განაჩენი

სისხლის სამართლის 13.01.2020
საქმის ნომერი
330100119003255340
თარიღი
13.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5071-19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

13 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გრიგოლ ნიშნიანიძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი----- რ----–--ის ძე ც---------–---–ი (დ----------–- - 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ. თბილისი, ბ----ს ქუჩა N-- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------ის ქუჩა N-, ბინა N---ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატი - ბ--- გ---–-----ი

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ამავე კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

 

დისპოზიცია: ა) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა; ბ) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; გ) ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მომზადება; დ) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობა.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 1-------------ს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ--ის პარკის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე ი----- ც---------–---–ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკულ საშუალებებს ალფა პვპ-ს წონით 3,49 გრამს და ტეტრაჰიდროკანაბინოლს წონით 0,101 გრამს და კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერება ADB-FUBINACA-ს წონით - 5,91 გრამს, რომლებიც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. ზემოაღნიშნული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ი----- ც---------–---–ს რეალიზაციისთვის უნდა განეთავსებინა ქ. თბილისში არსებულ სხვადასხვა უბნებში, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ისინი ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

1.2. ამავდროულად, ი----- ც---------–---–ს ქ.თბილისში, დ----- ა----–-----–ის გამზირი N-64-ში, თ------–---–ის თეატრის მიმდებარედ ბალახებში ერთ შეფუთვად, წონით 1,77 გრამი, დ----- ა----–-----–ის გამზირი N-64-ის მიმდებარედ ხის ძირში ქვის ქვეშ ერთ შეფუთვად, წონით 1,91 გრამი, ვ-–- ი-------–ის 3-----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შვიდ შეფუთვად, წონით 13,3 გრამი, ვ-–----–----–ას გამზირი, მეშვიდე კვარტლის N-5-ე კორპუსის პირველ სადარბაზოში ორ შეფუთვად, წონით 3,7 გრამი, დ----- ა----–-----–ის გამზირი N-80-ში მდებარე მე--- საჯარო სკოლის წინა ეზოში ერთ შეფუთვად, წონით 1,84 გრამი, დ----- ა----–-----–ის გამზირი N-80-ში მდებარე მე--- საჯარო სკოლის უკან ეზოში ერთ შეფუთვად, წონით 1,88 გრამი, ა. პ---–------------ს ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებულ სკვერში ერთ შეფუთვად, წონით 1,75 გრამი, ა-–---------ე ყ------ის გამზირი N-9ბ-ს მეოთხე სადარბაზოში ერთ შეფუთვად, წონით 1,66 გრამი და პ----ის გამზირი N---ე კორპუსის პირველ სადარბაზოში ოთხ შეფუთვად, წონით 7,3 გრამი, გასაღების მიზნით განთავსებული ჰქონდა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ADB-FUBINACA, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ისინი ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად და ი----- ც---------–---–მა დანაშაული ბოლომდე ვერ განახორციელა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ი----- ც---------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულის ნაწილობრივ აღიარებისა (აღიარა მხოლოდ შეძენა-შენახვის ეპიზოდი, გასაღების ნაწილში თავი სცნო უდანაშაულოდ), ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გ------ი გ----–--ს, რ-------- ბ---–---–ის გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 1------------ის ბრალდებულის დაკავების ოქმს, პირადი ჩხრეკის ოქმს, ბინის ჩხრეკის ოქმს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 2------------ის ქიმიური ექსპერტიზის #4--------------- დასკვნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 0-------------ის ქიმიური ექსპერტიზის #4--------------- დასკვნას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 0-----------–ის განაჩენს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ი----- ც---------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საქმის არსებითად განხილვის სახდომაზე, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

3.4. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით კრიმინალიზებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული დანაშაულისიგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. რაც შეეხება უშუალოდ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით, კანონმდებელი მის დანაშაულის საგნად აცხადებს „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ფსიქოაქტიური ნივთიერებებს. თავად დასახელებული კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოაქტულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით და ასევე, იმ ნივთიერებებზეც, რომლებიც არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კატეგორიას და განსაზღვრულია „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოაქტულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით. ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად კი, ამავე კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე; ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე.

3.5. სასამართლო განმარტავს, რომ „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის ამ კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია, ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, ფსიქოაქტიური ზეგავლენა არის აღქმის, გუნება-განწყობის, ცნობიერების, შემეცნებისა და ქცევის შეცვლის თანამდევი ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, აკრძალულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.

3.6. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნაში. მოცემულ შემთხვევაში ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ფსიქოაქტიური ნივთიერების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება.

 

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილში კანონმდებლის მიერ მოცემულია დანაშაულის მომზადების და დანაშაული მცდელობის განმარტებები, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე--- მუხლის თანახმად, „დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა“, რაც მოიაზრებს დანაშაულის ჩასადენად იარაღის ან საშუალებების გამონახვას ან პირობების სხვაგვარ შექმნას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, ასევე ზოგიერთი ნაკლებად მძიმე დანაშაულის მომზადებისათვის. ამასთან, სსკ-ის მე--- მუხლის მიხედვით, დასჯადია არა დანაშაულის მომზადება ზოგადად, არამედ კონკრეტული დანაშაულის, კონკრეტული დელიქტის მომზადება. სასამართლო აგრეთვე განმარტავს: დანაშაულის მომზადების დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დანაშაულის შედეგის დადგომის საფრთხე იყოს შორეული და აბსტრაქტული.

 

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა, უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. (დანაშაულის მცდელობისა და მომზადების ურთიერთგამიჯვნის შესახებ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 25 ნოემბრის დიდი პალატის N-68-აპ განჩინება).

 

3.9. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - გ------ი გ----–--ს, რ-------- ბ---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 1------------ის ბრალდებულის დაკავების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 2------------ის ქიმიური ექსპერტიზის #4--------------- დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 0-------------ის ქიმიური ექსპერტიზის #4--------------- დასკვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 0-----------–ის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა წერილობით მტკიცებულებებით, 2019 წლის 1-------------ს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ--ის პარკის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე ი----- ც---------–---–ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკულ საშუალებებს ალფა პვპ-ს წონით 3,49 გრამს და ტეტრაჰიდროკანაბინოლს წონით 0,101 გრამს და კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერება ADB-FUBINACA-ს წონით - 5,91 გრამს, რომლებიც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. ზემოაღნიშნული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ი----- ც---------–---–ს რეალიზაციისთვის უნდა განეთავსებინა ქ. თბილისში არსებულ სხვადასხვა უბნებში, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ისინი ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკის შედეგად; ამავდროულად, ი----- ც---------–---–ს ქ.თბილისში, დ----- ა----–-----–ის გამზირი N-64-ში, თ------–---–ის თეატრის მიმდებარედ ბალახებში ერთ შეფუთვად, წონით 1, 77 გრამი,დ----- ა----–-----–ის გამზირი N-64-ის მიმდებარედ ხის ძირში ქვის ქვეშ ერთ შეფუთვად,წონით 1, 91 გრამი, ვ-–- ი-------–ის 3-----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შვიდ შეფუთვად, წონით 13,3 გრამი, ვ-–----–----–ას გამზირი, მეშვიდე კვარტლის N-5-ე კორპუსის პირველ სადარბაზოში ორ შეფუთვად, წონით 3,7 გრამი, დ----- ა----–-----–ის გამზირი N-80-ში მდებარე მე--- საჯარო სკოლის წინა ეზოში ერთ შეფუთვად, წონით 1, 84 გრამი, დ----- ა----–-----–ის გამზირი N-80-ში მდებარე მე--- საჯარო სკოლის უკან ეზოში ერთ შეფუთვად, წონით 1, 88 გრამი, ა. პ---–------------ს ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებულ სკვერში ერთ შეფუთვად, წონით 1, 75 გრამი, ა-–---------ე ყ------ის გამზირი N-9ბ-ს მეოთხე სადარბაზოში ერთ შეფუთვად, წონით 1, 66 გრამი და პ----ის გამზირი N---ე კორპუსის პირველ სადარბაზოში ოთხ შეფუთვად, წონით 7,3 გრამი, გასაღების მიზნით განთავსებული ჰქონდა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ADB-FUBINACA, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ისინი ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად და ი----- ც---------–---–მა დანაშაული ბოლომდე ვერ განახორციელა.

3.10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი----- ც---------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ახალი ფსიქოაქტული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტული ნივთიერების უკანონო გასაღების მომზადება და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ახალი ფსიქოაქტული ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ი----- ც---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ნასამართლობა - დანაშაულის რეციდივი.

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას - ექვს წლამდე ვადით; ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას - ხუთ წლამდე ვადით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას - ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით;

5.6. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

 

5.7. საქმეში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 0-----------–ის განაჩენი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ქმედების ჩადენის დროს - ი----- ც---------–---–ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. შესაბამისად, ი----- ც---------–---–ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N-/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი, უზენასი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N-08აგ-16 გადაწყვეტილება და უზენასი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემებრის N349აპ-17 გადაწყვეტილება).

 

5.8. გამომდინარე აქედან, ბრალდებულს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 0-----------–ის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი. აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ ი----- ც---------–---–ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმადაც, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.

5.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი----- ც---------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე, მის წარსულ ცხოვრებას, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას და ხასიათს, ამოღებული ნარკოტიკულ და ახალ ფსიქოაქტიური საშუალებების ოდენობას, მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომაზე.

 

5.10. ამასთან, ი----- ც---------–---–ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- ც---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. ი----- ც---------–---–ი ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. ი----- ც---------–---–ი ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

4. ი----- ც---------–---–ი ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი----- ც---------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 0-----------–ის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 0-----------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი----- ც---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

7. მსჯავრდებულ ი----- ც---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1------------იდან.

 

8. მსჯავრდებულ ი----- ც---------–---–ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

9. მსჯავრდებულ ი----- ც---------–---–ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

- ი----- ც---------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა, გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მომწვანო ფერის ფხვიერი მასა, გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოთეთრო-მოცისფერო მცენარეული მასა, ქაღალდის ორად შეკრული პაკეტი მათში მოთავსებული მომწვანო ფერის ნივთიერებით, ქაღალდის ნაჭერში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა, მწვანე ფერის წებოვანი ლენტით შეკრული 5 ცალი პაკეტი ე.წ. „ბაში“ მათში მოთავსებული ფხვიერი ნივთიერებით - ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად ქ.თბილისში, დ----- ა----–-----–ის გამზირი N-64-ის უკან, ხის ქვემოთ განთავსებული ქვიდან ამოღებული შავი ფერის წებოვან ლენტში გახვეული მოყავისფრო მყარი მასა, ქ.თბილისში, დ----- ა----–-----–ის გამზირი N-64-ის უკან, „თ------–---–ის“ თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან ბალახებიდან ამოღებული შავი ფერის წებოვან ლენტში გახვეული მყარი მასა, ქ.თბილისში, დ----- ა----–-----–ის გამზირი N-80-ში მდებარე N-8-ე საჯარო სკოლის უკანა ეზოში განთავსებული ასასვლელი კიბის ქვედა მხარიდან ამოღებული თეთრი ფერის ორმაგი მწებავი ლენტით მიწებებული შავი ფერის ლენტში გახვეული მყარი მასა, ქ.თბილისში, დ----- ა----–-----–ის გამზირი N-80-ში მდებარე N-8-ე საჯარო სკოლის წინა ეზოში, სტადიონის მარცხენა მხარეს ბალახებიდან ამოღებული შავი ფერის ლენტში გახვეული მყარი მასა, ქ.თბილისში, პ----ის გამზირი N---ე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სადარბაზოდან ამოღებული ორი ცალი ლურჯი ფერის წებოვან ლენტებში გახვეული მყარი მასა და ორი ცალი ლურჯი ფერის წებოვან ლენტში გახვეული მყარი მასა, ქ.თბილისში, ა-–---------ე ყ------ის გამზირი N-9ბ საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სადარბაზოს მეორე სართულიდან ამოღებული ლურჯი ფერის ლენტი მასში გახვეული მყარი მასით, ქ.თბილისში, ვ-–--ფ–----–ას გამზირი, მ-------------–ი, N-5-ე კორპუსის პირველი სადარბაზოდან ამოღებული თეთრი ფერის ლენტით დაწებებული ლურჯი ფერის მწებავ ლენტში გახვეული მყარი მასა და თეთრი ფერის ლენტით დაწებებული ლურჯი ფერის მწებავ ლენტში გახვეული მყარი მასა, ქ.თბილისში, ა. პ---–------------ს ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული შავი ფერის მწებავი ლენტში გახვეული მყარი მასა, ქ.თბილისში, ვ-–--ი-------–ის ქუჩა N3-----ში მდებარე კორპუსის სადარბაზოდან ამოღებული თეთრი ფერის ლენტით მიწებებული შავი ფერის მწებავ ლენტში გახვეული მყარი მასა, თეთრი ფერის ლენტით მიწებებული შავი ფერის მწებავი ლენტში გახვეული მყარი მასა, თეთრი ფერის ლენტით მიწებებული შავი ფერის ლენტში გახვეული მყარი მასა, თეთრი ფერის ლენტით მიწებებული შავი ფერის ლენტში გახვეული მყარი მასა, თეთრი ფერის ლენტით მიწებებული შავი ფერის ლენტში გახვეული მყარი მასა, თეთრი ფერის ლენტით მიწებებული შავი ფერის ლენტში გახვეული მყარი მასა და შავი ფერის ლენტში გახვეული მყარი მასა - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ობიექტების შესაფუთი მასალეებიდან აღებული ანაწმენდები, ი----- ც---------–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ--ე-ს----------–ოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

 

- ი----- ც---------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი; სიმ ბარათი; საფულე; 3 ცალი 100-ლარიანი კუპიურა; 2 ცალი 50-ლარიანი კუპიურა; 1 ცალი 20-ლარიანი კუპიურა; 1 ცალი 10-ლარიანი კუპიურა; პირადობის მოწმობა; პლასტიკური ბარათები; საგარანტიო ფურცელი და ბრელოკი, რომლებიც ინახება შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ--ე-ს----------–ოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე