განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
330100119003301892
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5625-19

N------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ--------–---------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, წ----------------------------

 

ადვოკატი - ზ------------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის პერიოდში, გ--------–---------მა თბილისში, წ-----–---–-----------------–--------------ში მდებარე რესტორან „წ------–ში“, ყოფილ მეუღლეს - ს--–--------–---–---–ს, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის - დ----–---------ის თანდასწრებით სახის მარცხენა მხარეს დაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი, რის შედეგადაც ს--–--------–---–---–ს გაუსკდა ტუჩი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე გ--------–---------ი ყოფილი მეუღლის - ს--–--------–---–---–ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ქონების განადგურების მუქარას, კერძოდ: ემუქრებოდა, რომ დაუწვავდა მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ასევე, გ--------–---------ი და ს--–--------–---–---–ი 2012 წლის 08 ივნისიდან დაახლოებით ერთი წელი და რამდენიმე თვე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. დაშორების შემდგომ გ--------–---------ი სისტემატიურად ცდილობდა ყოფილ მეუღლესთან ს--–--------–---–---–თან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, როგორც პირადად, ისე მობილური ტელეფონის საშუალებით და ასევე ახდენდა მის უკანონო თვალთვალს. კერძოდ აკითხავდა სამსახურში, მიდიოდა მის საცხოვრებელ სახლთან და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუდმივად აკონტროლებდა სად ვისთან ერთად იყო და დაყვებოდა უკან, როგორც მანქანით, ისე ფეხით გადაადგილებისას. გარდა ამისა უკონტროლებდა მობილურ ტელეფონს. ს--–--------–---–---–მა ყოფილი მეუღლის გ--------–---------ის აღნიშნული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, იყო დათრგუნული და თავს გრძნობდა დაუცველად, უჩნდებოდა გ--------–---------ის მხრიდან მის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ქონების- ავტომანქანის განადგურების საფუძვლიანი შიში, რის გამოც სურვილი აღარ ჰქონდა გაესეირნა ან სადმე გასულიყო მეგობართან ერთად. ამასთან იძულებული იყო უარი ეთქვა ახალი სამსახურის დაწყებაზე, იმის შიშით რომ გ--------–---------ი იქაც შეარცხვენდა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლოს დასკვნა გ--------–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ--------–---------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - ს--–--------–---–---–ის განცხადებას და თანდართულ ფოტოსურათებს, მოწმეების: ს--–--------–---–---–ის, ე--------–-–---–ის, ი---------------–--ის, ს-------------იას, ა--------–-–---–ის, ნ----------–---–ის, ლ---------–----–---–ის, ჟ-----–-----ას, მ-----–------–იძის, გ--–-----–---–---–ის, დ----–---------ის, ლ------------ის, გ---–------–-იას და ვ---------------იას გამოკითხვის ოქმების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნას, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ--------–---------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული მუხლის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით.

 

ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ადევნებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლით, რაც გულისხმობს პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირისა და მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.

 

ასევე კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გ--------–---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის პერიოდში, გ--------–---------მა თბილისში, წ-----–---–-----------------–--------------ში მდებარე რესტორან „წ------–ში“, ყოფილ მეუღლეს - ს--–--------–---–---–ს, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის - დ----–---------ის თანდასწრებით სახის მარცხენა მხარეს დაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი, რის შედეგადაც ს--–--------–---–---–ს გაუსკდა ტუჩი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

ასევე გ--------–---------ი ყოფილი მეუღლის - ს--–--------–---–---–ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ქონების განადგურების მუქარას, კერძოდ: ემუქრებოდა, რომ დაუწვავდა მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

ასევე, გ--------–---------ი და ს--–--------–---–---–ის 2012 წლის 08 ივნისიდან დაახლოებით ერთი წელი და რამდენიმე თვე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. დაშორების შემდგომ გ--------–---------ი სისტემატიურად ცდილობდა ყოფილ მეუღლესთან ს--–--------–---–---–თან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, როგორც პირადად, ისე მობილური ტელეფონის საშუალებით და ასევე ახდენდა მის უკანონო თვალთვალს. კერძოდ აკითხავდა სამსახურში, მიდიოდა მის საცხოვრებელ სახლთან და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუდმივად აკონტროლებდა სად ვისთან ერთად იყო და დაყვებოდა უკან, როგორც მანქანით, ისე ფეხით გადაადგილებისას. გარდა ამისა უკონტროლებდა მობილურ ტელეფონს. ს--–--------–---–---–მა ყოფილი მეუღლის გ--------–---------ის აღნიშნული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, იყო დათრგუნული და თავს გრძნობდა დაუცველად, უჩნდებოდა გ--------–---------ის მხრიდან მის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ქონების- ავტომანქანის განადგურების საფუძვლიანი შიში, რის გამოც სურვილი აღარ ჰქონდა გაესეირნა ან სადმე გასულიყო მეგობართან ერთად. ამასთან იძულებული იყო უარი ეთქვა ახალი სამსახურის დაწყებაზე, იმის შიშით რომ გ--------–---------ი იქაც შეარცხვენდა ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ--------–---------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------–---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე გ--------–---------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე გ--------–---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, მის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილით რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ--------–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლი და საქართველოს სსკ-ის 111.1511-ე მუხლი) ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ--------–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც გ--------–---------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 200-იდან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას 120-იდან 180 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან შინა პატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას 120-იდან 180 საათამდე, თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულ გ--------–---------ის მიმართ შერაცხული ბრალდებები სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი სპეციფიკური სახე, მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

ასევე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ხასიათზე და მისი ჩადენის სპეციფიკაზე, დანაშაულები სადაც აგრესია მიმართულია საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში ყოფილი მეუღლის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას (მეგობრებისა და ახლობლების გარემოში რესტორანში) მიუთითებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებზე, ოჯახის წევრის მიმართ მიმართული ძალადობრივი ქმედების ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზით, ასევე ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით ნათლად ჩანს ბრალდებულის ხასიათი და მისი დამოკიდებულება მსხვერპლის მიმართ, ის, რომ იგი ვერ აკონტროლებს მის რისხვას, რომელიც მიმართულია მისი ყოფილი მეუღლის მიმართ, მართალია ამგვარი კატეგორიის დანაშაული ძირითადად ხდება ჩაკეტილ სივრცეში, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებული არ მოერიდა საზოგადოების თავშეყრის ადგილას განეხორციელებინა ძალადობა მისი ყოფილი მეუღლის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

სასამართლომ ასევე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ გ--------–---------ის აღიარება და სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ და ხომ არ არის ზემოქმედება მომხდარი მსხვერპლზე თავად ბრალდებულის ან მათივე ოჯახის წევრების მხრიდან (საქმის მასალებში წარმოდგენილია დაზარალებულ ს--–---------–---–---–ის განაცხადა, რომლის მიხედვითაც მისი მეუღლის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ვინაიდან შეურიგდა მას). სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ აღიარებს მომხდარ ფაქტს და ინანიებს, აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტი.

 

შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, გ--------–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ასევე დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, თუმცა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ--------–---------ის დანაშაულებრივი ქმედება მიმართულია მისივე ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად მას განუსაზღვრავს სასჯელს საქართველოს სსკ-ის 531, 59-ე მუხლების გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ--------–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

გ--------–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

გ--------–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ--------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--------–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გ--------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 ოქტომბრიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები 01(ერთ) ცალ ელექტრონულ დისკზე რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე