განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2020
საქმის ნომერი
170100119003201057
დავის ტიპი
177 3 ა
თარიღი
04.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/63-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

4 თებერვალი, 2020 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჯ--------------------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------–-, პ/ნ 2----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი დაკავებამდე: თ------–------------------------–---------, ამჟამად პატიმარი.

 

ბრალდებული - ბ-----------------------–-----, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------------, პირადი ნომერი - 2----------, საშუალო განათლებით, ცოლ-შვილიანი, რეგისტრაციის მისამართი: თ------–------------------------–---------, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი დაკავებამდე: თ------–------------------------–--–--–------, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - ნ-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2----–-–---------------, დაახლოებით 11:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში, ს--------------------- მიმდებარედ, ბ------------–----- და ჯ---------------- ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ტრაქტორისა და ლითონის გასაჭრელი ხელსაწყოს გამოყენებით დაეუფლნენ შ-------------------–--–---–------------------------- კუთვნილ ლითონის მილებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 2058 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას და, მეორე მხრივ, იგი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და აუცილებელია, პირს ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთების მისაკუთრების მიზანი და დაუფლებული მოძრავი ნივთ(ებ)ი არ უნდა ეკუთვნოდეს დამნაშავეს. რაც შეეხება მნიშვნელოვან ზიანს, როგორც ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, „კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით“, ხოლო ჯგუფის წევრები დანაშაულის ჩადენამდე უნდა შეთანხმდენენ ქმედების განხორციელებაზე.

 

3. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ფაქტობრივ დონეზე დაეთანხმა (ბრალდებულებმა აღიარეს განხორციელებული ქმედება) წარდგენილი ბრალდების გარემოებებს, თუმცა არ ეთანხმებიან სამართლებრივ შეფასებას, სასამართლო მაინც მიმოიხილავს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 7 აგვისტოს, თეთრიწყაროს რაიონში, მ---------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნევა თხრილები, სადაც ჩანს გადაჭრილი ფოლადის მილები, შედუღების კვალი; ამოღების ოქმების თანახმად (2019 წლის 10 აგვისტო), ა----------------------- ამოღებულ იქნა 14 ცალი 250 მმ დიამეტრის 3,5 მეტრი სიგრძის ფოლადის მილი (ნივთმტკიცება უდავოდ იქნა ცნობილი), აგრეთვე ჯართის მიღება-ჩაბარების ჟურნალი, რომლის თანხმად, ბ------------–-----სგან (პ/ნ 2----------) 2----–-–--------------- მიღებულია 2000კგ., რაშიც გადახდილ იქნა 800 ლარი; ა-------------------- (ინდმეწარმე, ჯართის მიმღები პუნქტი) განმარტებით, 31 ივლისს მივიდნენ მასთან ბ------------–----- და ჯ---------------- და ჯართთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. 2 აგვისტოს დაუკავშირდა ჯერ ჯ---, შემდეგ ბ-------, რომ მისულიყო ადგილზე. წავიდა ჭ------- მიმართულებით, ძველი ს-------------------------, დატვირთეს დამპალი, ჟანგიანი მილები, უთხრეს რომ მათი იყო, ადგილზე სხვა არავინ უნახავს. 800 ლარის გამოვიდა. ჟურნალში მხოლოდ ბ------------–----- დააფიქსირა, ადრე ბ-------სგან ჰქონდა ჩაბარებული და იქიდან გადმოწერა მისი პირადი ნომერი, ხელი პირადად მოაწერა ბ------- ბ---–------; ს--------------–----- (ტრაქტორის ოპერატორი) განმარტებით, ბ------- ბ---–------ სთხოვა მიწის ამოთხრა, ის და ჯ---------------- იყვნენ. ერთ საათამდე დასჭირდა სამუშაოებისთვის. ადგილზე მხოლოდ ბრალდებულები იყვნენ, სხვა არავინ უნახავს. როცა დაამთავრა, მაშინ მივიდა მ------, წყალმომარაგების თანამშრომელი. თავად ტრაქტორში იჯდა და არ გაუგია მათი საუბარი. დაახლოებით 30-40 მეტრი მოთხარა, ძველი მონათხრელიც იყო, თუმცა არ იცოდა რას თხრიდა. ბ------- ბ---–----- საფასურის გარეშე დაეხმარა; თ---------------- (ტრაქტორის მესაკუთრე) განმარტა, რომ ბ------- ბ---–------ სთხოვა ტრაქტორი და ათხოვა, ზუსტად არ იცის რაში სჭირდებოდა. ოპერატორი ს--------------–-----; თ------------------- (შემდუღებელი) განმარტა, რომ პირველ აგვისტოს შეხვდა ბიჭი, რომელმაც შესთავაზა ჯართის დაჭრა, მანქანით მივიდნენ სამნი ს------------------------- და აჩვენეს ჟანგიანი მილები, რომლებიც უნდა დაეჭრა, დაახლოებით 2 საათი გაჩერდნენ. არ იცოდა თუ ვის ეკუთვნოდა მილები. 50 ლარი გადაუხადეს და უკან წაიყვანეს მანქანით. დაჭრის მომენტში 50 მეტრის მოშორებით წყალმომარაგების თანამშრომლები მივიდნენ; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის მიხედვით, შპს „---------–------ გამოთხოვილ იქნა დეტალური ინფორმაცია ნომრებზე - 5-------- (ბ------------–-----), 5-------- (ჯ----------------) და 5-------- (მ------–---–------), რომლის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ბ------- ბ---–-----ა და ჯ--- ზ---------- შორის ფიქსირდება ხშირი სატელეფონო კავშირი 2019 წლის ივლისის ბოლო და აგვისტოს პირველ რიცხვებში. იგივე დგინდება შპს „ჯ------–------ გამოთხოვილი ინფორმაციითა და დათვალიერების ოქმით (აღნიშნული ინფორმაცია დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია); მ------–---–------- (წყალმომარაგების კომპანიის ტ----------------------- უფროსი) განმარტა, რომ ყოფილი მ-------------------------- გადის წყლის მილი და დაზიანების გამო გავიდნენ. ადგილზე ნახა ტრაქტორი, თხრიდნენ, უთხრა, რომ იყო სახელმწიფოს ქონება, ხოლო ბ------- ბ---–------ უთხრა, რომ სახლისთვის სჭირდებოდა. შეწყვიტეს ამოთხრა, ტრაქტორი გადმოიყვანეს და ამიტომ თვითონ წამოვიდა. უფროსობისთვის არ მოუხსენებია, რადგან შეაჩერეს ამოთხრა. მეორე დღეს მილები აღარ იყო. გაუქმებული მილები ხშირი დაზიანებების გამო 2016 წელს შეიცვალა ახლით. ორივე ბრალდებულმა მოისმინა, რომ მილები ეკუთვნოდა სახელმწიფოს; გ--–-----–-----–---–-- (წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომელი - შემდუღებელი) განმარტებით, გავიდნენ დაზიანებაზე ბ----------–---------–-ანთან და რ-------------------- ერთად, შეაკეთეს. მილები იყო მოშორებით, მათგან დაახლოებით 200 მეტრზე, შეამჩნია ა-------- მანქანა, რომელიც ჯართს იბარებს. არ იცოდა მილების არსებობის შესახებ; ბ----------–---------–-ანმა (წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომელი) განმარტა, რომ ავარია იყო მილზე, 11:30 საათიდან 12:30 საათამდე პერიოდში გავიდა ჯგუფი, შემდუღებელმა შეადუღა მილი, ცუდად ხედავს (თვალი საოპერაციო აქვს). ნახა ამოთხრილი მილები, იცოდა, რომ წყალმომარაგების იყო, გაუქმებული; ი----------–--–---–-- (შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონალური ფილიალის თეთრიწყაროს სერვისცენტრის მენეჯერი - დაზარალებულის წარმომადგენელი) განმარტებით, მილები წარმოადგენს კომპანიის კუთვნილებას. 2000 ლარის ფარგლებშია ზიანი. კომპანიას პრეტენზია არ აქვს; საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2019 წლის 13 აგვისტოს #1------ წერილის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონში ს---------------------ა და მდინარე ჭ------- ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მენკალისი-თეთრიწყაროს მაგისტრალური ქსელის ფოლადის მილი ეკუთვნის კომპანიას. ერთი გრძივი მეტრის ღირებულება 42 ლარია. იგივე დასტურდება #0-------- ექსპერტიზის დასკვნით.

 

4. ჯ---------------- და ბ------------–----- ადასტურებენ ქმედების განხორციელებას, თუმცა არ მიაჩნიათ, რომ ჩაიდინეს ქურდობა. მათი განმარტებით, ადრე ამოთხრილიც იყო იქ და წაღებულიც, მ------–---–------ არაფერი უთქვამს, სოფელში ამბობდნენ რომ უპატრონო იყო. მილები მათი რომ არ იყო ზუსტად იცოდნენ. ნ---------------–----- (დაცვის მოწმე), განმარტებით, სოფელმა იცოდა, რომ გაუქმებული სისტემა იყო წყალკანალის, ისიც იცოდნენ, რომ წყალკანალის საკუთრება იყო. რამდენიმე ადგილას მილები ამოთხრილი იყო და წაღებული, ყურადღებას არავინ აქცევდა; ა-–----------------- (დაცვის მოწმე) განმარტებით, შემთხვევის ადგილას დადიან წყაროზე, ყოველდღე უყურებდნენ რომ მილები არ ფუნქციონირებდა, არავინ უნახავს მილებთან, ერთ ადგილას ამოწეული იყო მილები, სოფელმა იცოდა, რომ იყო უპატრონო, ახალი მაგისტრალი რომ გაკეთდა, ის მიატოვეს, 10 წელი იყო უპატრონოდ.

 

5. გამომძიებლებმა - მ---------------------------–-----------------------------------------–-------–------------–--------------------–---–-------------------–-------–------------–---–--------–---------------–-–---–-- დაადასტურეს მათ მიერ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, აგრეთვე უკანასკნელმა ორმა განმარტა, რომ ბ------------–----- თავად გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში. დაცვის მხარემ უდავოდ ცნო მოწმეები - ექსპერტ-კრიმინალისტები - ი-----–--–-----------------------–------–-–--------------–--------–------------------------–---–-------------------- ასევე ინფორმაციის გამოთხოვის ნაწილში - ლ---–---------------–-------–---–---------------------.

 

6. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, ბ------------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126.1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 9 მაისიდან 2----–-–---------–---- ჩათვლით - 2 თვე და 18 დღე.

 

7. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება 2----–-–--------------- ბ------------–-----სა და ჯ----------------ს მიერ, წინასწარი შეთანხმებით, ლითონის მილების ფარული დაუფლების ფაქტი და ამ თვალსაზრისით, საქმეზე არავითარი ეჭვი არსებობს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულების ქმედება არ იყო ფარული, რაც გამორიცხავს ქურდობის შემადგენლობას, სასამართლო მას ვერ გაიზიარებს. სასამართლოს განმარტებით, ქურდობის ეს ნიშანი (ფარულობა) მიემართება ქმედების იმ პირებისგან ფარულად განხორციელებას, რომელთაც ეკუთვნის დანაშაულის საგანი ან რომლებმაც იციან, რომ ადგილი აქვს ამ ნივთების არამართლზომიერ დაუფლებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გამოიკვეთა (არსებობს ფარულობის სხვა ინტერპრეტაციაც, რომელიც მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე არარელევანტურია, მაგ. როდესაც მართალია ნივთის მესაკუთრე ხედავს დაუფლების ფაქტს, თუმცა დამნაშავე ამას ვერ აცნობიერებს). საქმეზე დაკითხული მოწმეებიდან არცერთმა დაადასტურა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, 2 აგვისტოს, ქმედების შემსწრე პირებიდან რომელიმემ იცოდა, რომ ბრალდებულები იმ მილებს ეუფლებოდნენ, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნოდა და თანაც მესაკუთრის თანხმობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ მილების დაუფლებას ადგილი ჰქონდა 2 აგვისტოს და არა პირველ აგვისტოს, როცა კომპანიის წარმომადგენელმა მ------–--–------- განუმარტა ბრალდებულებს, რომ აღარ გაეგრძელებინათ მათი ქმედებები, ხოლო მეორე დღეს მ------–---–------ მილების წაღებას არ შესწრებია. ამდენად გამოკვლეულ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება დაცვის მხარის ვერსია, რომ ფარულად დაუფლებას ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებულებმა არ იცოდნენ, რომ მილებს მესაკუთრე ჰყავდა და უპატრონო ეგონათ და მ------–---–------აც არაფერი უთქვამს. სასამართლოს შეფასებით, ყოველგვარ გონივრულ განსჯასაა მოკლებული დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტი, ნიშნადობლივია, რომ თვით დაცვის მხარის მოწმემაც (ნ---------------–-----–) კი აღნიშნა, რომ იცოდა მილების წყალკანალისადმი კუთვნილების შესახებ. ის ფაქტი, რომ ახალი წყალსადენი იქნა გაყვანილი არ ნიშნავს, რომ ძველ მილზე კომპანიამ საკუთრების უფლება დასთმო, ხოლო ბრალდებულების არგუმენტი, რომ მიწაში ჩადებულ მილს არავინ პატრონობდა და იმ ადგილს ეტყობოდა, რომ სხვა დროსაც იყო ამოღებული და წაღებული მილები, არ წარმოადგენს მათი ქმედების გამართლების სათანადო საფუძველს. მიწაში ჩადებული მილისთვის ზედამხედველობის დაწესების მოთხოვნა მისი მესაკუთრისათვის გაუმართლებელი ტვირთი იქნებოდა, რაც გონივრულად მოაზროვნე ყველა ადამიანისთვის ცხადია, ხოლო თუ სხვა დროსაც იქნა ამოთხრილი და წაღებული მილები, ჯერ ერთი, რა იცოდნენ ბრალდებულებმა ვინ გააკეთა აღნიშნული, ხომ შეიძლებოდა მის მესაკუთრეს - წყალმომარაგების კომპანიას წაეღო და თუ არა, მაშინ სხვა შემთხვევაშიც სავარაუდოდ მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ჰქონდა ადგილი, ხოლო თუ ბრალდებულებმა იცოდნენ აღნიშნული და არ შეატყობინეს სათანადო ორგანოებს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს დანაშაულის შეუტყობინებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულების მოსაზრებები ბუნდოვანი და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების უპერსპექტივო მცდელობაა. აღნიშნულის ფონზე ძნელი დასაჯერებელია ბრალდებულების განცხადება, რომ მ------–---–------- არაფერი უთხრა მილების მესაკუთრის შესახებ, ამ უკანასკნელის დაკითხვისას დაცვის მხარეს არ გამოუჩენია სათანადო გულისხმიერება ემხილებინათ მ------–---–------, თუ იგი ცრუ ჩვენებას იძლეოდა, ამასთან დადასტურებულია, რომ მ------–---–------ს მისვლის შემდეგ ბრალდებულებმა ტრაქტორიანად დატოვეს შემთხვევის ადგილი და ფაქტია, რომ იმ დღეს ბრალდებულებს არ წაუღიათ მილები. როგორც მტკიცებულებების გამოკვლევამ აჩვენა, 2016 წელს შეიცვალა ძველი მილი ახლით, შესაბამისად, მანამდე თუ ლითონის მილით მიეწოდებოდა წყალი სოფელს, იგი ჩანაცვლდა და, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ძველი მილი სწორედ წყლის მისაწოდებლად გამოიყენებოდა ცნობილი ფაქტი იყო, რაც ბრალდებულებმაც ვერ უარყვეს. რატომ გახდა ძველი წყალსადენი თავისუფალი დაუფლების ობიექტი ერთ-ერთი ბრალდებულის ახსნა იყო, რომ იმ მომენტში ასე ჩათვალა. სასამართლო ვერ გაიზიარებს საკითხის იმგვარ გადაწყვეტას, რომ რაც ბრალდებულებს ეგონათ და მიიჩნიეს, ისეთივე იყოს ობიექტური ჭეშმარიტებაც, ობიექტური ჭეშმარიტება კი ის არის, რომ ბრალდებულების მიერ დაუფლებული მილები წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნოდა, რომელსაც ექსპერტიზაც კი ჰქონდა 1 წლით ადრე ჩატარებული წყალსადენის ღირებულების განსასაზღვრად.

 

8. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ----------------სა და ბ------------–-----ს მიერ იმ ქმედების განხორციელებას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ჯ--- ზ----------- და ბ------- ბ---–------ მათ მიერ წინასწარი შეთანხმებით განხორციელებული ქმედებით - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ჯ----------------სა და ბ------------–-----ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ჯ----------------სა და ბ------------–-----ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი მითითებული კვალიფიკაციით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

10. ჯ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ჰყავს ორსული ცოლი, ხასიათდება დადებითად, ხოლო ბ------- ბ---–-------- მიმართებით, ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი. გარდა ამისა, ბრალდებულები თავიდანვე თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, აღიარებდნენ ფაქტს და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს ბრალდებულებთან მიმართებით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

12. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე. შესაბამისად, ორივე ბრალდებულის შემთხვევაში სასჯელის სახედ უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

13. ჯ----------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემამასუბუქებელ გარემოებებს, ასევე მოპარული მილების მდგომარეობას და დამამძიმებელ გარემოებათა არარსებობის პირობებში მიაჩნია, რომ სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - 4 წელი სრულიად საკმარისია სასჯელის მიზნების შესასრულებლად. იმავე პრინციპითა და სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) გათვალისწინებით, ბ------- ბ---–----- სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

14. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ--- ზ----------ა და ბ------- ბ---–----- უნდა მიეცეთ გარკვეული შანსი საზოგადოებაში ამ ვადებამდე დაბრუნების და დანიშნული სასჯელების ნაწილი უნდა ჩაეთვალოთ პირობით მსჯავრად. ფაქტია, რომ ბრალდებულებს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლიათ გამოძიებისთვის, აღიარეს მათ მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი ნაწილი, მიიღეს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ხელს ვერ შეუშლის სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულები მხოლოდ კვალიფიკაციას არ დაეთანხმნენ, რაც არ უნდა ჩაითვალოს დამაბრკოლებელ გარემოებად. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 4 ივლისის #75აპ-17 განაჩენით ანალოგიურ სიტუაციაში დასაშვებად მიიჩნია სასჯელის მთლიანად პირობით მსჯავრად ჩათვლაც კი. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს შემამასუბუქებელ გარემოებებს და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობას. შესაბამისად, ჯ--- ზ----------ა და ბ------- ბ---–----- პირობით მსჯავრად უნდა ჩაეთვალოთ დანიშნული სასჯელის 1/3, ჯ--- ზ---------- 1 წელი და 4 თვე, ხოლო ბ------- ბ---–----- 1 წელი და 8 თვე, ხოლო გამოსაცდელ ვადად სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად უნდა დაუდგინდეთ 2-2 წელი.

 

15. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით (განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს). შესაბამისად უნდა გაუქმდეს ბ------------–-----ს მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საქმის გარემოებებისა (დანაშაულის საგნისა) და ბ------------–-----ს პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით გამოყენებულ უნდა იქნეს შთანთქმის პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი და 8 თვე დაუდგინდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.

 

2. სასჯელის მოხდა მსჯავრდებულ ჯ--- ზ---------- დაეწყოს მისი დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 აგვისტოდან.

 

3. ბ------------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი და 4 თვე დაუდგინდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ბ------------–-----ს მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილები და ბ------- ბ---–----- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი და 4 თვე დადგენილია პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 2 წელი.

 

5. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დადგენილი სასჯელის მოხდა მსჯავრდებულ ბ------- ბ---–----- დაეწყოს მისი დაკავების დღიდან - 2019 წლის 23 აგვისტოდან.

 

6. ჯ----------------სა და ბ------------–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს.

 

7. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი, აგრეთვე მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით. მსჯავრდებულებს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულებმა არ უნდა ჩაიდინონ ახალი დანაშაული და უნდა შეასრულონ მათთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

8. ნივთმტკიცებები:

§ ჟურნალი და კომპაქტ დისკები - დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით;

§ 14 ცალი ლითონის მილის ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე.

 

9. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი