განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3688-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–- ყ------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------ ვ-–---------- ძე ი------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---------------–--–-------------–-----------
ადვოკატი - ც------------------
კვალიფიკაცია:
1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 14 ივნისს, გ------ ი------ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0-----. ორდერის მიხედვით გ------ ი-----ს აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ი---- ი-----თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც შესაძლოა ი---- ი------ იმყოფებოდეს. აღნიშნულის მიუხედავად, გ------ ი-----მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, მივიდა თ---–--–-- გ-------- ქუჩა #1--–- ი---- ი------ს საცხოვრებელ სახლში.
1.2. 2019 წლის 24 ივნისს, თ---–--–-- გ-------- ქუჩა #1--–-, ი---- ი-----ს ყოფილმა მეუღლემ - გ------ ი-----მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ი---- ი----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2019 წლის 24 ივნისს, თ---–--–-- გ-------- ქუჩა #1--–-, როდესაც გ------ ი------ მივიდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში, ი---- ი-----მა მას მოსთხოვა დაეტოვებინა აღნიშნული მისამართი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუძახებდა პოლიციას. აღნიშნულის შემდეგ გ------ ი------ გახდა აგრესიული და ი---- ი-----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა, რომ არ აცოცხლებდა თუკი არ შეურიგდებოდა, ხოლო დაჭერის შემთხვევაში ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
2.1. 2019 წლის 14 ივნისს, გ------ ი------ს მიმართ, ყოფილ მეუღლეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0-----. ორდერის მიხედვით, გ------ ი-----ს, 30 დღის ვადით აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ი---- ი-----თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ი---- ი------ შესაძლოა იმყოფებოდეს. ორდერით გათვალისწინებულ შეზღუდვებს გაეცნო მოძალადე გ------ ი------ და აღნიშნული დაადასტურა ხელმოწერით.
2.2. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, 2019 წლის 24 ივნისს, 1---- საათზე, მსხვერპლმა დარეკა სსიპ „112-ში“ და პოლიციას აცნობა გ------ ი------ს მხრიდან ორდერის პირობის დარღვევის და მუქარის ფაქტის შესახებ.
2.3. დაზარალებულ ი---- ი------ს ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ ყოფილი მეუღლე გ------ ი------ ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც გამოცემული იქნა არაერთი შემაკავებელი ორდერი. ბოლო შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა 2019 წლის 14 ივნისს, გ------ ი-----ს აეკრძალა მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 24 ივნისს გ------ ი------ ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მასთან სახლში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2.4. მოწმე ნ-----–- ა-----ის ზეპირი ჩვენებით, მისი ყოფილი სიძის - გ------ ი------ს მიმართ 2019 წლის 14 ივნისს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. გ------ ი----მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და 2019 წლის 24 ივნისს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, მივიდა მსხვერპლთან ი---- ი-----თან სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა მოწმე ნ-----–- ა-----ი.
2.5 უდავო მტკიცებულებით - დაზარალებულის შვილის ვ-–-------- ი------ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ გ------ ი------ ი---- ი-----ს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 24 ივნისს ი---- ი----მა ტელეფონით შეატყობინა, რომ სახლში მისული იყო გ------ ი------.
2.6. გ------ ი-----მა შესავალ და დასკვნით სიტყვაში დაადასტურა შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი.
ოჯახში ძალადობა
2.7. დაზარალებულ ი---- ი------ს ზეპირი ჩვენებით, 2019 წლამდე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------ ი-----თან, განქორწინების მიუხედავად, ეს უკანასკნელი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და მოითხოვდა შერიგებას. 2019 წლის 24 ივნისს, გ------ ი------, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა ი---- ი----თან სახლში და დედის ნ-----–- ა-----ის და მეზობლის ი----- ვ-–----ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა დედის მისამართით, ეუბნებოდა რომ იყო ,,ქუჩის ქალი“, ჰყავდა ,,საყვარლები“ და ეწეოდა აღვირახსნილ ცხოვრებას. ი---- ი-----მა მოუწოდა თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას გამოიძახებდა, აღნიშნულმა გ------ ი------ გააღიზიანა და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ტკივილი.
2.8. მოწმე ნ-----–- ა-----ის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, გ------ ი------, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა დაზარალებულის სახლში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეუბნებოდა, რომ იყო ,,ქუჩის ქალი“, ჰყავდა ,,საყვარლები“ და აგინებდა, ი---- ი-----მა მოუწოდა, თავი შეეკავებინა, რადგან მარტო არ იყო და პოლიციასაც გამოიძახებდა. დაზარალებულის შეპასუხების გამო გ------ ი------ უფრო აგრესიული გახდა და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. დარტყმისგან გამოწვეული ტკივილის გამო ი---- ი-----ს წამოუვიდა ცრემლები.
2.9. უდავო მტკიცებულებით - დაზარალებულის შვილის ვ-–-------- ი------ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 24 ივნისს, დედამ ი---- ი-----მა ტელეფონით შეატყობინა, რომ გ------ ი----ი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა დაზარალებულათან სახლში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სახლში დაბრუნებულს დედა დახვდა ნაცემი.
2.10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი---- ი-----ს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. უდავო მტკიცებულებით - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #1------ ჩანაწერის მიხედვით, ი---- ი------ უჩიოდა წვის შეგრძნებას სახის არეში, მარცხნივ. პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. პაციენტს დაესვა დიაგნოზი - თავის ზედაპირული ტრავმა.
2.11. უდავო მტკიცებულებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შესამოწმებელმა პირმა, სამედიცინო ექსპერტს კვლევის პროცესში მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 24 ივნისს, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის მიდამოში.
მუქარა
2.12. დაზარალებულ ი---- ი------ს ზეპირი ჩვენებით, ლანძღვა-გინების და სახეში ხელის დარტყმის შემდეგ, გ------ ი------ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. უყვიროდა, რომ თუ არ შეურიგდებოდა მოკლავდა, დაჭერის შემთხვევაშიც, როგორც კი გათავისუფლდებოდა, აუცილებლად მოკლავდა. ი---- ი-----მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დარეკა ,,112-ში. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ მობილური ტელეფონით ჩაიწერა, თუ როგორ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას გ------ ი------ და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გ------ ი------ ხედავდა, რომ იგი მობილური ტელეფონით იწერდა შეურაცხყოფის და მუქარის ფაქტს.
2.13. უდავო მტკიცებულებით, ი---- ი------ს მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გ------ ი------ ყოფილ მეუღლეს, 2019 წლის 24 ივნისს, აყენებდა უკიდურესად უხამსი ფორმით სიტყვიერ შეურაცხყოფას, გარდა ამისა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ამონარიდი სატელეფონო ჩანაწერიდან ,,მე შენს სისხლს დავლევ ძუკნა, სანამ მე ცოცხალი ვარ მე შურს ვიძიებ შენზე...“.
2.14. მოწმე ნ-----–- ა-----ის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 24 ივნისს გ------ ი------, ი---- ი-----ს, ფიზიკური ძალადობის შემდეგ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი ეს უკანასკნელი არ შეურიგდებოდა.
2.15. უდავო მტკიცებულებით, ვ-–-------- ი------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მამა - გ------ ი------ არის კონფლიქტური და გაუწონასწორებელი პირი, 2019 წლის 24 ივნისს, დედისგან - ი---- ი------სგან შეიტყო, რომ ბრალდებული დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
2.16. ზემოთგანხილული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობით, დადასტურდა გ------ ი----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
2.17.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:
2.17.1. გ------ ი----მა დასკვნით სიტყვაში უარყო ფიზიკური ძალადობის და მუქარის ჩადენის ფაქტი.
2.17.2. დაცვის მხარის პოზიცია ძალადობის და მუქარის ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის მიღებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებათა არასაკმარისობის და მოწმეთა ჩვენებების არასანდოობის გამო, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საჯარო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, პირდაპირი მოწმეების: დაზარალებულის ი---- ი------ს და ნ-----–- ა-----ის ზეპირი ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 24 ივნისს გ------ ი-----მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ი---- ი-----ზე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.17.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ, პირი, კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით ისე, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობრივ ქმედებას. ამ დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის ი---- ი------ს და დანაშაულის თვითმხილველი მოწმის ნ-----–- ა-----ის ჩვენებით, ასევე დაზარალებულის მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების ოქმით და ირიბი მოწმის ვ-–-------- ი------ს გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ გ------ ი------, ი---- ი-----ს ფიზიკური ძალადობის შემდეგ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი ეს უკანასკნელი არ შეურიგდებოდა. მსხვერპლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც, დახმარების მიზნით დარეკა ,,112-ში“. საქმის ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, სწორედ შიში გახდა საფუძველი, დაზარალებულს დახმარება პოლიციისთვის ეთხოვა.
2.17.4.რაც შეეხება დასახელებული მოწმეების არასანდოობის საკითხს, - სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დაცვის მხარის მიერ არ მომხდარა კონკრეტულ არგუმენტზე და გარემოებაზე მითითება, რაც სასამართლოს როგორც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებდა, რომ ი---- ი------ და ნ-----–- ა-----ი ცრუობენ ბრალდებულის მხილებისას. სასამართლო განმარტავს, რომ სანდოობის ტესტი იზომება არა მხოლოდ ჩვენების შინაარსით, თანმიმდევრულობით და კატეგორიულობით, არამედ ჩვენების პროცესში მოწმის ვერბალურ და არავერბალურ დინამიკაზე დაკვირვებით. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებული ი---- ი------, მოწმე ნ-----–- ა-----ი ფაქტებს გულწრფელად გადმოსცემდნენ და მათი ჩვენებები ძალადობის და მუქარის ნაწილში იყო თანმიმდევრული, იყო თანხვედრა საქმის სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის დაზარალებულის მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების ოქმთან, რომელიც აღწერს დანაშაულის ფაქტს. დაზარალებული და დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, ჩვენების პროცესში სუბიექტურად ვერ მალავდნენ ნეგატიურ ემოციას, რაც მათ ბრალდებულის ქმედების გამო განიცადეს, ი---- ი------ იყო უკიდურესად დათრგუნული, მოწყვლადი, განიცდიდა ყოფილი მეუღლის ამგვარ დამოკიდებულებას მის მიმართ და გამოთქვამდა შიშს სამომავლოდ დანაშაულის გაგრძელების, ვინაიდან, ბრალდებული დანაშაულის განხორციელების პროცესში დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა და პოლიციას თავს დააჭერინებდა, მოკლავდა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ დაზარალებულს და მოწმე ნ-----–- ა-----ს ჰქონდათ „ფარული მიზნები“ ცრუდ ემხილათ ოჯახის წევრი - დანაშაულის ჩადენაში და მოეხდინათ ფაქტების გაზვიადება.
2.17.5.დაცვის მხარის პოზიცია თითქოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს 2019 წლის 24 ივნისს გ------ ი------ს მიერ ი---- ი-----ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მსხვერპლს საექსპერტო კვლევის პროცესში, არ აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს ძალადობის ფაქტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მკვრივი - ბლაგვი საგნით, როგორიცაა ხელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, როდესაც საუბარი ერთხელ ხელი დარტყმაზე, შესაძლოა სხეულზე კვალი არ დარჩეს. კვალის დატოვება დამოკიდებულია გარეშე ფაქტორებზე, როგორიცაა ადამიანის კანი, დარტყმის ინტენსივობა, რაოდენობა, ხერხი, საშუალება. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც ყოველ ინდივიდუალურ საქმეში განსხვავებულია, არ არის უპირობოდ აუცილებელი ოჯახში ფიზიკური ძალადობა დადასტურებული იყოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარ მტკიცებულებით სტანდარტს გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, ჰქმნის დანაშაულის თვითმხილველ პირთა ზეპირი ჩვენებები.
2.18. რაც შეეხება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობას. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 14 ივნისს გ------ ი------ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერის პირობების და შეზღუდვების თანახმად, ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გ------ ი-----მა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შეზღუდვის ,,ა’’ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება და 2019 წლის 24 ივნისს მივიდა მსხვერპლის ი---- ი------ს საცხოვრებელ სახლში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
2.19. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------ ი------ და ი---- ი------ არიან ყოფილი მეუღლეები, ამდენად, სახეზეა ოჯახური დანაშაული.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას.
3.3. სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ გ------ ი------ს მიერ, ყოფილი მეუღლის ი---- ი------ს მიმართ ჩადენილია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულები.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ------ ი------ს პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის ერთ ეპიზოდში (111-3811)დანაშაულის აღიარება.
4.2. გ------ ი------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მუქარის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაულის მასშტაბი და ინტერვალი ქმედებათა ჩადენის დროს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:
5.3.1. მუქარა ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.3.2. დანაშაულის სიმრავლე და ინტენსივობა - ჩადენილია დანაშაულის 3 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში, ერთ კონკრეტულ დღეს.
5.3.3. მუქარის ხერხი: დაზარალებულის იძულება შერიგების და დაშინება, თუკი პოლიცია დაიჭერდა, გათავისუფლების შემთხვევაში მაინც მოკლავდა.
5.4. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნით: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე მუქარის შინაარს, რამაც მსხვერპლს სიმშვიდე და მყუდროება დაურღვია, გ------ ი------, დაზარალებულის ჩვენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუკი არ შეურიგდებოდა, გარდა ამისა არწმუნებდა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში აუცილებლად მოკლავდა. დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლოს შეფასებით აუცილებელია დამნაშავეს განესაზღვროს გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქცია.
5.5. ეპიზოდთა სიმრავლის, ხერხის, ინტენსივობის და დანაშაულის განმეორების რისკების მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში გ------ ი------ს სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ერთი ცალი ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ ი------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. გ------ ი------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვის ვადით.
3. გ------ ი------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ------ ი-----ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთ 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვის ვადით.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით გ------ ი------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
ერთი ცალი ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა