განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
060100119003182099
დავის ტიპი
381
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/147-19 (№050170819001)

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 დეკემბერი, 2019 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და------------------ია

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული გი-- ამ-----ის ძე ვა–----ძე დაბადებული 1----–-–-------------–------------------- მცხოვრები: ქ. ქ----------------------------------.

 

ადვოკატი- ნი------------–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გი-- ვა–----ძემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2--9 წლის 12 აგვისტოს, გი-- ვა–----ძის მიერ მეუღლის - ირ-----------ძის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გი-- ვა–----ძეს აეკრძალა ირ-----------ძის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, 2--9 წლის 15 და 16 აგვისტოს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, გი-- ვა–----ძემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და სოციალური ქსელის, ,,ფეისბუქი’’-ს, საშუალებით მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ირ-----------ძეს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გი-- ვა–----ძის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრი-- აღწერა და სამართლებრი-- შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გი-- ვა–----ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ გი-- ვა–----ძის ახლო ნათესავმა, კერძოდ, მეუღლემ -ირ-----------ძემ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, ბრალდებულ გი-- ვა–----ძის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლა–-------–---ძემ განმარტა, რომ მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებლად. 2--9 წლის 17 აგვისტოს იგი ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ტელეფონით მოქალაქე ლი-------–---მ შეატყობინა, რომ მისმა სიძემ გი-- ვა–----ძემ, მისი შვილის, ირ-----------ძის მიმართ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, აღნიშნულთან დაკავშირებით მან დაიწყო გამოძიება 111-381-ე მუხლის პირველი ნაწილით. საპროცესო წარმომადგენლის თანადასწრებით გამოკითხულ იქნა არასრულწლოვანი მოწმე ირ-----------ძე, რომელმაც განმარტა, რომ ჰყავს მეუღლე გი-- ვა–----ძე და 2 შვილი. მეუღლესთან სიტყვიერი კონფლიქტის საფუძველზე, 2--9 წლის 12 აგვისტოს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც გი-- ვა–----ძეს მასთან აეკრძალა ყოველგვარი სახის კომუნიკაცია. 2--9 წლის 15 აგვისტოს ირ-----------ძის ფეისბუქ გვერდზე გი-- ვა–----ძის ფეისბუქ გვერდიდან გაგზავნილ იქნა 2 მესიჯი, აღნიშნულის შემდეგ კი ირ-----------ძის თანხმობითა და მისივე მონაწილეობით დათვალირებულ იქნა მისი ფეისბუქ გვერდი, რა დროსაც სქრინ შოთის ფორმით თაბახის ფურცელზე გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ იქნა აღნიშნული მესიჯები, რაც შემდგომ სასამართლოს განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი. მის მიერ ასევე გამოკითხულ იქნა გი-- ვა–----ძეც, რომელმაც დაადასტურა რომ შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, რომლითაც აკრძალული ჰოქნდა ირ-----------ძესთან ყოველგავარი კომუნიკაცია, 2--9 წლის 15 აგვისტოს მეუღლეს გაუგზავნა 2 მესიჯი. ასევე დათვალიერებულ იქნა გი-- ვა–----ძის ფეისბუქ გვერდიც, სადაც აღნიშნული მესიჯები წაშლილი იყო. მის მიერ ასევე გამოკითხული იქნა ლი-------–---, რომელმაც დაადასტურა იგივე ფაქტობრი-- გარემოება, რაც განუმარტა მისმა ქალიშვილმა, ირ-----------ძემ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გი-- ვა–----ძემ განმარტა, რომ იგი არის გი-- ვა–----ძის ბიძაშვილი. ის და მისი ბიძაშვილები გი-- ვა–----ძე და გა-- ვა–----ძე ერთად ცხოვრობდნენ ქ----------–------------------, ნაქირავებ ბინაში. გი-- 15 წლიდან ფიზიკურად შრომობს, კერძოდ ვაჭრობს ბაზარში. მათთან ერთად ასევე ცხოვრობდა გი-- ვა–----ძის მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. გი--ს, მეუღლესთან, ირ-----------ძესთან, ჰქონდა ძალიან კარგი დამოკიდებულება. ერთ დღეს სახლში დაბრუნებულს გი-- ვა–----ძეს ჩვილი ბავშვი, ან------ა, დახვდა შეუძლოდ, რის გამოც სასწრაფოდ იქნა წაყვანილი ექიმთან, ექიმის რეკომენდაციით ბავშვს შეეცვალა კვების რეჟიმი და საჭირო გახდა მისთვის ჰაერის გამოცვლა, რის გამოც გი--მ ბავშვი წაიყვანა ვანის რაიონში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ვინაიდან ბავშვის მდგომარეობა არ იყო შეცვლილი უკეთესობისკენ, მიზეზად კი ექიმი ასახელებდა ბავშვის არაჯეროვან მოვლას, გი--ს კონფლიქტი მოუვიდა მეუღლეთან, რის გამოც გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი, ასევე შემაკავებელი ორდერი გამოწერილ იქნა გი-- ვა–----ძის ძმისა და დედის მიმართ, ნათესავებისა--ნ მხოლოდ გი--ს ბიძა ახერხერხებდა ბავშვთან ურთიერთობას. იმ პერიოდში იგი სარგებლობდა გი-- ვა–----ძის ტელეფონით, ასევე მისი მესენჯერით, რადგანაც თავისი ტელეფონი დაუზიანდა. მან ბავშვის მდგომრეობის გასარკვევეად მესიჯი გაუგზავნა ირ-----------ძეს, ამ უკანასკნელმა კი პასუხიც არ გასცა, რის შემდეგაც გაუგზავნა მოწონების სმაილი, მაღლა აღმართული ცერით. შემდეგ გაიგო, რომ აღნიშნულის გამო გი-- ვა–----ძე დააკავეს. მას (გი-- ვა–----ძეს) შეეშალა და ისარგებლა გი-- ვა–----ძის მესენჯერით , რის შესახებაც მოგვიანებით აცნობა ადვოკატს.

 

პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, მოწმე ლი-------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ იმ----------ში. მისი ქალიშვილი ირ-----------ძე, 14-წლის ასაკში, გათხოვდა ვანის რაიონის სოფელ გო---–- მცხოვრებ გი-- ვა–----ძეზე, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი: ან----ია ვა–----ძე, რომელიც დაიბადა 05.11.2--7 წელს და ან------ა ვა–----ძე, რომელიც დაიბადა 16.01.2--9 წელს. მისი ქალიშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში. 2--9 წლის 12 აგვისტოს, მასთან სახლში მი--და მისი სიძე გი-- ვა–----ძე, რომელმაც მას და მის ქალიშვილს მიაყენა შეურაცყოფა, კერძოდ, აგინა დედის მისამართით, ვინაიდან მის შვილს აბრალებდა, თითქოსდა იგი წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვიღაც უცხო მამაკაცს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ვანის პოლიციის თანამშრომელების მიერ, სიძის, გი-- ვა–----ძის, მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც მას აეკრძალა მის ქალიშვილთან და მასთან კომუნიკაცია და ურთიერთობა. 2--9 წლის 15 აგვისტოს, მისი შვილის ირ-----------ძის ფეისბუქის მესენჯერში მის სიძეს გი-- ვა–----ძეს მიუწერია შეტყობინება შინაარსით: „ან------ას გადაუღე ფოტო გამომიგზავნე მაინტერესებს არის თუ არა მომატებული“, აღნიშნული შეტყობინება ირ---- აჩვენა დილით, რამაც ძლიერ ააღელვა და დარეკა 112-ის სამსახურში და ითხოვა მისი სიძის, გი-- ვა–----ძის, დაკავება.

 

პრეიუდიციული მანიშვნელობის მქონე ალ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შს ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2--9 წლის 12 აგვისტოს 21:30 საათზე პოლიციაში მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ვანის რაიონის სოფელ გო---–- მცხოვრებ ირ-----------ძეს, მეუღლე გი-- ვა–----ძესთან, ჰქონდა ოჯახური კონფლიქტი და ითხოვდა დახმარებას. იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მისულთ, ვანის რაიონის სოფელ გო---–-, ადგილზე დახვდათ ამავე სოფელში მცხოვრები ლი-------–---, მისი შვილი, არასრუწლოვანი ირ-----------ძე და ამ უკანასკნელის ორი მცირეწლოვანი შვილი. ლი-------–--ისა და ირ-----------ძის განმარტებით, 2--9 წლის 12 აგვისტოს, გი-- ვა–----ძემ, რომელიც არის არასრუწლოვან ირ-----------ძის მეუღლე, ლი-------–---სა და ირ-----------ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა მათ და წავიდა ქალაქ ქუთაისში, სადაც იგი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. ირ-----------ძის განმარტებით, ოჯახური კონფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ გი-- ვა–----ძე მას აბრალებდა დაუდგენელ, უცხო პირებთან სოციალური ქსელით მესიჯობას და ურთიერთობას. აღნიშნულის შემდეგ ლი-------–--- და ირ-----------ძე გადმოყვანილი იქნენ ვანის შს რაიონულ სამმართველოში, სადაც გასაუბრების დასრულების შემდეგ , მის მიერ დაუყოვნებლივ შევსებული იქნა შემაკავებელი ორდერი N------ და შემაკავებლი ორდერის ოქმი N------, რომლის მიხედვითაც მოძალადე გი-- ვა–----ძეს აეკრძალა მსხვერპლთან ირ-----------ძესთან, მის სამსახურთან, იმ ადგილებთან, სადაც ის იმყოფება და იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ირ-----------ძე ცხოვრობს, ასევე მოძალადე გი-- ვა–----ძეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნული სარგებლობა და მსხვრპლთან ირ-----------ძესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. აღნიშნულის შემდეგ, დაუყოვნებლივ, 22:44 სთზე, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რომლის სააბონენტო ნომერია 5-----------, დაუკავშირდა მოძალადე გი-- ვა–----ძეს, სააბონენტო ნომერზე 5------------ რომელსაც განუმარტა, რომ მის, როგორც მოძალადის, მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მას, 30 დღის განმავლობაში, აეკრძალა მსხვერპლთან, ირ-----------ძესთან, მიახლოება და ყველა სახის კომუნიკაცია. სატელეფონო გასაუბრებისას გი-- ვა–----ძე მის მიერ ასევე დაბარებულ იქნა ვანის შს რაიონულ სამმართველოში გასაუბრების მიზნით. 2--9 წლის 13 აგვისტოს, ვანის შს რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა გი-- ვა–----ძე, რომელთანაც მოახდინა გასაუბრება, შეადგინა გასაუბრების ოქმი და კიდევ ერთხელ განუმარტა გი-- ვა–----ძეს, რომ მის მიმართ, მეუღლეზე, ირ------------ზე, განხორციელებული ფსიქიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო შედგენილი იყო შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მას 30 დღის განმავლობაში ეკრძალებოდა მსხვერპლთან, ირ-----------ძესთან, მიახლოება და სატელეფონო, სოციალური ქსელით და სხვა ტექნიკური საშუალებით კომუნიკაცია. აღნიშნულის შემდეგ გი-- ვა–----ძეს მის მიერ ჩაბარდა შემაკავებელი ორდერის ერთი პირი. 2--9 წლის 17 აგვისტოს, ვანის შს რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების მიხედვით გი-- ვა–----ძემ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მსხვერპლს ირ-----------ძეს სოციალური ქსელის, ფეისბუქის, გამოყენებით მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებები. აღნიშნულ ფაქტზე ვანის შს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება, გი-- ვა–----ძის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე.

 

პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2--9 წლის 17 აგვისტოს, გი-- ვა–----ძის მეუღლისა--ნ, ირ-----------ძისა--ნ ამოღებულ იქნა ერთი თაბახის ფურცელი, რომელზეც ამობეჭდილია მის კუთვნილ ფეისბუქ გვერდზე 2--9 წლის 15 აგვისტოს 15:12 საათზე და 2--9 წლის 16 აგვისტოს 00:17 საათზე გი-- ვა–----ძისა--ნ მიწერილი მესიჯები. პირველი მესიჯი დაბეჭდილია ინგლისურენოვანი ასოებით და არის შემდეგი შინაარსის: ,,ან------ას ფოტო გამომიგზავნე მაინტერესებს არის თუ არა მომატებული’’, მეორე მესიჯი არის ე.წ. ,,სმაილის’’ სახით , მაღლა აღმართული ცერით, ე.წ. ,,ლაიქი’’.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა გი-- ვა–----ძემ ჩაიდინა- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულ გი-- ვა–----ძის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრი-- ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ - მოწმე ირ-----------ძემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის ბრალდებულ გი-- ვა–----ის წინააღმდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, გი-- ვა–----ძის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მოწმე ირ-----------ძის ჩვენება, ამ უკანასკნელმა კი არ მისცა ჩვენება ბრალდებულ გი-- ვა–----ძის წინააღმდეგ. რაც შეეხება, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, ამოღების ოქმს, რომლის მიხედვითაც გი-- ვა–----ძემ 2--9 წლის 15 აგვისტოს 15:12 საათზე და 16 აგვისტოს 00:17 საათზე მეუღლეს, ირ-----------ძეს, მის კუთვნილ ფეისბუქ გვერდზე გაუგზავნა ორი მესიჯი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შინაარის (,,ან------ას ფოტო გამომიგზავნე მაინტერესებს არის თუ არა მომატებული’’ და მეორე ე,წ. ,,სმაილის’’ სახით მაღლა აღმართული ცერი , ე.წ. ,,ლაიქი) მესიჯით მეუღლესთან დამყარებული კომუნიკაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბრალდებულის მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულლი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობად, რამეთუ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ, კერძოდ, მშობლები უფლებამოსილები და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრი--, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. იმავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული გი-- ვა–----ძე არათუ უფლებამოსილი იყო დაინტერესებულიყო თავისი ჩვილი ბავშვის, 2--9 წლის 16 იანვარს დაბადებული, ან------ა ვა–----ძის ჯანმრთელობის მდგომარეობით, არამედ, კანონი აკისრებდა კიდეც ასეთ ვალდებულებას მას, შესაბამისად, ეს მტკიცებულებები (,,მესიჯები“) ვერ გამოდგება ბრალდებულის მიმართ ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნული მტკიცებულების გარადა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ბრალდებულის მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ გი-- ვა–----ძემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. შესაბამისად, ბრალდებული გი-- ვა–----ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გი-- ვა–----ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ გი-- ვა–----ძეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

გი-- ვა–----ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მსჯავრდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს, ხა---------------–-ილს (პ/ნ 1------------ განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) 2-00 ( ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე