განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
330100119003155261
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3884-19

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 6 დეკემბერი, 2019 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ--–--------–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ---------------------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პ--------------, დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები თბილისში, შ--------–---–-------------ში.

 

ადვოკატი - რ---–-------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, მეოთხე ნაწილი და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 26 მაისს, დღის საათებში, თბილისში, ჯ---–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თბილისში, გ--------–--------–---–-------------ში გ-----------------–---–ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებებს - 4,2405 გრამ „ბუპრენორფინსა“ და 0,5595 გრამ „მეთადონს“, რომლებიც ამოღებული იქნა შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--- თანამშრომელების მიერ მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. ასევე გ-----------------–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა, 2019 წლის მაისი თვეში უკანონოდ გაასაღა, კერძოდ, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ნარკოტიკული საშუალებები დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით დატოვა თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ-----------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებმა, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი ცალ-ცალკე ან/და ერთობლიობაში.

 

2.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ნაწილში ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულის აღიარებას, მოწმეების - ი-----–-----–-–---–-ს, ლ-–--–------ს, ზ--------------ს, ვ-–------------------ს გამოკითხვის ოქმებს, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმს (თანდართული ფოტო მასალით), გ-----------------–---–ის პირადი ჩხრეკისა და ბინის ჩხრეკის ოქმებს, ქიმიური ექსპერტიზის N----------------- დასკვნას, ამოღებულ ნარკოტიკული საშუალებებს.

 

2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მისი უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.6. მოწმეების საქართველოს შსს თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–ი განყოფილების თანამშრომელების - ზ--------------ს, ლ-–--–------ს და ბ----------ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ თბილისში, ქ------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, გაეცნენ და ჰკითხეს ვინაობა. მითითებულმა პირმა დაადასტურა, რომ იყო გ-----------------–---–ი, რის შემდეგაც გამომძიებლებმა მას წარუდგინეს დადგენილება პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ. გ-----------------–---–ი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელებს და გაიქცა, გაქცევისას მან მოახერხა თანნაქონი მობილური ტელეფონები კ----–----------ს მხარეს გადაყარა. 10-15 მეტრის მოშორებით გ-----------------–---–ი წაიქცა, რა დროსაც ზ-------------ე და ბ---------ე წამოეწივნენ მას, წამოაყენეს და შეაჩერეს, ხოლო ლ-–--–------ მივიდა იმ ადგილზე, სადაც გ-----------------–---–ის მიერ გადაგდების შედეგად ტელეფონები დავარდა. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის მიხედვით (26.05.2019) კ----–---------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ორი ცალი მობილური ტელეფონი. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ-----------------–---–ი მობილური ტელეფონების გადაყრით ცდილობდა თავიდან მოეშორებინა და გაენადგურებინა ბრალად წარდგენილ დანაშაულში მისი მამხილებელი მტკიცებულები.

 

2.6. ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი (ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად 15.08.2019) ჩანაწერებით, ცალსახად დასტურდება, როგორ განიხილავს გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად გ-----------------–---–ი ნარკოტიკული საშუალების გასაღების დეტალებს, საუბრობენ გარკვეული რაოდენობის სანაცვლოდ თანხის ოდენობაზე, მათ შორის მანამდე არსებული პირობების შეცვლაზე, კონკრეტული გასაყიდი საქონლის განთავსების ადგილზე. გ-----------------–---–ი დეტალურად უთითებს გასაყიდი საქონლის ადგილმდებარეობაზე, რაოდენობაზე და გადასახდელ თანხაზე. საუბრისას ბრალდებული აქტიურობს და აცხადებს, რომ თანხის და გასაყიდი საქონლის შემცირება მის მთლიანად არევას გამოიწვევს და ურჩევნია ყველაფერი ძველებურად დარჩეს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერები ცალსახად ადასტურებენ ბრალდებულის მონაწილეობას ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში. აშკარაა, რომ იგი წარმართავს საუბარს, სურს ნარკოტიკების ერთიანი რეალიზაცია და არის აქტიური მოლაპარაკებებში.

 

2.7. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1.სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ-----------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.

 

3.2.სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

3.3.ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით ნარკოტიკული საშუალებები ,,ბუპრენორფინი’’ და „მეთადონი“ შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებთა მეორე სიაში, ხოლო ამავე კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, 29-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი“ 0,12 გრამზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ-----------------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 4,2405 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, ხოლო 94-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ 0.2 გრამზე მეტი ითვლება დიდ ოდენობად.

 

3.4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მე-4 ნაწილით ასევე კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურის ისე საზღაურის გარეშე, როგორიცაა გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში და ასე შემდეგ. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა პირზე.

 

3.5.მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ბრალდებულის აღიარებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ნაწილში), მოწმეების - ი-----–-----–-–---–-ს, ლ-–--–------ს, ზ--------------ს, ვ-–------------------ს გამოკითხვის ოქმებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტო მასალით), გ-----------------–---–ის პირადი ჩხრეკისა და ბინის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის N----------------- დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, კომპიუტერული ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (15.08.2019 წელი), თანდართული მასალებით დადგენილია, რომ გ-----------------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, ამასთანავე მან უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება გაასაღა.

 

3.6. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების გათვალისწინებული ქმედების ეპიზოდურ მხარეს და კვალიფიკაციას. ბრალდებულ გ-----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ წონით 0,0390 გრამი, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ 4.2015 გრამის ოდენობით და მეთადონი (ფუძე) 0,5595 გრამის ოდენობით. გ-----------------–---–ის ქმედება 0,0390 გრამი ნარკოტიკული საშუალების „ბუპრენორფინის“ შეძენა და პირადად შენახვა დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების - 4.2015 გრამის ოდენობით „ბუპრენორფინის“ და 0,5595 გრამის ოდენობით მეთადონის (ფუძე) შეძენისა და მათი საცხოვრებელი სახლში შენახვა დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის ზუსტი დრო დაუდგენელია, შესაბამისად უნდა მივიჩნიო, რომ ბრალდებულის მიმართ ორ ეპიზოდად წარდგენილი ქმედება (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებით შეძენა და შენახვა) წარმოადენს საერთო მიზნით და ერთიანი განზრახვით ჩადენილ ერთ ქმედებას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი უნდა ამორიცხოს როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

3.7.სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ-----------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.

 

3.8.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.9.საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი შემადგენლობა, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1.გ-----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი ნაწილობრივი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1.სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2.გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ ქმედებებს, ხოლო დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.

 

5.3.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-----------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულმა სასჯელმა უნდა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

 

ნარკოტიკული საშუალებები, ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, ხელთათმანები (ინახება საქართველოს შს სამინისტროს თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინდა განადგურდეს;

 

ერთი ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი ელემენტი, ერთი ცალი თავსახური, ერთი ცალი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, პნევმატური იარაღი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ერთი ცალი დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ-----------------–---–ს ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

2.გ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

3. .,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

4.სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 მაისიდან.

 

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

ნარკოტიკული საშუალებები, ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, ხელთათმანები (ინახება საქართველოს შს სამინისტროს თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

ერთი ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი ელემენტი, ერთი ცალი თავსახური, ერთი ცალი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, პნევმატური იარაღი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ერთი ცალი დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე