გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2019
საქმის ნომერი
010210018002556900
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002556900

2-3089/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04/12/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: სს ,,ხ--–--------------------–ო“

წარმომადგენელი: გ----------------ე

მოპასუხეები: შპს „g--------------------”, შპს „დ------------------, შპს „ს---–---- +“, შპს „დ------------------, შ---------------------------- ვ---------- ფ---–---ია, ი-----–- ფ---–---ია და ი---- ფ---–---ია

წარმომადგენელი - ა-------–-–--–--ე, შ--–-- ფ---–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.სასარჩელო მოთხოვნა:

სს ,,ხ--–--------------------–ო“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- შპს „g--------------------”“-ს, შპს „ს---–---- +“-ს, ვ---------- ფ---–---იას, ი-----–- ფ---–---იას და ი---- ფ---–---იას სოლიდარულად დაეკისროთ 93- 407, 82 აშშ დოლარის გადახდა.

- დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას იპოთეკით დატვირთული შემდეგი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება:

№0-.2-.0-.0--.0-.0--;

№0-.3-.2-.2--;

№0-.3-.2-.2--;

№0-.0-.0-.0-0.0-.5--;

№0-.0-.0-.0-0.0-.5--;

 

- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული საგნების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება მოპასუხეებზე ბანკის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებითი აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხეების სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2013 წლის 30 ივლისს სს „ხ--–--------------------–ოს“ და შპს „g------------------l” შორის გაფორმდა №20-.1--- გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შპს „g------------------l” გაუხსნა საკრედიტო ხაზი 5 000 000 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტი ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 11%-36% სარგებელის დარიცხვის პირობით. დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 30 ივლისს სს „ხ--–--------------------–ოსა“ და შპს „g------------------l” შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №20-.1----6, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 24 თვის ვადით, შპს „g------------------l”-ს სესხად გადასცა 890 000 აშშ დოლარი. სესხს სარგებელის სახით დაერიცხება წლიურად 12%. 2013 წლის 31 ივლისს სს „ხ--–--------------------–ოსა“ და შპს „g------------------l” შორის გაფორმდა საბანკო კრედიტი ხელშეკრულება №20-.1----1, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 84 თვის ვადით შპს „g------------------l”-ს სესხად გადასცა 1 000 000 აშშ დოლარი. სესხს სარგებელის სახით დაერიცხება წლიურად 12%. ორივე სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. სესხის დაფარვის ვადის დარღვევივსას დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო.

 

შპს „g------------------l”-ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 29 ივნისს და 2013 წლის 30 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით შპს „ს----------–--------–-----–-----–----------იის“, შპს „ს---–---- +“, შპს „ვ------------------ის“ შპს „g------------------l”-ის კუთვნილი უძრავი ნივთები, რომელთა საკადასტრო კოდებია №0-.2-.0-.0--.0-.0--; .№0-.3-.2-.2--; №0-.3-.2-.2--; №0-.0-.0-.0-0.0-.5-- და №0-.0-.0-.0-0.0-.5--.

 

გარდა იპოთეკისა, სს „ხ--–--------------------–ოსა“ და შპს „g------------------l” შორის არსებული სესხი უზრუნველყოფილი იქნა პირადი თავდებობითაც. კერძოდ შპს „g------------------l”-ის მიერ მოსარჩელისაგან მიღებული სესხის დაფარვაზე პასუხისმგებლობა იკისრა ი-----–- ფ---–---იამ, ი---- ფ---–---იამ, ვ---------- ფ---–---იამ და შპს „ს---–---- +“-მა.

 

შპს „g------------------l”-მა დაარღვია შეთანხმება და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. სესხი არ დაფარეს თავდებმა პირებმაც. ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელემ 2017 წლის 3 აგვისტოს შპს „g------------------l”-თან დადებული ხელშეკრულებები ცალმხრივად შეწყვიტა. მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ 935 407,82 აშშ დოლარი, აქედან №20-.11.7--- ხელშეკრულებაზე გადასახდელია 883 683,28 აშშ დოლარი, საიდანაც 841 190,49 აშშ დოლარი ძირი თანხაა, ხოლო 42 492,79 აშშ დოლარი სარგებელია. №20-.11.77-1 ხელშეკრულებაზე გადასახდელი თანხის ოდენობაა 51 724,54 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. შ---------------------------- შპს „ს---–---- +“, შპს „g------------------l”, ვ---------- ფ---–---ია, ი-----–- ფ---–---ია და ი---- ფ---–---ია სარჩელს არ ცნობენ. ისინი სადაოდ არ ხდიან მას, რომ მოსარჩელესთან დადეს საკრედიტო ხელშეკრულებები და მიიღეს სესხი. სადაო არაა თავდებობის ხელშეკრულებები და მისი შინაარსი. მოპასუხეები ასევე ადასტურებენ საკრედიტო ხელშეკრულების იმ პირობებს, რაც ხელშეკრულებაშია მოცემული, მაგრამ მიიჩნევენ, რომ შპს „g------------------l” გადახდისუუნარო გახადა თავად ბანკმა, რადგანაც მან მდგომარეობა გამოიყენა ბოროტად და სესხად არ გადასცა ის 5 000 000 აშშ დოლარი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმებით. აღნიშნულმა შპს „g------------------l”-ს ხელი შეუშალა ბიზნეს გეგმების განხორციელებაში. ასევე არაგონივრულად მიიჩნევს შეთანხმებას საპროცენტო სარგებელზე და პირგსამტეხლოზე. გარდა აღნიშნულისა მიაჩნია რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.2. სარჩელს არ ცნობს შპს „დ------------------“. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ შპს „დ------------------“ არის იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე და მოსარჩელის მოთხოვნა მას ეხება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში. მოსარჩელეს, შპს „დ------------------“ არ გაუფრთხილებია მასზედ, რომ მსესხებელი და თავდები პირები არ იხდიდნენ სესხს. სწორედ ამიტომ მის ნაწილში მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია, მის მიმართ სარგებელისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2013 წლის 30 ივლისს სს „ხ--–--------------------–ოს“ და შპს „g------------------l” შორის გაფორმდა №20-.1--- გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შპს „g------------------l”-ს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 5 000 000 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტი ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 11%-36% სარგებელის დარიცხვის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №20-.1--- გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ ს.ფ. 19-30.

 

3.1.2. 2013 წლის 30 ივლისის №20-.1--- დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმების საფუძველზე, 2013 წლის 31 ივლისს სს „ხ--–--------------------–ოსა“ და შპს „g------------------l”-ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტი ხელშეკრულება №20-.1----1, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 84 თვის ვადით, შპს „g------------------l”-ს სესხად გადასცა 1 000 000 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმებით სესხს სარგებელის სახით დაერიცხება წლიურად 12 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო კრედიტი ხელშეკრულება №20-.1----1 ს.ფ. 31-33.

 

3.1.3. 2013 წლის 30 ივლისის №20-.1--- დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმების საფუძველზე, სს „ხ--–--------------------–ოსა“ და შპს „g------------------l”-ს შორის 2014 წლის 21 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №20-.1----6, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 24 თვის ვადით, შპს „g------------------l”-ს სესხად გადასცა 890 000 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმებით სესხს სარგებელის სახით დაერიცხება წლიურად 12%.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №20-.1----6. ს.ფ. 39-41.

 

3.1.4. №20-.1----1 და №20-.1----6 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული სესხი, შპს „g------------------l”-ს უნდა დაეფარა მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის დაფარვის გრაფიკი ს.ფ. 34-35; 37-38.

 

3.1.5. მხარეთა შეთანხმებით №2ა0-.1----1 და №20-.1----6 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული სესხის დაფარვის ვადის დარღვევისათვის დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №20-.1----6. ს.ფ. 39-41.

საბანკო კრედიტი ხელშეკრულება №20-.1----1 ს.ფ. 31-33.

№20-.1--- გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ ს.ფ. 19-30.

 

3.1.6. დაფინანსების შესახებ №20-.1--- გენერალური შეთანხმების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 30 ივლისს და 2015 წლის 29 ივნისს მოსარჩელესა და შპს ,,ს---–---- +“-ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,,ს---–---- +“-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ხე-–------------------–--ა, საკადასტრო კოდი №0-.3-.2-.2--. და №0-.3-.2-.2--. ასევე ქ. ბათუმი ნ----–---–------------. საკადასტრო კოდი №0-.2-.0-.0--.0-.0--

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

20-3 წლის 30 ივლისის №20-.177-ჰ იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 67-75

20-3 წლის 30 ივლისის №20-.177-ქ იპოთეკის ხელშეკრულება.ს.ფ. 58-66

20-5 წლის 29 ივნისის №20-.177/ბ1 იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 47-57;

 

3.1.7. დაფინანსების შესახებ №20-.1--- გენერალური შეთანხმების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 30 ივლისს მოსარჩელესა და შპს „g------------------l”-ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „g------------------l”-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ. №2-ა ბ. 4. საკადასტრო კოდი №0-.0-.0-.0-0.0-.5--. ასევე იპოთეკით დაიტვირთა შპს „g------------------l”-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ. №2-ა ბ. 3, 4, 6. საკადასტრო კოდი №0-.0-.0-.0-0.0-.5--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2013 წლის 30 ივლისის №20-.177-/3 იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 76-82; 83-89

 

3.1.8. დაფინანსების შესახებ №20-.1--- გენერალური შეთანხმების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 30 ივლისს გაფორმდა №20-.177-ხ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ---------- ფ---–---იამ ბანკის წინაშე იკისრა შპს „g------------------l”-ის ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 30 ივლისის №20-.177-ხ თავდებობის ხელშეკრულება, ს.ფ. 101-102.

 

3.1.9. დაფინანსების შესახებ №20-.1--- გენერალური შეთანხმების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 30 ივლისს გაფორმდა №20-.177-ძ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს---–----+“-მა ბანკის წინაშე იკისრა შპს „g------------------l”-ის ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 30 ივლისის №20-.177-ძ თავდებობის ხელშეკრულება, ს.ფ. 103-104.

 

3.1.10. დაფინანსების შესახებ №20-.1--- გენერალური შეთანხმების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 30 ივლისს გაფორმდა №20-.177-წ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი---- ფ---–---იამ ბანკის წინაშე იკისრა შპს „g------------------l”-ის ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 30 ივლისის №20-.177-წ თავდებობის ხელშეკრულება, ს.ფ. 107-108.

 

3.1.11. დაფინანსების შესახებ №20-.1--- გენერალური შეთანხმების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 30 ივლისს გაფორმდა №20-.177-ც თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი-----–- ფ---–---იამ ბანკის წინაშე იკისრა შპს „g------------------l”-ის ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 30 ივლისის №20-.177-ც თავდებობის ხელშეკრულება, ს.ფ. 105-106.

 

3.1.12. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ნ----–---–-------------ში. საკადასტრო კოდი №0-.2-.0-.0--.0-.0--, შეიძინა შპს ,,-----------–--------–------–-----–----------იამ“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 90-91

 

3.1.13. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ნინოშვილის ქ. №3 ბ. 1-ში. საკადასტრო კოდი №0-.2-.0-.0--.0-.0--, 2016 წლის 22 სექტემბერს შპს ,,-----------–--------–------–-----–----------იამ“ გაასხვისა. იგი შეიძინა შპს „დ------------------“-მა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 90-91

 

3.1.14. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ შპს „g------------------l”-მა ვერ შეძლო დაფინანსების შესახებ №20-.1--- გენერალური შეთანხმებით და მის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და სესხების დაფარვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინებები ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ. ს.ფ. 183-199.

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.15. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის 3 აგვისტოს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შეტყობინებები ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ. ს.ფ. 128-146.

ბანკის ამონაწერი. ს.ფ. 147-168

ცნობა დავალიანების შესახებ. ს.ფ. 169.

მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის სადაო ფაქტობრივი გარემოებებია:

- ხანდაზმულობის საკითხი;

- ბანკის ვალდებულება შპს „g------------------l”-ზე სესხად გაეცა 5 000 000 აშშ დოლარი;

- შპს „დ------------------“-ის ინფორმირება მასზედ, რომ შპს „g------------------l” და თავდები პირები არ იხდიან სესხის დასაფარ თანხას.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. გარდა 3.2.1. პუნქტში დასახელებული სადაო ფაქტობრივი გარემოებებისა, მოპასუხეები სადაოდ ხდიან პირგასამტეხლოს და სარგებელის დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია, რომ სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის სარგებელი და პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

 

3.2.4. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრობითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. სადაო ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრობითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის, ხანდაზმულობის ვადაში აღძვრა მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს. ხანდაზმულობის დასადგენად უნდა დადგინდეს მოთხოვნის უფლების წარმოშობისა და სარჩელის აღძვრის თარიღები. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება. მანვე უნდა დაამტკიცოს, რომ შპს „დ------------------“-ს აცნობა მასზედ, რომ შპს „g------------------l” და თავდები პირები არ იხდიან სესხის დასაფარ თანხას.

 

3.2.5. შპს „g------------------l”-მა, შ----------------------------- შპს „ს---–---- +“-მა, ვ---------- ფ---–---იამ, ი-----–- ფ---–---იამ და ი---- ფ---–---იამ უნდა დაამტკიცონ, რომ ბანკის ვალდებულება იყო შპს „g------------------l”-ზე სესხად გაეცა 5 000 000 აშშ დოლარი;

3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.7. უდაოა, რომ შპს „g------------------l”-მა სესხი მიიღო ორჯერ. პირველი სესხი გაცემული იქნა 2013 წლის 30 ივლისს და მისი ვადაა 84 თვე, ანუ სესხი უნდა დაფარულიყო 2013 წლის 30 ივლისის შემდეგ 84 თვის ვადაში ყოველთვიური შენატანებით. მეორე სესხი გაცემული იქნა 2014 წლის 21 ოქტომბერს და იგი ყოველთვიური შენატანებით უნდა დაფარულიყო 24 თვის ვადაში. საქმეში წარმოდგენილია სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც სესხის დასაფარად შპს „g------------------l”-მა ყოველთვიურად უნდა გადაიხადოს 9205,48 აშშ დოლარიდან 18524,64 აშშ დოლარამდე თანხა (თვეების მიხედვით გადასახდელი თანხის ოდენობები განსხვავებულია). საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „g------------------l”-ის ანგარიშიდან ამონაწერი, რომლითაც შეიძლება გაირკვეს მის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა და პერიოდი. ამონაწერით დგინდება, რომ შპს „g------------------l”-მა 2014 წლის 21 ოქტომბერს გადაიხადა 929 527.27 აშშ დოლარი და აღნიშნულის შემდეგ მას გადასახდელი დარჩა 69 388,11 აშშ დოლარი. აღნიშნული თარიღიდან 2016 წლის 3 ოქტომბრამდე ის პერიოდულად იხდის 1485 აშშ დოლარს (დაახლოებით). 3 ოქტომბრიდან გადახდილი აქვს შემცირებული ოდენობის თანხები, რითაც მან დაარღვია გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულება. ის რამოდენიმეჯერ გაფრთხილებული იქნა დაიცვას გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის პრინციპი, მაგრამ მან გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდა ვეღარ შეძლო. ბოლო შენატანი მას განხორციელებული აქვს 2018 წლის 7 მარტს.

იხ. საბანკო ამონაწერი. ს.ფ. 319-320

გადახდის გრაფიკი. ს.ფ. 34-35.

 

3.2.8. სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, 2014 წლის 21 ოქტომბრის სესხი შპს „g------------------l”-ს უნდა დაეფარა 2015 წლის 28 ივლისიდან ყოველთვიურად 7000 აშშ დოლარიდან 36 121,39 აშშ დოლარამდე თანხის გადახდით. საქმეში წარმოდგენილი შპს „g------------------l”-ის ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ შპს „g------------------l”-მა 2015 წლის 22 აპრილს გადაიხადა 857,71 აშშ დოლარი. აღნიშნული თარიღიდან ის ყოველთვიურად იხდის სხვადასხვა ოდენობის თანხას. თუმცა მის მიერ გადახდილი თანხა გრაფიკით კუთვნილი გადასახდელ თანხაზე ნაკლებია. მან აღნიშნულით დაარღვია გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულება. ის რამოდენიმეჯერ გაფრთხილებული იქნა დაიცვას გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის პრინციპი, მაგრამ მან თანხის გრაფიკის მიხედვით ვეღარ შეძლო. ბოლო შენატანი მას განხორციელებული აქვს შემდეგი თანამიმდევრობით:

- 2017 წლის 27 აპრილს;

- 2017 წლის 27 ივნისს;

- 2017 წლის 1 დეკემბერს;

- 2018 წლის 7 მარტს;

- 2018 წლის 4 ივნისს.

იხ. საბანკო ამონაწერი. ს.ფ. 318

გადახდის გრაფიკი. ს.ფ. 44-45.

 

3.2.9. დადგენილია, რომ მოსარჩელემ საკრედიტო ხელშეკრულება შეწყვიტა 2017 წლის 3 აგვისტოს. ამ პერიოდში და ამის შემდეგაც მოპასუხე გარკვეულ თანხებს იხდიდა. თანხის გადახდის შეწყვეტიდან სარჩელის აღძვრამდე სამი წელი გასული არაა. მითუმეტესს შპს „g------------------l”-მა სარჩელის აღძვრის შემდეგაც გადაიხადა სესხის დასაფარი თანხა.

იხ. საბანკო ამონაწერი. ს.ფ. 318-320

სარჩელი. ს.ფ.1-15.

 

3.2.10. შპს „დ------------------“ ამტკიცებს, რომ მოსარჩელემ მას არ აცნობა შპს „g------------------l”-ის და თავდები პირების მიერ სესხის დაფარვის ვადების დარღვევის შესახებ. მოსარჩელე ამტკიცებს რომ მან სესხი დაფარვის დარღვევის შესახებ აცნობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის შპს „დ------------------“-ს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასეთი გარემოება არ დასტურდება. მას არ წარმოუდგენია რომელიმე მტკიცებულება, რომელიც შეიცავს მოსარჩელის მიერ შპს „დ------------------“-ზე გაგზავნილ ინფორმაციას შპს „g------------------l”-ის და თავდები პირების მიერ სესხის დაფარვის ვადების დარღვევის შესახებ.

 

3.2.11. შპს „g------------------l”, შ---------------------------- შპს „ს---–---- +“, ვ---------- ფ---–---ია, ი-----–- ფ---–---ია და ი---- ფ---–---ია ამტკიცებენ, რომ ბანკის ვალდებულება იყო შპს „g------------------l”-ზე სესხად გაეცა 5 000 000 აშშ დოლარი. სესხის გაცემაზე შეთანხმება ფაქტობრივი გარემოებაა. 5 000 000 აშშ დოლარის სესხად გაცემაზე შეთანხმებას მოპასუხეები ამტკიცებენ. შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. სადაო ფაქტების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას 5 000 000 აშშ დოლარის სესხად გადაცემის ვალდებულების შესახებ. მხარეთა შეთანხმების საკითხი რთულად გასარკვევი ფაქტობრივი გარემოებები არაა. ისინი სახელშეკრულებო ურთიერთობებში არიან. მათი შეთანხმებები დაფიქსირებულია ხელშეკრულებებში. შესაბამისად იმის გასარკვევად თუ რაზე შეთანხმდენ მხარეები, უნდა გამოვიყენოთ ხელშეკრულებები. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ 2013 წლის 30 ივლისს სს „ხ--–--------------------–ოს“ და შპს „g------------------l” შორის გაფორმდა №20-.1--- გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შპს „g------------------l”-ს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 5 000 000 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტი ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 11%-36% სარგებელის დარიცხვის პირობით. დასახელებული გარიგება არ წარმოადგენს სესხის გაცემის კონკრეტულ ხელშეკრულებას. ამ გარიგებით ბანკმა საკრედიტო ხაზი გაუხსნა 5 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც არ გულისხმობს 5 000 000 აშშ დოლარის სესხის გაცემის ვალდებულებას. №20-.1--- გენერალური შეთანხმების ფარგლებში უნდა დადებულიყო ახალი ხელშეკრულებები, რომელშიც დეტალურად ასახული იქნებოდა სესხის გაცემისა და დაფარვის პირობები. სწორედ ასეთ განვიტარდა მოვლენები შემდეგში. გენერალური შეთანხმების ფარგლებში ორი კონკრეტული გარიგება დაიდო ესაა საბანკო კრედიტის №20-.1----1 ხელშეკრულება და საბანკო კრედიტის №20-.1----6 ხელშეკრულება. სხვა გარიგება მათ შორის აღარ დადებულა. მტკიცებულებათა ანალიზით არ დგინდება, რომ 2013 წლის 30 ივლისის №20-.1--- დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმების საფუძველზე, ან საბანკო კრედიტის №20-.1----1 ხელშეკრულების, ან 2014 წლის 21 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №20-.1----6 ხელშეკრულებით მოსარჩელე, შპს „g------------------l”-ს შეპირებულიყო 5 000 000 აშშ დოლარის სესხად გაცემას. ასეც, რომ იყოს ასეთი შეთანხმება მოპასუხეს არ ათავისუფლებს სესხის დაბრუნების ვალდებულებისაგან.

იხ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №20-.1----6. ს.ფ. 39-41.

საბანკო კრედიტი ხელშეკრულება №20-.1----1 ს.ფ. 31-33.

№20-.1--- გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ ს.ფ. 19-30.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_საქართველოს კონსტიტუცია.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ შპს „g------------------l”-მა მისგან მიიღო საბანკო კრედიტი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში კრედიტის გზით მიღებული სესხი არ დაუბრუნა უკან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხად მიღებული კრედიტის გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს საბანკო კრედიტის სახით გაცემული თანხის დაკისრება, როგორც მსესხებელზე, ისე თავმდებ პირებზე. ასევე მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით კუთვნილი თანხის დაბრუნება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მეორე მხარესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში მხარეები მიუთითებენ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

დადგენილია, რომ შპს „g------------------l” სამეწარმეო სუბიექტია. მას სამეწარმეო საქმიანობისათვის სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. თავის მხრივ მოსარჩელე საბანკო დაწესებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საქმიანობა სესხების გაცემასტანაა დაკავშირებული. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთის, რის საფუძველზეც 2013 წლის 30 ივლისს სს „ხ--–--------------------–ოს“ და შპს „g------------------l” შორის გაფორმდა №20-.1--- გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შპს „g------------------l”-ს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 5 000 000 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტი ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 11%-36% სარგებელის დარიცხვის პირობით. 2013 წლის 30 ივლისის №20-.1--- დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმების საფუძველზე, 2013 წლის 31 ივლისს სს „ხ--–--------------------–ოსა“ და შპს „g------------------l”-ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტი ხელშეკრულება №20-.1----1, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 84 თვის ვადით, შპს „g------------------l”-ს სესხად გადასცა 1 000 000 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმებით სესხს სარგებელის სახით დაერიცხება წლიურად 12 %. 2013 წლის 30 ივლისის №20-.1--- დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმების საფუძველზე, სს „ხ--–--------------------–ოსა“ და შპს „g------------------l”-ს შორის 2014 წლის 21 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №20-.1----6, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 24 თვის ვადით, შპს „g------------------l”-ს სესხად გადასცა 890 000 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმებით სესხს სარგებელის სახით დაერიცხება წლიურად 12%. სწორედ ამ ხელშეკრულებებით მხარეებმა თავიანთი უფლება-მოვალეობის მოცულობა განსაზღვრეს.

 

უდაო გარემოებადაა დადგენილი ფაქტი მასზედ, რომ შპს „g------------------l”-მა კრედიტის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც. ფაქტობრივად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების მართლზომიერების შემოწმებისათვის უნდა შეფასდეს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. საკრედიტო ხელშეკრულების დადების და თანხის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ შპს „g------------------l”-საგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გამცემს აქვს მოთხოვნის უფლება - კრედიტის მიმღებს მოსთხოვოს შეასრულოს თანხის დაბრუნების ვალდებულება. თავის მხრივ შპს „g------------------l” მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ, შეასრულოს გარკვეული ქმედება. ამ შემთხვევაში კი ხელშეკრულებამ მოპასუხე უნდა აიძულოს შეთანხმებულ ვადაში განახორციელოს სესხის დაფარვა. დადგენილია, რომ შპს „g------------------l”-მა საბანკო პროდუქტებით ისარგებლა და აითვისა კრედიტები. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, ბანკში თანხა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებები. დავალიანების დარჩენილი თანხა შპს „g------------------l”-მა არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს „g------------------l” ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტით მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მოშლა მართლზომიერი ქმედებაა. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს უკან დაუბრუნოს სესხად მიღებული თანხა. მას სესხზე ძირი თანხის სახით გადასახდელი აქვს შემდეგი ოდენობის თანხები:

- №20-.1----1 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 51 724,54 აშშ დოლარი.

- №20-.1----6 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 841 190,49 აშშ დოლარი.

 

6.6. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მხარეთა შორის გაფორმებული ორივე საკრედიტო ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა საკრედიტო ხელშეკრულებისათვის წლიურ 12 %-ს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულებაზე სარგებელის გადახდა. სარგებელის სახით საკრედიტო ხელშეკრულებაზე გადასახდელად ერიცხება 42 492,79 აშშ დოლარი. დასახელებული სარგებელი ის თანხაა, რაც მას გადასახდელი აქვს სარჩელის აღძვრამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარგებელი სწორადაა გაანგარიშებული და მოპასუხემ ის უნდა გადაიხადოს.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს „g------------------l”-თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო ვ---------- ფ---–---იასთან, შპს ,,ს---–----+“-თან, ი---- ფ---–---იასთან და ი-----–- ფ---–---იასთან. თავდებობის ხელშეკრულებით ვ---------- ფ---–---იამ, შპს ,,ს---–----+“-მა, ი---- ფ---–---იამ და ი-----–- ფ---–---იამ იკისრეს ვალდებულება შპს „g------------------l”-თან ერთად პასუხი აგონ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.

დადგენილია, რომ შპს „g------------------l”-მა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ შპს „g------------------l”-ს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირების მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც შპს „g------------------l”-ის, ასევე ვ---------- ფ---–---იას, შპს ,,ს---–----+“-ის, ი---- ფ---–---იას და ი-----–- ფ---–---იას მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკითაა დატვირთული შემდეგი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება:

1. № 0-.2-.0-.0--.0-.0--;

2. №0-.3-.2-.2--;

3. №0-.3-.2-.2--;

4. №0-.0-.0-.0-0.0-.5--;

5. №0-.0-.0-.0-0.0-.5--;

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ შპს „g------------------l”-მა და თავდებმა პირებმა ბანკის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. მათ გადასახდელი აქვს გარკვეული თანხები. გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

6.10. მოსარჩელე მოითხოვს, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არარის საკმარისი დაკისრებული თანხის ამოღებისათვის, მაშინ მოპასუხეების ნებისმიერ ქონებაზე მიქცეული იქნას გადაწყვეტილების აღსრულება, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკის ფარგლები განსაზღვრულია კანონით. იპოთეკის საგნით უნდა დაიფაროს უზრუნველყოფილი მთლიანი მოთხოვნა. თუ გირავნობისა და იპოთეკის საგნის ღირებულება არ იქნება საკმარისი, ასეთ შემთხვევაშიც მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. საქ. სკ-ის 301-ე მუხლის 11 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს იპოთეკის საგნის ღირებულების არასაკმარისობისას, მოთხოვნა გავრცელდეს იპოთეკის გარდა სხვა ქონებაზეც, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მხარეები მასზე შეთანხმდნენ წინასწარ. წინამდებარე შემთხვევაში მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებულნი მასზედ, რომ თუ ქონების რეალიზაციით მოთხოვნა დაკმაყოფილებული ვერ იქნა, თანხის ამოღება გაგრძელდეს შპს „g------------------l”-ის და თავდები პირების ნებისმიერი ქონების ხარჯზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირად მოვალის და თავდები პირების მიმართ მისი მოთხოვნა საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

6.11. შპს „დ------------------“ ამტკიცებს, რომ მისი ქონება ვალდებულების შესრულების მიზნით რეალიზებული არ უნდა იქნას იმის გამო, რომ მოსარჩელეს, შპს „დ------------------“ არ გაუფრთხილებია მასზედ, რომ მსესხებელი და თავდები პირები არ იხდიდნენ სესხს. სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა შპს „დ------------------“-ის წარმომადგენლის არგუმენტები. მოსარჩელეს, იპოთეკის საგნის მესაკუთრის გაფრთხილების ვალდებულება არ აქვს. ის ვალდებულია თავდებ პირებს აცნობოს მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის შეწყვეტა ან დაფარვის ვადის გადაცილება. დასახელებული წესი არ მოქმედებს იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიმართ. შესაბამისად იპოთეკის საგნის მესაკუთრისათვის ასეთი ინფორმაციის მიუწოდებლობა არ წარმოადგენს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.

 

6.12. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.’’

 

სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები დაადგინა, რომ მხარეები, №20-.1--- დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმების 18.5 პუნქტით, ასევე იპოთეკის ხელშეკრულებების 6.4. პუნქტით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეების მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოპასუხეებზე თანხების დაკისრება მოითხოვა. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული №20-.1--- დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმების 18.5 პუნქტის, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების 6.4 მუხლის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 935 407,82 აშშ დოლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 5 000 ლარზე მეტს. იქედან გამომდინარე, რომ იურიდიული პირებისათვის საქმეზე გადასახდელი ბაჟის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობაა 5000 ლარი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების გამო მოპასუხეებს უნდა დაეკისროს 5 000 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ,,ხ--–--------------------–ოს“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს სრულად;

2. შპს „g--------------------”“-ს, შპს „ს---–---- +“-ს, ვ---------- ფ---–---იას, ი-----–- ფ---–---იას და ი---- ფ---–---იას სს ,,ხ--–--------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 935 407, 82 აშშ დოლარის გადახდა.

3. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას იპოთეკით დატვირთული შემდეგი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება:

№ 0-.2-.0-.0--.0-.0--;

№0-.3-.2-.2--;

№0-.3-.2-.2--;

№0-.0-.0-.0-0.0-.5--;

№0-.0-.0-.0-0.0-.5--;

 

- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული საგნების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება ბანკის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებითი აღსრულება გაგრძელდეს შპს „g--------------------”“-ს, შპს „ს---–---- +“-ს, ვ---------- ფ---–---იას, ი-----–- ფ---–---იას და ი---- ფ---–---იას ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

 

4. შპს „g--------------------”“-ს, შპს „ს---–---- +“-ს, ვ---------- ფ---–---იას, ი-----–- ფ---–---იას და ი---- ფ---–---იას, სს ,,ხ--–--------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარის ანაზღაურება.

5. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით მასზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

6. გადაწყვეტილება, დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის 30).

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე