გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003216451
2/309-19წ
გა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13.01.2020 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: გ--–- ჭ----–--ე
წარმომადგენელი: თეა მ------–-–---–ი
მოპასუხე: ჯ--- ც----–---–ი
წარმომადგენელი: გ------- კ-------–ი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბერს სარჩელით მომართა გ--–- ჭ----–--ემ (პ/ნ.3----------) მოპასუხე - ჯ--- ც----–---–ის (პ/ნ. 3----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
1.2. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ გ--–- ჭ----–--ესა და ჯ--- ც----–---–ს შორის არსებობდა სიტყვიერი სასესხო ვალდებულება და ჯ--- ც----–---–ს გ--–- ჭ----–--ისათვის გადასახდელი ჰქონდა თანხა 6000 ლარამდე ოდენობით. რადგან ჯ--- ც----–---–ი თანხას ვერ უბრუნებდა გ--–- ჭ----–--ეს, მან აიღო ვალდებულება, რომ მისი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ3-.02.5-.3-- (მიწის ფართობი 867.00 კვ.მ) გაყიდვის შემთხვევაში გადაუხდიდა თანხას (რასაც იგი აიღებდა 867.00 კვ.მ გაყიდული მიწის ნაკვეთის ნაწილიდან 480 კვ.მ მიწის საფასურს). აღნიშნულზე მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რაც დამოწმებული იქნა 2018 წლის 19 სექტემბერს საჩხერის რაიონის ნოტარიუსის მიერ. მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 10 აპრილს ჯ--- ც----–---–მა გაყიდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და აიღო თანხა 10 404(ათი ათას ოთხასოთხი) ლარი და აღნიშნული თანხა მას ჩაერიცხა მის კუთვნილ ანგარიშზე სს ,,ლიბერთი ბანკში“. მიუხედავად მის მიერ აღებული ვალდებულებისა, მას აღნიშნულის შესახებ მხარისათვის არ უცნობებია და შესაბამისად აღებული ვალდებულება არ შეუსრულებია. გ--–- ჭ----–--ე ცდილობდა ნებაყოფლობით მიეღწია მოპასუხესთან შეთანხმებას, მაგრამ უშედეგოდ, მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას. სასამართლოსათვის სარჩელის მომართვის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ჯ--- ც----–---–მა დაარღვია ნაკისრი ვალდებულების შესრულება და მიუხედავად დიდი მცდელობისა, მოპასუხესთან შეთანხმება სესხის ნებაყოფლობით გადახდაზე ვერ იქნა მიღწეული.
1.3. მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს ჯ--- ც----–---–ს, გ--–- ჭ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 5760 (ხუთი ათას შვიდას სამოცი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ჯ--- ც----–---–ს შესაგებელი არ შემოუტანია. სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა რომ მას მოსარჩელის მიმართ არანაირი ფულადი ვალდებულება არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოსამზადებელ სხდომაზე მორიგებულიყვნენ თუმცა ვერ შეთანხმდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ვალდებულების შესრულების მიზნით გ--–- ჭ----–--ის და ჯ--- ც----–---–ის მიერ შედგენილი იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ჯ--- ც----–---–ი იღებს ვალდებულებას, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ.3-.02.5-.3--) გაყიდვის შემთხვევაში 480 კვ.მ მიწის ღირებულებას გადასცემს გ--–- ჭ----–--ეს. აღნიშნული შეთანხმება დამოწმებულია სანოტარო წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (ს.ფ.21)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19-20)
- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)
3.2.2. საქმის მასალებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ჯ--- ც----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება-867კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი (ს.კ.3-.02.5-.3--) იყიდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა - 10404 ლარი. ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ფასია 12 ლარი. მოცემული ფასით 480 კადრატული მეტრი მიწის ღირებულება არის 5760ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.15;16)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18)
- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)
3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხე - ჯ--- ც----–---–ის მხრიდან, გ--–- ჭ----–--ის სასარგებლოდ შეთანხმების პირობები არ შესრულებულა. მოპასუხე - ჯ--- ც----–---–ი ადასტურებს შეთანხმების პირობის შეუსრულებლობის ფაქტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ გ--–- ჭ----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 286-ე, 292-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად „ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
6.4. დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულების მიზნით მხარეთა მიერ შედგენილი იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ჯ--- ც----–---–მა აიღო ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ.3-.02.5-.3--) გაყიდვის შემთხვევაში 480 კვ.მ მიწის ღირებულებას გადასცემდა გ--–- ჭ----–--ეს. აღნიშნული შეთანხმება დამოწმებული იქნა სანოტარო წესით.
2019 წლის 10 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ჯ--- ც----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება-867კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი (ს.კ.3-.02.5-.3--) იყიდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა - 10404 ლარი. ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ფასია 12 ლარი. მოცემული ფასით 480 კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება არის 5760ლარი
6.5. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, სახელდობრ, კონსტიტუციური (დამდგენი) და დეკლარაციული (დამადასტურებელი). კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ახალი ხელშეკრულება იდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სსკ-ის 341.1. მუხლი. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედების შესრულების მოვალეობას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და ამ გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია, ადრე არსებული ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მიღება, ასეთი აღიარება კაუზალურ აღიარებას წარმოადგენს და იგი თვისებრივად განსხვავდება სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული აბსტრაქტული აღიარებისაგან. ამდენად, ამ ნორმის კონტექსტით ვალის აღიარება ძველი (არსებული) ვალდებულების დადასტურებას არ ემსახურება, არამედ ახლის წარმოშობის წყაროა. შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა და, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი შეთანხმება დამოუკიდებელი გარიგებაა და აკმაყოფილებს გარიგების პირობებს, კერძოდ ჯ--- ც----–---–ი უძრავი ქონების (ს.კ.3-.02.5-.3--) გაყიდვის შემთხვევაში 480 კვ.მ მიწის ღირებულებას გადასცემდა გ--–- ჭ----–--ეს. სახეზეა ფულადი ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის შესაბამისად ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც,თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.
6.6. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხე - ჯ--- ც----–---–ის მხრიდან, გ--–- ჭ----–--ის სასარგებლოდ შეთანხმების პირობები არ შესრულებულა. მოპასუხე - ჯ--- ც----–---–ი ადასტურებს შეთანხმების პირობის შეუსრულებლობის ფაქტს.
ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--–- ჭ----–--ის სარჩელი ჯ--- ც----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს და ჯ--- ც----–---–ს დაეკისროს გ--–- ჭ----–--ის სასარგებლოდ 5760 (ხუთი ათას შვიდას სამოცი) ლარის გადახდა.
2. ჯ--- ც----–---–ს დაეკისროს გ--–- ჭ----–--ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 172.80 (ასსამოცდათორმეტი ლარი და 80 თეთრი) ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი