განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/196-2019
(038220919001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–-ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-------------ე, დაბადებული 1989 წლის 21 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მა-------–--------------------–----------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თ-------------ემ ჩაიდინა ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარული დაუფლების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 სექტემბერს, ხ-–----ის რაიონის სოფელ ლუბრუმასთან, მშენებარე საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს კ----------–------------------“-ს მძღოლი თ-------------ე შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ,,კატერპილარის“ მარკის ავტომანქანის - რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია MZ-626 და რომელიც ეკუთვნის შპს კ----------–------------------“-ს - საწვავის ავზში არსებულ დიზელის საწვავს, რასაც შეეძლო, გამოეწვია 101 ლარისა და 25 თეთრის მატერიალური ზიანი. თ-------------ის დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თ-------------ემ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით დაზარალებული მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია, დაზარალებული მხარის წარმომადგენლისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები, ბრალდებულის აღიარება.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თ-------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა - იგი შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა შპს კ----------–------------------ს“ კუთვნილი ავტომანქანის საწვავის ავზიდან საწვავს, რასაც შეეძლო, გამოეწვია 101 ლარისა და 25 თეთრის მატერიალური ზიანი და რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-------------ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; მისივე განმარტებით, ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი მშობლები და იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
თ-------------ეს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა. სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დიზელის საწვავი, მათ შორის ნიმუშის სახით აღებული, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ კომპანიას, ხოლო 20 და 25 ლიტრი ტევადობის სათავსები უნდა განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინსიტროს ხ-–----ის რაიონულ სამმართველოში.
რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ავტომანქანას - იგი გამოძიების ეტაპზევე, შეზღუდვების გარეშე, დაუბრუნდა დაზარალებულ კომპანიას. სათანადო ხელწერილი ერთვის საქმეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის 22 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ თ-------------ეს სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1350 (ათასსამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
თ-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი