერძოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, გ------– მ--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით. ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------– მ--------ას, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით.
ასევე, გ------– მ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-10 წლამდე ვადით, ჯარიმას, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 5 წალმდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------– მ--------ას, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდება ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით.
საბოლოოდ, გ------– მ--------ას სასჯელი დაენიშნება დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრიონციპის გათვალისწინებით და გ------– მ--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით.
სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად გ------– მ--------ას მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა. სასამართლო ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგს, კერძოდ არასრულწლოვან ე-–---- ი-----–---ას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას(გამოვლინდა სასამართლო სხდომაზე მისი დაკითხვისას) ქმედებაში გამოვლენილ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფორმებს, ინტენსივობას და ხანგრძლივობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებში სრულად იქნება მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები - არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს კანონით - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
გ------– მ--------ას წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში იგი გამართლდეს.
გ------– მ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------– მ--------ას, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით.
გ------– მ--------ას წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში იგი გამართლდეს.
გ------– მ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------– მ--------ას, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ გ------– მ--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით.
გ------– მ--------ას დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავების შემდგომ მსჯავრდებული მოთავსდეს არასრულწლოვანთა შესაბამის დაწესებულებაში.
განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის რაიონულ სამმართველოს.
გ------– მ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ბრალდებული ი-–--- მ--------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული ი-–--- მ--------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ი-–--- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ბრალდებული ფ----- მ--------ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული ფ----- მ--------ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ფ----- მ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულებს უფლება აქვთ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
CD დისკი და ლაზერული დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.
1 წყვილი ფეხსაცმელი, საწოლის გადასაფარებელი, 2 ცალი მობილური ტელეფონი, 1 კრემისფერი სვიტრი, 1 ნაცრისფერი ჟაკეტი, 1 ყვითელი სვიტრი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს - გ------– მ--------ას და ფ----- მ--------ას.
დანა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ი-–--- მ--------ის და ფ----- მ--------ას მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან (2019 წლის 4 დეკემბრიდან) ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი გ------– მ--------ას მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცახდებიდან (2019 წლის 10 დეკემბრიდან) ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე