განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
010100119003376756
დავის ტიპი
187 1
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003376756

საქმე N1-1439/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29.01.2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ლე-------------ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ას-–------–-ძე

მამის სახელი: თა-----

დაბადებული: 1--1--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

ფ/მისამართი: ქ. ბათუმი, ას-–------–-ძის ქუჩა N----

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 1-----------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 14 ნოემბერს, ას-–------–-ძემ ქ. ბათუმში, ჭა------------------ში მდებარე შპს ევ----------ის სლოტ-კლუბ ,,ევ----------ში“ ყოფნისას, თამაშის დროს, ხელის დარტყმით განზრახ დააზიანა სათამაშო აპარატის სენსორული მონიტორი, რითაც დაზარალებულს მიადგა 1160 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

2.1 წინა სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.2 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3 შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით 14.11.2019წ. დადგენილია, რომ იგი მდებარეობს ბათუმი პლაზას შენობაში, შესასვლელიდან ბოლოში დგას სათამაშო აპარატი N145, რომელსაც სენსორულ ეკრანზე აღენიშნება დაზიანებები, რომელიც დასურათებული იქნა.

 

2.4. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №1-----, 19/11/2019წ დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ი. ჭა------------------ში მდებარე კაზინო ,,ევ----------“-ის E--“-ის ფირმის model:E---VS8 სათამაშო აპარატის მონიტორი და სენსორული მინა, A------------------ ფირმის M------------------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა სარემონტო აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს -1160 (ათას ასსამოცი) ლარს.

 

2.4 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ას-–------–-ძის, გო-----------------------ის გამოკითხვის ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ას-–------–-ძემ ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ას-–------–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ას-–------–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება.

 

4.2. ას-–------–-ძის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ბრალდებულის განმარტებით მამა გარდაცვლილი ყავს, ცხოვრობს დედასთან ერთად, სწავლობს საზღვაო აკადემიაში, ოჯახს არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა და ამ დრომდე ზიანი ვერ აანაზღაურა, რადგა დაზარალებულმა მოითხოვა ერთდროულად ზიანის სრულად ანაზღაურება, აგრძელებს მოლაპარაკებას, აპირებს დასაქმებას გემზე და მიღებული შემოსავლებით დაზარალებულს დააკმაყოფილებს; ის მზადაა ასევე სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნის შემთხვევაში საქმიანობით უზრუნველყოს თანხის შეგროვება და გადახდა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

5.2. გამომდინარე იქედან, რომ ას-–------–-ძე არ არის ნასამართლევი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით სამი სხვადასხვა ძირითადი სასჯელის გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და ას-–------–-ძის რესოციალიზაციისათვის.

 

ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ბრალდებულის ჯანმრთელობის და მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით სასამართლო თვლის, რომ ას-–------–-ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ას-–------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ას-–------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე