განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3786-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ--------–---–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ------- ა-–----------- ძე კ----–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- ს----–--------- #--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ---------–---------, ს------------------–-------–-
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)
ბრალდებული - ლ-–- ა-–----------- ძე კ----–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2---------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ს----–--------- #--–-
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
ადვოკატი- მ----- ა----–---–ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 9 მაისს, ღამის საათებში, ვ------- კ----–-–---–მა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–---- ს--–-----------ი #--–-, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ-–- ჩ-----–ს, კერძოდ გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც ლ-–- ჩ-----–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 9 მაისს, ღამის საათებში, ვ------- კ----–-–---–ი თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–---- ს--–-----------ი #--–-, იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ-–- ჩ-----–ს, რა დროსაც ლ-–- ჩ-----–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2019 წლის 8 მაისს, ღამის საათებში, ლ-–- კ----–-–---–მა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–---- ს--–-----------ი #--–-, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ-–- ჩ-----–ს, კერძოდ, მარჯვენა მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ლ-–- ჩ-----–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.
2.2. სასამართლოს დასკვნა ვ------- კ----–-–---–ისა და ლ-–- კ----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ლ-–- ჩ-----–ის და მოწმეების - გ---------------–---–ის, ლ---------ხელის, გ----- კ----–-–---–ის, მ------ ჩ-----–ის, ვ------- გ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ვ------- კ----–-–---–ისა და ლ-–- კ----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში (ხელის დარტყმა სახეში) ან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან მაგალითად თმებით თრევა, ხელების გადაგრეხა და ა.შ., აქაც აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. განსახილველ შემთხვევაში როგორც ვ------- კ----–-–---–მა, ასევე ლ-–- კ----–-–---–მა ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ლ-–- ჩ-----–ის მიმართ. კერძოდ: ორივე მათგანმა ხელი გაარტყა მას სახის არეში. ფიზიკური ძალადობის შედეგად, ორივე შემთხვევაში დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს მოწმობს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად: 10.05.2019წ. მოქ. ლ-–- ჩ-----–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ნაჭდევის და კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.3. კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებებით და ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებით - სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 9 მაისს, ვ------- კ----–-–---–ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც წინ უძღოდა ფიზიკური ძალადობის ფაქტი, დაზარალებულში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც იგი პანიკასა და შიშში ჩააგდო.
3.4. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.5. ბრალდებულმა ვ------- კ----–-–---–მა შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, რომ 2019 წლის 9 მაისს, დაემუქრა და ფიზიკური შეურახყოფა მიაყენა ლ-–- ჩ-----–ს, რაც გამოწვეული იყო ემოციური ფონით, კერძოდ, ბრალდებულის განმარტებით, 2018 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ლ-–- ჩ-----–ი დაეჯახა ვ------- კ----–-–---–ის დედას გ----- კ----–-–---–ს, აღნიშნული შემთხვევის გამო გ----- კ----–-–---–მა მიიღო სხეულის დაზიანება. დაზარალებულმა აიღო პასუხისმგებლობა სამედიცინო ხარჯებზე, თუმცა მისი მხრიდან პირობა არ სრულდებოდა, რასაც მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ძალადობასა და მუქარაში.
3.6. ბრალდებულმა ლ-–- კ----–-–---–მა შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, რომ 2019 წლის 9 მაისს, ფიზიკური შეურახყოფა მიაყენა ლ-–- ჩ-----–ს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაეჯახა ბრალდებულის დედას და მიაყენა სხეულის დაზიანება.
3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.8. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ლ-–- კ----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), ბრალდებულმა ვ------- კ----–-–---–მა კი ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ-–- კ----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, დაზარალებულთან შერიგება.
4.2. ვ------- კ----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, დაზარალებულთან შერიგება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულთა სიმრავლე - ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად განიხილავს მათი მხრიდან დანაშაულის აღიარებას და გულწრფელ სინანულს, დაზარალებულთან შერიგებას (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაზარალებულმა არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ არანაირი პრეტენზია ბრალდებულებთან არ გააჩნია, შერიგდნენ). მხედველობაში იქნა მიღებული ასევე ის ფაქტიც, რომ ბრალდებულებს გაცნობიერებული აქვთ ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მათი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა. ბრალდებულები წარსულში არასდროს ყოფილან კანონთან კონფლიქტში, საკუთარი შემოსავალით (ვ. კ----–-–---–ი მუშაობს დაცვის სამსახურში, ხოლო ლ. კ----–-–---–ი კურიერად) არჩენენ ოჯახს: ავადმყოფ დედას (ჯანმრთელობა დაუზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო) და მამას (ინსულტის გამო არის მწოლიარე). შემამსუბუქებელი გარემოებების და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასებით, დამნაშავე პირების საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც, პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯელის მიზნები.
5.5. დამნაშავე პირების რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ლ-–- კ----–-–---–სა და ვ------- კ----–-–---–ს უნდა განესაზღვროთ სამართლიანი და თანაზომიერი სასჯელი.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------- კ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
2. ვ------- კ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ------- კ----–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. გაუქმდეს ვ------- კ----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
5. ლ-–- კ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
6. გაუქმდეს ლ-–- კ----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
7. მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ. ხარჩილავა