განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/271-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა----------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--- გ-------- ძე ლ---–--- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 1-------ს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–--–-- ჰ----–-----------–---------------–----, კორპუსი #--- ბინა #---
ადვოკატი - ს--- თ---–-----
კვალიფიკაცია:
1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 19 ოქტომბრის და 2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი).
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1.1. 2018 წლის 19 ოქტომბერს, თ---–--–-- ზ------ ე-------------- ქუჩა #-- ბინა #---–-, გ--- ლ---–---მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ---- ს------ეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დაარტყა ფეხი წელის არეში და საწოლის კიდეზე დაარტყმევინა თავი. ასევე, ყელის არეში უჭერდა ხელს და ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული ქმედებით ქ---- ს------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ---–--–-- ზ------ ე-------------- ქუჩა #-- ბინა #---–-, გ--- ლ---–---მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ---- ს------ეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დაარტყა ხელი მარჯვენა წინამხრისა და სახის არეში, წააქცია და ურტყამდა ძლიერად. ასევე მოქაჩა თმები და ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული ქმედებით ქ---- ს------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. გ--- ლ---–--- რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ---- ს------ეს თვეების განმავლობაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ---–--–-- ზ------ ე-------------- ქუჩა #-- ბინა #---–-, გ--- ლ---–--- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ---- ს------ეს. კერძოდ: დაემუქრა, რომ მოკლავდა, გაგუდავდა. განხორციელებული ქმედებით ქ---- ს------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ---–--–-- ზ------ ე-------------- ქუჩა #-- ბინა #---–-, გ--- ლ---–---მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ---- ს------ეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხეულის სხვადასხვა არეში. ძალადობის შედეგად ქ---- ს------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი)
3.1. 2018 წლის 14 დეკემბერს, სსიპ „112-ში“ შესული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიცია. I ოცეულის ,,7---“ ეკიპაჟის პატრულ ინსპექტორმა პოლიციას აცნობა, რომ ე-------------- ქუჩა #-- ბინა #---–-, განმცხადებელმა ქ---- ს------ემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეუღლემ გ--- ლ---–---მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის განყოფილებაში ასევე დაფიქსირდა ზარი, განმცხადებლის დედის ნ----- ჩ------–---–ის მხრიდან, ქალბატონი ითხოვდა დახმარებას და აცხადებდა, რომ მამამ 6 წლის, ასთმიან ბავშვს დაუმტვრია სასუნთქი აპარატი და სახლიდან გაიქცა.
3.2. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მოწმე გამომძიებლის ბ------------ს ჩვენებით, გამოკითხა ქ---- ს------ე, რომელმაც დაუდასტურა მეუღლის - გ--- ლ---–---ს მხრიდან ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენის ფაქტი, იყო ზედმეტად ემოციური, ატირებული. სხეულზე რამდენიმე ადგილზე ეტყობოდა ძალადობის კვალი დაზიანების სახით, რომელსაც იტკიებდა. გამოკითხვის დაწყებამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა დახმარება. მოწმემ დაზარალებულის სხეულზე, ფიზიკური ძალადობის შედეგად განვითარებული დაზიანებები დააფიქსირა ვიზუალური დათვალიერების ოქმში და აღბეჭდა ფოტოსურათებში.
3.3. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ქ---- ს------ის ვიზუალური დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა და ოქმი. ფოტომასალაზე გვ.18, 20 მკაფიოდ ჩანს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები, დაზარალებულს მარჯვენა მხრის მიდამოში აღენიშნება სისხლნაჟღენთი, ნაჭდევი კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე, ჰიპერემია.
3.4. პაციენტის #1-------- სამედიცინო ბარათის მიხედვით, 2018 წლის 14 დეკემბერს, 22:28 საათზე ექიმებმა ქ---- ს------ეს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. პაციენტის სამედიცინო ბარათში აღწერილია დაზარალებულის კლინიკური მდგომარეობა და ექიმებისთვის მიწოდებული ინფორაცია ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ,,პაციენტი უჩივის ფორიაქს, კანკალებს, გადმოცემით ცოტა ხნის წინ მოხდა კონლიქტი მეუღლესთან უმიზეზოდ, რის შემდეგაც მეუღლემ მიაყენა ფიზიკური ტრავმა, დაამტვრია გამათბობელი და ინჰალატორი. პირველადი დათვალიერებით მარჯვენა მხარზე და ლავიწზე აღენიშნება ჰიპერემია, ექსკორიაცია და სისხლნაჟღენთი. მარცხენა წვივის ლატერალურ ქვედა ზედაპირზე ექსკორიაცია და სისხლნაჟღენთი, ტუჩის კუთხესთან მარცხნივ აღენიშნება ჰიპერემია“. სამედიცინო ბარათში აღწერილ ინციდენტის ფაბულას ხელს აწერს პაციენტი ქ---- ს------ე.
3.5. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით:
- მოქალაქე ქ---- ს------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ესკორაციებისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
- პირადი შემოწმებისას დაზარალებულს აღენიშნებოდა კანის დონიდან მაღლა მდებარე მუქი მოწითალო-მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევები: მარჯვენა მხრის თავის მიდამოში ზომით 3,5X3სმ. ირგვლივ მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთით 4X3,5სმ ფართზე. ასეთივე ხასიათის ნაჭდევები: მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე ზომით 1,3X1,2 სმ ფართზე. მომწვანო, კიდეებზე მოყვითალო ფერის კონტურებწაშლილი სისხლნაჟღენთები: მარცხენა ლავიწის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში 6X2სმ ფართზე. მარჯვენა წვივის სახსრის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში 6X5სმ ფართზე და გარეთა ზედაპირზე 3X2სმ ფართზე.
- შესამოწმებელმა პირმა ქ---- ს------ემ ექსპერტს დაუფიქსირა დაზიანების წარმოშობის მექანიზმი, ასევე დაზიანების მიმყენებელი პირი, შესამოწმებლის გადმოცემით - სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გ--- ლ---–---მ.
3.6. ექსპერტმა ე-------–--–---–-- ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის სისწორე. დამატებით განმარტა, რომ შესამოწმებელი პირის განცხადებით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მიღებული ინფორმაცია ასახა ექსპერტიზის დასკვნაში.
3.7. გამომძიებელის დ---------–-–---- ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, თ---–--–-- ზ------ ე-------------- ქუჩა #-- ბინა #---–-, სადაც დახვდა ქ---- ს------ე ბავშვთან ერთად. ქ---- ს------ემ გამომძიებელს განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაამტვრია ელექტრო ღუმელი და ბავშვის სასუნთქი აპარატი „ინჰალატორი“ და მიუთითა დამტვრეულ ნივთებზე. დაზარალებულისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიძახა ექსპერტ კრიმინალისტები, მათი მოსვლის შემდეგ დაიწყეს დათვალიერება, ქ---- ს------ემ მიუთითა დამტვრეულ ნივთებზე და ადგილზე სადაც განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. დაზარალებული იყო შეშინებული, აღელვებული, სახე გაწითლებული. ექსპერტებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ასახეს ფოტოსურათებზე. ფოტოსურათებზე ჩანს დაზარალებული, რომელიც აღწერს ძალადობის გარემოებებს.
3.8. ექსპერტების ზ----------–-----ას და ხ------------------ის ჩვენებებით, 2018 წლის 14 დეკემბერს, გამომძიებელთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ხ------------------ის ჩვენებით, დაზარალებულმა ქ---- ს------ემ მიუთითა ადგილზე, სადაც მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზიანებული იყო „ინჰალატორი“ და ელექტრო გამათბობელი. აღნიშნული ნივთები ექსპერტებმა დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს ფოტოსურათებთან ერთად. დაზარალებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იმყოფებოდა ბავშვთან ერთად.
3.9. მოწმე ნ----- ჩ-------ის ჩვენებით, 2018 წლის 14 დეკემბერს, შვილის ქ---- ს------ის თხოვნით გამოცხადდა მის საცხოვრებელ მისამართზე. სახლი დახვდა არეული, ხოლო ელექტრო გამათბობელი და „ინჰალატორი“ გატეხილი. მოწმეს შვილმა განუცხადა, რომ კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან გ--- ლ---–---სთან. ჩხუბის დროს, მეუღლემ დაამტვრია სახლში ნივთები და წავიდა სახლიდან. მოწმის ჩვენებით ქ---- ს------ე სახლში იყო მცირეწლოვან შვილთან ერთად და იყო აღელვებული მომხდარის გამო. ზეპირი ჩვენების პარალელურად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია. ამონარიდი 15.12.2018 წლის გამოკითხვის ოქმიდან ,,...2018 წლის 14 დეკემბერს ვიმყოფებოდი სახლში, საღამოს საათებში ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად გადავურეკეთ ჩემს ქალიშვილს, რომელმაც დახმარება სთხოვა მამამისს, უთხრა, რომ დროზე მივსულიყავით სახლში, ვინაიდან მისმა მეუღლემ იძალადა მასზე, სცემა იგი ბავშვების თანდასწრებით, სახლში დალეწა ყველაფერი, დაუმტვრია ასთმიან უმცროსს შვილს ე. წ. ინგალატორი..., ...ჩემი მეუღლე სასწრაფოდ წავიდა ჩემი ქალიშვილის საცხოვრებელი ბინის მიმართულებით, მაშინვე გავყევით ოჯახის სხვა წევრებიც. როდესაც ბინაში შევედით დაგვხვდა დალეწილი ინგალატორი და ელექტროგამათბობელი, ხოლო ჩემს შვილს ეტყობოდა ტანზე მარჯვენა ბეჭზე, მარცხენა ფეხის კოჭზე, მარცხენა ლოყაზე დაზიანება, როდესაც ვკითხეთ, რა მოხდა გვიპასუხა, რომ მისმა მეუღლემ ბავშვების თანდასწრებით სცემა.“ გამოკითხვის ოქმის ამონარიდის გამოქვეყნების შემდეგ, მოწმემ უარყო მასში გადმოცემული ინფორმაცია ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა იქვე დაადასტურა, რომ ოქმზე ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნის. ნ----- ჩ-------ემ ზეპირ ჩვენებასა და გამოკითხვის ოქმში არსებული არსებითი წინააღმდეგობა ძალადობასთან დაკავშირებით, ახსნა იმ გარემოებით, რომ თავადაც იყო ანერვიულებული და გამოკითხვის ოქმს ხელი ისე მოაწერა, ოქმის შინაარს არ გაცნობია. ქ---- ს------ის დედის განმარტება ემსახურება მიზანს, ბრალდებულს, რომელსაც შეურიგდა დაზარალებული, თავიდან აარიდოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა, მოწმის ამგვარ მოტივაციას ადასტურებს მისი მხრიდან ზეპირი ჩვენების პროცესში ზედმეტი ფორიაქი, დაბნეულობა და თავის მართლება, თითქოს გამოკითხვის დროს იყო შეუძლოდ, რის გამოც გარკვეული დეტალები არ ახსოვს. საქმის მასალებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ ნ----- ჩ-------ე გამოკითხვის დროს იმყოფებოდა შეუძლოდ, ერთადერთი პირი, ვისაც გამოკითხვის დაწყებამდე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო დაზარალებული და ექიმის ჩარევის აუცილებლობა განპირობებული იყო ძალადობით გამოწვეული დაზიანებების გამო. ასევე არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ გამომძიებელმა გააზვიადა და დაამახინჯა ფაქტები, პირს, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, ობიექტურად ვერ ეცოდინებოდა ის გარემოებები, რაც გამოკითხვის ოქმშია მითითებული.
3.10. დაზარალებულმა ქ---- ს------ემ ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული იმუნიტეტით და უარი განაცხადა მეუღლის - გ--- ლ---–---ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ჩვენების მიცემაზე უარით - დაზარალებულს არ მოუხდენია გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორის უარყოფა, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს შეფასების საგანი გახდა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენციის 55-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა შორისაც არის საქართველო, ავალდებულებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მხოლოდ ეს გარემოება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი. 2018 წლის 14 დეკემბერს, გ--- ლ---–---ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით და საქმის გარემოებების ლოგიკური ანალიზით. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, იგი ძირითად ხორციელდება დახურულ სივრცეში - ოჯახის პირობებში, როდესაც მოძალადე, მსხვერპლი და მოწმეც არიან ერთი ოჯახის წევრები და მათი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე დანაშაული რჩება ლატენტური (გაუმჟღავნებელი და დაფარული), აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, თუ რამდენად ოპერატიულად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და ამ კუთხით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. განსახილველ შემთხვევაში ჩარევა იყო იმდენად დროული, მყისიერი და ეფექტური, რომ შეიქმნა დამატებითი მტკიცებულებები მოწმეთა ჩვენებების, დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალის აღბეჭდვის, ექსპერტიზის დასკვნის და სამედიცინო ბარათის თვალსაზრისით. გამომძიებლის თ-- ბ-------ის ზეპირი ჩვენებით, ქ---- ს------ემ გამოკითხვის დროს დაუდასტურა ფიზიკური ძალადობის ფაქტი, მსხვერპლი იყო ზედმეტად ემოციური, ატირებული, სხეულზე ეტყობოდა დაზიანებები, რომელსაც იტკიებდა. გამომძიებლის თ-- ბარამიძის ჩვენების სისწორეს მოწმობს რამდენიმე ურთიერთთანხვედრი მტკიცებულება: 1.ვიზუალური დათვალიერების ოქმის ამსახველი ფოტომასალა, რომელზეც ნათლად და მკაფიოდ ჩანს ძალადობის კვალი, სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და ჰიპერემიის სახით; 2.პაციენტის სამედიცინო ბარათი, რომელსაც ხელს აწერს თავად მსხვერპლი და ადასტურებს, რომ სამედიცინო დახმარების გაწევამდე ცოტა ხნის წინ, მეუღლემ ოჯახური კონფლიქტის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, პაციენტს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები. ძალადობის მკაფიო დასტურია მოწმე თ-- ბარამიძის ჩვენების ის ნაწილიც, რომელიც აღწერს მსხვერპლის უმწეო მდგომარეობას, გამომძიებლის ჩვენებით დაზარალებული იყო უკიდურესად აღელვებული, ატირებული და ითხოვდა დახმარებას. ძალადობის მყისიერად გამოვლენა ეფექტურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დროის სიმცირიდან გამომდინარე, მსხვერპლს არ აქვს ობიექტური შესაძლებლობა დაამახინჯოს ან გააზვიადოს ფაქტები, ამ დროს, მისი მხრიდან პოლიციელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის გულწრფელი, მეტად სანდო და სარწმუნო. სახელმწიფოს ოპერატიულმა ჩარევამ, ასევე შეუწყო ხელი მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალის აღმოჩენას, დანაშაულის გამოვლენიდან გონივრულ დროში დაზარალებული პირადად იქნა შემოწმებული სამედიცინო ექსპერტის მიერ. შემოწმების პროცესში აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. დასკვნის მიხედვით, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2018 წლის 14 დეკემბრის თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით: მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე. ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, ვინ არის დანაშაულის შესახებ შეტყობინების ინიციატორი, განსახილველ შემთხვევაში #3------ შეტყობინებით დადგინდა, რომ ოჯახში მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე პოლიციელთან განცხადება გააკეთა თავად დაზარალებულმა. ეს ფაქტობრივი გარემოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ამ კატეგორიის საქმეები ცხადყოფენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც. სასამართლოს შეფასებით მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ექსპერტების ხ------------------ის და ზ----------–-----ას ზეპირი ჩვენებები, ექსპერტები ადასტურებენ, რომ დაზარალებულმა მათი თანდასწრებით შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღწერა ძალადობის ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა ინვენტარზე, რომელიც ძალადობის დროს დააზიანა გ--- ლ---–---მ. სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ მსხვერპლმა, საქმის შედეგით დაუინტერესებელ პირებს: ექსპერტებს, მედპერსონალს გაუმჟღავნა ძალადობის ფაქტი, დაზიანების მიმყენებელი პირი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
3.12.სისხლის სამართლის კოდექსი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ზემოთ განხილული მტკიცებულებების ერთიანი ლოგიკური ჯაჭვი ადასტურებს გ--- ლ---–---ს მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს მეუღლის - ქ---- ს------ის მიმართ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოწმეთა ზეპირი ჩვენებებით, სხდომაზე გამოკვლეული ნ----- ჩ-------ის გამოკითხვის ოქმით, პაციენტის სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შესამოწმებელი პირის მიერ სამედიცინო ექსპერტისთვის და სამედიცინო დახმარების ბრიგადის მედპერსონალისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და დამტვრეული ინვენტარით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობა ჩადენილი იქნა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რასაც მოწმობს გამომძიებლის დ---------–-–---- და ექსპერტის ხ------------------ის ჩვენებები, აღნიშნული პირები შემთხვევიდან მცირე დროში გამოცხადდნენ ძალადობის ადგილზე, სადაც დახვდათ დაზარალებული არასრულწლოვან შვილთან ერთად. დანაშაულის ამ მაკვალიფიცირებელ გარემოებას ადასტურებს ნ----- ჩ-------ის ზეპირი ჩვენება და გამოკითხვის ოქმიც.
3.13.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:
3.13.1. ბრალდებულმა შესავალ და დასკვნით სიტყვაში უარყო დანაშაულის ჩადენა.
3.13.2. ადვოკატ ს--- თ---–----ის არგუმენტით, 2018 წლის 14 დეკემბრის ძალადობის ეპიზოდზე, გამოკვლეული არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--- ლ---–---ს მიერ დანაშაულის ჩადენას, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებები (ირიბი ჩვენებები) ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ უტყუარობის კრიტერიუმს. ასევე, განმარტა, რომ გამომძიებლების ირიბი ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ნ----- ჩ-------ის ჩვენებასთან, ვინაიდან, ამ უკანასკნელმა ზეპირ ჩვენებაში მიუთითა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს, ქ---- ს------ისგან არ მიუღია ინფორმაცია ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ის, რომ მოწმემ ზეპირ ჩვენებაში დამალა ძალადობის ფაქტი, სასამართლოს შეფასებით ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი. დაცვის მხარის არგუმენტი, გაზიარებული იქნას მოწმე ნ----- ჩ-------ის მხოლოდ ზეპირი ჩვენება და სასამართლო არ დაეყრდნოს გამოკითხვის ოქმს, - მხედველობაში არ იქნა მიღებული. სასამართლო განმარტავს: 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი ადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკითხვის ოქმის გამოკვლევის პროცედურას და შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შეს---მისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში ნ----- ჩ-------ის გამოკითხვის ოქმის გარკვეული ეპიზოდი გამოქვეყნდა კანონის შეს---მისად, ანუ პროცედურული ნაწილი მტკიცებულების გამოქვეყნების დაცულია, რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ ზეპირი ჩვენება საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე მითითებით და არა გამოკითხვის ოქმი - სამართლებრივად არამართებულია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი 24-ე პუნქტში, რაზედაც დაცვა აპელირებდა, აკეთებს მოწმის ჩვენების და არა მტკიცებულების დეფინიციას. მტკიცებულების არსი და ტერმინი განარტებულია არა მოწმის ჩვენების დეფინიციაში, არამედ 23-ე პუნქტში: ,,მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას“. ანუ, მტკიცებულებას წარმოადგენს როგორ მოწმის ზეპირი ჩვენება, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის მოწმის გამოკითხვის ოქმი), რითიც შესაძლოა დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები. ამავე ნორმის თანახმად ,,დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით“. მოწმე ნ----- ჩ-------ის გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს დოკუმენტს, ვინაიდან მასში ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, გარდა ამისა, გამოკითხვის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის დაცვით და მოწმე გამოკითხული არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შეს---მისად, ამავე დროს, გამოკითხვის ოქმი წინასასამართლო სხდომაზე დაშვებულია, როგორც მტკიცებულება და დღის წესრიგში არ დამდგარა მისი დაუშვებლობის საკითხი. გარდა ამისა, მოწმე ადასტურებს, რომ გამოკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნის და არ აკეთებს განცხადებას, გამომძიებლის მხრიდან ბრალდებულის წინააღმდეგ მამხილებელი ინფორმაციის მიცემის იძულებაზე ან ზეწოლაძე. ამდენად, სასამართლომ სრულიად ლეგიტიმურად, მტკიცებულებითი არსიდან გამომდინარე გაიზიარა ნ----- ჩ-------ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც თანხვედრაშია სხვა არსებით მტკიცებულებებთან: პაციენტის სამედიცინო ბარათთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და ვიზუალური დათვალიერების ამსახველ ფოტომასალასთან.
3.13.3. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანების სხვა ვითარებაში მიღებასთან დაკავშირებით. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ ქ---- ს------ემ ფიზიკური დაზიანება მიიღო სხვა ვითარებაში. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ქ---- ს------ის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. რაც შეეხება დაზიანების წარმოშობის მექანიზმს, პაციენტმა სამედიცინო ექსპერტს განუცხადა, რომ სცემა მეუღლემ. დანაშაულის ჩადენის დროსთან და დაზიანების მიმყენებელ პირთან მიმართებაში ინფორმატიულია პაციენტის სამედიცინო ბარათიც, რომლის მიხედვით დაზარალებულმა, გასინჯვისას, ექიმს განუცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მეუღლემ - გ--- ლ---–---მ უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ექიმმა სამედიცინო დოკუმენტში დეტალურად აღწერა დაზიანების ობიექტური ნიშნები.
3.13.4. დაცვის მხარის პოზიცია არ იქნეს გაზიარებული დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებები, - სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ დაზარალებულს გამოძიების ეტაპზე ჰქონდა „ფარული მიზნები“ ცრუდ ემხილა ოჯახის წევრი - მეუღლე დანაშაულის ჩადენაში.
3.13.5. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში მიმოხილვით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გ--- ლ---–---ს მიერ, 2018 წლის 14 დეკემბერს, ოჯახში ფიზიკური ძალადობის ჩადენა მეუღლის - ქ---- ს------ის მიმართ.
ოჯახში ძალადობა (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი)
მუქარა (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი)
3.13.6. გამომძიებლის თ-- ბ-------ის ჩვენებით, ქ---- ს------ემ, გამოკითხვის დროს, 14 დეკემბერს მომხდარ ოჯახურ ძალადობასთან ერთად, მიუთითა იმ დღეს მომხდარ მუქარის ფაქტზეც, დაზარალებული აცხადებდა, რომ მეუღლე დაემუქრა მოკვლით, გარდა ამისა, გამოსაკითხმა პირმა მიუთითა წარსულში მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებულ სხვა ფიზიკურ ძალადობაზე.
3.13.7. მუქარის და 2018 წლის 19 ოქტომბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე, გამომძიებლის ირიბი და ისიც ძალიან ზოგადი ჩვენებისა, სხვა მტკიცებულება გამოკვლეული არ ყოფილა.
3.14.ბრალდების მხარის პოზიციათა ანალიზი:
3.14.1. პროკურორის მოთხოვნა, ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის მიღებასთან მიმართებაში, გაზიარებული არ იქნა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის მსჯავრდება არ უნდა მოხდეს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ხარჯზე. პირის მსჯავრდება საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. განსახილველ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არ ყოფილა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უტყუარად დაადასტურებდა გ--- ლ---–---ს მიერ 2018 წლის 19 ოქტომბერს ფიზიკური ძალადობის და 2018 წლის 14 დეკემბერს მუქარის ჩადენის ფაქტს. ბრალდების მხარის არგუმენტი პირის დამნაშავედ ცნობისთვის, არ არის გამყარებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის გამოც, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--- ლ---–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.2. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს, გ--- ლ---–---მ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ქ---- ს------ეზე. პაციენტის სამედიცინო ბარათით დამტკიცდა, რომ დაზარალებული ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანების გამო უჩიოდა ტკივილს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ გ--- ლ---–--- და ქ---- ს------ე არიან ცოლ-ქმარი, იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ამდენად, სახეზეა ოჯახური დანაშაული.
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. შეს---მისად, მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს.
4.4. სასამართლომ შეაფასა არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს გ--- ლ---–---ს მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4.5. რაც შეეხება გ--- ლ---–---ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი 2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი), სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--- ლ---–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ--- ლ---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეეს---მება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გამო, დამნაშავე პირს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. ვიზუალური დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ელექტრონულ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. „ინჰალატორი“ და ელექტრო გამათბობელი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება გლდანი-ნაძალადვის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შეს---მისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--- ლ---–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ--- ლ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400 (ოთხასი) საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ--- ლ---–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს განაჩენის მიღებამდე - 2018 წლის 19 დეკემბრიდან - 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და გათავისუფლდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან.
3. გაუქმდეს გ--- ლ---–---ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. ვიზუალური დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ელექტრონულ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. „ინჰალატორი“ და ელექტრო გამათბობელი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება გლდანი-ნაძალადვის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა