გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 150210019003313717
№2/298-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 თებერვალი, 2020 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ არარატ ესოიან
სხდომის მდივანი _ არმენ ქოსიან
მოსარჩელე_ შპს გ------ი (ს/ნ 4--------) (დირექტორი ვ---– კ---------);
წარმომადგენლები _ ვ----–----–-----, მ--–----------------;
მოპასუხე _ შპს „თ----- მ------ალ“ (ს/ნ 4--------);
წარმომადგენელი _ თ-------------–---;
დავის საგანი _ თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „თ----- მ------ალს“ (ს/ნ 4--------) შპს გ------ის (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 15.477.5 ლარის გადახდა;
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ერთის მხრივ შპს „თ----- მ------ალს“ (დირექტორი მ---------------ი), შემდგომში „დამკვეთი“ და მეორე მხრივ შპს გ------ს (დირექტორი ვ---– კ---------ი), შემდგომში „შემსრულებელი“, შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზე შპს გ------მა შპს „თ----- მ------ალს“ გაუწია გარკვეული სამუშაოები, შეთანხმების საფუძველზე სამუშაოების შესრულების ადგილი იყო ქ. ახალქალაქი.
აღნიშნული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შპს გ------მა შპს „თ----- მ------ალს“ 2017 წლის 22 დეკემბერს გაუწია მომსახურება, რომლის ღირებულება შეადგენს 4355 ლარს (დღგ-ს თანხა 664.32 ლარი); ასევე, 2017 წლის 07 თებერვალს მიაწოდა 30 მ3 ქვიშა, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 660 ლარს (დღგ-ს თანხა 100.68 ლარი) და 420 მ3 ხრეშოვანი მასალაბალასტი, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 2940 ლარს (დღგ-ს თანხა 448.56 ლარი), სულ 3600 ლარი (დღგ-ს თანხა 549.24 ლარი); 2017 წლის 08 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით მიაწოდა 1010 მ3 ქვიშა-ხრეში, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 28785 ლარს (დღგ-ს თანხა 4390.93 ლარი); ასევე შპს გ------მა შპს „თ----- მ------ალს“ 2017 წლის 07 თებერვალს გაუწია მომსახურება, კერძოდ: შეტანილი ბალასტის დატკეპნა, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 700 ლარს (დღგ-ს თანხა 106.78 ლარი), 530 მ3 დამუშავებული მიწის გატანა ტერიტორიიდან 8.5 კმ მანძილზე, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 700 ლარს (დღგ-ს თანხა 106.78 ლარი), 805 მ3 გრუნტის დამუშავება და ამოღება (1.5 მ3 კოვშის ტევადობის სპეც ტექნიკით), რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 1046.5 ლარს (დღგ-ს თანხა 159.64 ლარი), სულ 4237.5 ლარი (დღგ-ს თანხა 646.4 ლარი).
შპს გ------მა შპს „თ----- მ------ალს“ საერთო ჯამში გაუწია 40 977.5 ლარის სამუშაო, საიდანაც შპს „თ----- მ------ალს“ გადახდილი აქვს 25500 ლარი და გადასახდელი დარჩა 15477.5 ლარი, რომელსაც მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა არ იხდის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს „თ----- მ------ალსა“ და შპს გ------ს შორის ნამდვილად არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა 2016 წლიდან, რომლის ფარგლებშიც შპს „თ----- მ------ალის“ მიერ სრულად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება.
მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა აღინიშნულის ფარგლებში მოპასუხე შპს „თ----- მ------ალის“ მიერ სრულად განხორციელდა ვალდებულების შესრულება / თანხის გადახდა.
შპს „თ----- მ------ალს“ სრულად აქვს გადახდილი შპს გ------ისთვის გაწეული მომსახურებების საფასური 40.977.5 ლარი, რაც დასტურდება შპს „თ----- მ------ალის“ მიერ განხორციელებული საბანკო ჩარიცხვებით შპს გ------ისთვის. შესაბამისად აღნიშნული ჩარიცხვებზე დაყრდნობით, შპს „თ----- მ------ალს“ არ გააჩნია არანაირი დავალიანება შპს გ------ის მიმართ, პირიქით ჩარიცხვებით დასტურდება, რომ შპს „თ----- მ------ალს“ მეტობით აქვს ჩარიცხული შპს გ------ისთვის თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარები სადავოდ არ ხდიან საჯარო რეესტრის მონაცემებს, კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შპს გ------ი რეგისტრირებულია საიდენტიფიკაციო ნომრით ს/ნ 4--------; 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით (ხელშეკრულების დადების დროსაც) შპს გ------ის მესაკუთრე არის ვ---– კ---------ი - 100%, რომელიც ასევე არის დირექტორი.
მტკიცებულება:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ოქტომბერს შპს „თ----- მ------ალსა“ და შპს გ------ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება შემდეგზე:
შემკვეთი ავალებს, ხოლო მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს შემდეგი სამუშაოები საკუთარი სპეც - ტექნიკის საშუალებით: 1) გრუნტის დამუშავება და ამოღება 1,5მ3 ტევადობის კოვშის მქონე სპეც-ტექნიკით. მთლიანი რაოდენობა 805მ3 ღირებულება 1046,50 ლარი. 2) დამუშავებული მიწის გატანა ტერიტორიიდან დაახლოებით 8,5 კმ. მანძილზე. სრული რაოდენობა 530 მ3 ღირებულება 2491,00 ლარი. 3) შემოტანილი ბალასტის დატკეპნა. ღირებულება 700 ლარი. შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 4237,50 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
მტკიცებულება:
- 2016 წლის 22 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.2.1. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გარდა 2016 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებისა შპს „თ----- მ------ალსა“ და მეორე მხრივ შპს გ------ს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზე შპს გ------მა 2017 წელს შპს „თ----- მ------ალს“ გაუწია გარკვეული სამუშაოები ქ. ახალქალაქში.
მოპასუხემ უარყო ახალი ზეპირი ხელშეკრულების არსებობა. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს „თ----- მ------ალსა“ და შპს გ------ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა 2016 წლიდან, რომლის ფარგლებშიც შპს „თ----- მ------ალის“ მიერ სრულად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება, 2017 წელს შესრულებული სამუშაოები/მიწოდება განხორციელდა როგორც 2016 წლის ხელშეკრულების გაგრძელება.
ახალი ზეპირი ხელშეკრულების თაობაზე, მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად წარმოდგენილია მხოლოდ თავისი ახსნა-განმარტება და მოწოდებული საქონლის (მომსახურების) ანგარიშფაქტურები.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებში მოწოდებული საქონლის (მომსახურების) სახით აღნიშნულია:
N ეა 53 0805128, 23/12/2017 - გაუწია მომსახურება;
N ეა 53 0661758, 08/02/2017 - ხრეშოვანი მასალა ბალასტი;
N ეა 53 0703517, 15/05/2017 - ქვიშა-ხრეში;
N ეა 53 06616668, 07/02/2017 - გრუნტის დამუშავება და ამოღება, დამუშავებული მიწის გატანა ტერიტორიიდან დაახლოებით 8,5 კმ მანძილზე.
აღნიშნული ანგარიშფაქტურებით ვერ დგინდება ახალი გარიგების არსებობა, პირიქით აღნიშნული საქონლის მოწოდება (მომსახურების გაწევა) იგივეა, რაც 2016 წლის ხელშეკრულების მოწოდების პირობები (იხ.3.1.2.).
მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს „თ----- მ------ალსი“ კონტრაქტით ახორციელებდა სამუშაოებს საიდუმლო ობიექტზე, ხოლო შპს გ------მა ფაქტობრივად ახალი ზეპირი გარიგებით მოპასუხესთან შეთანხმდნენ წყალმომარაგების და კანალიზაციის მოწყობაზე, ამასთან, ვინაიდან შპს გ------ს არ ჰქონდა საიდუმლოებაზე დაშვება, იძულებული იყო ზედნადებები გაეფორმებინა 2016 წლის ხელშეკრულების მაგვარად. რაც უარყო მოპასუხე მხარემ.
მოსარჩელის განმარტებიდან გამოდის, რომ მხარეები შეთანხმებულან ერთ გარიგებაზე, თუმცა ფორმალური კუთხით ზედნადებები და ანგარიშფაქტურები შედგენილია ცრუმაგიერად (სხვა მიწოდებისათვის). რაც უკვე ეჭვის ქვეშ აყენებს თვით ზედნადებებს და ანგარიშფაქტურებს. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის აღძვრიდან სარჩელში ცრუმაგიერი გარიგების თაობაზე არაფერი არ არის მითითებული, ხოლო სასამართლო სხდომაზე ამის შესახებ მითითება, მითუმეტეს გარდა განმარტებისა სხვა მტკიცებულების არსებობის გარეშე, ეჭვს ბადებს თვით მოსარჩელის კეთილსინდისიერებაც.
შესაბამისად მოსარჩელემ, ვერ დაამტკიცა, რომ გარდა 2016 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებისა შპს „თ----- მ------ალს“ და მეორეს მხრივ შპს გ------ს შორის შედგა ახალი ზეპირი შეთანხმება, და 2017 წელს საქონლის (მომსახურების) მოწოდება არ იყო 2016 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში, ვინაიდან არ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად.
მტკიცებულება:
- აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. მოსარჩელემ განაცხადა, რომ შპს „თ----- მ------ალს“ გააჩნია ვალი - 15477.5 ლარი. შპს გ------მა შპს „თ----- მ------ალს“ საერთო ჯამში გაუწია 40 977.5 ლარის სამუშაო, საიდანაც შპს „თ----- მ------ალს“ გადახდილი აქვს 25500 ლარი და გადასახდელი დარჩა 15477.5 ლარი. ამასთან მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნული ვალი წარმოიშვა ახალი ზეპირი შეთანხმების ფარგლებში.
თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად მოსარჩელემ გარდა თავისი მოსაზრებისა კვლავ წარმოადგინა ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს „თ----- მ------ალსა“ და შპს გ------ს შორის არსებული 2016 წლის 22 ოქტომბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „თ----- მ------ალის“ მიერ სრულად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება. მოპასუხე მხარემ წარმოედგინა საქართველოს ბანკის საგადახდო დავალებები ჯამში 43.977.5 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საგადახდო დავალებები ადასტურებენ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის თანხების გადახდას, ამასთან გადახდის დანიშნულებაში მითითებულია 2016 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულება. კერძოდ:
2016 წელს: 11.11.2016 N4915978551 – 4427,50 ლ., 24.10.2016 N4862119533 – 2000 ლ., 18.11.2016 N4935579174 – 1410 ლ., 24.12.2016 N5037248316 – 2755 ლ., 24.12.2016 N5037248332 – 1900 ლ., 24.12.2016 N5037248345 – 5985 ლ., ჯამი - 18 477,5 ლარი;
2017 წელს: 01.03.2017 N5255815816 – 5000 ლ., 28.03.2017 N5303361271 – 7500 ლ., 05.06.2017 N5514147875 – 10000 ლ., ჯამი - 22500 ლარი;
2018 წელს: 07.02.2018 N6281381968 – 3000 ლ.;
სულ - 43.977.5 ლარი.
ამასთან მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2018 წელს 3000 ლარი ზედმეტად არის გადახდილი, წინასწარი გადახდის სახით, სამომავლოდ მომსახურების გაწევისთვის, თუმცა შემდგომ ამ მომსახურების საჭიროება აღარ იყო, ამიტომ უარი თქვა ამაზე, ხოლო გადახდილი თანხა, როგორც ბე, უკან აღარ მოუთხოვია.
მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ გარდა 2016 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებისა შპს „თ----- მ------ალსა“ და მეორედ მხრივ შპს გ------ს შორის შედგა ახალი ზეპირი შეთანხმება, და 2017 წელს საქონლის (მომსახურების) მოწოდება არ იყო 2016 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში (იხ.3.2.1.). პირიქით ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურებმა დაადასტურეს, რომ შპს გ------ის მიერ საერთო ჯამში გაწეული 40 977.5 ლარის სამუშაოები ეხება 2016 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებას, ხოლო მოპასუხის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული გადახდები სწორად შეადგენს 40 977.5 ლარს.
ვალდებულების/ვალის არსებობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
შესაბამისად მოსარჩელემ არ დამტკიცდა, რომ შპს გ------ის მიმართ შპს „თ----- მ------ალს“ გააჩნია ვალი - 15477.5 ლარი, ანუ გადასახდელი დარჩა 15477.5 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 317-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ვალდებულებები და უფლებები ხორციელდება კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
6.2. მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის მოსაზრებები:
პირველი, რომ 2016 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების გარდა შპს „თ----- მ------ალს“ და მეორე მხრივ შპს გ------ს შორის შედგა ახალი ზეპირი შეთანხმება და 2017 წელს საქონლის (მომსახურების) მოწოდება არ იყო 2016 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში (იხ.3.2.1.);
და მეორე, რომ შპს გ------ის მიმართ შპს „თ----- მ------ალს“ გააჩნია ვალი - 15477.5 ლარის ოდენობით ანუ გადასახდელად დარჩა 15477.5 ლარი (იხ.3.2.2.).
პირიქით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დასტურდება, რომ შპს გ------ის მიერ საერთო ჯამში გაწეული 40 977.5 ლარის სამუშაოები ეხება 2016 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებას. ხოლო მოპასუხის მიერ 2016-2017 წლებში გადახდები სწორად შეადგენს 40 977.5 ლარს, ანუ შპს „თ----- მ------ალს“ სრულად აქვს გადახდილი შპს გ------ისთვის გაწეული მომსახურებების საფასური 40.977.5 ლარი. შესაბამისად აღნიშნული ჩარიცხვებზე დაყრდნობით, შპს „თ----- მ------ალს“ არ გააჩნია არანაირი დავალიანება შპს გ------ის მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალქალაქი, მ.მაშტოცის ქ. 110), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან