განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
330100118002294927
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/487-18

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ნ------------------------–---–-----------------------------------------–---–---–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული თ------------------------------------------------–-------–-–------------–-- რეგისტრირებული მისამართზე: თ---–----------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–---–-----------–--

ადვოკატები - კ-------–--–------–-----------–----

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” პუნქტი – თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობის ზიანი გამოიწვია;

 

საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტი (სამი ეპიზოდი) – თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

1. გ---–-----------------, მის კუთვნილ საოფისე ფართში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში,-----–---- ქუჩა N13-ში, ხელშეკრულების საფუძველზე ჰყავდა მოიჯარე, ქ-------------------, რომელსაც აღნიშნულ მისამართზე მდებარე ფართში განთავსებული ჰქონდა ამბულატორიული კლინიკა „--------–----. ქ------------------- ყოველთვიურად იხდიდა იჯარის თანხას 2 50- აშშ დოლარის ოდენობით.

თ----------------- ისარგებლა იმით, რომ გ---–---------------- იმყოფებოდა საზღვარგარეთ და, ვითომდა, გ---–----------------- დავალებით, ქ-------------------- სისტემატურად სთხოვდა გადაეცა მისთვის ქირის თანხა, რა მიზნითაც 2016 წლის მაისის თვიდან ქ-------------------- მიერ თ----------------------- ხელზე გადაცემულმა თანხამ შეადგინა 30- აშშ დოლარი და 6 756.65 ლარი.

თ----------------- ასევე მოატყუა რა ქ-------------------, უთხრა მას, რომ თანხა ჩაერიცხა ანგარიშზე, რომელიც იყო გ---–------------------ და რომელსაც გაუგზავნიდა მოკლეტექსტური შეტყობინებით, რა დროსაც თ----------------- ქ-------------------- გაუგზავნა არა გ---–-----------------, არამედ საკუთარი ანგარიშის ნომერი, რის საფუძველზეც თ----------------- პირად ანგარიშზე, 2016 წლის 31 დეკემბერს, შ------------–----- ანგარიშიდან ჩარიცხული იქნა 1- 90- ლარი და 30 თეთრი, რაც თ----------------- გამოიყენა პირადი ინტერესებისათვის.

აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს 18 658.55 ლარის, დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა. (ქ-------------------- ეპიზოდი)

2. 2017 წლის 07 მარტს, ქ. თბილისში,-----–---- ქუჩა N13-ში, თ------------------ და თ--------------- შორის შედგა შეთანხმება უძრავი ქონების ქირავნობის შესახებ, რომლის თანახმადაც, თ-----------------, როგორც ვითომდა გ---–----------------- წარმომადგენელმა, თ---------------, შემდგომი კომერციული საქმიანობისათვის, მოტყუებით მიაქირავა გ---–----------------- კუთვნილი საოფისე ფართი, მდებარე ყ---–---- ქუჩა N13-ში, რის სანაცვლოდაც, ეტაპობრივად, ვითომდა გ---–---------------------- გადასაცემად, გამოართვა ფართის ქირის თანხა - 4 0-- აშშ დოლარი. მიღებული თანხა თ----------------- პირადი ინტერესებისათვის გამოიყენა.

თ----------------- ქმედებით დაზარალებულს მნიშვნელოვანი, 4 0-- აშშ დოლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა. (----------------- ეპიზოდი)

3. 2016 წელს „---------------------- თანამშრომელს, ნ-------------–---–------–----------------- შეუკვეთა სარეკლამო მომსახურება, რის სანაცვლოდაც გადაიხადა 80- აშშ დოლარი. ვინაიდან სარეკლამო კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა და ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება, ნ-------------–---–-- აიღო გ---–----------------------- ფულადი თანხის დაბრუნების ვალდებულება.

2017 წლის თებერვალის თვეში ნ-------------–---–- ტელეფონით დაუკავშირდა თ----------------, რომელმაც განუცხადა, რომ გ---–---------------- იყო მისი დეიდა და ამ უკანასკნელისთვის დასაბრუნებელი თანხა, 80- აშშ დოლარი, უნდა მიეცა მისთვის.

2017 წლის 1- მარტს, ქ. თბილისში,------------------–----- თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-------------–---–-- თ-----------------, როგორც გ---–----------------- წარმომადგენელს, გადასცა 20- აშშ დოლარი (502.22 ლარი), ხოლო 2017 წლის 10 აპრილს თბილისში, მარჯანიშვილის გამზირზე - 20- აშშ დოლარი (483.02 ლარი).

თ----------------- ქმედებით დაზარალებულს მნიშვნელოვანი, 985.24 ლარის (40- აშშ დოლარის) ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა. (--------------–---–-- ეპიზოდი)

4. 2016 წლის აპრილის თვეში, თ----------------- ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გირავნობის საგნად დატვირთა გ---–----------------- კუთვნილი ოქროს ნივთები, ხოლო ფულადი თანხა გადასცა გ---–-----------------, რის შემდეგაც თ---------------- გ---–----------------- მოტყუებით, სისტემატურად, ქ. თბილისში ყ---–---- ქუჩა N13-ში ართმევდა ფულად თანხას, 30- აშშ დოლარს, იმ მიზნით, რომ თანხა გადახდილი ყოფილიყო ლომბარდში ოქროს ნივთების პროცენტის და ძირი თანხის დასაფარად. ამასთან, თ---------------- გ---–----------------- ატყუებდა და უმალავდა ოქროს ნივთების ლომბარდის ადგილსამყოფელს. აღნიშნული გზით თ---------------- მოტყუებით, მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სესხის და პროცენტის დაფარვის მიზნით გ---–----------------- მიერ მისთვის გადაცემულ 2 180 აშშ დოლარს, რაც მის მიერ გამოყენებული იქნა პირადი ინტერესებისათვის.

თ----------------- ქმედებით დაზარალებულს მნიშვნელოვანი, 2 180 აშშ დოლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. (დაზარალებული გ---–----------------- ოქროს ნივთების ეპიზოდი)

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

1. ქ-------------------- ეპიზოდი

 

ქ--------------------- კლინიკა შ------------–----- დირექტორმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ კლინიკა შ------------–---- 2013 წლის ოქტომბრის თვიდან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მდებარეობდა ქ. თბილისში,-----–---- ქუჩა N13-ში. ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა მესაკუთრის მინდობილ პირთან, შვილთან - გ---–---------------------, რომლის ანგარიშზეც იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ყოველთვიურად, 2 50- აშშ დოლარს რიცხავდა. გ---–-----------------, რომელიც ხშირად დადიოდა მოსკოვში, გააცნო თავისი ახლობელი - თ---------------- და უთხრა, რომ მისი საქართველოში არყოფნის შემთხვევაში კომუნიკაცია ჰქონoდა მასთან. 2016 წლის დასაწყისში გ---–---------------------, დაგროვილი ფინანსური ვალდებულების გამო, მოუვიდა უსიამოვნება, რის გამოც, დაახლოებით ოქტომბრის თვიდან ურთიერთობა გააგრძელა თ---------------------, რომელიც მისგან აქტიურად, აგრესიულად, კლიენტების თანდასწრებით, მოითხოვდა დავალიანების დაფარვას და გ---–---------------------- ჯანმრთელობის და დიდი ფინანსური პრობლემების შექმნაშიც კი ადანაშაულებდა. ვინაიდან ოჯახური პრობლემები ჰქონდა და ვალის გასტუმრებას ვერ ახერხებდა, მოსალაპარაკებლად რამდენჯერმე გ---–--------------------- დაკავშირება სცადა, რაც ვერ მოახერხა. როგორც მოგვიანებით, გ---–-------------------- შეიტყო, გ---–------ ტელეფონში, რომელიც თ----------------------- ხელმისაწვდმი იყო, მისი (ქ--------------------) ტელეფონის ნომრიდან განხორციელებული ზარები დაბლოკილი აღმოჩნდა. გ---–----------------- 15 0-- აშშ დოლარის ოდენობის დავალიანების დაფარვა დაიწყო ეტაპობრივად. თ----------------- სხვადასხვა ოდენობის თანხებს გადასცემდა, რის დასტურადაც, რიგ შემთხვევებში, სალაროს გასავლის ორდერებზე აწერინებდა ხელს. დაახლოებით 3 0-- ლარი ქ----–---–-- ქუჩაზე, კლინიკის მენეჯერის, ი----------–----, თანდასწრებით გადასცა ბრალდებულს; ვალის დიდი ნაწილი, 1- 901 ლარი კი იმ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა, რომელიც, თ----------------- მიუთითა. ბრალდებულმა ახალი ანგარიშის ნომერი მოკლეტექსტური შეტყობინებით რომ გამოუგზავნა, უთხრა, რომ გ---–----------------- სხვა ანგარიშები დავალიანების გამო დაბლოკილი იყო. შემდეგ თვეში ბუღალტერმა შეატყობინა, რომ ანგარიში, რომელზეც ზემოაღნიშნული თანხა ჩარიცხა, ფიზიკურ პირს, თ----------------- ეკუთვნოდა. 2017 წლის თებერვალში ყ---–---- ქ. N13-ში მდებარე ფართი დაცალა და ახალ ფართში გადავიდა. გადასვლის შემდეგ თ----------------- დაურეკა და უთხრა, რომ გ---–---------------- მისული იყო ფართში და ჟალუზები რომ ჩამოყრილი დახვდა, არ მოეწონა. თ--------------------- საუბრის დროს გ---–------ ხმაც ესმოდა, რომელსაც მასთან საუბარი უნდოდა და თ------ გამოართვა კიდეც ტელეფონი. გ---–----------------- მას პრეტენზია წაუყენა დაულაგებელი ფართის გამო და იჯარის დავალიანების, 15 0-- აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც გ---–------ უპასუხა, რომ მისი იმდროინდელი ვალი მხოლოდ 5 0-- აშშ დოლარს შეადგენდა, რადგან 10 0-- აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა თ----------------------- და მასთან გაერკვია ყველაფერი. გ---–----------------- ტელეფონი რომ გაუთიშა, დაურეკა თ------, რა დროსაც იგი დაპირდა, რომ გ---–--------------------- თავად გაარკვევდა ყველაფერს. შემდეგ შეხვდა გ---–------, რა დროსაც თ------ დაადასტურა, რომ ვალის ნაწილი მართლაც დაფარული ჰქონდა. ქ-------------------- დაკითხვისას ასევე დაადასტურა, რომ გამოძიებისას მისგან ამოღებული იქნა სალაროს გასავლის ორდერები, საბანკო გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები და მის მობილურ ტელეფონში არსებული მიმოწერა და აუდიოჩანაწერები.

მოწმე ი----------–----, კლინიკა „--------–----- მენეჯერმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2016 წლის ოქტომბერში იგი ახლდა ქ---------------------, როცა მან ჭ--------- გამზირზე მდებარე ს-----------------–-- კლინიკის ანგარიშიდან 1 040 ლარი გამოიტანა და თ----------------- გადასცა იქვე. ასევე შემსწრეა ამავე პერიოდში, ქ----–---–-- ქუჩაზე, ქ-------------------- მიერ თ----------------------- 3 0-- ლარის ხელზე გადაცემის ფაქტის.

ს-------------------- ამონაწერით დგინდება, რომ 2016 წლის 20 ოქტომბერს შ------------–---------------------------- ანგარიშიდან ქ-------------------- მიერ გატანილი იქნა იჯარის საფასური - 1 040 ლარი.

მოწმე მ---------–--–----, შ------------–----- თანამშრომელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ კლინიკის დირექტორის, ქ-------------------- დავალებით, კლინიკაში მისულ თ-----------------, როგორც ფართის მესაკუთრის წარმომადგენელს, 2017 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში გადასცემდა თანხებს, რომელთა საერთო ჯამმა შეადგინა დაახლოებით 1 30- ლარი. თანხის გადაცემის შესახებ ჩანაწერებს აკეთებდა საკუთარ ბლოკნოტში, ოფიციალური დოკუმენტები არ დგებოდა. როცა სამსახურში არ იმყოფებოდა, თანხებს მის ნაცვლად მ-------–------- გასცემდა.

მოწმე მ-------–--------, კლინიკა „--------–----- თანამშრომელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ ქ-------------------- მითითებით ორჯერ, 30- ლარამდე თანხა გადასცა თ-----------------, იჯარის დავალიანების დასაფარად.

მოწმე თ----------–---–--, შ------------–----- თანამშრომელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ კლინიკის დირექტორის, ქ-------------------- მითითებით, 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, რამდენჯერმე, ფართის მეპატრონის წარმომადგენელს, თ-----------------, გადასცა იჯარის თანხა, - სულ 2 447 ლარის ოდენობით. თანხის გადაცემის ყველა შემთხვევაში ადგენდა სალაროს გასავლის შესაბამის ორდერებს, რომლებსაც თ---------------- აწერდა ხელს.

 

შ------------–----- 2016 წლის 20 ოქტომბრის, 21 ოქტომბრის, 29 ოქტომბრის და 02 ნოემბრის სალაროს გასავლის ორდერებით დგინდება, რომ კლინიკის სალაროდან საიჯარო ქირის სახით თ----------------- ხელზე გაიტანა 1040.0- ლარი, 926.0- ლარი, 481.80 ლარი და 361.85 ლარი. სალაროს გასავლის ორდერები ხელმოწერილია „------------ მიერ.

გრაფიკული ექსპერტიზის N-------- დასკვნის (ექსპერტი:--------------–---–-) თანახმად, სალაროს გასავლის ორდერებზე (დათარიღებული 2--------- წ; 2--------- წ; 29/10/2016 წ; 02.1-.2016 წ.) გრაფებში „ხელმოწერა“, თ----------------- გვარით არსებული ხელმოწერები, სავარაუდოდ, შესრულებულია თ----------------- მიერ.

ხელწერის ექსპერტიზის N--------- დასკვნის (ექსპერტები:--------------–--------------- თანახმად, ხელმოწერები, თ----------------- სახელით (მოკლე ხელმოწერები), განლაგებული სალაროს გასავლის ორდერებზე (თარიღებით: 02.1-.2016 წ, 29.10.2016 წ; 20.10.2016 წ; 21.10.2016 წ.) გრაფაში „ხელმოწერა“, სავარაუდოა, რომ შესრულებულია თ----------------- მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნებისა და გამოსაკვლევი ხელმოწერის შესაბამისი თავისუფალი ნიმუშების სიმცირის გამო.

ქ-------------------- და თ------------------ შორის შემდგარ სატელეფონო მიმოწერაში არსებული მოკლეტექსტური შეტყობინებებით დგინდება, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს თ---------------- ქ------------------------ მოითხოვდა ს-------------------------------------------- ანგარიშზე სასწრაფოდ ჩაერიცხა თანხა.

ს-------------------- 2016 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო დავალების ამონაწერით დგინდება, რომ „--------–---------------------------- ანგარიშიდან თ----------------------------------------- ანგარიშზე ჩარიცხული იქნა იჯარის საფასური - 1- 901 ლარი და 30 თეთრი.

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნის, აუდიოჩანაწერების და მათი ტექსტობრივად გაშიფრული ამონაწერის თანახმად:

ა) ჩანაწერი „call_17-58-0-_OUT_+9-----------.amr“ -

თ----------------: - „ალო“

ქ------------------- - „ალო“

თ----------------: - „ხო“

ქ------------------- - „------- როგორ ხარ?“

თ----------------: - „კარგად, შენ?“

ქ------------------- - „კარგათ, ტ----- მოკლედ, ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩამაგდო შენმა ესეთმა იმან, მოქმედებამ, მე გ---–-- მეუბნება, რო ან რატო აძლევდი ფულს იმას, ან რატო ჩაურიცხე ანგარიშზე, იმიტო, რო ჩემამდე არაფერი არ არი მოსულიო“

თ----------------: - „ეგ ყველაფერი გავარკვიე უკვე და ის, რა ქვია, ცოტა ხანში დაგირეკავ რა ... გასული ვარ და ...“

ქ-------------------: - „არა, მითხარი ანა გეხვეწები, ძაან ანერვიულებული ვარ და აგერ მიზის ჩემი ადვოკატი და ამზადებს სარჩელს, რო შეიტანოს და რა ხდება ამიხსენი რა, როდის, ანუ მე ვეღარ დავიხევ ეხა უკან იმიტო, რო ჩემი ვალები ისედაც მეყოფა, იმ ფულს, რომელიც მე გადახდილი მაქ რეალურად, მე იმას...“

თ----------------: - „... კი, გავარკვევ“

ქ-------------------: - „ხელახლა ვეღარ გადავიხდი“

თ----------------: - „გავარკვევ ყველაფერს, უბრალოთ ანუ თანხები რაღაცა ვერ გავიგე, რაღაცეები მანახა და რაღაცეები ვერ გავიგე და ...“

ქ-------------------: - „არა, რა უნდა გაარკვიო და რა ვერ გაიგე, მე რაც შენთვის მაქ გადახდილი, იმაში რაში ვერ გაერკვიე ერთი მითხარი“

თ----------------: - „არა, ანუ მეც რაღაცეები მიწერია და უნდა შევადარო“

ქ-------------------: - „არა, რა, ის, ერთი წამით მოითმინე რა, შენ ანგარიშზე რაც ჩამარიცხინე 31 დეკემბერს, იმას ჩაწერა უნდა?“

თ----------------: - „ეგ კი“

ქ------------------- - „ეგ ერთი“

თ----------------: - „არა, ეგ კი“

ქ-------------------: - „სამტრედიის გზაზე რო ვიყავი და ისტერიკით რო თბილიში ჩამომიყვანე და ქ----–---––- რო... ქ----–---–--- რო შემხვდი ღამის პირველ საათზე მე და--------, მაგასაც გარკვევა უნდა?“

თ----------------: - „... კი, არა, მაგას არ უნდა გარკვევა, მარა საქმეზე ვარ და დაგირეკავ ...“

ქ------------------- - „ხო და ძალიან გთხოვ რაა, აესე მაწვებოდი შენ მე თავის დროზე როცა ფულს მართმევდი და“

თ----------------: - „...“

ქ-------------------: - „ძალიან გთხოვ გაარკვიე, თორე მე უკვე, ჩემი ადვოკატი მერე სხვანაირად გაარკვევს რა“

თ----------------: - „კი, კი, აუცილებლად, კაი.“

ბ) ჩანაწერი „call_18-03-25_IN_+9-----------.amr“

ქ-------------------: - „ხო,--------

თ----------------: - „გესმის?“

ქ-------------------: - „კი, მესმის“

თ----------------: - „ხო, ეხა მითხარი, ანუ შენ ... რო ჩარიცხე მოკლეთ მაშინ რო ჩარიცხე. ოთხი ათას რამდენი იყო?“

ქ-------------------: - „არა, ჩარიცხვით მე თერთმეტი ათას რაღაცა მაქ ჩარიცხული,--------

თ----------------: - „არა. დოლარში ვიძახი“

ქ-------------------: – „ნუ დოლარში ახა კურსი უნდა ვნახოთ იმ დღის და იმის მიხედვით უნდა გადავიყვანოთ“

თ----------------: - „ისა, რა ქვია, ანუ ეხა გაქ ორი თვის დარჩენილი, ხო?“

ქ-------------------: - „ეხლა საერთოდ უნდა შევდარდეთ თავიდან რა ყველაფერზე, მე და შენ ბოლოს ესე ვილაპარაკეთ, მაგრამ ჩემი და შენი დიალოგის მერე ყველაფერი ყირაზე დადგა და ვეღარ გავიგე უკვე“

თ----------------: - „არა, ეხა არი ორი თვის, ხუთი ათასი არი, ანუ...“

ქ-------------------: - „ხუთი ათასი დოლარია ვალი ჩემი ანგარიშით, კი“

თ----------------: - „ერთი წამი, ორი ათასი არი იანვარში ხუთასი დოლარი რო ჩამოგაკელით და ისა, რა ქვია”

ქ-------------------: - „ორი ათას ხუთასი, ანუ ხუთი ათასი დოლარია სულ“

თ----------------: – „მოკლედ ხუთი ათასი ... დარჩენილი“

ქ-------------------: - „დარჩენილი კი“

თ----------------: - „ხუთი ათასი, ხო, ხუთი ათასი არი დარჩენილი ხო?“

ქ-------------------: - „კი, კი“

თ----------------: - „ვსიო, ანუ მაგას, მაგაზე კიდე რა არი?“

ქ-------------------: - „რას ნიშნავს მაგაზე კიდე რა არი?“

თ----------------: - „ანუ მაგ თანხას ...“

ქ-------------------: - „კიდე რა უნდა იყოს, დანარჩენზე იძახის გ---–--, რო არა გაქო გადახდილი“

თ----------------: - „არა, ის თანხა, რაც ჩარიცხე, ის არი ლომბარჩი უკვე, გ---–--- ნივთები არი ლომბარჩი და ის უკვე გავარკვიეთ“

ქ-------------------: - „------ ეგ ჩემი პრობლემა არ არი“

თ----------------: - „არა, შენი პრობლემა არ არი, უკვე ვუთხარი და ავუხსენი რა ..“

ქ-------------------: - „მე გ---–-- ეხაც მირეკავს, ეხაც მირეკავს და მეუნება ესეთ რაღაცას, რო ეს ფულებიო ჩემამდე არ არი მოსულიო და ვაფშე რატო აძლევდი ტ------- რაა“

თ----------------: - „ეხა დაგირეკა?“ ·

ქ-------------------: - „და არ გაქ გადახდილიო და“

თ----------------: - „ეხა დაგირეკა? ..“

ქ-------------------: - „ხო, ეხლაც დამირეკა გ---–---, კი, და მე იმ ხუთი ათას დოლარს არ ვუარყოფ, რო ვალია, ეგ მე გ---–-- გუშინ ვნახე, შევხვდი“

თ----------------: - „ხო და ... ანუ ეგ ...“

ქ-------------------: - „მისმინე ტ----- მე ვიყავი გ---–------- და გ---–--- ველაპარაკე და მე უთხარი“

თ----------------: - „ვიცი, მითხრა ...“

ქ-------------------: – „რო მე ხუთი ათასი დოლარი მაქ შენი ვალითქო“

თ----------------: - „სტუმრები მყავს ისა, რა ქვია და ვერ ვნახე რა მოკლეთ, სხვა რაღაცას ვაკეთებთ, რაღაც პროექტს ვი..., ავიღეთ რა სახელმწიფოსგან მოკლედ და მაგაში ვიყავი ჩართული და ისა, რა ქვია, ვერ გამოვედი და მირეკავდა ხოლმე, მაგრამ, ანუ ხუთი ათასზე, ანუ ხუთი ათასი ჭირდება მაგას ეხა და ... ორი ათასი მაინც მომცესო, მაგას იძახდა, ჩემთვის მაგას მეტი არაფერი არ უთქვამს“

ქ-------------------: - „არ ვიცი, მე გ---–-- სხვანაირად მეუნება, გ---–--- ჩემთან ეხლა ამ ხუთი ათას დოლარზე პრეტენზია არა აქვს“

თ----------------: - „...“

ქ-------------------: „- თანახმაა იმაზე, რო შეღავათი გამიკეთოს და ნაწილ-ნაწილ გადავიხადო და დანარჩენ თანხაზე...“

თ----------------: - „ხუთას-ხუთასი დოლარი არ მჭირდებაო მე მითხრა და უთხარი მოიტანოსო“

ქ-------------------: - „და დანარჩენ თანხაზე მეუბნება, რო უბრალოთ მე ეს თანხა არ მინახავს თვალითო და რა ხდება ვერ გავიგე.“

თ----------------: - „არა, ანუ ლომბარდიო გადავალომბარდოთო და გამოვიტანოთო უკან თანხაო და მეთქი ჩემი ახლობლის არი და აღარ მაძლევს-თქო და მაშინ გამოიტანე და სხვაგან წაიღე-მეთქი ეგ უთხარი პროსტა, იმიტო, რო აღარ უღირს იმ კაცს, თვეობით ვერ იხდიდა ხოლმე და...“

ქ-------------------: - „არ ვიცი ტ---- შენი და გ---–--- ურთიერთობა და ლომბარდის მით უმეტეს, ჩემი პრობლემა არ არის“

თ----------------: - „ხო, ანუ,... სულ სხვა თემა არი ...“

ქ-------------------: - „ხვდები? ანუ მე მინდა ის“

თ----------------: - „...“

ქ-------------------: - „მისმინე, მე მინდა ის, რო გ---–--- დაუფიქსირო ის, რაც მე რეალურად გადახდილი მაქ რა და“

თ----------------: - „ხო, კი, ეგ რა თქმა უნდა“

ქ-------------------: - „ვალი მაქ მხოლოდ ხუთი ათასი დოლარი დარჩენილი რა“

თ----------------: - „კი, ანუ ეგ რა თქმა უნდა, კი, მაგას არავინ არაფერს არ იძახის, მაგრამ ანუ შენ გითხრა, რო ხუთი ათასი დოლარი ნელ-ნელა ხუთას-ხუთასი დოლარით მომეციო?“

ქ-------------------: - „კი, ეგ უკვე მე და გ---–--- მოვილაპარაკეთ“

თ----------------: - „ა, ანუ უკვე ეგ გითხრა ხო?“

ქ-------------------: - „კი“

თ----------------: - „ხო, არა, მაგას გავარკვევ, იმიტო, რო მე მეუბნება, რო ....“

ქ-------------------: - „კი ბატონო, გაარკვიეთ“

თ----------------: - „თანხა მჭირდებაო და მე მომიტანოსო“

ქ-------------------: - „გაარკვიე, გაარკვიეთ“

თ----------------: - „ორი ათასი დოლარი მაინც მომიტანოსო გუშინ კიოდა და მაშინ ჩემთან რა კონცერტებს ატარებს ვერ გავიგე, მე ვაფშე ... კინკლაობა“

ქ-------------------: - „ხო და ამიტომ იყო ..., ამიტო იყო ძალიან კარგი, რო გუშინ როცა მე მივდიოდი, შენც მოსულიყავი და“

თ----------------: - „ხო, ანუ...“

ქ-------------------: - „იმიტო, რო მე და გ---–--- ძაან ნორმალურად ვილაპარაკეთ ერთმანეთში და ბევრ რაღაცაზე შევთანხმდით და უბრალოდ მე მოუყევი ყველაფერი აბსოლიტურად გ---–--- ჩემი და შენი ურთიერთობა, როცა მე და გ---–--- წყვეტა გვქონდა ურთიერთობაში და შენ კონტაქტობდი ჩემთან და ....“

თ----------------: - „... არაფერი არ დამიმალია“

ქ-------------------: - „ანუ რეალურად გ---–--- ის არ იცოდა, რო მე ღამე შეგხვდი ქ----–---–--- და ერთხელ თანხა მოგეცი“

თ----------------: - „როგორ არ იცოდა ..“

ქ-------------------: - „31 დეკემბერს რო შენ ანგარიშზე ფული მქონდა ჩარიცხული, მე თითონ მიუტანე საბუთები“

თ----------------: - „... შენთან“

ქ-------------------: - „არ ვიცი ტ---- რა, მოკლეთ და კონკრეტულათ“

თ----------------: - „რა არ იცოდა?“

ქ-------------------: -„აი ესეთ სიტუაციაში აღმოვჩდი და როგორ გითხრა სხვანაირად“

თ----------------: - „მაშინ შენ რო ლარები მომიტანე ქ----–---–---, მაგისგან წამოვედი, მაგასთან ერთად ვიყავი და ამ შუა ღამისას არ გახვიდეო, თვითონ გამოვიდესო და მეთქი მცხვენიათქო რა, ჩემზე უფროსია მაინცთქო და მირჩევნია მე გავიდეთქო და მე გამოვედი“ ქ-------------------: - „კაი ტ----- ხო, ნუ აღარ მაინტერესებს ეხა მაგეების მოსმენა“

თ----------------: - „არა, მე მაინტერესებს … რას ნიშნავს არ ...“

ქ-------------------: - „ხო გაიგე ჩემი პრეტენზია რაშიც მდგომარეობს და ნუ რა გავაკეთო ეხა“

თ----------------: - „გასაგებია, არა, რა სისულელეა, მაგრამ მაგას დაველაპარაკები, პროსტა ანუ მე ისევ მაგის საქმეზე დავრბოდი ... იმაზე რა ქვია, და გუშინ მაგიტო ვერ მოვედი, აი შანსი არ იყო პროსტა რო გამოვსულიყავი, დაჟე დილის 6 საათზე ისევ იქ ვიყავი“

ქ-------------------: - „კარგი ტ----- კარგი ეხა მეც აღარ მცალია უკვე და რა ვიცი, გაარკვიეთ“

თ----------------: - „არა, გეხვეწებით, გაზის, გაზის ის გადაიხადე რაა“

ქ-------------------: - „ხო, გაზს გადავიხდი ტ----- მარა გაზის გადახდამდე ჯერ რაც გადახდილი მაქ, კიდე ვიმეორებ, იმაში გავერკვიოთ რა“

თ----------------: - „მოკლედ ანუ ხუთი ათასზე რა შეგითანხმდა შენ მითხარი ეხა, რო ... ძაან მაინტერესებს“

ქ-------------------: - „კაცო შენ იმ ხუთი ათას თავი დაანებე, იმიტო მე შენთან აღარ ვიკონტაქტებ ამ საკითხზე, უკვე ვეკონტაქტები პირდაპირ გ---–-------, იმიტო გ---–--- რეალურათ მე საყვედური მითხრა, რო ერთხელ ჩემთან რატო არ დარეკე და რატო არ გადაამოწმეო, ამიტომ მე აწი ვიკონტაქტებ გ---–------- რა, როგორც უნდა“

თ----------------: - „ხო ...“

ქ-------------------: - „თვითონ უნდა თუ არ უნდა ჩემთან კონტაქტი, მე ვიკონტაქტებ გ---–-------“

თ----------------: - „...“

ქ-------------------: - „ამიტომ აწი რაც იქნება, იმას შენ თავი დაანებე“

თ----------------: - „კაიი“

ქ-------------------: - „აქამდე რაც იყო, იმას მივხედოთ“

თ----------------: - „კაი, დანარჩენს ეხა მე გავარკვევ“

ქ-------------------: - „კარგი ..“

დაზარალებულმა გ---–----------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დედამისს საკუთრებაში აქვს საოფისე ფართი, რომელიც მდებარეობს ყ---–---- ქუჩა N13-ში. აღნიშნულ ფართში ხელშეკრულების საფუძველზე ჰყავდა მოიჯარე ქ-------------------, რომელსაც გახსნილი ჰქონდა ამბულატორიული კლინიკა „--------–----. ქ------------------- ყოველთვიურად უხდიდა იჯარის თანხას 2 50- აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის მაისში ქ-------------------- მოულოდნელად გარდაეცვალა ქმარი და შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც იჯარის თანხის გადახდა გაუჭირდა და თავადაც მისი შეწუხება ერიდებოდა. საბოლოოდ ქ-------------------- შეხვდა ოქტომბერში, რა დროსაც იგი დაპირდა, რომ დაიწყებდა თანხის გადახდას. ერთხელ თ----- იყო მისული ქ--------------------თან და მისგან დაბრუნებულმა შეატყობინა, რომ ქ-------- მასთან საუბარი არ სურდა, ამიტომ, ფართის ქირის თანხასთან დაკავშირებით სჯობდა თავად დაკონტაქტებოდა მას. დასთანხმდა. მას შემდეგ გაირკვა, რომ თ---------------- ისე ართმევდა ქ-------------------- იჯარის საფასურს, რომ მისთვის ეს თანხები არ მიჰქონდა. 2017 წლის მარტში ქ------------------- გადავიდა სხვა ფართში. დაცლილი შენობის დასათვალიერებლად მივიდა თ--------------------- ერთად, რა დროსაც ნახა, რომ ჟალუზები იყო ჩამოვარდნილი და რაღაც წვრილმანები იყო გაფუჭებული. ამის დანახვაზე ქ---------------------- ძალიან განაწყენდა და თ----------------- დაარეკინა მასთან. მათი საუბრისას თ------ ტელეფონი გამოართვა და აღელვებულმა ქ-------- ჰკითხა, თუ როდის აპირებდა დაგროვილი დავალიანების, 15 0-- აშშ დოლარის გადახდას. ქ-------------------- ძალიან გაუკვირდა მისი შეკითხვა და უთხრა, რომ ვალის დიდი ნაწილი გასტუმრებული ჰქონდა, კერძოდ, თანხის ნაწილი მის ანგარიშზე ჰქონდა ჩარიცხული, ნაწილი კი თ----------------------- ჰქონდა გადაცემული ხელზე. ამ საუბრის შემდეგ „-----------–--------–-- გაარკვია, რომ პირად ანგარიშზე ქ--------------------გან ან შ------------–-------- თანხა არ ჩარიცხვია. როცა ქ-------------------- წარუდგინა გადახდის ქვითარი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მას იჯარის თანხის დასაფარად საბანკო ანგარიშზე 1- 0-- ლარი ჰქონდა ჩარიცხული, გაირკვა, რომ გადარიცხვა განხორციელებული იყო თ----------------- ანგარიშზე. ქ--------------------გან შეიტყო ისიც, რომ თ---------------- მას ატყუებდა, თითქოს, იგი (გ---–----------------) იკეთებდა ოპერაციას და სასწრაფოდ სჭირდებოდა თანხა; ხოლო ის ანგარიში, სადაც ქ-------- რიცხავდა ხოლმე იჯარის თანხას, ბანკს ჰქონდა დაბლოკილი, რის გამოც თანხა სხვა ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ქ-------------------- თ----------------------- მიცემული ჰქონდა დაახლოებით 1--12 ათასი აშშ დოლარი.

ე.წ. „მესენჯერის“ პროგრამიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, გ---–------------------- და თ----------------- შორის წარმოებული მიმოწერით დგინდება, რომ ქ------------------------ ვალის დაბრუნების თაობაზე მიმდინარე საუბრისას, თ---------------------–------------------ მძიმედ უსახავდა ქ-------------------- მატერიალურ მდგომარეობას, რის შედეგადაც გ---–---------------- და თ---------------- შეთანხმდნენ, რომ ქ-------------- ვალის მხოლოდ ნახევარი მოეთხოვათ.

ბრალდებულმა თ----------------- წარდგენილი ბრალდების მოცემულ ეპიზოდში თავი დამნაშავედ არ ცნო.

2. თ--------------- ეპიზოდი

თ---------------, კლინიკა შ------------–---–------- დირექტორმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის თებერვალში გადაწყვიტა გაეფართოვებინა კლინიკა და გადასულიყავი სხვა ფართში. ამ მიზნით დაუკავშირდა მაკლერს, ს-------, რომელმაც მას და მის თანამშრომელ ნ--------–---- აჩვენა ქ. თბილისში,-----–---- ქუჩა N13-ში მდებარე საოფისე ფართი. შეხვდნენ ფართის მეპატრონე გ---–-----------------, რომელსაც ახლდა ახალგაზრდა გოგონა, თ----------------, რომელიც სიტუაციაში კარგად გათვითცნობიერებული ჩანდა. გ---–---------------- ფართს 2 50- აშშ დოლარად აქირავებდა. ვინაიდან უფრო მისაღები სხვა ფართი ვერ ნახა, გადაწყვიტა გ---–----------------- ფასის დაკლებაზე დალაპარაკებოდა. გ---–------ ყ---–---- ქუჩა N13-ში მიაკითხა, მის სილამაზის სალონში. იქ განუცხადეს, რომ გ---–----- იყო მოსკოვში და გადასაცემად მისი ტელეფონის ნომერი დაიტოვეს. რამდენიმე დღეში თ----------------- დაურეკა და ადგილზე შეხვედრა შესთავაზა. შეხვედრაზე ნ--------–-------- ერთად მივიდა. თ------ უთხრა, რომ გ---–---------- ქირის ფასის შემცირებაზე სურდა საუბარი და ისიც დაპირდა, რომ ამ საკითხს რუსეთში მყოფ გ---–--------------------- გაარკვევდა. მეორე დღეს თ----------------- შეატყობინა, რომ გ---–---------------- თანახმა იყო თანხა დაეკლო, მაგრამ იმ პირობით, რომ ორი თვის საფასურს - 4 0-- აშშ დოლარს, წინასწარ გადაიხდიდა. იმ პერიოდში თანხა არ ჰქონდა, ამიტომ თ------ უთხრა, რომ თუკი სხვა კლიენტი ჰყავდათ, მას არ დალოდებოდნენ. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში თ----------------- რამდენჯერმე დაურეკა და რას აპირებდა, ინტერესდებოდა. 2017 წლის 07 მარტს, კვლავ ნ--------–-------- ერთად მივიდა ყ---–---- ქუჩა N13-ში მდებარე საოფისე ფართში, სადაც თ----------------- ხელზე გადასცა 3 0-- აშშ დოლარი. თ----------------- მას საოფისე ფართის გასაღები მისცა და იქ რემონტი დაიწყეს. 3-4 დღეში მისმა თანამშრომლებმა - ნ--------–---- და ს--–--------------, დარჩენილი 1 0-- აშშ დოლარიც გადაიხადეს, რომელიც თ----------------- ნაცნობს გადასცეს, ვინაიდან თ-----, მისივე თქმით, ქალაქიდან იყო გასული. თანხის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არცერთ შემთხვევაში არ შედგენილა. თანხის გადაცემის შემდეგ თ------ გასაცნობად გამოუგზავნა იჯარის ხელშეკრულების ნიმუში, რომელსაც, მისი თქმით, გ---–----------------- ჩამოსვლის შემდეგ გააფორმებდნენ. 2017 წლის მარტის ბოლოს, ნაქირავები ფართის რემონტის დროს, პირველ სართულზე მდებარე, გ---–----------------- კუთვნილ სილამაზის სალონში ჩავიდა წყალი. გ---–----- სიტუაციის გასარკვევად ამოვიდა მათთან. ისაუბრეს ონკანის პრობლემაზე, რის შემდეგაც გ---–------ ჰკითხა, როდის აპირებდა ქირის გადახდას, რამაც ძალიან გააკვირა. გ---–------ განუცხადა, რომ ქირის თანხა 4 0-- აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა მისი ქალიშვილის, თ-----------------------. გ---–-----------------, თავის მხრივ, უთხრა, რომ თ---------------- მისი ქალიშვილი არ იყო და არც 4 0-- აშშ დოლარი მიუღია მისგან. მაშინვე დაურეკა თ------, რა დროსაც მას არ უარუყვია, რომ ქირის თანხა, 4 0-- აშშ დოლარი მიღებული ჰქონდა. თ--------------- განმარტებით, მან თ--------- იცოდა, რომ მის მიერ გადაცემული თანხის ნახევარი მან გ---–----------------- მისცა, მეორე ნახევარი კი - მაკლერს.

მოწმე ნ--------–----, შ------------–---–------- თანამშრომელმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვსას დაადასტურა თ--------------- ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ კლინიკის დირექტორ თ--------------- თან ახლდა ყ---–---- ქ. N13-ში მდებარე საოფისე ფართის სანახავად, სადაც შეხვდნენ და ესაუბრნენ თ----------------- და გ---–-----------------. გარდა ამისა, მონაწილე იყო თ---------------------- ჯერ - 3 0--, შემდეგ კი 1 0-- აშშ დოლარის გადაცემისა (უკანასკნელ შემთხვევაში თანხა გადაცემული იქნა ბიჭისთვის, - თ----------------- თქმით - მისი ძმისთვის, ვინაიდან თავად ქალაქში არ იმყოფებოდა). მარტის ბოლოს თ-------------- დაუკავშირდა, რომელმაც შეატყობინა, რომ გ---–---------------- ფართში არ უშვებდა, იმ მიზეზით, რომ ქირის თანხა გადახდილი არ ჰქონდა. ადგილზე მისვლისას გ---–----------------- მათ განუმარტა, რომ იგი ფართის მესაკუთრის, საკუთარი დედის მინდობილი პირი იყო, თ---------------- კი - გ---–----------------- შვილის ყოფილი შეყვარებული და მეზობელი. მისთვის თ------ უთქვამს, რომ მოქირავნეებს თანხის გადახდა მოგვიანებით, წლის ბოლოსკენ უნდა დაეწყოთ. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას თ----------------- უთხრა, თითქოს, 3 0-- დოლარი მარტის თვეში გადარიცხული ჰქონდა გ---–----------------------, მაგრამ ამის დამადასტიურებელი ქვითარი, მოთხოვნის მიუხედავად, არ წარმოუდგენია.

 

მოწმე ს--–--------------, შ------------–---–------- თანამშრომელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მარტის თვეში, თ--------------- თხოვნით, შეხვედრაზე ახლდა ნ--------–----, რა დროსაც ნ---- კლინიკის ახალი საოფისე ფართის ქირის თანხის დარჩენილი ნაწილი - 1 0-- აშშ დოლარი გადასცა თ----------------- ძმას. ვინაიდან თ------ ძმა დაახლოებით 14 წლის მოზარდი აღმოჩნდა, თავდაპირველად მისთვის თანხის გადაცემაზე თქვეს უარი, თუმცა, თ--------------------- სატელეფონო გასაუბრების შემდეგ მას მიტანილი თანხა გაატანეს. თანხის გადაცემიდან დაახლოებით ერთ კვირაში ოფისში რემონტი დაიწყეს, დაახლოებით თხუთმეტ დღეში კი თ--------------- დაურეკა და ნაქირავებ ფართში მისვლა სთხოვა, რადგან მისი მეპატრონე თანხის მიღებას უარყოფდა. ფართის მესაკუთრე, ქალბატონი, განმარტავდა, რომ ქირის თანხის ნაწილი თ----------------- აუღია, მაგრამ მასთან არ მიუტანია. ასევე, მას თ--------- სცოდნია, რომ დამქირავებლები მისი ახლობლები იყვნენ.

ე.წ. „მესენჯერის“ პროგრამიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, გ---–----------------- და თ----------------- შორის წარმოებული მიმოწერით დგინდება, რომ თ-----------------------–------------------ სთხოვა ფართი მის ახლობლებზე გაექირავებინა, რომლებსაც კლინიკის გახსნა სურდათ. ბრალდებულმა განმარტა, რომ ფართის ახალ დამქირავებლებს რემონტის გაკეთება უნდოდათ, რის გამოც ქირის შემცირებას და გადახდის შეღავათიან პირობებს ითხოვდნენ. გ---–---------------- დასთანხმდა და მოთხოვნილი პირობებით ფართის გაქირავების უფლება მისცა.

მოწმე ს------------–----, უძრავი ქონების სააგენტოს მაკლერმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყო თ----------------- მხრიდან მისთვის შუამავლობისთვის რაიმე თანხის გადაცემის ფაქტი.

დაზარალებულმა გ---–----------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ქ-------------------- მიერ ფართის დაცლის შემდეგ, მისი ხელახალი გაქირავების მიზნით, ნაცნობ მაკლერს, ს------- მიმართა, რომელმაც მალევე ფართის დაქირავების მსურველი, თ-------------- შეახვედრა. ამ შეხვედრაზე ის და თ-------------- ვერ შეთანხმდნენ. შემდეგ წავიდა მოსკოვში, საიდანაც ინტერნეტის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა თ------------------თან, რომელმაც უთხრა, რომ მამამისის ახლობლებს ფართის დაქირავება სურდათ და თავიდან 150- აშშ დოლარს, რემონტის დასრულების შემდგომ კი საიჯარო თანხის ჩვეულებრივ გადახდას სთავაზობდნენ. ამ პირობებს დასთანხმდა. 2017 წლის მარტის შუა რიცხვებში, იმყოფებოდა სალონში, რა დროსაც, გასაქირავებელი ფართიდან, რომელიც ზედა სართულზე მდებარეობდა, ჩამოვიდა წყალი. ავიდა ზევით და შეხვდა ორ ქალბატონს, რომელთა შორისაც თ-------------- იცნო. თ--------------- განუმარტა, რომ ფართი ნაქირავები ჰქონდა მისი (გ---–-----------------) შვილისაგან, რომლისთვისაც 4 0-- აშშ დოლარი ჰქონდა გადახდილი. გაირკვა. რომ თ------------------------------------ საუბრობდა. ვინაიდან თ------ ნათქვამი ჰქონდა, რომ ფართი ახლობელს მიაქირავა და არა თ---------------, რომელსაც მოსკოვში წასვლამდე ერთად შეხვდნენ, სიტუაციის გარკვევა დაიწყო თ----------. თ----------------- უთხრა, რომ თ------------------- მიღებული თანხა მისცა მაკლერს, რაც აშკარა სიცრუე იყო, რადგან ასეთ საფასურს არცერთი მაკლერი არ იღებდა. ამასთან, თ-------------- განმარტავდა, რომ მაკლერს არ დაუკავშირებია ისინი, მას თავად თ------ დაურეკა.

ბრალდებულმა თ----------------- წარდგენილი ბრალდების მოცემულ ეპიზოდში თავი დამნაშავედ არ ცნო.

3. ნ-------------–---–-- ეპიზოდი

ნ-------------–--–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა სარეკლამო კომპანია „---------–--, რომელსაც 2016 წელს რეკლამა შეუკვეთა გ---–-----------------, კომპანიას შეექმნა გარკვეული პრობლემები, შეკვეთა ვერ შესრულდა, რის გამოც გ---–----------------- დაპირდა, რომ გადახდილ თანხას, 80- აშშ დოლარს, ეტაპობრივად დაუბრუნებდა. იმ პერიოდში უმუშევარი დარჩა, ამიტომ გ---–---------------------- მიცემული პირობა ვერ შეასრულა. 2017 წლის თებერვლაში მას დაუკავშირდა თ----------------, რომელიც გ---–----------------- სალონში რამდენჯერმე ჰყავდა ნ---ხი. თ----------------- დაუწყო ჩხუბი თუ რატომ არ უხდიდა გ---–----------------- თანხას, რომელსაც ჰქონდა ფინანსური პრობლემები და შვილი ჰყავდა ძალიან ავად. როცა თ------ უთხრა, რომ პირადად დაუკავშირდებოდა გ---–----------------- ვალის დაბრუნებაზე სალაპარაკოდ, მან განუცხადა, რომ ეს იყო შეუძლებელი, რადგან გ---–----- იმყოფებოდა მოსკოვში. მას შემდეგ თ----- დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, სისტემატურად ურეკავდა და მოითხოვდა ფულს. საბოლოოდ, კუთვნილი ბინა გააქირავა და 2017 წლის მარტის შუა რიცხვებში თ-----------------,------------------–----- თეატრთან 20- აშშ დოლარი გადასცა. თანხის გადაცემამდე თ----------------- სთხოვა მისთვის გ---–----------------- მინდობილობა წარმოედგინა, იმის დასტურად, რომ მას თანხის მიღების უფლება ჰქონდა. აღნიშნულზე თ----------------- უთხრა, რომ გ---–---------------- იყო მისი დეიდა და მინდობილობა არ სჭირდებოდა. მის სიტყვებში ეჭვი არ შეპარვია, ამიტომ გადასცა თანხა. შემდეგ 2017 წლის 10 აპრილს ისევ შეხვდა თ----------------- მარჯანიშვილის გამზირზე, რა დროსაც ისევ 20- აშშ დოლარი გადასცა. მეორე დღეს თავად გ---–---------------- დაუკავშირდა ტელეფონზე, რომელმაც ჰკითხა თუ რას აპირებდა ვალთან დაკავშირებით. მისმა კითხვამ გააკვირვა და თავადაც დაიტერესდა 40- აშშ დოლარი, რომელიც მის დისშვილს, თ----------------- გადასცა, მიიღო თუ არა. გ---–----------------- უთხრა, რომ თ----- არ იყო მისი დისშვილი და მას არც 40- აშშ დოლარი გადაუცემია მისთვის. ამის შემდეგ დაუკავშირდა თ----------------, რომელმაც უთხრა, რომ გ---–---------------- მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებდა და სთხოვა ამაში მონაწილეობა არ მიეღო.

დაზარალებულმა გ---–----------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ სარეკლამო ფირმა „------------ ხელმძღვანელ ნ-------------–---–- 2016 წელს შეუკვეთა სარეკლამო აბრა, რაშიც დაუხადა თანხა, მაგრამ ვინაიდან ამ უკანასკნელს შეექმნა პრობლემები, მისი შეკვეთის შესრულება ვერ შეძლო. ნ-------------–---–-- განუცხადა, რომ შეუსრულებებლი სამუშაოს შედეგად დარჩენილ დავალიანებას 80- აშშ დოლარს ეტაპობრივად გადაუხდიდა. 2017 წლის აპრილამდე აღარ დაურეკავს მასთან, ელოდებოდა თავად როდის შეეხმიანებოდა. როცა დაურეკა, ნ------ უთხრა, რომ 40- აშშ დოლარი გადახდილი ჰქონდა მისი დისშვილისათვის. დაადგინა, რომ დისშვილს იგი თ----------------- ეძახდა.

ნ-------------–---–-- მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით დგინდება ნ-------------–---–-- მიერ მითითებულ პერიოდში მასა და თ----------------- შორის კომუნიკაციის არსებობის ფაქტი.

ბრალდებულმა თ----------------- წარდგენილი ბრალდების მოცემულ ეპიზოდში თავი დამნაშავედ არ ცნო.

4. გ---–----------------- ოქროს ნივთების ეპიზოდი

დაზარალებულმა გ---–----------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის მაისში დასჭირდა თანხა, რისთვისაც გადაწყვიტა ოქროს ნივთები დაელომბარდებინა. თ----------------- შესთავაზა დახმარება, უთხრა, რომ თავისი სახელით ჩააბარებდა მის ოქროულს ახლობლის ლომბარდში, თვეში ერთპროცენტიანი სარგებლის პირობით. თ------ წინადადება მოეწონა და 2016 წლის მაისში, წერეთელზე, გამოფენასთან მას, საერთო ჯამში, 40 0-- აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთები გადასცა. თ------ იმავე დღეს 8 50- აშშ დოლარი მიუტანა. მას შემდეგ ლომბარდის და ძირი თანხის დასაფარად თ----------------- 2016 წლის ივნისიდან ყოველთვიურად 30- აშშ დოლარს აძლევდა, რამაც საბოლოო ჯამში 2 180 აშშ დოლარი შეადგინა.

მოწმე გ------------–----, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ აქვს ლომბარდი ქ. თბილისში,--------–-------------–--- ქუჩა N36-ში, ამჟამინდელი ც--–---- ქუჩა N18-ში. დაახლოებით რვა წელია იცნობს თ-----------------, რომელმაც დედამისთან ერთად რამდენჯერმე ისარგებლა მისი ლომბარდის მომსახურეობით. 2016 წლის 20 აპრილს თ----------------- ლომბარდში მოიტანა სხვადასხვა დასახელების ოქროს ნივთები, რაშიც მოითხოვა 750- აშშ დოლარი. ვინაიდან ოქროს ნივთები, თავისი ღირებულებიდან გამომდინარე, იძლეოდა აღნიშნულის საშუალებას, ხელშეკრულება ამ თანხაზე გაუფორმა, თვეში სესხის თანხის 2 % პროცენტის, ანუ 150 აშშ დოლარის, გადახდის პირობით. ამის შემდეგ სესხის პროცენტი თ----------------- გადაიხადა მხოლოდ ორჯერ, 2016 წლის 12 ივნისს - 322, 50 ლარი და 2016 წლის 30 ივნისს - 348 ლარი. ვინაიდან თ------ სესხი პრობლემური გახდა, პერიოდულად უკავშირდებოდა მას და თანხის გადახდას სთხოვდა. თ----- ეუბნებოდა, რომ ეს ოქროს ნივთები ეკუთვნოდა მის დედამთილს და მათი გაყიდვის შემთხვევაში ოჯახი დაენგრეოდა. მოგვიანებით თ------------------–------–-----------–-- სესხის პორტირებით მოახდინა არსებული დავალიანების სრული დაფარვა და ოქროულიც გადატანილი იქნა ზემოაღნიშნულ კომპანიაში.

მოწმე გ------------–-- მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა 2016 წლის 20 აპრილის მფობელობითი გირავნობის N------------ ხელშეკრულებით და მასზე დართული დოკუმენტაციით, რომლითაც ირკვევა, რომ თ----------------- მიერ სარგებლის სახით თანხა გადახდილი იქნა მხოლოდ 2016 წლის 02 და 30 ივნისს - 150-150 დოლარის ოდენობით (348 და 322.50 ექვივალენტი ლარში).

ხელწერის ექსპერტიძის N--------- დასკვნით (ექსპერტები:--------------–--------------- დგინდება, რომ მფლობელობითი გირავნობის (ლომბარდის) N------------ ხელშეკრულებაზე გრაფაში „მსესხებელი თ----------------“, ხელმოწერა, სავარაუდოა, რომ შესრულებულია თ----------------- მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნებისა და გამოსაკვლევი ხელმოწერის შესაბამისი თავისუფალი ნიმუშების სიმცირის გამო.

ე.წ. „მესენჯერის“ პროგრამიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, გ---–----------------- და თ----------------- შორის წარმოებული მიმოწერით დგინდება, რომ 2017 წლის 03 აპრილის მდგომარეობით, გ---–----------------- არაერთხელ სთხოვა თ----------------- ლომბარდის მისამართი ეთქვა მისთვის, რასაც ეს უკანასკნელი სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებდა. აღნიშნულმა გ---–-----------------–- გაღიზიანება გამოიწვია და მას პროკურატურაში ჩივილითაც დაემუქრა. – „გამიყვანე ლომბარდში მეთქი გეუბნევი კიდე ერთხელ ტ----- ბოლოჯერ გთხოვ მიმიყვანო და მაჩვენო ლომბარდი სადაც ჩემი ოქროული ჩააბარე და გავარკვიოდ ყველაფერი თუ არ იხდიდი ის თვეები რასაც გაძლევდი ეგეც მითხარი ერთ თვეში დაორ თვეში არცერთი ლომბარდი არაფერს არ ყიდის, მითუმეტეს თუ იანვარში ქ----- ჩარიცხული თანხა დაერიცხათ მაგათ გელოდები თუ არა და იძულებული ვხდები პროკურორის სახელზე მზად მაქვს განაცხადი და მივიდე. იმიტომ რომ გამოდის შენ ამ თვეების მანძილზე მატყვილებდი და არსად არაფერს არ იხდიდი. თუ ვცდები წამიყვანე და დამიმტკიცე და ბოდიშს მოვიხდი თუ არა და უნდა ახსნა მაშინ ამდენი ფული სად წაიღე 4 საათისთვის მელოდებიან ქალაქის პროკურატურაში და მანამდე გელოდები შენ ნუ ირთულებ საქმეს ძალიან გთხოვ.“

ბრალდებულმა თ----------------- წარდგენილი ბრალდების მოცემულ ეპიზოდში თავი დამნაშავედ არ ცნო.

სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი და მათივე მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულმა თ----------------- მართლაც ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტით (სამი ეპიზოდი) და მე-3 ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. თაღლითობისაგან დაცვის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს სხვისი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებულმა მისთვის საზიანო გადაწყვეტილება მიიღოს. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.

ამდენად, მოტყუება ამ დანაშაულის შემადგენლობაში წარმოადგენს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებას. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა (ქონების დაუფლება). სწორედ ამიტომ მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის დანაშაულის - თაღლითობის შემადგენლობაში და სწორედ ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანაში ცრუ მონაცემების (ინფორმაციის) მიწოდების საფუძველზე. თაღლითობის დროს დამნაშავის მიერ მიწოდებული ტყუილი ცნობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგალითად, შეიძლება ეხებოდეს მის პიროვნებას, უფლებამოსილებას, იურიდიულ ფაქტებს და სხვა.

 

ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.

 

საქართველოს სსკ 180-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევს თაღლითობით მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი) და მის ჩადენას „დიდი ოდენობით“ (მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი). საქართველოს სსკ 177-ე მუხლზე დართული შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, მნიშვნელოვან ზიანად მიიჩნევა მატერიალური ზიანი 150 ლარის ზევით; „დიდი ოდენობა“ კი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, წარმოადგენს მატერიალურ ზიანს, რომელიც აჭარბებს 10 0-- ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა თ----------------- მიერ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს ცალსახად დადგენილად იქნეს მიჩნეული, რომ თ---------------- მოტყუებით დაეუფლა გ---–----------------- ფულად თანხებს, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.

 

თ----------------- ბრალეულობა, ბრალდებით მოცულ ოთხივე ეპიზოდში, უპირველეს ყოვლისა, დასტურდება ქ--------------------, თ---------------, ნ-------------–---–-- და გ---–----------------- ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც ისინი პირდაპირ ამხელენ თ----------------- ტყუილსა და ამ გზით თანხების დაუფლებაში. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას ბრალდების ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სანდოობის შეფასებაში და განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეული რაიმე გარემოება, რომელიც გ---–-----------------, ქ--------------------, თ--------------- და ნ-------------–---–--, როგორც ინფორმაციის პირველწყაროს, სანდოობასა და მათ მიერ გაცხადებული ინფორმაციის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა სასამართლოს. გარდა იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ დადგინდა რაიმე მოტივი (აღსანიშნავია, რომ ამგვარი მოტივის არსებობას არც დაცვის მხარე უთითებს), რომელიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არმყოფ პირებს უბიძგებდა ბრალდებულისათვის დაებრალებინათ დანაშაული, - სასამართლოსთვის ქ--------------------, თ---------------, ნ-------------–---–-- და გ---–----------------- მიერ მიცემული ჩვენებების უტყუარობას მოწმობს ის გარემოებებიც, რომ დაკითხვისას მათ დამაჯერებლად და დეტალურად აღწერეს ფაქტები, ამასთან, ჩვენებებში მათ მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები სრულ თანხვედრაშია ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, - საქმის გარემოებათა თაობაზე დაკითხულ სხვა პირთა ჩვენებებთან, შესაბამისი დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ დოკუმენტებთან, ექსპერტიზის დასკვნებთან, სატელეფონო საუბრების ამსახველ აუდიოჩანაწერებთან და გ---–----------------- და თ----------------- შორის წარმოებული მიმოწერის ამსახველ მასალებთან.

 

ზემოაღნიშნულის გარდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მინიშნებას, იმასთან დაკავშირებით, რომ გ---–---------------------- და მისი სახელით ქ--------------------, თ--------------- და ნ-------------–---–--ათვის თ----------------- მიერ გამორთმეული თანხები ისევდაისევ გ---–----------------- ინტერესებს, მისი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას მოხმარდა, რაც გამორიცხავს დანაშაულად მისი ქმედების დაკვალიფიცირების შესაძლებლობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის გარემოებები, რომ ყოველდღიური და აქტიური კომუნიკაციის პირობებში, - გ---–----------------- საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც კი, - თ----------------- მას დაუმალა ქ-------------------- მიერ მისთვის ვალის ნაწილის გადახდის და თ---------------- და ნ-------------–---–------- თანხის გამორთმევის ფაქტები - აბსოლუტურად არადამაჯერებელს ხდის დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პოზიციას და ცხადჰყოფს, რომ ამ პირებთან ურთიერთობისას თ---------------- მიზნად არ ისახავდა გ---–----------------- ინტერესების დაცვას. გარდა ამისა, სასამართლო თვლის, რომ გ---–----------------- ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად თ----------------- სახელით თანხების გადახდის ფაქტი, - რაც, რიგ შემთხვევებში, მართლაც დგინდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, - არ გამორიცხავს ბრალადშერაცხულ დანაშაულებში მის ბრალეულობას, რადგან დაკითხვისას თავად გ---–----------------- განმარტა და მასთან მომუშავე სხვა პირებმაც დაადასტურეს, რომ მისი დავალებით თანამშრომლები ხშირად ახდენდნენ მის მიერ გადაცემული თანხების დანიშნულებისამებრ გადახდას, მათ შორის - თ----------------–, რომელიც გ---–----------------- საქმიანობის ყველა დეტალში კარგად გათვითცნობიერებული იყო და მისი განსაკუთრებული ნდობითაც სარგებლობდა, რასაც არც დაცვის მხარე უარყოფს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ----------------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმ გარემოების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას, რომ თ----------------- გ---–----------------- სახელით, მის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა ქ--------------------, თ--------------- და ნ-------------–---–-, რის შემდეგაც მოტყუებით მიითვისა მათ მიერ გადაცემული თანხები. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ, - დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ----------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება, როგორც საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - თ---------------, ნ-------------–---–-- და გ---–----------------- ეპიზოდში), ისე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (იგივე ქმედება, რამაც დიდი ოდენობის ზიანი გამოიწვია - ქ-------------------- ეპიზოდში) გათვალისწინებულ დანაშაულთა ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. შესაბამისად, თ---------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენაში, რისთვისაც უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი (1-ლი ნაწილი). სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (მე-4 ნაწილი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, თ----------------- მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება და საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, ასევე - პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არარსებობის ფაქტი და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულის მიმართ ჯარიმის გამოყენების პირობებში, რომლის ოდენობაც უნდა დადგინდეს მისი ქონებრივი მდგომარეობისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. კერძოდ, სისხლის სამართლის კანონმდებლობით სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის დაწესებული ზოგადი კრიტერიუმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც თავად ბრალდებულსა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ახასიათებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული თითოეული დანაშაულისათვის თ----------------- უნდა შეეფარდოს ჯარიმა 7 0-- ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის კი - 10 0-- ლარის ოდენობით, როგორც საკმარისი ზომა სამართლიანობის აღდგენის, დამნაშავის გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტებით (სამი ეპიზოდი) და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით - ჯარიმა 10 0-- (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 7 0-- (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 7 0-- (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (მესამე ეპიზოდი) - ჯარიმა 7 0-- (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტებით (სხვა ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები და საბოლოოდ თ----------------- განესაზღვროს ჯარიმა 10 0-- (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

თ----------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------ის განჩინებით, გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ უძრავ ქონებას (მესაკუთრე: დ--–------------, პ/ნ მდებარე: ქ.თბილისი,-------–---–-- ქუჩა N7, ფართობი 1-29.0- კვმ.მ საკადასტრო კოდით---.1-.01.---.----- მოეხსნას ყადაღა.

განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ თ----------------- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. შ-------–----------------- ამოღებული ოქრის ნივთები, ოქროს სამეული (ბეჭედი და საყურეები ვარდისფერი თვლებით), ოქროს სამეული (ბეჭედი და საყურეები მწვანე თვლებით), ერთი წყვილი საყურე - თეთრი ოქრო ცისფერი თვლებით, სამეული (ერთი წყვილი საყურე ბრილიალნტის თვლებით და ბეჭედით), ოქროს სამაჯური თეთრი ოქროთი, ოქროს ჯვარი, ერთი ცალი საყურე თვლებით, ჯვარი, თეთრი ოქროს ჯვარი თვლებით, კულონი ოქროს ჭიამაიას გამოსახულებით, თეთრი ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ოქროს ბეჭედი განიერი თვლებით - ხაზებით, ოქროს ბეჭედი ძველი ქართული წარწერებით, თეთრი ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ოქროს ბეჭედი თეთრი ოქროში ჩასმული სამი დიდი ბრილიანტით, ოქროს ბეჭედი თეთრ ოქროში ჩასმული დიდი ბრილიანტით - წვრილი ბრილიანტის ნამსხვრევებით, ოქროს ბეჭედი ფერადი ქვებით, ოქროს ბეჭედი დიდი წითელი თვლით, თეთრი ოქროს ბეჭედი შავი თვლით, თეთრი ოქროს ბეჭედი ზოლში ჩასმული ქვებით, თეთრი ოქროს ბეჭედი ზოლში ჩასმული ქვებით, ოქროს ბეჭედი ფოთლების გამოსახულებით, ყელსაბამი კულონით, სამეული ოქროსი ვეფხვის გამოსახულებით, ყელსაბამი და ერთი წყვილი საყურე ვეფხვის გამოსახულებით, ერთი წყვილი საყურე თეთრი ოქროს ბრილიანტებით, თეთრი ოქროს ოთხეული (ერთი წყვილი გულისებური, რგოლში მოთავსებული თეთრი ოქროს ფოთლებით, იგივე ფორმის კულონი და ბეჭედი), თეთრი ოქროს კულონი ბრილიანტებით, ოქროს საქორწინო რგლის ბეჭედი, ოქროს ერთი წყვილი საყურე, თეთრი ოქროს ბეჭედი ვარდისფერი თვლით, ოქროს ბეჭედი ლურჯი თვლით, კულონი ცისფერი თვლით ღვთისმშობლის გამოსახულებით, ოქროს ბეჭედი ცისფერი თვლით, ოქროს ბეჭედი ორნამენტებით - ბრილიანტის ნამსხვრევებით, საყურის ოქროს ჩამკეტი, ოქროს სამკაული, ერთი წყვილი საყურე ყავისფერი თვლებით - იგივე ფორმის ბეჭედი, ოქროს ბეჭედი ამიას თვლით, ოქროს ჯვარი ე.წ თეთრი ოქრო, ოქროს ჯაჭვი გულისებრი გადაბმით, ოქროს ჯაჭვი, ოქროს თხელი ჯვარი, ორი ძეწკვი გადაბმული ერთმანეთში ორი თხელი ჯვრით, სამი ძეწკვი გადაბმული ერთმანეთში ორი ჯვრით, ერთი თხელი ჯვარი, მეორე ე.წ ბოლნისის ჯვარი, ოქროს ბეჭედი ორნამენტებით, ერთი წყვილი საყურე ბრილიანტის თვლით, თითო ბრილიანტი საყურეზე, თხელი ძეწკვი და თხელი ჯვარი, თხელი გადაკვანძული ძეწკვი მასზე აბმული თხელი ჯვრით, კულონი ანგელოზის გამოსახულებით, ოქროს ძეწკვი მასზე აბმული საშუალო სისქის ოქროს ჯვრით ბრილიანტის ნამსხვრევებით, ოქროს ჯვარი, ოქროს თხელი ჯვარი შავი ფერის ძაფით, ოქროს ძეწკვი მასზე ასხმული უფლის გამოსახულებით ჯვარი, ოქროს ძეწკვი მასზე ასხმული უფლის გამოსახულებით ჯვარი, ერთი ცალი საყურე პატარა ბრილიანტის თვლით, ოქროს სქელი ჯვარი უფლის გამოსახულებით, ორი წმინდა ნინოს ჯვარი, ოქროს ჯვარი, თეთრი ოქროს ჯვარი მასში მოთავსებული მწვანე ბრილიანტის თვლით გვერდებშიც ბრილიანტის თვლებით, სამი ოქროს ჯვარი ასხმული ერთი შავი ფერის ძაფზე, ერთი წყვილი საყურე მწვანე თვლებით, ერთი წყვილი საყურე ლურჯი თვლებით, ოქროს ბეჭედი მომწვანო ფერის თვლით, პატარა ზომის ოქროს ბეჭედი პატარა ბრილიანტით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე