განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3764-19
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
08 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გ------–იძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - თორნიკე ტატუნაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ------- ბ------ის ძე კ----–-ა (და---------–- - 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული მისამართზე: ს------ი, მე-3 ე–--ს შესახვევი #2--ში, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: საქართველოში - ქ.თბილისი, გ------–ის ქუჩა #1-ში, ხოლო ი----–--–- - ქალაქ რ---–ი), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - ნ---- მ-------ე
კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: (ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და (ბ) საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. კ------- კ----–-ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და საქართველოში, ბ------ის საერთაშორისო აეროპორტის გავლით შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 10,4225 გრამი მეთადონი (ფუძე), რასაც საქართველოში შემოსვლის შემდეგ ასევე უკანონოდ ინახავდა თავის სხეულში.
1.2. 2019 წლის 4----–--ს, ქ. ბ------ში, აეროპორტის გზატკეცილი #2---ში მდებარე ბ------ის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით კ------- კ----–-ამ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 10,4225 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე).
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების - ი-----–ი ა-----ის და ნ--- ლ--–---–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და კ------- კ----–-ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია კ------- კ----–-ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა კ------- კ----–-ამ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და დაადასტურა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
3.2. საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა - ი-----–ი ა-----ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 04----–--ს, თანამშრომელ დ----- თ----------ს პატაკის საფუძველზე, გ-–-----------–-----ის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო გამოძიება კ------- კ----–-ას მიმართ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, რის შემდეგაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნენ მოწმეები, ასევე, დათვალიერებულ იქნა ლაზერული დისკები, მასზე განთავსებული კ------- კ----–-ას პირადი ჩხრეკისას და ნარკოტიკული საშუალების ამოღებისას გადაღებული ფოტოსურათებით, ამოღებულ ნივთიერებაზე დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა, ხოლო თავად კ------- კ----–-ას მიმართ - ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზა, ასევე, დაცვის მხარეს გაუცვალა ინფორმაცია შესაძლო მტკიცებულებების შესახებ. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე.
3.3. საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა - ნ--- ლ--–---–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა ბრალდებული კ------- კ----–-ა, სავალდებულო წესით დაუნიშნა ადვოკატი, რამდენადაც იმ ქმედებების ჩადენისათვის, რის გამოც იგი იყო დაკავებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იყო პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე წარუდგინა ბრალი, რის შემდეგაც კვლავ გამოკითხა ბრალდებულის სახით. ამის შემდეგ დაცვის მხარეს გაუცვალა შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე იმ მომენტისათვის არსებული ინფორმაცია. მან ასევე, მოწმის სახით გამოკითხა ბ------ის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტის თანამშრომელი, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა კ------- კ----–-ას საზღვარზე შეჩერებაში და ბ------ის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამოითხოვა ვიდეოჩანაწერები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე.
3.4. კ------- კ----–-ას მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა გარდა ბრალდებულ კ------- კ----–-ას აღიარებისა და მოწმეების ი-----–ი ა-----ის და ნ--- ლ--–---–---–ის ჩვენებებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულ კ------- კ----–-ას და მოწმეების დ----- თ----------ს, ა------ მ-------ის, ა------- ძ-------ის, ნ-------- ლ---------–---ის და ნ---- ვ-–----ის გამოკითხვის ოქმებს; 2019 წლის 04----–--ის კ------- კ----–-ას პირადი ჩხრეკის ოქმს; გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ 2019 წლის 04----–--ის მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის თანახმად, ექიმ-პროქტოლოგ ა------ მ-------ის მიერ კ------- კ----–-ას პროქტოლოგიური შემოწმებისას ნანახი იქნა ერთი ცალი უცხო სხეული, შეფუთული პრეზერვატივის რეზინში; 2019 წლის 04----–--ის ამოღების ოქმს, რომლის თანახმადაც, გამომძიებელ ა------- ძ-------ის მიერ ექიმ-პროქტოლოგ ა------ მ-------ისგან ამოღებულ იქნა კ------- კ----–-ას პროქტოლოგიური შემოწმებისას ნანახი უცხო სხეული - პრეზერვატივებში მოთავსებული გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული სამი შეკვრა, რომელთაგან ორ შეკვრაში აღმოჩნდა მოთეთრო ფერის კრისტალური მასა, ხოლო მესამე შეკვრაში - მოთეთრო ფერის კრისტალური ფორმის ნატეხები; კ------- კ----–-ას დაკავების ოქმს, რომლის თანახმად, იგი დაკავებულ იქნა 2019 წლის 04----–--ს, ქ. ბ------ში, ტ. ა---------ის ქუჩა #2-ში მდებარე შპს ქ. ბ------ის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს შენობაში; საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 0-----–--ის ნარკოლოგიური გამოკვლევის #7------ დასკვნას, რომლის შესაბამისად, კ------- კ----–-ას ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა მეტადონის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 0-----–--ის ქიმიური ექსპერტიზის #3--------------- დასკვნას. აღნიშნული დასკვნის მიხედვით კი, ექსპერტიზაზე წარდგენილ სამ ცალ პრეზერვატივში მოთავსებული, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის სამ ცალ ნაჭერში სამ ცალად დაფასოებული მოთეთრო კრისტალური ნივთიერების სამი წონაკი, ორი დიდი ზომის გრანულის, მცირე ზომის გრანულებისა და ფხვნილის სახით, საერთო წონით-13,362 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), საერთო რაოდენობით -10,4225გრამს; კ------- კ----–-ას მიერ საზღვრის კვეთის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ დოკუმენტით კი დგინდება, რომ მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2019 წლის 04----–--ს 14:44:15 საათზე, კ---ის რეისით ბ------ის საერთაშორისო აეროპორტის გამშვები პუნქტის გავლით; 2019 წლის 1-----–--ის დათვალიერების ოქმებს; 2019 წლის 2-----–--ის გამოთხოვის ოქმს; 2019 წლის 2-----–--ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, მოწმეების ი-----–ი ა-----ის და ნ--- ლ--–---–---–ის მიერ მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.8. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.10. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
4.5. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე კი გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა, შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
4.6. ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა კი კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტი აგრეთვე მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესია. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების საქართველოს საზღვარზე უკანონო შემოტანაში. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედების (შემოტანის) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (საქართველოს საზღვარზე შემოტანა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის გარეშე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა შეიძლება განხორციელდეს საბაჟო წესების გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია, როდესაც პირი მოახერხებს ამ ნივთიერების საქართველოში შემოტანას, ესე იგი, როდესაც პირი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან ამ ნივთიერებას გადმოიტანს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.
4.7. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ დანაშაულთა მაკვალიფიცირებელ გარემოებას - განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #1-ის თანახმად, „მეთადონი“ წარმოადგენს ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. ამავე კანონის დანართი #2-ში განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 94-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - „მეთადონი (ფუძე)“ 0,2 გრამამდე ითვლება პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,2-დან 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ------- კ----–-ას მიერ უკანონოდ შეძენილი, შენახული და საქართველოში შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის“ საერთო რაოდენობაა - 10,4225 გრამი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის მინიმალურ ზღვარს - 1 გრამს, შესაბამისად, სახეზეა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და საქართველოში შემოტანა.
4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების ი-----–ი ა-----ის და ნ--- ლ--–---–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
4.9. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.10. სასამართლო ბრალდებულ კ------- კ----–-ას მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოწმეების ი-----–ი ა-----ის და ნ--- ლ--–---–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებითა და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდებულ კ------- კ----–-ას და მოწმეების დ----- თ----------ს, ა------ მ-------ის, ა------- ძ-------ის, ნ-------- ლ---------–---ის და ნ---- ვ-–----ის გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 04----–--ის კ------- კ----–-ას პირადი ჩხრეკის ოქმით; გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ 2019 წლის 04----–--ის მიღება-ჩაბარების აქტით; 2019 წლის 04----–--ის ამოღების ოქმით, რომლის შესაბამისად, გამომძიებელ ა------- ძ-------ის მიერ ექიმ-პროქტოლოგ ა------ მ-------ისგან ამოღებულ იქნა კ------- კ----–-ას პროქტოლოგიური შემოწმებისას ნანახი უცხო სხეული - პრეზერვატივებში მოთავსებული გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული სამი შეკვრა, რომელთაგან ორ შეკვრაში აღმოჩნდა მოთეთრო ფერის კრისტალური მასა, ხოლო მესამე შეკვრაში - მოთეთრო ფერის კრისტალური ფორმის ნატეხები; კ------- კ----–-ას დაკავების ოქმით; საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 0-----–--ის ნარკოლოგიური გამოკვლევის #7------ დასკვნით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 0-----–--ის ქიმიური ექსპერტიზის #3--------------- დასკვნით; კ------- კ----–-ას მიერ საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტით; 2019 წლის 1-----–--ის დათვალიერების ოქმებით; 2019 წლის 2-----–--ის გამოთხოვის ოქმით; 2019 წლის 2-----–--ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, დგინდება, რომ კ------- კ----–-ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2019 წლის 04----–--ს, ქ. ბ------ში, აეროპორტის გზატკეცილი #2---ში მდებარე ბ------ის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 10,4225 გრამი მეთადონი (ფუძე), რასაც საქართველოში შემოსვლის შემდეგ ასევე, უკანონოდ ინახავდა თავის სხეულში.
4.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ------- კ----–-ამ ჩაიდინა: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ბ) საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. კ------- კ----–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. - 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთას ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
6.6. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის ცალ-ცალკე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კ------- კ----–-ას მიერ ჩადენილი დანაშაულები განეკუთნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, რომელთა ჩადენისთვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.
6.8. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას კ------- კ----–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ არ არის ნასამართლევი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, კ------- კ----–-ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ასევე სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ------- კ----–-ას უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და კ------- კ----–-ას პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
6.9. ამასთან, კ------- კ----–-ას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- კ------- კ----–-ას პირადი ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ CD დისკზე, ნარკოტიკული საშუალების ამოღებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ CD დისკზე და ბ------ის საერთაშორისო აეროპორტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ------- კ----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
2. კ------- კ----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ------- კ----–-ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
4. კ------- კ----–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 04----–--იდან.
5. მსჯავრდებულ კ------- კ----–-ას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 05 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. მსჯავრდებულ კ------- კ----–-ას ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- კ------- კ----–-ას პირადი ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ CD დისკზე, ნარკოტიკული საშუალების ამოღებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ CD დისკზე და ბ------ის საერთაშორისო აეროპორტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე