განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/4591-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ნ----- ჩ-------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
მ-----– ლ-–--- - დაბადებული 1--- წლის 2----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ი----------–---–------------------------------------.
კვალიფიკაცია:
მ-----– ლ-–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 22 აგვისტოს 09:00 საათიდან 23 აგვისტოს 09:00 საათამდე პერიოდში ქ. თბილისში, წ---–-------------------ში მდებარე შპს „ს------------–---------------ს“ კუთვნილი „გ--–---ს“ ბეზინგასამართი სადგურიდან ჩ-------–--------------მა მ-----– ლ-–---მ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი საწვავის გაყიდვით მიღებული თანხა, რაც მის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა. აღნიშნულმა ქმედებამ 2000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება,თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა,ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
2.1. ბრალდებულმა მ-----– ლ-–---მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს 09:00 საათიდან 23 აგვისტოს 09:00 საათამდე პერიოდში ქ. თბილისში, წ---–-------------------ში მდებარე შპს „ს------------–---------------ს“ კუთვნილი „გ--–---ს“ ბეზინგასამართი სადგურიდან მ-----– ლ-–---მ, რომელიც მუშაობდა ჩ-------–--------------ად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი საწვავის გაყიდვით მიღებული თანხა 2000 ლარი, რაც მის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-----– ლ-–---მ ჩადინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს 09:00 საათიდან 23 აგვისტოს 09:00 საათამდე პერიოდში ქ. თბილისში, წ---–-------------------ში მდებარე შპს „ს------------–---------------ს“ კუთვნილი „გ--–---ს“ ბეზინგასამართი სადგურიდან ჩ-------–--------------მა, მ-----– ლ-–---მ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი საწვავის გაყიდვით მიღებული თანხა - 2000 ლარი.
2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 2000 (ორი ათასი) ლარი.
2.6. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-----– ლ-–---მ ჩაიდინა მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. მ-----– ლ-–---ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: ზ------ ო----–-–---–ის, შ----- მ----–----–--ის, შ--–-- ბ---------–ის გამოკითხვის ოქმები, თანხის ამოღების ოქმი, შპს „ს------------–---------------დან“ მიღებული მასალები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----– ლ-–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ-----– ლ-–---ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. მ-----– ლ-–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. მ-----– ლ-–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. მ-----– ლ-–--- ნასამართლობის არ მქონე პირია, დაუოჯახებელია, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მზად არის აანაზღაუროს ზიანი, კმაყოფაზე ყავს პენსიონერი, ავადმყოფი დედა და სამი ობოლი დისშვილი.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას მ-----– ლ-–---ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მ-----– ლ-–---ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას ჯარიმა გადახდისუნარიანობის ფარგლებში.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. ერთი ცალი დალუქული პაკეტი, მასში მოთავსებულია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ფულადი თანხა 250 ლარის ოდენობით, დალუქულ მდოგმარეობაში ინახება შ-----–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----– ლ-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. მ-----– ლ-–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მ-----– ლ-–---ს 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
4. მ-----– ლ-–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5. მ-----– ლ-–---ს მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
6.1. ერთი ცალი დალუქული პაკეტი, მასში მოთავსებულია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ფულადი თანხა 250 ლარის ოდენობით, დალუქულ მდგომარეობაში ინახება შ-----–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/