განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003341711
1-1404/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ბ---–----–---–-------
ბრალდებული - ა---- დ---–-ძე
ადვოკატი - ლ-–------------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N0-----------
ბრალდებული: ა---- დ---–-ძე
მამის სახელი: დ------
დაბადებული: 02.11.1----–--–---------–--------------------–----------–------------–-------–----–------------------------------------------------–-----------------------------------------------–--------------------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბათუმში გ------–---–-----------, კლინიკურად ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა---- დ---–-ძე, მართავდა „ ჯეტას “-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო N G------.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ავტომობილის მართვა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: პატაკი დანაშაულის შესახებ, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა 901645, მოწმეების ირაკლი ბასილაძის, ლაშა ზაქარიაძის, რევაზ მებუკეს გამოკითხვის ოქმები და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---- დ---–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ავტომობილის მართვა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა---- დ---–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
ა---- დ---–-ძეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა---- დ---–-ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი, რადგან ჯარიმის გამოყენება გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ა---- დ---–-ძის რესოციალიზაციისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ა---- დ---–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა---- დ---–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.
,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ა---- დ---–-ძეს 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეუძლება გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი