განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
010100118002460908
დავის ტიპი
126
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002460908

საქმე N1-460/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30.01. 2020 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: გი-----ი ტა-----ი

მამის სახელი: ჟ----ა

დაბადებული: 27.10.1981 წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მისამართი: ქ. ბათუმი, ი. გო----–---–------------, ბი----

 

ადვოკატი - ჯე---–------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 1-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად:

 

2018 წლის 17 აპრილს დილის საათებში, ქ.ბათუმში, პუ–--------------- ,,ა“, ბინა 4--ში გი-----ი ტა-----იმ თავისის ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ თავისი ოჯახის ორ წევრს რომელთან ,ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, - კერძოდ ეკ--------ე სუ-------ეს ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით და ზუ----------------ეს ხელის სახეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 17 აპრილს, ქ.ბათუმში, პუ–--------------- ,,ა“, ბინა 4--ში, გი-----ი ტა-----იმ ეკ--------ე სუ-------ეს ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით და ზუ----------------ეს ხელის სახეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

1.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი გარეოებები:

 

2.3. დაზარალებულმა ეკ--------ე სუ-------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2013 წელს გაიცნო გი-----ი ტა-----ი და ამ დროიდან ხუთი წლის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ ერთად, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბათუმში, ზუ---–-–---–ის ქ/ N---ში, შემდეგ ცხოვრება გააგრძელეს პუ–---------------ა-ში, ერთად ცხოვრების მანძილზე გაიცნეს ერთმანეთის მეგობრები, დადიოდნენ ერთად დასასვენებლად, სტუმრობდნენ ერთმანეთს სოფელში. კონფლიქტამდე ბოლო 3 თვე, ანუ 2019 წლის იანვრის თვის ბოლოდან დაეძაბათ ურთიერთობა, გი-----ის სურდა დაოჯახება და მასთან ისე ხშირად აღარ დადიოდა, ამის შემდეგ ძირითადი კონტაქტი მობილური ტელეფონით ჰქონდათ, ის თხოვდა გი-----ის, რომ არ დაშორებოდა, ხოლო გი-----ი პასუხობდა მუქარის შემცველი მოკლე ტექსტურ შეტყობინებებით;

 

2018 წლის 17 აპრილს, დილით ადრე მივიდა გი-----ი ტა-----ი მასთან სახლში, კარების გაღებისთანავე დაარტყა მუშტი მუცელში, ჩაიკეცა ტკივილისგან, გი-----ი აგრძელებდა მუჭებისა და წიხლების დარტყმებს, ხერხემლის, ზურგის და ფეხის არეში, რის გამოც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. ხმაურზე გამოვიდა მისი შვილი და ცდილობდა გაშველებას, მაგრამ გი-----იმ მასაც დაარტყა სახეში ხელი და გაიქცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლის შემდეგ, გაუკეთდა დამამშვიდებელი და აღნიშნულის გამო პოლიციაში განცხადების შეტანა მეორე დღემდე ვერ შეძლო.

კარგად იცნობს გი-----ი ტა-----ის მეგობრებს, მათ შორის ჰენრი ჩხარტიშვილს, რომელიც ხშირად დადიოდა გი-----ისთან ერთად მასთან სახლში. მისი პოზიციაა, რომ გი-----ი ტა-----ი დაისაჯოს მკაცრად. გამოძიებისთვის მათი ერთად გადაღებული ფოტოები არ წარუდგენია, რადგან ერთად ფოტოები მხოლოდ ბაკურიანში გადაიღეს, აღნიშნული მობილური ტელეფონი კი გაუფუჭდა. (იხ. სხდომის ოქმი 25/11/2019; 17:09სთ-17:37:30 სთ)

 

2.4. დაზარალებულმა ზუ----------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს განუცხადა, რომ ცხოვრობს დედასთან - ეკ--------ე სუ-------ესთან ერთად. ბათუმში, ზუ---–-–---–ის ქუჩაზე ცხოვრებისას მისმა დედამ გაიცნო გი-----ი ტა-----ი, რომელსაც დაუახლოვდნენ ძალიან და მას შემდეგ ფაქტობრივად ერთად დაიწყეს ცხოვრება. დაახლოებით ორი წლის შემდეგ გადავიდნენ პუშკინის ქუჩაზე. სადაც გი-----ი უფრო ხშირად დადიოდა მათთან და უფრო დაახლოვდნენ, დროის დიდ ნაწილის გი-----ი მათთან ატარებდა და ღამითაც რჩებოდა ზოგჯერ.

 

2018 წლის 17 აპრილამდე, დაახლოებით 3-4 თვით ადრე, დედამისს და ბრალდებულს დაეძაბათ ურთიერთობა, ძირითადად კონფლიქტის მიზეზი იყო, ის რომ გი-----ის აღარ უნდოდა ამ ურთიერთობის გაგრძელება და უნდოდა ოჯახის შექმნა.

2018 წლის 17 აპრილს დილით ხმაურზე გაეღვიძა, ოთახიდან გამოსულმა დაინახა, რომ დედამისი ძირს იყო დაცემული და გი-----ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, აღნიშნულზე აღელვებული ცდილობა გი-----ის დამშვიდებას, მაგრამ გი-----იმ მოიქნია ხელი, რომელიც მოხვდა მარჯვენა ლოყაზე, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, დაეცა ძირს და დაცემის მომენტში გი-----ი გაიქცა. დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან ძალიან ცუდად იყო, - გამოიძახა სასწრაფო დახმარება; აღნიშნული ფაქტის შესახებ განცხადება პოლიციაში მეორე დღეს შეიტანეს.

ამ ინციდენტის შემდეგ ბრალდებულის მხრიდან რამდენჯერმე იყო მისი და დედამისის მიმართ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მუქარის ფაქტი.ბრალდებული მათთან კვირის განმავლობაში დაახლოებით ოთხი ხუთი დღე რჩებოდა. გი-----ისთან მას ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, გი-----ის ნათესავებს არ იცნობს. ისინი, როგორც ერთი ოჯახი, ერთად მხოლოდ რესტორანში დადიოდნენ, ასევე დასასვენებლად იყვნენ ბრალდებული და დედამისი ბაკურიანში. მისი პოზიციაა მკაცრად დაისაჯოს ბრალდებული. (იხ. სხდომის ოქმი 05/12/2019; 12:03:04სთ-12:19:35 სთ) ;

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას შო----------–----ემ განაცხადა, რომ 2014 -2015 წლებში, მის კუთვნილ ბინაში გირავნობის საფუძველზე ცხოვრობდა ეკ--------ე სუ-------ე თავის შვილთან ერთად; გი-----ი ტა-----ი ასევე ცხოვრობდა მასთან; ალბათ როგორც ერთი ოჯახი; შემდეგ გადავიდნენ სხვა მისამართზე, როგორც იცის მათ არასდროს არ ჰქონიათ კონფლიქტი; სხვა მისამართზეც, რომ გადავიდა იქაც აკითხავდა გი-----ი, როგორც იცის; ის არის ეკ--------ეს მეგობარი და ახლობელი; რაც შეეხება დეტალურად მათ თანაცხოვრებას, ამის შესახებ არ იცის; (იხ. სხდომის ოქმი 06.02.2019წ 16:14:12სთ -16:25:21სთ)

 

2.6. ბრალდებულმა გი-----ი ტა-----მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დაახლოებით 11 წლის მანძილზე ცხოვრობდა საბერძნეთში, სადაც ყავდა შვილი და ცოლი, რომელთანაც განქორწინებულია, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სურდა ოჯახის შექმნა.

გარკვეული დროის შემდეგ გაიცნო დაზარალებული, რომელთანაც ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც არ იყო ოჯახური, ის იყო დროებითი და სხვა არაფერი. ამ დროის განმავლობაში კი სურდა, რომ გაეცნო ვინმე ისეთი, ვისთანაც ოჯახს შექმნიდა. გაიცნო გოგონა, რომელიც შეუყვარდა და გადაწყვიტა მასთან ოჯახი შეექმნა, რის გამოც აღარ სურდა აღნიშნული ურთიერთობის გაგრძელება, ხოლო ქალბატონი თხოვდა არ მიეტოვებინა და ყველანაირ გზას იყენებდა იმისთვის, რომ ის მასთან ყოფილიყო.

ეკ--------ე სუ-------ესთან ურთიერთობას არ უარყოფს, ადასტურებს, რომ მასთან დადიოდა ხშირად და ღამეც რჩებოდა, ბაკურიანშიც იყვნენ დასასვენებლად ერთად, მაგრამ ოჯახის წევრებად არც ეკ--------ეს და არც მის შვილს ზუ---- სუ-------ეს თვლიდა და არ თვლის.

ეკ--------ე სუ-------ემ მისი კუთვნილი სოციალური ქსელის მეშვეობით სალანძღავი სმს-ები მიწერა მის შეყვარებულს, შეყვარებულის დედ-მამას, ნათესავებს და ახლობლებს, რის გამოც მასთან მოუვიდა უკმაყოფილება და დაშორდა შეყვარებულს;

თვითონ თხოვდა ეკ--------ეს, რომ მისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ არ ეშვებოდა. აღნიშნულის შესახებ პოლიციაშიც განაცხადა, მაგრამ ამაოდ.

 

თვლის, რომ დაზარალებული პროვოცირებდა, მასზე რათა ჩაედინა დანაშაული და პრობლემები შექმნოდა, ის ყოველდღიურად იღებდა მუქარის, ლანძღვის და წყევლის შეტყობინებებს, მისი შეყვარებულის ფოტოებით ყალბი "ფეისბუქ" გვერდიც კი შექმნა, აღნიშნულზე გაღიზიანებულმა, რომ ვერაფერი გააწყო მასთან, მივიდა სახლში და არ უარყოფს, რომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა ხელი, რომელსაც ადასტურებს; სხვაგვარად ვერ მოახერხა, რომ ჩამოეშორებინა, არაერთხელ ეცადა; ამჟამად უკვე დაქორწინებულია და შექმნილი აქვს ოჯახი; აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, მხოლოდ არ ეთანხმება ბრალს, სადაც აღნიშნულია, რომ ოჯახის წევრებზე იძალადა, ეკ--------ე სუ-------ე და მსიი შვილი მისი ოჯახის წევრები არ ყოფილან, ის მეგობრობდა მათთან და არ ცხოვრობდა, ის მათთან ერთად ერთიან საოჯახო მეურნეობას არც ეწეოდა; ის არ იცნობდა არც მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს, არც ხვდებოდა მათ, ის არც მასთან ყოფილა ოდესმე ოჯახში სტუმრად მაინც; ადასტურებს რომ ერთხელ რამდენიმე დღით დასასვენებლად წავიდნენ; მასთანაც დადიოდა სახლში, როგორც მის მეგობართან; (იხ. სხდომის ოქმი 05/12/2019; 12:25:46სთ-12:38:53 სთ)

 

2.7. საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 17.05.2018წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ზუ---- სუ-------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია; დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს;

 

2.8. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 17.05.2018წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ეკ--------ე სუ-------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია; დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს;

 

2.9. 2018 წლის 04 აპრილის შემაკავებელი ორდერით N0----- დადგენილია, რომ ეკ--------ე სუ-------ის განცხადებით მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გი-----ი ტა-----ის დაკავება მოხდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქ. ბათუში ივ. ჯა----–---–--------------ში, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, თუმცა გი-----ი ტა-----ის მიერ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ბათუმი ი. გო----–---–----------, ბი----; (იხ. ს.ფ.48) ;

 

2.11. მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა მალხაზ ცეცხლაძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა; (იხ სხდომის ოქმი 03.09.2018 წ, 17:28:42სთ-17:39:36სთ);

 

2.12. სასამართლოს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სადავო მტკიცებულებებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი-----ი ტა-----მა ძალადობა განახორციელა ეკ--------ე სუ-------ისა და ზუ---- სუ-------ის მიმართ და ის შესაბამისი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ; გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისია ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

სასამართლოს უდასტურდება, რომ გი-----ი ტა-----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეკ--------ე სუ-------ეს და ზუ---- სუ-------ეს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ მას არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი წევრის მიმართ ძალადობის გამორიცხვა და ორი პირის მიმართ ძალადობის განხორციელების დადგენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.13. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ გი-----ი ტა-----ს ბრალი წარდგენილი აქვს, როგორც ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის, რაც საქმეზე შეკრებილი და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ დადასტურებულა;

 

კერძოდ, დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მითითებულია, რომ 2018 წლის 17 აპრილს დილის საათებში, ქ.ბათუმში, პუ–--------------- ,,ა“, ბინა 4--ში გი-----ი ტა-----იმა თავისი ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ თავისი ოჯახის ორ წევრს რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ეკ--------ე სუ-------ეს ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით და ზუ----------------ეს ხელის სახეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ანუ ეკ--------ე სუ-------ეს და ზუ----------------ის მიმართ - პირებთან, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება;

 

2.14. დაცვის მხარის მტკიცებით ეკ--------ე სუ-------ე და ზუ----------------ე არ წარმოადგენენ მისი ოჯახის წევრებს და არც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ; ბრალდებულის განმარტებით, ის მეგობრობდა ეკ--------ე სუ-------ესთან რამდენიმე წლის განმავლობაში სტუმრობდა მას ოჯახში და ასევე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მის შვილთან - ზუ----------------ესთან, ყოფილა შემთხვევა, რომ დარჩენილა კიდეც მათთან ღამით; ბრალდებულისვე განმარტებით ეკ--------ე სუ-------ეს ურთიერთობა არ ჰქონია მის ოჯახთან, მისი ოჯახის წევრებთან და მისი ოჯახის წევრებისთვის ცნობილი იყო, რომ ეკ--------ე იყო უბრალოდ მისი მეგობარი;

 

დაზარალებული ეკ--------ე სუ-------ე ამტკიცებს, რომ გი-----ი ტა-----ი 4-5 წლის განმავლობაში მასთან ერთად იყო, ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა მის ოჯახში ის არ დადიოდა; გი-----ის მიყავდა მასთან მისი მეგობარი , მასპინძლობდა მათ;

 

გი-----ი ტა-----ს ოჯახის წევრად მიიჩნევს ასევე დაზარალებული ზუ----------------ე, მისი დედა მისი განმარტებით - მეგობარ მამაკაცთან გი-----ი ტა-----თან ერთად, დაახლოებით 5 წელია ცხოვრობდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედამისს და მის მეგობარ მამაკაცს დაეძაბათ ურთიერთობა, რადგან გი-----ის უნდოდა ოჯახის შექმნა, რის გამოც ხშირად კამათობდნენ; 2018 წლის 17 აპრილს მას და ეკ--------ე სუ-------ეს მიაყენა შეურაცხყოფა; თუმცა ის არ ადასტურებს, რომ გი-----ი ტა-----ის ოჯახთან რაიმე სახით კავშირს, უბრალოდ აცხადებს, რომ გი-----ი და მისი დედა როგორც ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ ერთად;

 

მოწმე შო----------–----ე, რომელიც არის ეკ--------ე სუ-------ის მეგობარი სასამართლოს უცხადებს, რომ გი-----ი მასთან ცხოვრობდა და ხშირად ღამითაც რჩებოდა, თუმცა შიგა ურთიერთობების შესახებ ანუ დეტალურად მან არ იცის;

 

2.15. სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ ჩადენილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ისინი ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია, ოჯახში ძალადობის მუხლით,საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დისპოზიციას, რომლის თანახმად, დასჯად ქმედებად ითვლება: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი“,ამდენად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ამ დანაშაულის სუბიექტი და ობიექტი იყვნენ ოჯახის წევრები. ხსენებული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში. „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები;

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გი-----ი ტა-----მა („მოძალადე“), იძალადა მეგობარზე - ეკ--------ე სუ-------ეზე და მის შვილზე ზუ----------------ეზე („ძალადობის მსხვერპლი“), თუმცა ისინი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, ოჯახის წევრებს არ წარმოადგენენ;

 

2.16. საქმის განხილვით, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში გი-----ი ტა-----ი და ეკ--------ე სუ-------ე და ასევე ზუ----------------ე ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; საქმის განხილვით დადასტურებულია მხოლოდ მათი მეგობრული ურთიერთობა და ზ/აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლებიან ისინი ისეთ პირებად, რომლებიც მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვინაიდან სახეზეა მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებიც სასამართლოს უცხადებენ რა, რომ არიან ოჯახის წევრები, ინფორმაციის მოწოდებით ადასტურებენ, რომ დაზარალებულ ეკ--------ე სუ-------ეს და გი-----ი ტა-----ს შორის მეგობრული ურთიერთობა არსებობდა;

ეკ--------ე სუ-------ე სწორედ ამ სახით ატყობინებს პოლიციის განყოფილებას, კერძოდ, რომ მეგობარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; იგივე დაზარალებულების და ბრალდებულის განმარტებით ეს ურთიერთობა დაიძაბა ბოლო პერიოდში იმ გარემოებით, რომ ბრალდებულმა გადაწყვიტა ოჯახის შექმნა;

სასამართლოს გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე არ დაუდასტურდა ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოებისათვის დამახასიათებელი ნიშნები,გაურკვეველია მათი თანაცხოვრების სახე, მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა მოიცავდა რამდენიმე წელს, აღნიშნულიც არ არის განმსაზღვრელი იმისათვის, რომ მათი ურთიერთობა ჩაითვალოს ოჯახურ თანაცხოვრებად; ასევე საგულისხმოა, რომ მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია სწორედ ბრალდებულის სურვილმა შეექმნა ოჯახი;

 

2.17. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულეების ერთობლიობა, რაც დაადგენდა ბრალდებულისა და დაზარალებულების ერთიან ოჯახურ თანაცხოვრებას; ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოებას;

 

2.18. ამდენად ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებული გი-----ი ტა-----ი არ ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას ეკ--------ე სუ-------ესთან და ზუ----------------ესთან ერთად , შესაბამისად რეალურად გი-----ი ტა-----ის მიერ ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მისი შეფასება და შესაბამისი კვალიფიკაციით მისი დამნაშავედ ცნობა;

 

2.19. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლოს დასკვნები უნდა გამომდინარეობდეს რეალურად არსებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათ უნდა მიეცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება სწორი კვალიფიკაციის თვალსაზრისით.

 

მოცემულ კონკრეტულ საქმეში საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ ბრალდებულის მოქმედებას მისცეს შეფასება და ქმედების კვალიფიცირება მოახდინოს სამართლებრივად სწორად;

 

2.20. უდავოდ დასტურდება და ბრალდებულიც აღიარებს, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეკ--------ე სუ-------ეს და ზუ----------------ეს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 17.05.2018წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ზუ---- სუ-------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 17.05.2018წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ეკ--------ე სუ-------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია; დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს;

 

2.21.ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის გი-----ი ტა-----ის მიერ ეკ--------ე სუ-------ეზე და ზუ----------------ეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ძალადობით,ორი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილია გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.

 

3.3. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გი-----ი ტა-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2018 წლის 17 აპრილს დილის საათებში, ქ. ბათუმში, პუ–--------------- ,,ა-ში ბინა N---ში ყოფნისას, გი-----ი ტა-----იმ ეკ--------ე სუ-------ეს ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით და ზუ----------------ეს ხელის სახეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ყოველივე ეს კი იძლევა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შემადგენლობას.

 

საქმეში არსებული გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გი-----ი ტა-----ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-----ი ტა-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა ძალადობა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გი-----ი ტა-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს ჩადენილს და ინანიებს;

გი-----ი ტა-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

5.3. შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გი-----ი ტა-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც გი-----ი ტა-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

5.4. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე,ასევე დამატებითი სასჯელის სახით - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

 

სასამართლო მოცემული მუხლების სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

5.5. ბრალდებულ გი-----ი ტა-----ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულმა გი-----ი ტა-----მა განახორციელა ძალადობა, ორი პირის მიმართ ამგვარი ქმედება კი მიუთითებს ბრალდებულის ხასიათზე, რომ ის უუნაროა კონტროლი გაუწიოს თავის რისხვას, რომელიც მიმართულია მისივე მეგობრის და ნაცნობების მიმართ, რაც მიუთითებს გი-----ი ტა-----ის პიროვნულ მახასიათებლებზე და მის არაკანონმორჩილებაზე.

 

5.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულებისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა გი-----ი ტა-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითვალისწინებს ქმედების ჩადენის სპეციფიკას და ხასიათს, - შესაბამისად მას დაუნიშნავს სასჯელს, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან; ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა კი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის დანიშნულების და მიზნების შესრულებას;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გი-----ი ტა-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდა გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული გი-----ი ტა-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გი-----ი ტა-----ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდს - 2018 წლის 19 აპრილიდან 2018 წლის 21 აპრილამდე - გათვალისწინებით, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს - 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ გი-----ი ტა-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აპრილის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ლუ---------–--ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ს----------–---------ს’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი 1/-----), დასტურის №ა 0-----) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე