განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N180100119003155984
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/2---19 15 იანვარი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- მ-------–---–ი;
დაცვის მხარე - მ----ბ მ-----–--ე, გ------ი ჭ----ძე;
ბრალდებული - გ------ი ზაურის ძე ლ------ე, დაბადებული 1--- წლის 20 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, უმუშევარი, მცხოვრები მცხეთის რაიონის სოფელ ნ--------რში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმ----.
კვალიფიკაცია:
1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნ--------რში, ხ------- მ---------–ი მივიდა მისი ყოფილი მეუღლის გ------ი ლ------ის საცხოვრებელ სახლში, რათა მათი შვილის ა--------- ლ------ის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გაყვანის ნებართვა აეღო ყოფილი მეუღლისგან, როდესაც ხ------- მ---------–თან ერთად მყოფმა ზ------ ი----------მა გ------ი ლ------ეს მიუთითა არასრულწლოვან ა--------- ლ------ეზე და უთხრა, რომ იყო მისი შვილი და თუ სადმე ნახავდა სცოდნოდა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------ი ლ------ემ ირონია გამოავლინა ბავშვის მიმართ და ერთხელ კეფაში ძლიერად გაშლილი ხელი შემოარტყა არასრულწლოვან ა--------- ლ------ეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, დაიწყო ტირილი და დედას მიეხუტა. აღნიშნულის გამო ხ------- მ---------–მა ყოფილ მეუღლეს მისცა შენიშვნა, რაზეც უფრო აგრესიული გახდა გ------ი ლ------ე და ხ------- მ---------–ს მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი, ხოლო შემდეგ ხელი კრა და მიახეთქა სახლში შესასვლელი კარის ჩარჩოს. აღნიშნული ძალადობის შედეგად ხ------- მ---------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნ--------რში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------ი ლ------ემ მისი არასრულწლოვანი შვილის ა--------- ლ------ის და ხ------- მ---------–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რის შემდეგაც გამოერიდნენ და ჩასხდნენ ავტომანქანაში ხ------- მ---------–ი, მისი არასრულწლოვანი შვილი და მათი თანმხლები პირები. გ------ი ლ------ე გამოვიდა სახლიდან, აგრესიულად ურტყამდა მუშტებს ავტომანქანის საქარე მინას და ემუქრებოდა, რომ დახოცავდა ყველას, რა დროსაც ხ------- მ---------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნ--------რში, ხ------- მ---------–ი მივიდა მისი ყოფილი მეუღლის გ------ი ლ------ის საცხოვრებელ სახლში, რათა მათი შვილის ა--------- ლ------ის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გაყვანის ნებართვა აეღო ყოფილი მეუღლისგან. გ------ი ლ------ემ ხ------- მ---------–ს უთხრა, რომ სახლში შესულიყო მარტო და იქ ესაუბრათ, მაგრამ ვინაიდან ხ------- მ---------–ი არ შეყვა მარტო სახლში, გ------ი ლ------ე გახდა აგრესიული და ხ------- მ---------–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ძლიერად კრა ხელი, რა დროსაც ხ------- მ---------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნ--------რში, გ------ი ლ------ემ მისი ყოფილი მეუღლის ხ------- მ---------–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ხოლო შემდეგ, სახლის ეზოში არსებული ონკანიდან აიღო მოზრდილი ზომის დანა, ხ------- მ---------–ის მიმართულებით წავიდა სწრაფი ნაბიჯებით და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უყვიროდა რომ მასთან მისულიყო, უნდა მოეკლა, შეშინებული ხ------- მ---------–ი და მისი თანმხლები პირები - თ----ა ბ------ე და ინ-----მ ი----------ი სასწრაფოდ ჩასხდნენ ავტომანქანაში და გაეცალნენ, გ------ი ლ------ე იყო იმდენად აგრესიული, რომ ხ------- მ---------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გ------ი ლ------ემ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ხ------- მ---------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2010 წლიდან გ------ი ლ------ესთან, ხოლო 2013 წლიდან მასთან განქორწინებულია. 2011 წელს ეყოლა ქალიშვილი ა--------- ლ------ე. 2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ ნ--------რში მისი ყოფილი მეუღლის გ------ი ლ------ის საცხოვრებელ სახლში მის შვილთან ა--------- ლ------ესთან, მეგობარ თ----ა ბ------ესა და თ----ა ბ------ის დედასთან ზ------ ი----------თან ერთად. მათი სტუმრობის დროს მისი ყოფილი მეუღლე იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ზ------ ი----------მა გ------ი ლ------ეს უთხრა, რომ ვინაიდან ა--------ა ლ------ე იყო ძლიერ ავად, ესაჭიროებოდა მინდობილობა საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით. ხ------- მ---------–მა დაანახა მის ყოფილ მეუღლეს ა--------ა ლ------ე და განუმარტა, რომ ის არის მისი შვილი და თუ სადმე შეხვდებოდა სცოდნოდა, რაზედაც გ------ი ლ------ემ ირონიულად წამოიყვირა ხმამაღლა „ვა მ----“ და მას კეფაში ძლიერად გაშლილი ხელი ერთხელ შემოარტყა, რაზედაც ბავშვი ატირდა და მიეხუტა თ----ა ბ------ეს. ხ------- მ---------–ი გაბრაზდა და ხმამაღლა ჰკითხა, თუ რატომ ურტყამდა. გ------ი ლ------ე თ----ა ბ------ეს უყვიროდა ხმამაღლა, რომ არ უნდა ჩარეულიყო. გ------ი ლ------ემ მარჯვენა ხელი ძლიერად ჩაავლო სიტუაციის განეიტრალების მიზნით მათ შორის ჩამდგარ ხ------- მ---------–ს მარცხენა მკლავში, ხელი ჰკრა და სახლის შესასვლელი კარის ფეხით გადასასვლელ ჩარჩოს მიანარცხა ფეხებით, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ხ------- მ---------–ი და მასთან თანმხლები პირები აპირებდნენ წასვლას, რა დროსაც მანქანას მიუახლოვდა ასევე გ------ი ლ------ეც, რომელმაც ა--------- ლ------ეს მხარეს მანქანის შუშაზე ძლიერად დაარტყა რამდენჯერმე მუშტი, იგინებოდა მათი მისამართით და ყვიროდა, რომ ყველას დახოცავდა, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის საფუძვლიანი შიში. 2019 წლის 9 მაისს დახლოებით 18:00 საათზე, იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ ნ--------რში მისი ყოფილი მეუღლის გ------ი ლ------ის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ ნ--------რში თ----ა ბ------ესთან და ინ-----მი ი----------თან ერთად. მას შემდეგ რაც მან უარი უთხრა გ------ი ლ------ეს სახლში შესვლაზე, იგი გახდა აგრესიული, დაიწყო მისი მისამართით გინება და ძლიერად ჰკრა ხელი, რა დროსაც ხ------- მ---------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და წაბარბაცდა. ყოფილი მეუღლე შევიდა სახლის ეზოში, სადაც მდგარი ონკანიდან აიღო მოზრდილი ზომის ყავისფერი ხისტარიანი დანა და მისი მიმართულებით ყვირილით წამოვიდა სწრაფი ნაბიჯებით. კერძოდ, იგი ყვიროდა, რომ მასთან მისულიყო, რადგან უნდა მოეკლა. მისი მუქარა ხ------- მ---------–მა აღიქვა რეალურად და მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და მის მეგობრებთან ერთად წავიდა თბილისში. აღნიშნულს შეესწრნენ თ----ა ბ------ე და ინ-----მი ი----------ი.
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ინ-----მი ი----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ხ------- მ---------–ს ჰყავს 8 წლის შვილი ა--------- ლ------ე, რომელსაც ესაჭიროებოდა საზღვარგარეთ მკურნალობა. 2019 წლის 6 მაისს, შუადღისას, იგი, ზ------ ი----------ი, ხ------- მ---------–ი, ა--------- ლ------ე და თ----ა ბ------ე მისი კუთვნილი გოლფის მარკის მანქანით მივიდნენ მცხეთის რაიონის სოფელ ნ--------რში მდებარე ყოფილი მეუღლის გ------ი ლ------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს გარეთ გზაზე ქუჩაში. მხოლოდ ის დარჩა მანქანაში, საიდანაც გაიგო, რომ ხ------- მ---------–მა ეზოდან დაუძახა ყოფილ მეუღლეს, შემდეგ სახლიდან გამოვიდა მისთვის უცნობი მამაკაცი და მას სახლში შეყვნენ ზემოთჩამოთვლილი პიროვნებები, დახლოებით მათი შესვლიდან 10-15 წუთში ზ------ ი----------მა მანქანაში ჩასვა ა--------- ლ------ე, რომელიც ტიროდა და ხ------- მ---------–ი, რომელიც იყო ანერვიულებული. ხ------- მ---------–ს და ა--------- ლ------ეს ჰკითხა, თუ რა ხდებოდა და მათ უთხრეს, რომ გ------ი ლ------ემ ისინი სცემა. მას შემდეგ რაც ზ------ ი----------ი შევიდა სახლში მეორედ რამდენიმე წუთში ზ------ ი----------ი და თ----ა ბ------ეც დაინახა ეზოში, რომელთაც დედის გინებით მისდევდა გ------ი ლ------ე, იძახდა მოგკლავთო. ზ------ ი----------ი იძახდა, რომ ჩქარა დაექოქა მანქანა, რადგან გიჟთან ჰქონდათ ურთიერთობა. მოწმემ დაინახა, რომ გ------ი ლ------ემ მის უკანა მანქანის კარის შუშაზე მარცხენა მხარეს ერთხელ დაარტყა მუშტი, ა--------- ლ------ე ტიროდა, ეხვეწებოდა თბილისში მალე წასვლას. 2019 წლის 9 მაისს, დახლოებით საღამოს 18:00 საათზე, ის ხ------- მ---------–თან და თ----ა ბ------ესთან ერთად ისევ ესტუმრა ხ------- მ---------–ის ყოფილ ქმარს სახლში მინდობილობის გამო. გ------ი ლ------ემ ხ------- მ---------–ის მისამართით ლანძღვა-გინება დაიწყო მას შემდეგ, რაც ხ------- მ---------–მა უარი განუცხადა სახლში სასაუბროდ გაყოლაზე. მან ძლიერად კრა ხელი ხ------- მ---------–ს, რა დროსაც ხ------- მ---------–ი წააბარბაცა, ამის შემდეგ გ------ი ლ------ე შევიდა სახლის ეზოში სადაც მდგარი ონკანიდან აიღო მოზრდილი ზომის ყავისფერი ხისტარიანი დანა და ხ------- მ---------–ის მიმართულებით წამოვიდა სწრაფი ნაბიჯებით ყვირილით, რომ მასთან მისულიყო, რათა იგი მოეკლა. გ------ი ლ------ე ემუქრებოდა ხ------- მ---------–ს სიცოცხლის მოსპობით და მას ხელში ეჭირა დანა და ცდილობდა მიახლოვებოდა ხ------- მ---------–ს, რათა მისთვის დაერტყა დანა. ხ------- მ---------–ს შეეშინდა და მას და თ----ა ბ------ეს უთხრა სასწრაფოდ დაეტოვებინათ იქაურობა.
2.4. 2019 წლის 18 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ხ------- მ---------–მა მიუთითა სოფელ ნ--------რში მდებარე გ------ი ლ------ის საცხოვრებელ სახლზე, ღობეზე, პატარა ხის კარზე, სადაც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ------ი ლ------ე. ხ------- მ---------–მა ასევე მიუთითა წყლის ონკანზე, საიდანაც გ------ი ლ------ემ აიღო ხის ტარიანი დანა, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახზე, სადაც გ------ი ლ------ემ მიაყენა მას და ა--------- ლ------ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, იმ ადგილზე სადაც გაჩერებული ჰქონდათ ავტომანქანა, რომლის შუშაზეც ურტყა გ------ი ლ------ემ მუშტები. 2019 წლის 18 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ეკ-------–---მ და ექსპერტმა მ----------------ემ.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.6. დაბადების მოწმობის თანახმად, ა--------- ლ------ე დაიბადა 2011 წლის 16 თებერვალს, მამის გრაფაში მითითებულია გ------ი ლ------ე, ხოლო დედის გრაფაში ხ------- მ---------–ი.
2.7. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ხ------- მ---------–ი არის ბრალდებულ გ------ი ლ------ის ყოფილი მეუღლე, ხოლო ა--------ა ლ------ე არის ბრალდებულ გ------ი ლ------ის არასრულწლოვანი შვილი.
3. სამართლებრივი შეფასება:
4) ზემოაღნიშნული და მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული სხვა მტკიცებულებების (არასრულწლოვან ა--------- ლ------ის გამოკითხვის ოქმები; ინ-----მი ი----------ის, თ----ა ბ------ის, ვლ----------–-----ს, გ------–-------–---–-ს, რ-------–---ძის, ნ---- რ------ის გამოკითხვის ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------ი ლ------ემ 2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ასევე ბრალდებულმა გ------ი ლ------ემ 2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ გ------ი ლ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, ის რომ იგი ნასამართლევია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის განაჩენით გ------ი ლ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით. ამავე სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით გ------ი ლ------ე გათავისუფლდა დამატებითი სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისგან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 15 მაისის N36473 წერილის თანახმად, გ------ი ლ------ისთვის დაკისრებული ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გადახდილი არ არის, შესაბამისად სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, . დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ასევე ამავე კოდექის 63- ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
5.3. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 ა-----–ის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.6. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
5.7. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ი ლ------ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ი ლ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
2. გ------ი ლ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 6 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
3. გ------ი ლ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
4. გ------ი ლ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და გ------ი ლ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------ი ლ------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
7. გ------ი ლ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
8. გ------ი ლ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 17 მაისიდან 2020 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
9. გ------ი ლ------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი