განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2020
საქმის ნომერი
330100119003211603
თარიღი
09.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4528-19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

09 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თენგიზ ჭითაშვილი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა---ი ა------ის ძე ფ--–-–---–ი (დ----------–- - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, დ.ჟ------ის ქუჩა #4--ში;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატ(ებ)ი - გ------ი ჭ--–--ე და ნ--ო ლ--------------ე

 

კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: (ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და (ბ) საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ა---ი ფ--–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა, თავის მართვის ქვეშ მყოფ „ოპელ კომბო“ მოდელის #G------ ავტომანქანაში უკანონოდ შეინახა და 2019 წლის 0-----–--ს, ს-----ის გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე 99 ცალი მთელი ტაბლეტი, 6 ცალი ტაბლეტის ნატეხი და ორ ცალ კონვალუტის გადანაჭერზე განთავსებული ტაბლეტის ნატეხები ფხვნილთან ერთად, საერთო წონით - 41,03 გრამი, რომელიც წარმოადგენს ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, ტაბლეტის ნატეხებსა და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა - 0,82 გრამი; აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2019 წლის 0-----–--ს, ამოღებული იქნა ა---ი ფ--–-–---–ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო მოწმეების - პ----ა მ-----–-–---–ის, მ------ მ-----–-–---–ის და შ--–-ა ქ-------ის გამოკითხვის ოქმებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ა---ი ფ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ა---ი ფ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ბრალდებულმა ა---ი ფ--–-–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანაში თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა სასამართლო განხილვის ეტაპზე მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არ შეუძლია ჩვენების მიცემა, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მისგან ინფორმაცია ვერ იქნა მიღებული.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მიერ ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წლის 0-----–--ს, 14:30 საათზე ა---ი ფ--–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელ კომბოს“ მარკის ავტომანქანა შედის ს-----ის საბაჟო გამშვებ პუნქტში, სადაც იქ მყოფი მებაჟეები ა---ი ფ--–-–---–თან ერთად ამოწმებენ ავტომანქანას, კერძოდ: კადრში ჩანს, რომ ხდება ავტომანქანაში არსებული ნივთების ზედაპირული დ---ვალიერება. ამასთან, კადრში ჩანს მხოლოდ ავტომანქანის საბარგულში არსებული ნივთები, ისიც ზოგადად, თუმცა, ავტომანქანის სალონში არსებული კონკრეტული დასახელების ნივთები აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში საერთოდ არ ჩანს. საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ, ა---ი ფ--–-–---–ი ჯდება მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და ტოვებს ს-----ის საბაჟო გამშვებ პუნქტს.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა აგრეთვე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 0-----–--ის ბალახის საკრეჭი აპარატის დ---ვალიერების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ ბალახის საკრეჭი აპარატი არის ყვითელი ფერის, გარშემო ოთხივე მხარეს აქვს პატარა შავი ფერის ბორბლები. აპარტს ზემოდან გააჩნია შავი ფერის ხუფი, ასევე, დამონტაჟებული აქვს შავი ფერის ოთკუთხედი რკინის სახელური. აპარატს წინა მხარეს აქვს ინგლისური წარწერა A-----------.

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, გარდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერისა და ბალახის საკრეჭი აპარატის დ---ვალიერების ოქმისა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.5. ა---ი ფ--–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

3.5.1. მოწმე პ----ა მ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, რომელთა თანახმადაც, 2019 წლის 2-------ს ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, ქ.თბილისი, დ.ჟ------ის ქუჩა #4--ში რეგისტრირებული, 1--------- წელს დ----------–- ა---ი ა------ის ძე ფ--–-–---–ი 2019 წლის 1-------ს (რეისის #8--- ) თვითმფრინავით გაფრინდა ლ-------ას რესპუბლიკაში, საიდანაც ა---ი ფ--–-–---–მა საქართველოში უკანონოდ უნდა შემოიტანოს ნარკოტიკული საშუალება. 2019 წლის 0-----–--ს, ასევე ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ ა---ი ა------ის ძე ფ--–-–---–ი ს-----ის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ოპელ კომბო“-თი, ტრანზიტული სანომრე ნიშნით - G------, რომლითაც მოემგზავრება ქ.თბილისის მიმართულებით. ამავე ინფორმაციით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა---ი ფ--–-–---–ს საქართველოში უკანონოდ უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება.

 

3.5.2. მოწმეების მ------ მ-----–-–---–ის და შ--–-ა ქ-------ის გამოკითხვის ოქმებს, რომელთა თანახმადაც დასტურდება, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის 3--- კილომეტრზე, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათი მონაწილეობით ჩატარდა ა---ი ფ--–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელ კომბოს“ მარკის ავტომანქანის, ტრანზიტული სახელმწიფო ნომრით - #G------ ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის სალონში მოთავსებული ბალახის საკრეჭი აპარატის ძრავის მექანიზმიდან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში შეხვეული მოთეთრო ფერის ოვალური ფორმის 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) ცალი აბი, თითოეულ მათგანზე ამოტვიფრული ლოგოთი „B8“, სამი ცალი მოვერცხლისფრო ფერის კონვალუტის ნაჭერი, რომელთაგან ორ მათგანში მოთავსებულია მოთეთრო ფერის ნივთიერება, ხოლო ერთ მათგანში - აბის 6 (ექვსი) ნატეხი.

 

3.5.3. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ 2019 წლის 0-----–--ს 02:18 საათიდან 02:58 საათამდე დროის შუალედში თბილისი-სენაკი-ლესელიძის 3--- კილომეტრზე, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ა---ი ფ--–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელ კომბოს“ მარკის ავტომანქანის, ტრანზიტული სახელმწიფო ნომრით - #G------ ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის სალონში მოთავსებული ბალახის საკრეჭი აპარატის ძრავის მექანიზმიდან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში შეხვეული მოთეთრო ფერის ოვალური ფორმის 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) ცალი აბი, თითოეულ მათგანზე ამოტვიფრული ლოგოთი „B8“, სამი ცალი მოვერცხლისფრო ფერის კონვალუტის ნაჭერი, რომელთაგან ორ მათგანში მოთავსებულია მოთეთრო ფერის ნივთიერება, ხოლო ერთ მათგანში - აბის 6 (ექვსი) ნატეხი; ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში გაკეთებულია ა---ი ფ--–-–---–ის განცხადება, რომლის თანახმად, მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) ცალი აბი, სამი ცალი კონვალუტის ნაჭერი - ორ მათგანში მოთეთრო ფერის ნივთიერებით, ხოლო ერთ მათგანში - აბის 6 (ექვსი) ნატეხით, ვინმე დ---ო ა-----მ ფულადი თანხის სანაცვლოდ გ-------იდან გამოატანა საქართველოში. აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერს თავად ა---ი ფ--–-–---–ი.

 

3.5.4. ა---ი ფ--–-–---–ის დაკავების ოქმს, რომლის თანახმად, იგი დაკავებულ იქნა 2019 წლის 0-----–--ს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 3--- კილომეტრზე, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

3.5.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 0-----–--ის ქიმიური ექსპერტიზის #3--------------- დასკვნას, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ა---ი ფ--–-–---–ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე 99 ცალი მთელი ტაბლეტი, 6 ცალი ტაბლეტის ნატეხი და ორ ცალ კონვალუტის გადანაჭერზე განთავსებული ტაბლეტის ნატეხები ფხვნილთან ერთად, საერთო წონით-41,03 გრამი, წარმოადგენს ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, ტაბლეტის ნატეხებსა და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა-0,82 გრამი.

 

3.5.6. 2019 წლის 2-------ის საზღვრის კვეთის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ ა---ი ფ--–-–---–ს 2010 წლის 1--------დან ხშირად უფიქსირდება საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიიდან გასვლის და უკან დაბრუნების ფაქტები, მათ შორის, 2019 წლის 1-------ს 10:05 საათზე ა---ი ფ--–-–---–ი გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან ქ-------ის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ხოლო 2019 წლის 0-----–--ს 15:05 საათზე ს-----ის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.

 

3.6. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 0---------ოს წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით 2013 წლის 2-----------ს კ---- კ----იძეს მიღებული აქვს სახელი და გვარი - ა---ი ა-----ე (პ/ნ 0----------), ხოლო 2016 წლის 0--------–ს ა---ი ა-----ეს მიღებული აქვს გვარი - ფ--–-–---–ი (პ/ნ 0----------);

3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.9. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.11. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

4.5. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე კი გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა, შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

4.6. ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა კი კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტი აგრეთვე მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესია. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების საქართველოს საზღვარზე უკანონო შემოტანაში. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედების (შემოტანის) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (საქართველოს საზღვარზე შემოტანა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის გარეშე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა შეიძლება განხორციელდეს საბაჟო წესების გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია, როდესაც პირი მოახერხებს ამ ნივთიერების საქართველოში შემოტანას, ესე იგი, როდესაც პირი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან ამ ნივთიერებას გადმოიტანს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

 

4.7. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ დანაშაულთა მაკვალიფიცირებელ გარემოებას - განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #1-ის თანახმად, „ბუპრენორფინი“ წარმოადგენს ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. ამავე კანონის დანართი #2-ში განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 29-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინი“ 0,0012 გრამამდე ითვლება პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,012-დან 0,12 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 0,12 გრამზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა---ი ფ--–-–---–ის მიერ უკანონოდ შეძენილი, შენახული და საქართველოში შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ საერთო რაოდენობაა - 0,82 გრამი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის მინიმალურ ზღვარს - 0,12 გრამს, შესაბამისად, სახეზეა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და საქართველოში შემოტანა.

 

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერისა და ბალახის საკრეჭი აპარატის დ---ვალიერების ოქმისა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

4.9. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

4.10. სასამართლო ბრალდებულ ა---ი ფ--–-–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, ბალახის საკრეჭი აპარატის დ---ვალიერების ოქმით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე პ----ა მ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, რომელმაც 2019 წლის 2-------ს მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე, ქ.თბილისი, დ.ჟ------ის ქუჩა #4--ში რეგისტრირებული, 1--------- წელს დ----------–- ა---ი ა------ის ძე ფ--–-–---–ი 2019 წლის 1-------ს (რეისის #8---) თვითმფრინავით გაფრინდა ლ-------ას რესპუბლიკაში, საიდანაც ა---ი ფ--–-–---–მა საქართველოში უკანონოდ უნდა შემოიტანოს ნარკოტიკული საშუალება. 2019 წლის 0-----–--ს, ასევე, მიიღო ინფორმაცია, რომ ა---ი ა------ის ძე ფ--–-–---–ი ს-----ის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ოპელ კომბო“-თი, ტრანზიტული სანომრე ნიშნით - G------, რომლითაც მოემგზავრება ქ.თბილისის მიმართულებით. ამავე ინფორმაციით, ა---ი ფ--–-–---–ს საქართველოში უკანონოდ შემოტანილი უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება; მოწმეების მ------ მ-----–-–---–ის და შ--–-ა ქ-------ის გამოკითხვის ოქმებით, რომელთა თანახმადაც დგინდება, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 3--- კილომეტრზე, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათი მონაწილეობით ჩატარდა ა---ი ფ--–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელ კომბოს“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის სალონში მოთავსებული ბალახის საკრეჭი აპარატის ძრავის მექანიზმიდან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში შეხვეული მოთეთრო ფერის ოვალური ფორმის 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) ცალი აბი, თითოეულ მათგანზე ამოტვიფრული ლოგოთი „B8“, სამი ცალი მოვერცხლისფრო ფერის კონვალუტის ნაჭერი, რომელთაგან ორ მათგანში მოთავსებულია მოთეთრო ფერის ნივთიერება, ხოლო ერთ მათგანში - აბის 6 (ექვსი) ნატეხი; ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ 2019 წლის 0-----–--ს 02:18 საათიდან 02:58 საათამდე დროის შუალედში თბილისი-სენაკი-ლესელიძის 3--- კილომეტრზე, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ა---ი ფ--–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელ კომბო“ მარკის ავტომანქანის, ტრანზიტული სახელმწიფო ნომრით - #G------ ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის სალონში მოთავსებული ბალახის საკრეჭი აპარატის ძრავის მექანიზმიდან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში შეხვეული მოთეთრო ფერის ოვალური ფორმის 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) ცალი აბი, თითოეულ მათგანზე ამოტვიფრული ლოგოთი „B8“, სამი ცალი მოვერცხლისფრო ფერის კონვალუტის ნაჭერი, რომელთაგან ორ მათგანში მოთავსებულია მოთეთრო ფერის ნივთიერება, ხოლო ერთ მათგანში - აბის 6 (ექვსი) ნატეხი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 0-----–--ის ქიმიური ექსპერტიზის #3--------------- დასკვნით, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ა---ი ფ--–-–---–ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე 99 ცალი მთელი ტაბლეტი, 6 ცალი ტაბლეტის ნატეხი და ორ ცალ კონვალუტის გადანაჭერზე განთავსებული ტაბლეტის ნატეხები ფხვნილთან ერთად, საერთო წონით-41,03 გრამი, წარმოადგენს ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, ტაბლეტის ნატეხებსა და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა-0,82 გრამი და 2019 წლის 2-------ის საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომლის თანახმადაც, ა---ი ფ--–-–---–ს 2010 წლის 1--------დან ხშირად უფიქსირდება საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიიდან გასვლის და უკან დაბრუნების ფაქტები. მათ შორის, 2019 წლის 1-------ს 10:05 საათზე ა---ი ფ--–-–---–ი გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან ქ-------ის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ხოლო 2019 წლის 0-----–--ს 15:05 საათზე ს-----ის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, დგინდება, რომ ა---ი ფ--–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა, თავის მართვის ქვეშ მყოფ „ოპელ კომბო“ მოდელის #G------ ავტომანქანაში უკანონოდ შეინახა და 2019 წლის 0-----–--ს, ს-----ის გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე 99 ცალი მთელი ტაბლეტი, 6 ცალი ტაბლეტის ნატეხი და ორ ცალ კონვალუტის გადანაჭერზე განთავსებული ტაბლეტის ნატეხები ფხვნილთან ერთად, საერთო წონით - 41,03 გრამი, რომელიც წარმოადგენს ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, ტაბლეტის ნატეხებსა და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა - 0,82 გრამი; აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2019 წლის 0-----–--ს, ამოღებული იქნა ა---ი ფ--–-–---–ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

 

4.11. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ნაწილში ა---ი ფ--–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, იმ არგუმენტით, თითქოს ბალახის საკრეჭი აპარატი, საიდანაც ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული საბაჟო შემოწმებისას ავტომანქანაში არ ყოფილა და იგი ა---ი ფ--–-–---–ს საქართველოში შემოსვლის შემდეგ ქ------–---იდან გამოატანა მისთვის უცნობმა პირმა. აღნიშნულის დასადასტურებლად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ავტომანქანაში არსებული ნივთების დ---ვალიერების ფაქტი, ხოლო ავტომანქანაში მოთავსებულ ნივთებს შორის არ ფიქსირდება ბალახის საკრეჭი აპარატი. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტს, რამდენადაც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში ჩანს მხოლოდ საბარგულში მოთავსებული სხვადასხვა ნივთები, თუმცა კონკრეტულად რა საგნებია, აღნიშნული არ ფიქსირდება. რაც შეეხება ავტომანქანის სალონში არსებულ ნივთებს, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ავტომანქანის სალონი საერთოდ არ ფიქსირდება, შესაბამისად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერით იმის მტკიცება სალონში იყო თუ არა ბალახის საკრეჭი აპარატი, შეუძლებელია, მაშინ როდესაც, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბალახის საკრეჭი აპარატი, საიდანაც ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული, მოთავსებული იყო ავტომანქანის სალონში და არა საბარგულში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში ბრალდებულის მიერ გაკეთებულია განცხადება, სადაც ის უთითებს, რომ მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ვინმე დ---ო ა-----მ ფულადი თანხის სანაცვლოდ გ-------იდან გამოატანა საქართველოში, რაც ბრალდებულ ა---ი ფ--–-–---–ს დადასტურებული აქვს ხელმოწერით. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული არგუმენტები წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ნაწილში ა---ი ფ--–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით.

 

4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---ი ფ--–-–---–მა ჩაიდინა: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ბ) საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. ა---ი ფ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა - მისი ფსიქიკური მდგომარეობა - აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა -ისტერიული ფსიქოზი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. განაჩენის 6.1. - 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთას ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

6.6. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის ცალ-ცალკე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა---ი ფ--–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები განეკუთნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, რომელთა ჩადენისთვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.

6.8. აღსანიშნავია, რომ მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2----------ის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ა---ი ფ--–-–---–ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F--; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), ზომიერად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს ა---ი ფ--–-–---–ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, ზომიერად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად ა---ი ფ--–-–---–ს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა – ისტერიული ფსიქოზი (კოდი – F--; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა---ი ფ--–-–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას; სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები; მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად ა---ი ფ--–-–---–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა---ი ფ--–-–---–ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი, თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ა---ი ფ--–-–---–ი წარმოადგენს სოციალურ სამიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ა---ი ფ--–-–---–მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. ბ. ნ----–---–ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხ---ი – ქ-------ი), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაგრძელდეს საერთო წესით.

6.9. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ა---ი ფ--–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს როგორც მის ამჟამინდელ ფსიქიკურ მდგომარეობას, ასევე, იმას, რომ მტკიცებულებები გახადა უდავოდ, არ არის ნასამართლევი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ა---ი ფ--–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ასევე სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა---ი ფ--–-–---–ს უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ა---ი ფ--–-–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდა უნდა განესაზღვროს შპს ,,აკად. ბ. ნ----–---–ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში‘‘ (ხ---ი-ქ-------ი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.

 

6.10. ამასთან, ა---ი ფ--–-–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, პოლიეთილენის და კონვალუტის ნაჭრები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- ადვოკატ გ------ი ჭ--–--ის მიერ წარმოდგენილი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---ი ფ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

2. ა---ი ფ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა---ი ფ--–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

4. ა---ი ფ--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 0-----–--იდან.

5. ა---ი ფ--–-–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვროს შპს ,,აკად. ბ. ნ----–---–ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში‘‘ (ხ---ი-ქ-------ი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.

6. მსჯავრდებულ ა---ი ფ--–-–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 05 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

7. მსჯავრდებულ ა---ი ფ--–-–---–ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, პოლიეთილენის და კონვალუტის ნაჭრები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- ადვოკატ გ------ი ჭ--–--ის მიერ წარმოდგენილი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე