გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.01.2020
საქმის ნომერი
330310019003243810
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7989-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - ამ----- კო---–--ე

წარმომადგენელი - დი------- ნა–--–-–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყა----ებით უზრუნველყოფის სააგენტო

წარმომადგენელი - ლე--- ბა--------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 თებერვლის №0------ წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ოჯახისათვის, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ამ----- კო---–--ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.3. დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყა----ებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ოჯახის სასარგებლოდ სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა 50 000 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყა----ებით უზრუნველყოფის სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემის და კომპენსაციის ანაზღაურების დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემო-ბები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემო-ბები

 

3.1.1. მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ოჯახი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტი და მის შემადგენლობაში 2014 წლის 26 ნო-მბრის მდგომარეობით შედიოდა მოსარჩელე ამ----- კო---–--ე, მა---- ხო----------ე (მეუღლე), კა------ კო---–--ე (შვილი), თო------ კო---–--ე (შვილი), ნინო ბერიშვილი (რძალი).

 

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მოსარჩელე ამ----- კო---–--ის შვილს სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი - 94.21 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რომელიც გარდაბნის რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოყოფილი ჰქონდა მოსარჩელის მეუღლის ძმას - ნო- ხო----------ეს.

 

აღნიშნული საცხოვრებელი ფართი მოსარჩელე ამ----- კო---–--ის შვილს არ გადასცემია სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახების კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით, თითო-ული ოჯახის საკომპენსაციოდ განისაზღვრა 50 000 ლარი, ხოლო აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ოჯახებს შორის, მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ოჯახი არ იქნა გათვალისწინებული.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №11/09/04 განკარგულება და მისი დანართები (ს.ფ. 47-49);

- საარქივო ცნობები (ს.ფ. 71-74);

- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულება და მისი დანართი (ს.ფ. 52-60);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. მოსარჩელე ამ----- კო---–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო შემდგომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საცხოვრებელი ბინის უზრუნველსაყოფად შესაბამისი კომპენსაციის მისი ოჯახის სასარგებლოდ გაცემა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 თებერვლის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის წერილობითი მიმართვებით, მოსარჩელე ამ----- კო---–--ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის უზრუნველსაყოფად შესაბამისი კომპენსაციის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი უკვე იყო უზრუნველყოფილი საცხოვრებლით, მისი შვილისათვის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით საცხოვრებელი ბინის გადაცემის გამო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 თებერვლის №0------ წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 50);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის №0------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 51);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ----- კო---–--ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯა---- სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძო-ბელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 თებერვლის №0------ წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ოჯახისათვის, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ამ----- კო---–--ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, მათ შორის შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

მითითებული კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის უზრუნველსაყოფად 50 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გაცემის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალების თაობაზე.

 

6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადო-ბაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდა----ბის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა უბინაოდ დარჩენილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემო-ბათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფო-ბი აღიარებენ თითო-ულის უფლებას ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფონი, რომლებიც აღიარებენ, რომ ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობას, მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისათვის.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმო-ბის წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნო-მბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯა---- რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ოჯახი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტი და მის შემადგენლობაში 2014 წლის 26 ნო-მბრის მდგომარეობით შედიოდა მოსარჩელე ამ----- კო---–--ე, მა---- ხო----------ე (მეუღლე), კა------ კო---–--ე (შვილი), თო------ კო---–--ე (შვილი), ნინო ბერიშვილი (რძალი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმო-ბის წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნო-მბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯა---- სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყა----ებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ამ----- კო---–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო შემდგომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საცხოვრებელი ბინის უზრუნველსაყოფად შესაბამისი კომპენსაციის მისი ოჯახის სასარგებლოდ გაცემა, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 თებერვლის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის წერილობითი მიმართვებით, მოსარჩელე ამ----- კო---–--ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის უზრუნველსაყოფად შესაბამისი კომპენსაციის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი უკვე იყო უზრუნველყოფილი საცხოვრებლით, მისი შვილისათვის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით საცხოვრებელი ბინის გადაცემის გამო.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მოსარჩელე ამ----- კო---–--ის შვილს სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი - 94.21 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რომელიც გარდაბნის რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოყოფილი ჰქონდა მოსარჩელის მეუღლის ძმას - ნო- ხო----------ეს.

 

სასამართლო მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმო-ბის წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნო-მბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) მე-2 მუხლის, მე-12 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახის განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველი არის მხოლოდ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო ერთხელ უკვე საცხოვრებელი ბინის ან შესაბამისი კომპენსაციის მიღების და არა ზოგადად ოჯახის, რომელიმე წევრის მიერ სხვა სამართლებრივი ურთიერთობის (ნასყიდობა, ჩუქება და ა.შ.) საფუძველზე საცხოვრებელი ბინის შეძენის ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი მოსარჩელე ამ----- კო---–--ის შვილს არ გადასცემია სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის გამო და ამ ზარალი კომპენსაციის მიზნით. შესაბამისად, მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ეკომიგრანტი ოჯახი არ ჩაითვლება საცხოვრებელი ბინით ერთხელ უკვე უზრუნველყოფილად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმო-ბის წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნო-მბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭირო-ბების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითო-ული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭირო-ბის შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო, აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხილავს, არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემო-ბები (ოჯახის შეფასება შესაბამისი კრიტერიუმებით და ქულათა ოდენობა, ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა და ა.შ), რაც მასზე, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტით - „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმო-ბის წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნო-მბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურით დაკისრებულ ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას და მოვალეობას წარმოადგენს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემო-ბათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემო-ბათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემო-ბებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემო-ბები და ისე მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემო-ბის გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემო-ბათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანო-ბის მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემო-ბების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმო-ბაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

 

ამრიგად, სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 თებერვლის №0------ წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ოჯახისათვის, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემო-ბების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და მოპასუხემ - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყა----ებით უზრუნველყოფის სააგენტომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, ზემოთ აღნიშნული გარემო-ბების საფუძვლიანად გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე.

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემო-ბების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 თებერვლის №0------ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის №0------- წერილობითი მიმართვებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რამდენადაც იგი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემო-ბების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც ისინი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა იქნეს ბათილად ცნობილი და სსიპ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყა----ებით უზრუნველყოფის სააგენტოს უნდა დაევალოს ზემოთ აღნიშნული გარემო-ბების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ეკომიგრანტ ოჯახთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის 50 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გაცემის დავალების თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

 

ამასთან, „საჯა---- სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯა---- სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ საჯა---- სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სამინისტრო და საჯა---- სამართლის იურიდიული პირი არ არიან უფლებამოსილნი განახორციელონ ისეთი უფლებამოსილება, რაც განსაზღვრული არ არის კანონით ან მის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახების კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით, თითო-ული ოჯახის საკომპენსაციოდ განისაზღვრა 50 000 ლარი, ხოლო აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ოჯახებს შორის, მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ოჯახი არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ იყვნენ უფლებამოსილნი მოსარჩელის ოჯახის სასარგებლოდ უზრუნველეყოთ 50 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გაცემა, რის გამოც აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ამ----- კო---–--ემ, სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ამ----- კო---–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 თებერვლის №0------ წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ამ----- კო---–--ის ოჯახისათვის, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ამ----- კო---–--ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყა----ებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემო-ბების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ამ----- კო---–--ის განცხადებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით და ვადაში;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მოსარჩელე ამ----- კო---–--ეს დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის - დი------- ნა–--–-–---–ის მიერ, 2019 წლის 21 ოქტომბერს №0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

 

5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი