განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2020
საქმის ნომერი
030100119003293247
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN030100119003293247

N1/365-2019

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთი საქალაქო სასამართლო

 

06 თებერვალი, 2020 წელი ქ. ფოთი

 

მოსამართლე დავით კეკენაძე

 

სხდომის მდივანი ლევან ქირია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1 პროკურორი ა-–---------- კ-------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული რ------ წ----–---, (დაბ. 1-.0-.1--- წ; საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, მცხ. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------- ფ-----)

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

 

2.2. ადვოკატი ზ---- კ--------–--; დ------- თ--------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2019 წლის 14 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა რ------ წ----–---მ 2019 წლის 22 ოქტომბერს დაახლოებით 10:30 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის პ------- ფ-----ს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას თავის მამას, რ-------- წ----–---ს მოუგრიხა და დაარტყა ხელი მარცხენა მკლავზე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ბრალად წარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება, მოქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენას და დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას; ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ რ------ წ----–---- მიმართ უნდა დადგეს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გამამართლებელი განაჩენი, რამეთუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დგინდება ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა; ე.ი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა რ------ წ----–---- ბრალეულობაში;

 

4.სასამართლო თავის სამართლებრივ შეფასებას ამყარებს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებზე:

 

წარმოდგენილ მტკიცებულებებიდან მოწმე (დაზარალებული) რ-------- წ----–---მ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. (ბრალდებულის მამა);

 

მოწმე ტ------- წ----–---მ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე .(ბრალდებულის დედა);

 

ბრალდების მხარემ უარი თქვა მოწმე რ----- წ----–---- დაკითხვაზე; (ბრალდებულის შვილი);

 

მოწმე ფ-------- დ----------მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ პოლიციელია; 2019 წლის 23 ოქტომბერს დაკავებული იქნა ბრალდებული რ------ წ----–--- მამის მიმართ ძალადობის ფაქტზე; უფლებები განემარტა; შედგა დაკავების ოქმი;

 

მოცემულ შემთხვევაში, მოწმე ფ-------- დ----------ს ჩვენება ირიბი მტკიცებულებაა და სსსკ-ს 13-ე და 76-ე მუხლების თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამეთუ გამყარებული არაა პირდაპირი მტკიცებულებებით;

 

მოწმე ლ-–- ს-------მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ პოლიციელია; 2019 წლის 22 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება ბრალდებულის მიმართ ოჯახურ ძალადობაზე; მეორე დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე რ------ წ----–--- დაკავებული იქნა პოლიციის შენობაში; ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი აღმოჩენილი არ ყოფილა;

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმე ლ-–- ს-------ს ჩვენება ასევე ირიბი მტკიცებულებაა და სსსკ-ს 13-ე და 76-ე მუხლების თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამეთუ ასევე გამყარებული არაა პირდაპირი მტკიცებულებებით;

 

მოწმე თ------ რ------მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ პოლიციის გამომძიებელია; 2019 წლის 22 ოქტომბერს მათთან გამოცხადდა რ-------- წ----–--- და განაცხადა, რომ შვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას; დაიწყო ფაქტზე გამოძიება, გამოიკითხა დაზარალებული, რომელმაც განმარტა, რომ შვილმა ხელი მოუგრიხა და ხელი დაარტყა მარცხენა მკლავზე, განიცადა ფიზიკური ტკივილი; ბრალდებული დაკავებული იქნა; ფაქტის უშუალო თვითმხილველი არაა;

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმე თ------ რ------ს ჩვენება ასევე ირიბი მტკიცებულებაა და სსსკ-ს 13-ე და 76-ე მუხლების თანახმად გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამეთუ ასევე გამყარებული არაა პირდაპირი მტკიცებულებებით;

 

მოწმე ზ--- ბ-------მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2019 წლის 15 ოქტომბერს იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნახა ბრალდებული და სთხოვა შეშის მოტანა, სანაცვლოდ დაპირდა თანხის გადახდას პენსიის აღებისთანავე; რ------ წ----–--- დათანხმდა; 22 ოქტომბერს, ეზოში ყოფნისას, მოესმა ხმამაღალი საუბარი, დაინახა რ-------- წ----–--- გზაზე მიმავალი; გადავიდა მათ სახლში და ნახა ბრალდებულის დედა მეზობელ ქალთან ერთად სიმინდს არჩევდა; რომ იკითხა, რა მოხდაო, რ--------ს ცოლმა სთხოვა თავი დაენებებინა; ეზოში ურიკაზე შეშა ეწყო და მიხვდა, რომ ეს შეშა უნდა მიეტანა მისთვის ბრალდებულს, რაც სავარაუდოდ უთანხმოების მიზეზი გახდა; ჩხუბის შემსწრე არაა და რა მოხდა უცნობია;

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმე ზ--- ბ-------ს ჩვენება ასევე ირიბი მტკიცებულებაა და სსსკ-ს 13-ე და 76-ე მუხლების თანახმად გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამეთუ ასევე გამყარებული არაა პირდაპირი მტკიცებულებებით;

 

მოწმე თ--- ბ–--–---მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ რ------ წ----–--- მეზობელია; 2019 წლის 22 ოქტომბერს ხმამაღალი ლაპარაკი მოესმა და გადავიდა; ბრალდებულს მეზობლისთვის შეშა უნდა გადაეტანა და ამაზე იყო უკმაყოფილება; რ-------- წ----–---ს ტელეფონზე სურდა დარეკვა, რ------ წ----–---მ კი ხელი მოუტრიალა, წაართვა ტელეფონი და გაეცალა; დარტყმის ფაქტი არ დაუნახია;

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მისი გამოძიებაში გამოკითხვის ოქმი, რაც დაადასტურა; სადაც განმარტა, რომ 2019 წლის 22 ოქტომბერს დილის საათებში რ------ წ----–---- სახლიდან გაიგონა ჩხუბის ხმა, კერძოდ ბრალდებული უცენზურო სიტყვებით მიმართავდა რ-------- წ----–---ს; გადავიდა მათთან, რ-------- ცდილობდა დაერეკა პოლიციაში, ბრალდებულმა ხელი მოუგრიხა, დედა - ტ------- წ----–--- აშველებდა მათ, თუმცა რ------ წ----–--- მამას ხელით მაინც შეეხო; შემდგომში ბრალდებულის მამა წავიდა პოლიციაში; ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმემ აჩვენა, რომ დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს;

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმე თ--- ბ–--–---ს ჩვენება არაა ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამეთუ ასევე გამყარებული არაა სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით; დაზარალებულის ხელის მოგრეხა და ხელით შეხება არ ნიშნავს ცალსახად ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა ხელი დაარტყა ოჯახის წევრს-მამას მარცხენა მკლავზე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; აღნიშნული გარემოება არ დასტურდება მოწმე თ--- ბ–--–---ს ჩვენებით; მითუმეტეს სასამართლო სხდომაზე მოწმემ განმარტა, რომ დარტყმის ფაქტი არ დაუნახია; ასევე საგულისხმოა, რომ მოწმის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და ამ კუთხითაც არ შეიძლება ჩაითვალოს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად;

 

გარდა ამისა იმ მოცემულობაში, როცა დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, შეუძლებელია დადგინდეს, განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი; დაზარალებულს შესაძლო კონფლიქტის შემდეგ რომ დარჩენოდა სხეულზე ისეთი დაზიანებები, რაც თვალნათლივ მიუთითებდა განცდილ ფიზიკურ ტკივილზე, მაშინ ასეთი ტკივილის განცდა სადაო ვერ გახდებოდა (მაგ. თავზე ან სხეულის სხვა ნაწილზე ჰემატომის, ჭრილობის ან სხვა ინტენსიური და მნიშვნელოვანი დაზიანებების არსებობა); რასაც მოცემულ შემთხვევაში არა აქვს ადგილი;

 

მოწმე მ------ ნ-----–---მ აჩვენა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტია; 2019 წლის 22 ოქტომბერს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა რ-------- წ----–---; მისი გადმოცემით პ------- ფ----–-, საცხოვრებელ სახლში შვილმა დაარტყა ხელი მარცხენა მხრის არეში, დაეცა და დაარტყა მარცხენა მხარი; შემოწმების შედეგად დაუდგინდა, რომ მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევი; დაზიანება მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად; თუ რატომაა გამომძიებლის დადგენილებაში აღნიშნული მარცხენა მხარის დაზიანებებზე და რატომ გამოუვლინდა დაზარალებულს სხეულის მარჯვენა მხარეს დაზიანებები, ამაზე პასუხის გაცემა მისი კომპეტენცია არაა;

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმე მ------ ნ-----–---- ჩვენება ასევე ირიბი მტკიცებულებაა და სსსკ-ს 13-ე და 76-ე მუხლების თანახმად გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამეთუ ასევე გამყარებული არაა პირდაპირი მტკიცებულებებით; მან მოახდინა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების კონსტანტაცია და მომხდარის შესახებ ცნობილია, მხოლოდ რ-------- წ----–---- გადმოცემით; შემთხვევის უშუალო მომსწრე არაა; ასევე საგულისხმოა, რომ დადგენილების ბრალდების შესახებ თანახმად, ბრალდებულმა დაზარალებულს დაარტყა ხელი მარცხენა მკლავზე და არა მარჯვენაზე, ასევე ამავე დადგენილების თანახმად მოუგრიხა მარცხენა ხელი, როცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ჩვენებასა და დასკვნაში აღნიშნულია დაზიანებები მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე;

 

ამასთან, სასამართლო ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები არაა პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებულ რ------ წ----–---- მიმართ ბრალდების ნაწილში; კერძოდ, პოლიციის შეტყობინებისა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად დაზარალებული სცემა ბრალდებულმა, მარცხენა მკლავზე ხელის დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი; აღნიშნულმა (მარცხენა მკლავზე ხელის დარტყმა, ძლიერი ფიზიკური ტკივილის განცდა) სასამართლო სხდომაზე ვერ ჰპოვა დადასტურება გამოკვლეული რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულებებით;

 

2019 წლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან ხელის დარტყმის შედეგად განხორციელდა ძალადობა; აღნიშნული სასამართლო სხდომაზე ასევე ვერ დადასტურდა; რ-------- წ----–---მ ისარგებლა კონსტიტუციური უფლებით და სასამართლოს ჩვენება არ მისცა (ფაქტიურად უარყო აღნიშნული ფაქტი); ხოლო სხვა მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება ვერ დადასტურდა; აქვე ეჭვქვეშ დგება ფიზიკური ტკივილის განცდა;

 

2019 წლის 28 ოქტომბრის N 007543119 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რ-------- წ----–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით; დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ დაზარალებული უჩივის ტკივილს მარცხენა მხარის მიდამოში; მარჯვენა იდაყვის მიდამოში აღენიშნება ნაჭდევი; შესამოწმებლის გადმოცემით ბრალდებულმა 2019 წლის 22 ოქტომბერს დაარტყა ხელი მარცხენა მხარის არეში, დაეცა და დაარტყა მარცხენა მხარი;

 

მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა და მასშიდ მოყვანილი განმარტებები ბრალდებულ რ------ წ----–---- მიმართებაში ასევე ირიბი მტკიცებულებაა და სსსკ-ს 13-ე და 76-ე მუხლების თანახმად გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამეთუ ასევე გამყარებული არაა პირდაპირი მტკიცებულებებით; ექსპერტმა მოახდინა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების კონსტანტაცია, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა; მომხდარის თაობაზე აღწერილია მხოლოდ რ-------- წ----–---- გადმოცემით; საგულისხმოა რ-------- წ----–---- წინააღმდეგობრივი განმარტებები დაზიანებების მიყენების მექანიზმისა და ლოკაციის თაობაზე (ხელის მოგრეხვა და მარცხენა მკლავზე ძლიერად დარტყმა-გამოძიების პროცესში და ექსპერტიზაზე კი - მარცხენა ხელის არეში დარტყმა ბრალდებულის მხრიდან და მარცხენა მხარით დაცემა);

 

ბრალდებულმა რ------ წ----–---მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2019 წლის 22 ოქტომბერს მამაზე დაზიანებები არ მიუყენებია; ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებები დაზარალებულმა მიიღო ბოსტანში, როცა ხბომ მიწაზე წააქცია; შემთხვევის დღეს მეზობელ ქალთან უნდა გადაეტანა შეშა, რაზეც რ-------- წ----–---მ უთხრა, რომ არ გადაეტანა და თან წყევლიდა; ამაზე მოხდა შეკამათება; არავითარი ხელის დარტყმა და მოგრეხა არ მომხდარა; ხმაურზე შევიდა მეზობელი თ--- ბ–--–---, რომელმაც სთხოვა არ ეპასუხა; შემდეგ გავიდა გარეთ; მამამ, ეტყობა გაბრაზებულზე დაწერა განცხადება;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდოამზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდებულის ჩვენებით, დაბადების მოწმობის ასლით დადგენილია, რომ ბრალდებული ვ-–-------- ა---–--- არის დაზარალებულ ა------–-- ა---–---ს შვილი.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ძალადობაში. ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე სხდომაზე გამოკვლეული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებებით არ დგინდება ბრალდებულის მხრიდან ბრალად წარდგენილ ქმედებას - ხელის დარტყმას; ისევე, როგორც არ არის დადგენილი შედეგი - დაზარალებულში ფიზიკური ტკივილის გამოწვევა.

 

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულმა რ-------- წ----–---მ - ისარგებლა საქართვლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით (არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ამდენად, ყველა მისი განცხადება და განმარტება, ვერ იქნება სარწმუნო, როცა მან სასამართლო სხდომაზე უარი თქვა ჩვენებაზე და შესაბამისად დანაშაულის ფაქტის დადასტურებაზე;

 

ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, როგორც გამოქვეყნებული განცხადება, ასევე ირიბი მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას. აღნიშნული მტკიცებულებების მხედველობაში მიღების გარეშე კი, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი სხვა რელევანტური მტკიცებულებები უშუალოდ ქმედების, მისი სუბიექტის ან შედეგის შესახებ, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა შეუძლებელია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედაც, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, შედეგის არსებობა. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს.

 

იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი სარწმუნო პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლებოდა განსაზღვრულიყო დაზარალებულისთვის შესაძლო ფიზიკური ტკივილის მიყენება.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა ასევე ვერ დადგინდა.

 

აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ რ------ წ----–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს;

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გადაწყვეტილება ბრალდებულისთვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და ბრალდებულის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რის გამოც ბრალდებულს უნდა განემარტოს აღნიშნული უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებული რ------ წ----–--- (პ/ნ 5----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. რ------ წ----–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და რ------ წ----–--- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. გამართლებულ რ------ წ----–---ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე