გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0-0210-190032-3041
N2/72--19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ. ს---------ია
შესავალი ნაწილი
ს---------იის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე: სს „თ----- ბ---ი“
წარმომადგენელი: შპს ,,ტ-----ს'' იურისტი ლ--–ა ბ-----–--ე
მოპასუხე: შ----ა თ-----ძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შ----ა თ-----ძეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2--- წლის 2- აპრილს საბ---ო კრედიტის N 3-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების -1287.76 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 80-.28, პროცენტი - 338.54 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 1-0.05 ლარი და დაზღვევა 1.89 ლარი;
1.2 დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2--- წლის 1- ოქტომბრიდან) 2--- წლის 2- აპრილის საბ---ო კრედიტის N 3-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 80-.28 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 40% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 26.90 ლარს;
1.3 2--- წლის 0---------- საკრედიტო ბარათის N 3-------9------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 1 389.27 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 71-.66 ლარი, პროცენტი 120.72 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 555.81 ლარი.
1.4 დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2--- წლის 1- ოქტომბრიდან) 2--- წლის 0---------- საკრედიტო ბარათის N 3-------9------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 71-.66 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 1-%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 8.33 ლარს.
1.5. 2--- წლის 2--------ს საბ---ო კრედიტის N3-------9----0- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 3 765.1- ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1-00 ლარი, პროცენტი - 81-.98 ლარი და ჯარიმა-1 449.17 ლარი. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე შემცირებული იქნა ჯარიმის ოდენობა 939.31 ლარამდე.
1.6. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2--- წლის 1- ოქტომბრიდან) 2--- წლის 2--------ს საბ---ო კრედიტის N3-------9----0- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1 500 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 60% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 75.00 ლარს;
1.7. 2--- წლის 1- ა--------ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 873.53 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 495.67 ლარი, პროცენტი - 83.03 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 294.83 ლარი.
1.8. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2--- წლის 1- ოქტომბრიდან) 2--- წლის 1- ა--------ს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 495.67 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1-.87 ლარს.
2. შ----ა თ-----ძეს დაეკისროს სს ,,თ----- ბ---ის'' მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 354.57 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ, არაუმეტე 472.77 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ დღეის მდგომარეობით, მისი გადახდისუნარიანობა გაუარესდა და ითხოვა ბ---ის სარგებლისა და დაკისრებული საჯარიმო თანხების მაქსიმალურად შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ----- ბ---სა“ და შ----ა თ-----ძეს შორის ინტერნეტბ---ის საშუალებით, 2--- წლის 2- აპრილს, დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N 3-------8------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 40 %-ით, კრედიტის ვადა - 2----–-–------------–-მდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 29 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის. ხელშეკრულების დამატებით პირობებად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ---ის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2-.04.2--- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3-------8------;
- 2-.04.2--- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3-------8------ დანართი - სესხის გრაფიკი (ს.ფ. 2--26).
- ცნობა N6---/1---0-;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სს „თ----- ბ---სა“ და შ----ა თ-----ძეს შორის 2--- წლის 0- მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3-------9------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათით 550 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით. 2--- წლის 0--------------ს სესხის გაცემის შემდეგ მოხდა ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა - 71-.66 ლარს. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა კლიენტის 65 წლის ასაკამდე. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის-1- %-ით. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო საკრედიტო ლიმიტის ათვისებიდან 40 დღეში ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთის 2- %-მდე შემცირებით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 0-.03.2--- წლის ოვერდრაფტით სარგებლობის შესახებ N3-------9------ ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. სს „თ----- ბ---სა“ და შ----ა თ-----ძეს შორის 2--- წლის 2-------- ინტერნეტბ---ის საშუალებით დაიდო საბ---ო კრედიტის N3-------9----0- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1-00 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60 %-ით, კრედიტის ვადა- 2--- წლის 0- ივლისამდე. კრედიტის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 0- რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.0-.2--- წლის საბ---ო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების N3-------9----0- დანართი - სესხის გრაფიკი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სს „თ----- ბ---სა“ და შ----ა თ-----ძეს შორის 2--- წლის 1- ა--------ს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18 %-ით საკრედიტო სავაჭრო /მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36 %-ით კრედიტის სს „თ----- ბ---ის“ ბ---ომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1-.0-.2--- წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოება არ წარმოჩენილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----- ბ---ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 62--ე, 54-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებერლი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ამავე კოდექსის 62--ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სს „თ----- ბ---სა“ და შ----ა თ-----ძეს შორის არსებობს სესხის ხელშეკრულებები, რომლითაც შ----ა თ-----ძემ 2--- წლის 2- აპრილს 1000 ლარი მიიღო სესხის სახით. მანვე 2--- წლის 0---------- საკრედიტო ბარათი მიიღო 550 ლარიანი ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით, რომელზეც 2--- წლის 0--------------ს ლიმიტი გაიზარდა ავტომატურად და საბოლოო ჯამში შ----ა თ-----ძემ მიიღო 71-.66 ლარი. ხოლო 2--- წლის 2-------- ინტერნეტბ---ის საშუალებით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 1 500 ლარი. მანვე, 2--- წლის 1- ა--------ს ხელშეკრულებით სს ,,თ----- ბ---იდან'' მიიღო 500 ლარიანი საკრედიტო ბარათი.
6.5 განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შ----ა თ-----ძეს სრულად არ შეუსრულებია. მაგრამ არა იმ მოცულობით, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს.
6.6 ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა გამოხატეს ნება და შეთანხმდნენ სესხზე მისაღები სარგებლის ოდენობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ნების ავტონომია ყოველთვის ანგარიშგასაწევია სამოქალაქო ურთიერთობების შეფასების დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნების გამოვლენა არ არის შეუზღუდავი. არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით ზღუდავენ მხარეთა ნებას, რომლებიც არარად მიიჩნევენ მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას. ასეთს განეკუთვნება მოჩვენებით, თვალთმაქცური, კანონისა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. იმ შემთხვევაში, როცა მხარეთა მიერ დაწესებული პროცენტი მნიშვნელოვნად აღემატება გარიგების დადების მომენტისათვის კომერციული ბ---ებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაწესებულ ოდენობას შესაძლებელია ასეთი ნების გამოვლენა ბათილად ჩაითვალოს.
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება რომელიც საზოგადოებაში ,,საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
6.7 ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლის შესაბამისად თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს.
„უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კოდექსის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი, რომელსაც დაეთანხმა მოპასუხეც, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა სსკ-ის 32--ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%, 40% ან თუნდაც 36%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 32--ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია.
უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შ----ა თ-------ემ შეცილება გააკეთა, იგი სწორედ ამ ფაქტობრივ გარემოებაზე ამყარებდა თავის შესაგებელს.
6.8. აღნიშნულიდან გამომდინარე შ----ა თ-----ძეს უნდა შეუმცირდეს, კერძოდ, უნდა გაუნახევრდეს მასსა და სს ,,თ----- ბ---ს'' შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დაწესებული 60%, 40% და 36% სარგებელი.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-0-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ასევე უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია 3 ხელშეკრულებაზე და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს.
7. სარჩელის უზრუნველყოფა
7.1. 2--- წლის 2-------------ის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „თ----- ბ---ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რითაც მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ს---------ია, წ-------–-ს ქ. N13-ა, საკადასტრო კოდი: 3-.0-.4-.0--.0-.5--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამასთან, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს, გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-სა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 354.57 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების - 50 ლარი, და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი. სასარჩელო მოთხოვნას ასევე შეადგენს საადვოკატო მომსახურების ხარჯის(დავის საგნის ღირებულების 4%-ის) გადახდა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 266,1 ლარს(6652,5-ის 4%)
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, ამასთან მოპასუხეს ეკისრება სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვისა და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხები. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე შემცირებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა 509 ლარით, შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 1-.27 ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----- ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, 2--- წლის 2- აპრილის საბ---ო კრედიტის N 3-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 1 118.49 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 80-.28 ლარი, განახევრებული პროცენტი - 169.27 ლარი, ჯარიმა - 1-0.05 ლარი და 1.89 ლარი დაზღვევა.
1.2. დაეკისროს მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2--- წლის 1- ოქტომბრიდან) 2--- წლის 2- აპრილის საბ---ო კრედიტის N 3-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 80-.28 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიურად, წლიური 40% სარგებლის განახევრებული ოდენობით -13.45 ლარის გადახდა.
1.3. დაეკისროს მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, 2--- წლის 0---------- საკრედიტო ბარათის N 3-------9------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 985.38 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 71-.66 ლარი, პროცენტი 120.72 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 1-0 ლარი.
1.4 დაეკისროს მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2--- წლის 1- ოქტომბრიდან) 2--- წლის 0---------- საკრედიტო ბარათის N 3-------9------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 71-.66 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 1-%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 8.33 ლარს.
1.5. დაეკისროს მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, 2--- წლის 2--------ს საბ---ო კრედიტის N3-------9----0- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 210- ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1-00 ლარი, განახევრებული პროცენტი - 40- ლარი და შემცირებული ჯარიმა -200 ლარი.
1.6. დაეკისროს მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2--- წლის 1- ოქტომბრიდან) 2--- წლის 2--------ს საბ---ო კრედიტის N3-------9----0- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1 500 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 60% სარგებლის განახევრებული ოდენობით გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 37.50 ლარს;
1.7. დაეკისროს მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, 2--- წლის 1- ა--------ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 637.19 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 495.67 ლარი, განახევრებული პროცენტი - 41.52 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 100 ლარი.
1.8. დაეკისროს მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2--- წლის 1- ოქტომბრიდან) 2--- წლის 1- ა--------ს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 495.67 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის განახევრებული ოდენობით გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 7.43 ლარს.
2. დაეკისროს მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, საადვოკატო მომსახურების ხარჯის(დავის საგნის ღირებულების 4%-ის) 266.10 ლარის გადახდა.
3. დაეკისროს მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურისათვის გადახდილი 20 ლარის გადახდა;
4. დაეკისროს მოპასუხე შ----ა თ-----ძეს (პ/ნ 3----------) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 199.56 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის გადახდა;
5. მოსარჩელე სს ,,თ----- ბ---ს'' სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 1-.27 ლარი (გადამხდელის ბ---ი: სს ,,თ----- ბ---ი'', გადახდის თარიღი: 2--- წლის 10 ოქტომბერი, საგადასახადო დავალება N3; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 3--------; მიმღების ბ---ის კოდი -TRESGE22);
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 139.74. ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N 32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებ.: ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ. N1).
გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე