განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/6263-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: გ-------– ნ-–-------
ადვოკატი: ნ-------- ო----–-----
თარჯიმანი: ი---- ე-------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ე---- ო--–----ო
მამის სახელი: ს------
დაბადებული: 0---------–-
მოქალაქეობა: უ------------------–-----------–---
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: უ---------------------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–---–------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–- (საბოლოო ბრალი 2---------–-)
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი
დაკავების დრო: 15.11.2019წ. 16:31 საათი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ე---- ო--–----ოს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: ე---- ო--–----ოს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა (ორი ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა. მანვე, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 15 ნოემბერს, თბილისში,----------------–---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- უ-----–---–ის პ------–---------–--–----------სთან 0--------- წელს დაბადებული ე---- ო--–----ო უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება - კოკაინს, წონით 11,87 გრამის ოდენობით, რაც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
2019 წლის 15 ნოემბერს, თბილისში,-------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე არსებულ ყოფილ სხვენში ე---- ო--–----ო უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს - კოკაინს, წონით 78,5104 გრამს, მდმა-ს, წონით 15,354068 გრამს, ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით 58,896476 გრამს, ლიზერგიდს (ლსდ), წონით 0,0241 გრამს და 2 ს-ბ (4-ბრომო-2,5-დიმეთოქსიფენეტილამინი), წონით 1,24 გრამს.
2019 წლის 15 ნოემბერს, თბილისში,----------------–---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- უ-----–---–ის პ------–---------–--–----------სთან 0--------- წელს დაბადებული ე---- ო--–----ო უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება - კოკაინს, წონით 11,87 გრამის ოდენობით, რომელიც უნდა განეთავსებია თბილისის სხვადასხვა უბნებში რეალიზაციისათვის, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ისინი ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკის შედეგად.
2019 წლის 15 ნოემბერს, თბილისში,-------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე არსებულ ყოფილ სხვენში ე---- ო--–----ო უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს - კოკაინს, წონით 78,5104 გრამს, მდმა-ს, წონით 15,354068 გრამს, ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით 58,896476 გრამს, ლიზერგიდს (ლსდ), წონით 0,0241 გრამს და 2 ს-ბ (4-ბრომო-2,5-დიმეთოქსიფენეტილამინი), წონით 1,24 გრამს. ზემოაღნიშნული ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ე---- ო--–----ოს რეალიზაციისათვის უნდა განეთავსებია თბილისის სხვადასხვა უბნებში, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ისინი ამოღებულ იქნა ბინის ჩხრეკის შედეგად.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და ამორებული ნარკოტიკული საშუალებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ე---- ო--–----ომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა (ორი ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა. მანვე, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. სასამართლო ამასთან ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებები მაღალი სოციალური საშიშროებისაა და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს საჭიროებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებითაც.
სასამართლო თვლის, რომ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, ასაკის, ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ე---- ო--–----ოს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით. მასვე, 05-15-20 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე---- ო--–----ო ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ე---- ო--–----ოს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ე---- ო--–----ოს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 15 ნოემბრის 16 საათიდან და 31 წუთიდან.
ე---- ო--–----ოს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ე---- ო--–----ოს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ე---- ი--–------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პოლიეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული მცირე ზომის 8 ცალი გამჭვირვალე პოლიეთილენი პაკეტი მასში არსებული ნივთიერებით, პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტი მასში მოთავსებული მცირე ზომის 4 ცალი გამჭვირვალე პაკეტი მასში არსებული ნივთიერებით - ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, ზურგჩანთა, ე----ი ო--–----ოს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 13 ცალი პატარა ზომის პოლიეთილენის ჩამკეტიანი პაკეტი მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის ცარიელი პაკეტი, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული სამი შედარებით მცირე ზომის პაკეტები, რომელთაგანაც ორში მოთავსებულია 50-50 ცალი აბის მაგვარი ნივთიერება, მესამეში კი 32 ცალი აბისმაგვარი მყარი ნივთიერება, სამი ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პაკეტები, რომელთაგანაც ერთში მოთავსებულია 100 ცალი აბისმაგვარი მასა, მეორეში - 68 ცალი აბისმაგვარი მასა და ქაღალდის ფურცელი, მესამეში 95 ცალი მყარი აბისმაგვარი მასა, მცირე ზომის პოლიეთილენის ჩამკეტიანი პაკეტი მასში მოთავსებული 6 ცალი მყარი აბისმაგვარი მასით, მცირე ზომის პოლიეთილენის ჩამკეტიანი პაკეტი მასში მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში შეხვეული ფხვიერი მასით, შედარებით დიდი ზომის პაკეტი მასში არსებული მასით, ფურცელზე დაწებებული მასით, სამი ცალი მცირე ზომის ჩამკეტიანი პაკეტი მასში არსებული მყარი მასით, პოლიეთილენის პარკი მასში არსებული 6 ცალი ქაღალდის ფირფიტით, რომელთაგანაც ერთზე არის 264 ცალი მცირე ზომის ფირფიტა, მეორეზე 284, მესამეზე 133, მეოთხეზე 238, მეხუთეზე 66, მეექვსეზე 22 ცალი ფირფიტა, პაკეტი მასში არსებული 137 ცალი მასით, ნარკოტიკული საშუალებები - კოკაინი (ფუძე), მდმა (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ლიზერგიდის (ლსდ), 2ს-ბ (4-ბრომო2,5 დიმეთოქსიფენეტილამინი), მეტალის კოლოფი, ორი ფლომასტერი, სამი ცალი სტიკერი, კოლოფი, მოსაწევი საშუალება, პოლიეთილენის მცირე ზომის პაკეტი მასში არსებული ქაღალდის 2 ცალი ფირფიტით, თეფში, ორი ქაღალდის ჭიქა, სამი ცალი კოვზი, თეფში პაკეტით, ორი კოვზით და ფხვიერი მასით, სარკე, ორი სასწორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პასპორტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
2 ცალი დიდი და 12 ცალი მცირე ზომის პაკეტიდან აღებული ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ე----ი ო--–----ოს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი და ე----ი ო--–----ოს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამი ცალი მეხსიერების ბარათი, ნოუთბუქი სატენით და მაუსით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
36 ცალი პოლიეთილენის პაკეტიდან, 2 ცალი პოლიეთილენის პარკიდან, ფლომასტერებიდან, მოსაწევი მოწყობილობიდან, ყუთის თავსახურიდან და გარე ზედაპირიდან, სარკის ზედაპირიდან, ხის ყუთიდან, სასწორის კლავიატურიდან და გარე ზედაპირიდან, დიდი ზომის სასწორის ზედაპირიდან, 2 ცალი თეფშიდან და 5 ცალი კოვზიდან აღებული ანაწმენდები, ე----ი ო--–----ოს ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე