განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003380663
N1/355-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე,სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-–-- გ--–-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----------–-–---–-;
ბრალდებული - მ----- შ--------ა, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ზუგდიდის რაიონი სოფელი კ----, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ჯავახეთის ქუჩა N-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
ბრალდების არსი: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ;
ბრალდებული - გ------- გ---–---ი, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), უ-----–-----------–-----, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.თბილისი, დ.ნიშნიანიძის ქუჩა N--, ბინა N-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
ბრალდების არსი: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ;
ბრალდებული - ჯ--- ჯ---–---–-, დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თელავი, მშვიდობის III ჩიხი N-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
ბრალდების არსი: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბრალდებული - გ------- ქ------, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: დედოფლისწყარო, ჰერეთის ქუჩა N--, ბინა N--, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ჯავახეთის ქუჩა N-;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2) საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
ბრალდების არსი: 1) ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; 2) ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. მ----- შ--------ას მიმართ: 2019 წლის 9 ნოემბერს, ქ.ჭიათურაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ქ.თბილისიდან ჩავიდა ბენდ „შ---------ის“ წევრები: მ----- ბ-–---–---–-, ა-–---------- ხ-----–---–-, ა---------, დ----- ბ---------, მ-----– ე-–----, ნ---- ჭ-------- და ა-------–- რ-----. საკონცერტო სცენის არასრულყოფილად მოწყობასთან დაკავშირებით, მათ, უკმაყოფილება გამოხატეს კომპანია „ჯ----------ს“ წარმომადგენლების მიმართ, რომელთაც სცენის მოწყობის ორგანიზება ევალებოდათ. დაახლოებით 16:00 საათზე, მათ შორის არსებული უთანხმოება, ქ.ჭიათურაში მდებარე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯ----------ს“ კონსტრუქტორმა გ------- ქ------მ ძლიერად დაარტყა ხელი ა-–---------- ხ-----–---–ს მარჯვენა წარბის არეში, რამაც ხანმოკლე მოშლით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ამავე კომპანიის კონსტრუქტორმა მ----- შ--------ამ და მასთან ერთად კომპანია „ჯ----------ს“ კონსტრუქტორებმა ჯ--- ჯ---–---–მა, გ------- გ---–---მა და გ------- ქ------მ, ხელ-ფეხის გამოყენებით, ჯგუფურად ცემეს ჯერ ა-–---------- ხ-----–---–ს, ხოლო შემდეგ მ----- შ--------ამ, ჯ--- ჯ---–---–მა და გ------- გ---–---მა ჯგუფურად ცემეს ა-------–- რ-----ს. ცემის შედეგად ა-–---------- ხ-----–---–მა და ა-------–- რ-----მ მიიღეს დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. გ------- გ---–---ის მიმართ: 2019 წლის 9 ნოემბერს, ქ.ჭიათურაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ქ.თბილისიდან ჩავიდნენ ბენდ „შ---------ის“ წევრები: მ----- ბ-–---–---–-, ა-–---------- ხ-----–---–-, ა---------, დ----- ბ---------, მ-----– ე-–----, ნ---- ჭ-------- და ა-------–- რ-----. საკონცერტო სცენის არასრულყოფილად მოწყობასთან დაკავშირებით, მათ, უკმაყოფილება გამოხატეს კომპანია „ჯ----------ს“ წარმომადგენლების მიმართ, რომელთაც სცენის მოწყობის ორგანიზება ევალებოდათ. დაახლოებით 16:00 საათზე, მათ შორის არსებული უთანხმოება, ქ.ჭიათურაში მდებარე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯ----------ს“ კონსტრუქტორმა გ------- ქ------მ ძლიერად დაარტყა ხელი ა-–---------- ხ-----–---–ს მარჯვენა წარბის არეში, რამაც ხანმოკლე მოშლით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ამავე კომპანიის კონსტრუქტორმა გ------- გ---–---მა და მასთან ერთად მყოფმა კომპანია „ჯ----------ს“ კონსტრუქტორებმა ჯ--- ჯ---–---–მა, მ----- შ--------ამ და გ------- ქ------მ ხელ-ფეხის გამოყენებით, ჯგუფურად ცემეს ჯერ ა-–---------- ხ-----–---–ს, ხოლო შემდეგ გ------- გ---–---მა, მ----- შ--------ამ და ჯ--- ჯ---–---–მა ჯგუფურად ცემეს ა-------–- რ-----ს. ცემის შედეგად ა-–---------- ხ-----–---–მა და ა-------–- რ-----მ მიიღეს დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. ჯ--- ჯ---–---–-ს მიმართ: 2019 წლის 9 ნოემბერს, ქ.ჭიათურაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ქ.თბილისიდან ჩავიდნენ ბენდ „შ---------ის“ წევრები: მ----- ბ-–---–---–-, ა-–---------- ხ-----–---–-, ა---------, დ----- ბ---------, მ-----– ე-–----, ნ---- ჭ-------- და ა-------–- რ-----. საკონცერტო სცენის არასრულყოფილად მოწყობასთან დაკავშირებით, მათ, უკმაყოფილება გამოხატეს კომპანია „ჯ----------ს“ წარმომადგენლების მიმართ, რომელთაც სცენის მოწყობის ორგანიზება ევალებოდათ. დაახლოებით 16:00 საათზე, მათ შორის არსებული უთანხმოება, ქ.ჭიათურაში მდებარე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯ----------ს“ კონსტრუქტორმა გ------- ქ------მ ძლიერად დაარტყა ხელი ა-–---------- ხ-----–---–ს მარჯვენა წარბის არეში, რამაც ხანმოკლე მოშლით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენება გამოიწვია, ამავე კომპანიის კონსტრუქტორმა ჯ--- ჯ---–---–მა და მასთან ერთად მყოფმა კომპანია „ჯ----------ს“ კონსტრუქტორებმა მ----- შ--------ამ, გ------- გ---–---მა და გ------- ქ------მ ხელ-ფეხის გამოყენებით, ჯგუფურად ცემეს ჯერ ა-–---------- ხ-----–---–ს, ხოლო შემდეგ ჯ--- ჯ---–---–მა, მ----- შ--------ამ და გ------- გ---–---მა ჯგუფურად ცემეს ა-------–- რ-----ს, ასევე, ჯ--- ჯ---–---–მა რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში მ-----– ე-–----ს და დ----- ბ---------ს. ცემის შედეგად ა-–---------- ხ-----–---–მა, ა-------–- რ-----მ, მ-----– ე-–----მ და დ----- ბ---------მ მიიღეს დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
4. გ------- ქ-----ის მიმართ: ა) 2019 წლის 9 ნოემბერს, ქ.ჭიათურაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ქ.თბილისიდან ჩავიდნენ ბენდ „შ---------ის“ წევრები: მ----- ბ-–---–---–-, ა-–---------- ხ-----–---–-, ა---------, დ----- ბ---------, მ-----– ე-–----, ნ---- ჭ-------- და ა-------–- რ-----. საკონცერტო სცენის არასრულყოფილად მოწყობასთან დაკავშირებით, მათ, უკმაყოფილება გამოხატეს კომპანია „ჯ----------ს“ წარმომადგენლების მიმართ, რომელთაც სცენის მოწყობის ორგანიზება ევალებოდათ. დაახლოებით 16:00 საათზე, მათ შორის არსებული უთანხმოება, ქ.ჭიათურაში მდებარე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც კომპანია „ჯ----------ს“ კონსტრუქტორმა გ------- ქ------მ ძლიერად დაარტყა ხელი ა-–---------- ხ-----–---–ს მარჯვენა წარბის არეში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხანმოკლე მოშლით.
ბ) 2019 წლის 9 ნოემბერს, ქ.ჭიათურაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ქ.თბილისიდან ჩავიდნენ ბენდ „შ---------ის“ წევრები: მ----- ბ-–---–---–-, ა-–---------- ხ-----–---–-, ა---------, დ----- ბ---------, მ-----– ე-–----, ნ---- ჭ-------- და ა-------–- რ-----. საკონცერტო სცენის არასრულყოფილად მოწყობასთან დაკავშირებით მათ უკმაყოფილება გამოხატეს კომპანია „ჯ----------ს“ წარმომადგენლების მიმართ, რომელთაც სცენის მოწყობის ორგანიზება ევალებოდათ. დაახლოებით 16:00 საათზე, მათ შორის არსებული უთანხმოება, ქ.ჭიათურაში მდებარე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც კომპანია „ჯ----------ს“ კონსტრუქტორმა გ------- ქ------მ ძლიერად დაარტყა ხელი ა-–---------- ხ-----–---–ს მარჯვენა წარბის არეში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ხანმოკლე მოშლით, გ------- ქ------მ და მასთან ერთად მყოფმა კომპანია „ჯ----------ს“ კონსტრუქტორებმა ჯ--- ჯ---–---–მა, გ------- გ---–---მა და მ----- შ--------ამ ხელ-ფეხის გამოყენებით, ჯგუფურად სცემეს ა-–---------- ხ-----–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანებები სხეულზე ნაჭდევების სახით, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
5. მ----- შ--------ამ, გ------- გ---–---მა, ჯ--- ჯ---–---–მა და გ------- ქ------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნეს დამნაშავედ, გულწრფელად აღიარეს და მოინანიეს ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
6. 2019 წლის 30 იანვრის, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
7. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
8. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
10. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- შ--------ას, გ------- გ---–---ის, ჯ--- ჯ---–---–-ს და გ------- ქ-----ის მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულების ა-–---------- ხ-----–---–-ს, ა-------–- რ-----ს, მ-----– ე-–----ს და დ----- ბ--------ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - მ----- ბ-–---–---–-ს, ნ--- კ-----ის, ნ---- ჭ-------ის, ბ------ მ--------ის, ვ----–-- მ---------ის, ა--------ის, თ------ დ----ის, კ---- მ--------–---–ის გამოკითხვის ოქმები; დაზარალებულების ა-–---------- ხ-----–---–-ს, ა-------–- რ-----ს, მ-----– ე-–----ს და დ----- ბ--------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები; ბრალდებულების მ----- შ--------ას, გ------- გ---–---ის, ჯ--- ჯ---–---–-ს და გ------- ქ-----ის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.
11. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია მ----- შ--------ას, გ------- გ---–---ის, ჯ--- ჯ---–---–-ს და გ------- ქ-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
12. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა ჯგუფურად. საქართველოს სსკ 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. საქართველო სსკ 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. აღნიშნულ დანაშაულის კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ამძიმებს ის, რომ დამნაშავე ჯანმრთელობას უზიანებს ორ ან მეტ პირს, თანაც ერთიანი განზრახვით, ანუ პირს, დანაშაულის ჩადენამდე, ე.ი. მისი შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე უნდა აღმოუცენდეს ორი ან მეტი პირის ცემის განზრახვა. როგორც წესი ეს ქმედებები ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით ხდება.
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ 120-ე მუხლისგან (დანაშაულისგან) სისხლისასმართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ა) მოქმედებაში; ბ) შედეგში; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. უფრო კონკრეტულად რომ ითქვას, ქმედებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა კი ნიშნავს, ადამიანის ორგანიზმის რომელიმე ორგანოს ავადმყოფური მდგომარეობისათვის საჭირო მკურნალობის გაგრძელებას. ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება: დაჟეჟილობა, სისხლსაჟღენთები, ცხვირისა და ყბის გაბზარვა, ცეცხლნასროლი ჭრილობა და სხვა. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია და შეიძლება ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით: მ----- შ--------ამ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით); გ------- გ---–---მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით); ჯ--- ჯ---–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით); გ------- ქ------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (რაც გათვალისწინებულია სსკ 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
15. მ----- შ--------ას, გ------- გ---–---ის, ჯ--- ჯ---–---–-ს და გ------- ქ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
17. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ----- შ--------ას, გ------- გ---–---ს, ჯ--- ჯ---–---–ს და გ------- ქ------ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მათთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ----- შ--------ა, გ------- გ---–---ი, ჯ--- ჯ---–---–- და გ------- ქ------ არ არიან ნასამართლევები, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არიან კონფლიქტში კანონთან. საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნიეს უდავოდ, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მათი პიროვნებების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (თითოეულს). ხოლო გ------- ქ------ს საქართველოს სსკ 120 მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული სასჯელი - ჯარიმა, შეძლებს დააფიქროს მ----- შ--------ა, გ------- გ---–---ი, ჯ--- ჯ---–---–- და გ------- ქ------ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ----- შ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
მ----- შ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს;
გ------- გ---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
გ------- გ---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს;
ჯ--- ჯ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
ჯ--- ჯ---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს;
გ------- ქ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------- ქ------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით;
გ------- ქ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე